ღელეს მამათა მონასტერი
ღელეს მამათა მონასტერი
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია, რაც ღირსი ლაზარეს სახელობის ახალდაარსებულ ტაძართან ამოქმედდა ღელეს მამათა მონასტერი, რომლის წინამძღვრადაც დაარსების დღიდან დაადგინეს ბერ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი). ალბათ, მამა კირიონის ბერად აღკვეცის შემდეგ ხატწერით დაინტერესებამ განაპირობა ის, რომ მალე ღელეს მამათა მონასტერთან დაფუძნდება სამხატვრო სახელოსნო.

- მამა კირიონ, ვინმემ გირჩიათ მონასტერში ხატწერისთვის მიგეყოთ ხელი თუ ხატვა ბავშვობისდროინდელი გატაცება იყო?

- უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის კურთხევაა, მონაზონი რაიმე ხელსაქმეს აკეთებდეს. ჩვენი პატრიარქი ამ მხრივ თვითონ იძლევა საუკეთესო მაგალითს, მისი ხელით შეიქმნა საუკეთესო ხატები, წერს შესანიშნავ მუსიკას და საეკლესიო საგალობლებს. მეც ბავშვობიდანვე გავიწაფე ხატვაში და მონასტერშიც გავაგრძელე; ხატვა იქნება ეს, სკვნილების ქსოვა თუ სხვა, ნებისყოფას მოითხოვს და მეხმარება მოთმინების გამომუშავებაში.

- ბერად აღკვეცის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ?

- ჩემმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა იერომიელმა (ფილიშვილი), ტიმოთეს უბნის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, კურთხევა მომცა საქართველოს სხვადასხვა მონასტერი მომელოცა ერთ წელიწადში. ბევრ მონასტერში მომიხდა ცხოვრება. როდესაც მონასტრის ზღურბლს გამოვცდებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას ვეთხოვებოდი. მსგავსი შეგრძნება მხოლოდ ძამის ხეობის მონასტრების მონახულებისას არ მქონია, აქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც შინ.

- ძამის ხეობა რითი იყო განსაკუთრებული?

- უწინარესად, მომეწონა ბერ-მონაზონთა ურთიერთდამოკიდებულება, მათი სულიერი დიაპაზონი. თავიდანვე მაინცდამაინც მონასტერში დარჩენაზე არ მიფიქრია. ასეთი გადაწყვეტილება 33 წლისამ მივიღე, მანამდე ჩვეულებრივად, ქრისტიანულად ვცხოვრობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ სიონის ტაძარში დავიწყე ინტენსიურად სიარული. სულიერმა განსაცდელებმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვა და ველოდებოდი, რომ კითხვებზე ეკლესია მიპასუხებდა. მონასტერში ასეც მოხდა, მომეხსნა სიმძიმე და სულიერი შვება ვიგრძენი. ძალიან ვემადლიერები ჩემს მოძღვარს. როცა ძამის ხეობაში მივედი, ერთი პერიოდი მეუფე იობი იყო ჩემი სულიერი მოძღვარი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მამა იერომიელს დავუბრუნდი.

- კარგი იქნებოდა, გაგეხსენებინათ ღელეს მამათა მონასტრის დაარსების ისტორია.

- ადგილი, სადაც დღეს ღელეს მონასტერია, რამდენიმე წლის წინ ქარელის რაიონის მოსამართლეებს ეკუთვნოდათ და ე.წ. "მწვანე სახლის" სახელწოდებით იყო ცნობილი. 2010 წელს მეუფე იობმა კურთხევა მომცა, გამომეკვლია, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა აქ მონასტრის დაარსება. ამ ადგილმა ასე იმიტომ მიგვიზიდა, რომ აქვე მოედინებოდა მდინარე, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა მცირე ჰესის ასაშენებლად. დაიწყო მოლაპარაკებები ყველა იმ პირთან, ვისაც ამ საკითხზე შეეძლებოდა ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. ეს ადგილის მესაკუთრეებისგან შევისყიდეთ, 2010 წელს, როგორც იქნა, გადმოგვეცა და პეტრე-პავლეს მარხვის დროს დავიწყეთ მოქმედება. მადლობა ღმერთს, ამ ხნის განმავლობაში არც საპატრიარქო შემიწუხებია და არც სხვა უწყება, მხოლოდ მეუფე იობთან მიწევდა ხშირად მისვლა ლოცვა-კურთხევის მისაღებად. დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი კარგად გამოვიდოდა, რადგან მეგობრებთან ერთად, ჩემი მთავარი წინამძღოლი და შემწე უფალი იყო. ბერ-დიაკვნის ხარისხი 2011 წლის 13 სექტემბერს, ტაძრის კურთხევის დღეს მივიღე. IX საუკუნეში მოღვაწე წმინდა ხატმწერ ლაზარეს სახელი ტაძარს მეუფე იობმა შეურჩია. ხატმწერი ლაზარე კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა ხატმებრძოლობის პერიოდში, ღვთისმსახური ბერი იყო, მწვალებლებმა ხელები გადაუმტვრიეს, მაგრამ მაინც გადარჩა. სახელი ღელეც მეუფე იობმა შეურჩია ჩვენს მონასტერს.

როგორც ხედავთ, მონასტერი ახალი დაფუძნებულია. ჩემ გარდა აქ ერთი სამორჩილეა, თავიდან რამდენიმე მორჩილი გვყავდა, მაგრამ მერე სხვადასხვა მონასტერში გაანაწილეს.

- ხატწერისთვის თუ გრჩებათ დრო?

- ახლა მშენებლობის პროცესში ვართ და მიჭირს დროის გამონახვა, მაგრამ როცა ვახერხებ, ეს დიდ სიხარულს მანიჭებს. დაღლილი ან ემოციურად გადატვირთული ხატზე მუშაობას ვერ ვბედავ, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ამას განიზრახავ, დილიდანვე ყოველგვარი საზრუნავი გვერდზე უნდა გადადო, კარგია, თუ მარხვის პერიოდში მოგიწევს ხატზე მუშაობა, ხსნილში თუ ამის დრო და საშუალება მოგეცემა, მუშაობის დრო სულ ლოცვაში უნდა გაატარო.

- ვინ შეგასწავლათ ხატვა?

- ხატწერის კანონიკაში დამეხმარა თბილისის აბო თბილელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ისააკი. ძალიან მიყვარს მამა ისააკი, რადგან მეტად თავმდაბალი ბერია, მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

- ფრესკაზეც ხომ არ გიცდიათ ბედი?

- ფრესკაზე ძალიან რთულია მუშაობა, ამას ძალიან დიდი ოსტატობა სჭირდება, კედლის მოხატულობა დიდად განსხვავდება ფრესკისაგან. თუმცა მეუფე იობისგან მაქვს ლოცვა-კურთხევა, ჩვენი ტაძარი მოვხატო, რომლის კედლები ძველი მეთოდით, კირით და კვერცხით არის გალესილი. ბერძნულად ფრესკა "ცოცხალს" ნიშნავს, რუსულად მას "სვეჟის" ეძახიან, მართლაც შესატყვისი სიტყვებია, ცოცხალიცაა და სველიც. როცა ფრესკაზე მუშაობ, ტაძრის ერთი მონაკვეთი კირით გაიღებება და სანამ გაშრება, მანამდე უნდა დაიხატოს, მაქსიმუმ 4 საათში. თუ იმ კვადრატის მოხატვა ვერ მოასწარი, ყველაფერი წყალში ჩაგეყრება, ამიტომაც მოითხოვს ფრესკა დიდ პროფესიონალიზმსა და ოსტატობას.

ადრეული ხანის ფერმწერები დიდი პასუხისმგებლობით მოიძიებდნენ ბუნებრივ საღებავებს, ქვებს პუდრივით ფქვავდნენ და შემდეგ ამზადებდნენ საღებავებს. სადაც ფერია, იქ ხატვაა და არა წერა. ფრესკის მხატვარი-პროფესიონალები მაქსიმალურად მოკლე დროში ახერხებდნენ მხატვრული კომპოზიციების შექმნას, მანამდე, ვიდრე კედელი არ გაშრებოდა. რამხელა გამოცდილებაა საჭირო, რომ ერთი ხელის მოსმით შეძლო მოხატო კედლის სივრცე. ყინწვისის მომხატველი ძველი ოსტატები უეჭველად ბერები იქნებოდნენ, რადგან მათ ფრესკებში მხატვრობის ნიჭთან მაღალი სულიერებაც არის შერწყმული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფრესკებისა და ხატების შექმნა XVIII საუკუნემდე მხოლოდ ბერებს შეეძლოთ, რადგან რაოდენ ნიჭიერიც უნდა ყოფილიყავი, კანონიკით ერისკაცებს არ აძლევდნენ საეკლესიო მხატვრობაზე მუშაობის უფლებას. მერე და მერე, უფრო ლიბერალურად უდგებოდნენ ამ საკითხს.

- მოზაიკური მხატვრობა კიდევ უფრო განსხვავებულია, არა?

- საკვირველია, ეს ხელოვნების ცალკე მიმართულებაა, ისე როგორც რელიეფური ხელოვნება, ქვაში და ხეზე კვეთა, ამ საქმესაც ადრეულ საუკუნეებში ბერები ეწეოდნენ.

მეუფე იობის კურთხევით მამათა მონასტერთან ფუნქციონირებას დაიწყებს სამხატვრო სახელოსნო. იმისათვის, რომ ხატწერის ელემენტარული პირობები შევქმნათ ქრისტიანული ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული სასულიერო პირებისთვის. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ოსტატობაზე საუბარი. ჯერჯერობით ჩემს კელიაში მიხდება ხატების შექმნა და თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება ჩემგან რაიმე შეისწავლოს, სიამოვნებით ვასწავლი. ვიცი, ხატწერის შესწავლის მსურველი ბევრია, მთავარია, მალე შევძლოთ სახელოსნოს გახსნა.

- თქვენი აზრით, რა ძირითადი მახასიათებელი განასხვავებს ხატწერას ფერწერისაგან?

- ხატწერაში კანონიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ხატმწერი უნდა განეკუთვნებოდეს ერთ რომელიმე სკოლას და არა თავის სტილსა და ხელწერას. ასე ემართებათ ხატწერით დაკავებულ ყოფილ მხატვრებს, ისინი ვერ გამოდიან თავიანთი თავიდან, რადგან ინდივიდუალური შემოქმედებითი სტილი აქვთ გამომუშავებული, უნდათ კიდეც, თავიანთ ხელწერას გაუსვან ხაზი. ხატწერაში დაუშვებელია მხატვრის სახელისა და გვარის, ინიციალების მინიშნება და მისი დამახასიათებელი სტილი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ესა თუ ის ხატი ამა და ამ პიროვნებამ დახატა.

- ანდრეი რუბლიოვის ხატებზე რას იტყოდით?

- ანდრეი რუბლიოვის ხატები იაროსლავის სკოლის კუთვნილებაა. მის ნამუშევარს იმდენად ეტყობა სკოლის გავლენა, რომ შეიძლება ვერც მიხვდე, რომ ზოგიერთი ხატი რუბლიოვმა შექმნა. სწორედ ესაა მთავარი, რომ მისი ნამუშევრები სკოლას გვახსენებს და არა პიროვნებას.

ავსტრალიიდან ძამის ხეობაში სტუმრად იმყოფებოდა რუსი არქიმანდრიტი ალექსი. იგი ძალიან ცნობილი ოსტატი და მეტად დახვეწილი გემოვნების პიროვნებაა. 2 წლის წინ შევხვდი ქოზიფაში, სადაც მამა ალექსიმ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოხატა. როცა ვკითხე, თქვენ რომელ სკოლას მისდევთ-მეთქი, ქართულსო. იგი 30 წელია, რაც ამ საქმიანობას ეწევა და მართლაც საგრძნობი შედეგები აქვს. მართალია, თავისი ნამუშევრებით არასდროს არის კმაყოფილი, რაც მის თავმდაბლობაზე მეტყველებს, თუმცა პროფესიონალთა შეფასებით, მართლაც უნიკალური ფრესკები აქვს. რომ ვკითხე, თქვენი აზრით, რატომ არ გამოგდით თქვენი გემოვნების შესაფერისი მხატვრობა-მეთქი, მომიგო, - იმიტომ, რომ რუსი ვარ და ქართული სკოლის წარმომადგენელიო.

- ქართული სკოლის თავისებურებას რაში ხედავთ, თუნდაც რუსულთან შედარებით?

- როგორც დამწყები ხატმწერი, ამის ახსნას ვერ შევძლებ. ერთი ვიცი, რომ უდიდესი შრომისმოყვარეობით, მონდომებით, თავმდაბლობით, ლოცვით, მორჩილებით და ღვთის მინდობით გამოჩნდება ჩემ მიერ შექმნილ ხატებში ქართული ხატების მთავარი მახასიათებელი, რუსულთან შედარებით, სწორედ უბრალოებაა. საერთოდ, სიმარტოვესა და უბრალოებაში ჩანს მაღალი სულიერება. ამ ურთიერთშერწყმის საფუძველზე ფერებიც უფრო ნატიფია და ნათელი, ისეთი ფერთა შეხამებაა, რაც მის ქართულობას უსვამს ხაზს.

თანამედროვე ხატები უფრო ბრჭყვიალა, თვალისმომჭრელი და გამშვენიერებულია, რაც უცხოა ქართული ხატწერისთვის.

- სად მდებარეობს თქვენი მონასტერი?

- 1996-1997 წლებში, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა ქოზიფის მამათა მონასტერი, რომელიც დედამონასტრად ითვლება ძამის ხეობაში, რასაც მოჰყვა სხვა მონასტრები: მუხილეთი, ძამა, ტბეთი, ბანა, შატბერდი (ტაო-კლარჯეთის ანალოგიით), სულ 32 მონასტერია ხეობაში, ყველაზე ბოლოს ჩვენი მონასტერი დაარსდა. მეუფე იობი ღრმად სულიერი პიროვნებაა, ერის, ეკლესიისა და ისტორიის დამფასებელი და მოყვარული, რაც მისი მოღვაწეობიდანაც კარგად ჩანს.

- თქვენს შექმნილ ხატებზე არის მოთხოვნილება?

- ვინც მიცნობს და ჩემს ხატებს ნახულობს, ძირითადად იმათ მიაქვთ. არის შეკვეთებიც, გუდაურის ამაღლების ტაძარსა და თბილისის სამების მონასტერში წმინდა გიორგის ხატებია დაბრძანებული. წმინდა ნინოს ტაძარში - იოანე ღვთისმეტყველის ხატი, თუ არ ვცდები, კვირიკესა და ივლიტას ტაძარში - ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი, სამთავისის მონასტერში წააბრძანებენ წმინდა გიორგის ხატს. მე ხატმწერობაზე ჯერჯერობით პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ დიდი სურვილი მამოძრავებს დავეუფლო ამ პროფესიას და კარგი ხატმწერი გავხდე, ღელეს მონასტრის ხატმწერი ლაზარეს სახელობის ტაძრისა, სადაც მიწევს ღვთისმსახურება.

მონასტრის დაფუძნებიდან დღემდე გვერდით გვიდგას თეა-ნინო დანელია, რომელიც რამდენიმე წელია ამერიკაში მოღვაწეობს. მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩვენს მონასტერზე. ის რომ არა, არ ვიცი, რას გავაკეთებდით. ღმერთმა გამოგვიჩინა თინათინ ნადირაძე, რომელმაც ბევრ საქმეში აღმოგვიჩინა დახმარება. მოკლედ, მივყვებით ღვთის ნებას, თუკი ვინმე კეთილი ადამიანი გამოჩნდება, აგვაშენებინებს ჰესს და მოგვაწყობინებს სახელოსნოს, ეს უდიდესი შემწეობა იქნება ჩვენთვის. შემოდგომა-ზამთრის პერიოდი რომ დგება, ძალიან მიჭირს ხატებზე მუშაობა, რადგან მზე 6 საათზე ჩადის და დღის განმავლობაში მხოლოდ 3-4 საათი მრჩება დრო, სანთლის შუქზე ვერ ვხატავ. შუქი რომ იყოს, მთელი ღამე ვიმუშავებდი, ლოცვას და მონასტრულ შრომასაც თავისი დრო მიაქვს.

მოჭიდავეები ტატამზე იწვრთნებიან, თუმცა სანამ წვრთნას შეუდგებოდნენ, მანამდე ტატამი უნდა მოაწყონ, ვიდრე ჩემპიონატებში მიიღებდნენ მონაწილეობას, ჩვენი საწვრთნელი ბაზა და ასპარეზი მონასტერია, ჩვენი ყველაზე დიდი შემწეობა ის იქნება, დაგვეხმარონ შეძლებული ადამიანები მონასტრის მოწყობაში, რომ მოღვაწეობისათვის ასპარეზი მოგვეცეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat