სულსაც კვება სჭირდება და ეს საკვები მუდმივად უნდა გვეძლეოდეს
სულსაც კვება სჭირდება და ეს საკვები მუდმივად უნდა გვეძლეოდეს
ვანის ქვაბები, ვაჰანის ქვაბები - VIII-XVI საუკუნეების გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი ჯავახეთში მდებარეობს.

დროთა განმავლობაში ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმინდა გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკები გამოკვეთეს. 1089 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაანგრია. 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. 1191-1204 წლებში კი ისინი მეფის ხელშია. თამარის მეფობის ხანაში დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. მონასტრის პატრონმა, იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმინდა გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბებს 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა განგება", 1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმინდა გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 წელს ვანის ქვაბები კვლავ დაანგრია მიწისძვრამ.

XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, 1576 წელს - ოსმალებმა დაარბიეს იგი, რის გამოც გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. კომპლექსის ცენტრია წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერითურთ. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესთან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე, გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.

ვანის ქვაბების დასავლეთით, მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში, შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. ვანის ქვაბების არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები.

ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. გამოქვაბულთა ბოლო სართულზე კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კედლებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შემოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის, "ვეფხისტყაოსნისა" და "როსტომიანის" სტროფთა უძველესი ნიმუშები.

გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მათე (ვაშაყმაძე):

- ვანის ქვაბების მონასტერი ვარძიაზე ბევრად ძველია. მონასტერი საუკუნეების განმავლობაში თანდათან ვითარდებოდა და ხელიდან ხელში გადადიოდა. ზოგჯერ იყო ფეოდალური მონასტერი, ზოგჯერ კი სამეფო კარს მიეკუთვნებოდა, თუმცა ამას თავისი დადებითიც ჰქონდა. ფეოდალები და დიდგვაროვნები მონასტერს შეძლებისდაგვარად ყურადღებას აქცევდნენ, უხვად გასცემდნენ შეწირულობას, რითიც მონასტერი ეკონომიკურად, სულიერად ძლიერდებოდა, ძმობა მრავლდებოდა. მიწისძვრის შემდეგ ხდება მონასტრის გაუკაცრიელება. XVI საუკუნის შუა ხანებში თურქები დაეპატრონნენ აქაურობას, 300 წლით მონასტრული ცხოვრება შეწყდა. მონასტერი შემოსევებმა და მიწისძვრებმა დააზარალა. მონასტერში შემორჩენილია იმდროინდელი ტიბიკონი, ცხოვრების განაწესი. გამოირჩეოდა დიდი სიმკაცრით. დაახლოებით კვირაში ხუთი დღე ბერები სენაკებიდან არ გამოდიოდნენ, მხოლოდ შაბათ-კვირას იკრიბებოდნენ ტაძარში წირვა-ლოცვისთვის. ცხოვრობდნენ განდეგილური წესით. ასევე ცნობილია, რომ მათ გააჩნდათ მიწის ნაკვეთები. ეს ნაკვეთები ცნობილია "ბერთა ყანების" სახელით. ვისაც სურვილი ჰქონდა, ამ მიწას ამუშავებდნენ, გაშენებული ჰქონდათ ხეხილი და ცდილობდნენ, საკუთარი შრომით შეექმნათ მონასტერში სათანადო პირობები. ერთხანს ვანის ქვაბები გურგენიძეთა საგვარეულო მონასტერი იყო. წუნდის ტაძარიც გურგენიძეთა აღდგენილია. ამ ფეოდალური გვარის წარმომადგენლები დიდი სარწმუნოებით და ეკლესიის მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ბევრი კეთილი საქმე აქვთ გაკეთებული. ბერებს არ უწევდათ ლუკმაპურისთვის სხვაგან გასვლა ან მასზე ზრუნვა. მათი ერთადერთი დანიშნულება ლოცვა იყო, რომელსაც ძალიან დიდ დროს უთმობდნენ. თავისუფალ დროს ბერები, რა თქმა უნდა, შრომობდნენ. ბერისა და ბერ-მონაზვნისთვის, მონასტერში მცხოვრებისთვის, ლოცვა და შრომა ძალიან აქტიური ცხოვრების წესია. ჯერ ვლოცულობთ, მერე ვშრომობთ და ამ შრომის ნაყოფსაც ვიღებთ. ადამიანი რომ შრომობს, ეს უკვე მის სულიერებასაც უწყობს ხელს. ფიზიკური შრომით სულიერი მდგომარეობაც ჯანსაღდება.


- მამაო, რამდენი წელია, რაც ვანის ქვაბებში განახლდა სამონასტრო ცხოვრება?

- მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით, დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც ვარძიის მონასტერს გამოეყო ძმობის ნაწილი და ამოქმედდა ვანის ქვაბების მამათა მონასტერი. აქ სამონასტრო ცხოვრების აღდგენამდე მხოლოდ წირვა-ლოცვას ვატარებდით. გვინდოდა, მონასტერი ამოქმედებულიყო, მაგრამ ძალიან რთული პირობების გამო, ერთგვარად თავს ვიკავებდით, არავის სურდა ყველაფრის ნულიდან დაწყება. მეუფე თეოდორემ გვაკურთხა, რომ ვანის ქვაბებში სამონასტრო ცხოვრება ამოქმედებულიყო. ვიდრე მეუფე თეოდორე ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვრად მაკურთხებდა, ვარძიის მონასტრის მღვდელმონაზონი ვიყავი. ვარძიიდან წამომყვა ორი კაბოსანი მორჩილი და დავიწყეთ მონასტრული ცხოვრება. ვცდილობთ, ფიზიკურად ვიშრომოთ, ვქმნით ტერასებს, სადაც მიწა დაიყრება. აქ მიწის ნაკლებობაა. ყველაფრით სხვაზე დამოკიდებულები არ ვართ, მაგრამ მონასტერი ძირითადად შემოწირულობებით ცხოვრობს.

ეკლესიას საკუთარი მიწა აღარ გააჩნია. ის მიწა, სადაც ჩვენ კარტოფილს ვთესავთ, ნათხოვარია. დღეს ჩვენ არა მარტო სულიერზე ზრუნვა და მოღვაწეობა გვიწევს, არამედ მატერიალური უზრუნველყოფაც დიდი პრობლემაა. მადლობა ღმერთს, რომ დღესაც არიან ადამიანები, ვინც შესაწირს გასცემს და ეხმარება ეკლესია-მონასტრებს.

- მამაო, როგორ მიდის ადამიანი მონასტერში, ტაძარში?

- ადამიანი ტაძარში უფალს მიჰყავს. უფალი ადამიანის თავისუფალ ნებას ძალიან დიდ პატივს სცემს და უხეშად არ ერევა მასში, ადამიანი თვითონ გრძნობს მოწოდებას, შინაგან მოთხოვნილებას. არ აინტერესებს ერული ცხოვრება, არ აქვს მისწრაფება სიმდიდრის, ფუფუნების, ამქვეყნიური სიამოვნებებისკენ, ეს არის ერთგვარი ინდიკატორი, თუ რამდენად გინდა მონასტრული ცხოვრება. პირადად მე ეს ვიგრძენი და მონასტერში ამ გზით მოვედი. ალბათ, ადამიანები სხვადახვა გზით მოდიან მონასტერში, მაგრამ ძირითადად ეს არის, მკვეთრი გამიჯვნა უნდა მოხდეს ერული ცხოვრებისგან. ეს არ უნდა იყოს გატაცება. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ აქ ცხოვრება ადვილია. როდესაც სიძნელეებს წააწყდება, უკან იხევს, ერში ბრუნდება. ვფიქრობ, ეს ჯანმრთელი პროცესია. მორჩილება ის პერიოდია, როდესაც ადამიანს შეუძლია უკან დაიხიოს, თუკი ვერ შეიგრძნობს თავის მოწოდებას. ამ შემთხვევაში მას ეს ცოდვად არ ეთვლება. ამიტომ მორჩილების პერიოდი ზოგისთვის დიდხანს გრძელდება, ზოგს ნაკლებად სჭირდება ამდენი დრო.

- როგორია ტიბიკონი?

- არ გვაქვს განსაკუთრებული, ვარძიისნაირია. დილით 6 საათზე ვიწყებთ ცისკრის ლოცვას, რაც დაახლოებით ორი საათი გრძელდება. 10.30 სთ-ზე პირველი ტრაპეზი გვაქვს. შემდეგ იწყება მორჩილება - ვისაც რა შეუძლია, ზოგი ჯვარს კვეთს, ზოგი სკვნილს ქსოვს, ვისაც მეტი ფიზიკური შესაძლებლობა აქვს, მიწაზე მუშაობს და ამგვარად გადის თითქმის მთელი დღე, ვიდრე არ მოვა შემდეგი ტრაპეზის დრო. 4.30 სთ-ზე მეორე ტრაპეზია. ამასობაში დგება საღამოს ლოცვის დრო. 6 საათზე გვეწყება საღამოს ლოცვა. ამის შემდეგ მივდივართ სენაკებში, სადაც ყველა პირად კანონს ასრულებს, ან ლოცულობს ან წიგნს კითხულობს ან ხელსაქმობს. ერთი შეხედვით ყოველი დღე თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ სულიერი ჩაღრმავების შედეგად განსხვავებული და ახალია.

- სულიერი წინამძღვარი?

- ცხადია, საჭიროა. ადამიანი რაც უნდა პიროვნულად ჩამოყალიბებული იყოს, გარედან მისი ცხოვრება სხვანაირი ჩანს. ხელმძღვანელობა აბსოლუტურად ყველა ადამიანს სჭირდება. ამიტომ წინამძღვარი მონასტრულ ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს და დიდი უფლებებიც გააჩნია, ანუ ეს არის მატერიალური და სულიერი მმართველი, რომელიც განსაზღვრავს და ზრუნავს მონასტრის საჭიროებისთვის და ადამიანების სულიერ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. იღებს აღსარებას, ატარებს ღვთისმსახურებას და ხელმძღვანელობს მონასტრის წევრებს სულიერად.

- მამაო, განგვიმარტეთ მიწიერი და ზეციური ქორწინების არსი?

- ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. უფალზე დაწინდვა, ქორწინება, ეს უფრო გადატანითი მნიშვნელობის სიტყვებია. მიწიერი ქორწინება ნივთიერზე, მატერიალურზე, თუნდაც ფიზიკურ სიყვარულზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე ამაზე უფრო აღმატებული არის უფლის სიყვარული, რომელსაც ბერმონაზვნობა გულით ატარებს. პავლე მოციქული კარგად საუბრობს ამაზე, რომ დაქორწინებული ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს საკუთარ მეუღლეს, უქორწინებელი კი ფიქრობს, როგორ ასიამოვნოს უფალს. ეს, რა თქმა უნდა, ერთეულების ხვედრია და პირადი არჩევანი. ამიტომ უფალი არ მოითხოვს ამას ადამიანისგან. თუმცა, ორივე გზა დალოცვილი და მოსაწონია ღვთის წინაშე.

- რა არის თანამედროვე პრობლემა?

- ძირითადად, რასაც ვწუხვარ, ისაა, თუ როგორ ინგრევა ჩვენს ქვეყანაში ოჯახები, რაც ძალაინ სერიოზული პრობლემაა. ამ პერიოდში, როდესაც ფასეულობები უფასურდება, პირდაპირი დარტყმა ოჯახზე მოდის. ოჯახი არის ერის, ქვეყნის საძირკველი, ძალა და ენერგია. თუ ეს საძირკველი მოიშალა, ერს გადაგვარება ემუქრება. ძალიან გახშირდა ოჯახის შექმნიდან მოკლე დროში მისი დანგრევა. ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად ნაკლებია სარწმუნოება ადამიანში. ქორწინებაში ხედავენ მარტოდენ სიამოვნებას და არა გარკვეული სიმძიმის ტარების პასუხისმგებლობას. ეს, რა თქმა უნდა, აისახება დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც. თუ ასე გაგრძელდა, ერის სულიერი კრიზისი დადგება. გაიზრდება თაობა, რომელსაც არ ეცოდინება ვინ არის დედ-მამა და ამით დაკარგავს მშობლების სიყვარულს და პატივისცემას. ვფიქრობ, ეს არა მარტო ეკლესიის პრობლემაა, ეკლესია ისედაც ქადაგებს, რომ ოჯახის ერთგული უნდა იყოს ადამიანი, ვფიქრობ, სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს ამისთვის - წახალისდეს გამრავლება, მრავალშვილიანი ოჯახები, გამოიყოს დახმარება, ხელშეწყობა ჰქონდეს. უწმინდესმა ძალიან ბრძნული ნაბიჯი გადადგა და რამდენიმე ათასამდე ბავშვი მონათლა. მათი მშობლებისთვის რომ გვეკითხა, ათასობით ბავშვი, წესით, არ უნდა დაბადებულიყო, მაგრამ უწმინდესმა სულიერად ისე წაახალისა, რომ ქვეყანაში სერიოზული გენოფონდი შეიქმნა.

შევეცადოთ, ვიცხოვროთ უფრო სიღრმისეულად და უფრო გავაქტიურდეთ ეკლესიურ ცხოვრებაში. ეკლესია არ არის მარტო გარეგნულად მონაწილეობის ფორმა, ეს არის მადლისმიერი ქმედება, როდესაც წირვას ვესწრებით და ჩვენი გულისყური რაღაც საქმიანობის ირგვლივ ტრიალებს, მაშინ სხეულით ვდგავართ წირვაზე და გონებით სხვაგან ვართ. მეტი გულისხმიერებაა საჭირო და მეტი აქტიურობა. თუნდაც დილა-საღამოს ლოცვების წაკითხვა, სახარების კითხვა. ეს, საბოლოოდ, არის სულიერი საკვები, რომელიც გვასაზრდოებს და თუ ამ სულიერ საკვებს ყოველდღიურად არ ვიღებთ, მაშინ ვუძლურდებით ისე, როგორც ფიზიკურად ვძაბუნდებით უჭმელობით. სულსაც კვება სჭირდება და ეს საკვები მუდმივად უნდა გვეძლეოდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat