ორმილიის დედათა მონასტერი
ორმილიის დედათა მონასტერი
ორმილიის მონასტრის შესახებ მასალა ახლო მეგობარს, დავით გოროზიას ვთხოვე, რათა "კარიბჭის" მკითხველსაც გაეგო ამ დიდებული მონასტრის ისტორია.

კასანდრას ყურის ჩრდილო სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრზე, ვათოპედსა და ორმილიას შორის მდებარე ზეთისხილიან-ვენახიან ველზე, 23 წლის წინ დაარსდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი ორმილია. ეს მონასტერი ათონის წმინდა მთის სიმონპეტრას წმინდა მონასტრის მეტოქია, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფად განვითარებას. დღესდღეობით, ათონის მთის სულიერი მემკვიდრეობის ჩრდილქვეშ მყოფი ეს სავანე მონასტრული კინოვიის (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძნება) მოდელს წარმოადგენს საბერძნეთში. "იქ, დედათა მონაზვნობა, "როგორც სიცოცხლის აზრი და დაუღალავი მსხვერპლად შეწირვა", მისიონერობასა და საზოგადოებრივ ღვაწლში ყვავის. მონასტრის სულიერი დები, რომელთა რიცხვი 100-ს აღემატება, სთავაზობენ თავიანთ მომსახურებასა და დახმარების ხელს მართლმადიდებლობის ჩარჩოებს შორის არსებულ სხვადასხვა სფეროს, რომლებიც ქალს ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევენ", - აღნიშნავს იოტა მორციოტი. "სულიერი დები უბრალონი, დაუღალავნი, სანდომიანნი და დილიდან დაღამებამდე მებრძოლნი, როგორც ცალკეულად, ისე სხვებთან ერთად, ყოველთვის ავსებენ ხალხს ღვთიური სათნოებით, სიხარულითა და ზეიმით, მადლიერებით", - წერს ორმილიას წმინდა მონასტრის სულიერი მამა და წინამძღვარი არქიმანდრიტი ემელიანე, ათონის მთის სიმონპეტრას წმინდა მონასტრის იღუმენი.

სივრცე და დრო ორმილიას მონასტერში, რომელსაც სამართლიანად ეწოდება "ათონის მთაწმინდის კარიბჭე", საუკუნეების წინ, ბიზანტიის ეპოქაში გაჩერდა. მონასტრის სუვერენული საფუძვლებია რწმენის ერთიანობა, ტრადიციების გამოცდილება და მათი, როგორც თანამედროვე ფორმით, ისე ბიზანტიური ბრწყინვალებით დაცვა და ბოლოს, ათონის წმინდა მთის ტიპიკონი, რომელსაც რწმენითა და სიზუსტით მიჰყვებიან. ძალიან ახალგაზრდა ასაკის ანგელოზის დარი ფიგურები, რომლებიც მონაზვნის კაბით მხოლოდ მას შემდეგ შეიმოსნენ, რაც გაიარეს მორჩილების, უქონელობის, ქალწულების, გამგონობის, განმარტოების, აღსარების, სინანულის, რწმენის, ერთგულებისა და ყველაზე ზრუნვის სათნოებებზე გამოცდა. ისინი ყველგან მყოფი არსებანი არიან. ყოველი მათგანი თავის მოვალეობას ასრულებს. დედა ისოდია, რომელიც მონასტრის მეკარეა, "მიუძღვის" სტუმარს ამქვეყნად არსებულ სხვა სამყაროში. არქიტექტურა ათონის მთისა და მაკედონიური არქიტექტურის "ქორწინება" ერთი შეხედვითაც კი ჩანს, როგორც კელიებისა და სახელოსნოების ახალაგებული ფრთების, ისე აღდგენილი ძველი მეტოქის მიხედვით. ყველა ორგანიზებულად და ფაქიზად, ასევე უფლის მიმართ გულის ამაჩუყებელი თაყვანისცემით მუშაობს. რაც შეეხება ვათოპედის მიტოვებულ, ქვის მეტოქს, იგი მას შემდეგ განახლდა, რაც აქ, 1974 წელს, დასახლდნენ პირველი დედები (მონაზვნები), რომლებმაც მეტეორას მონასტრული აკვანი მიატოვეს იმისათვის, რომ გამოჰყოლოდნენ თავიანთ სულიერ მამასა და წინამძღვარს არქიმანდრიტ ემელიანეს. მცირე, მაგრამ მყარი ბირთვი, რომელიც იღუმენ ნიკოდიმეს წინამძღვრობით ტრიკალას რაიონიდან წამოსული, მონაზვნის კაბით შემოსილი რამდენიმე მორჩილისაგან შედგებოდა, ნელ-ნელა გაიზარდა. მონაზვნად აღკვეცის პირველი ცერემონიები, მოგვითხრობს სიმონპეტრელი ათანასე (დედა ნიკოდიმის ძმა), დაემთხვა კვიპროსზე მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს,…"ორმილიაში კი დაიწყო სხვა დონისა და ფორმის, მშვიდობიანი და შემოქმედებითი ბრძოლა. დავიქანცეთ, მრავალფეროვანი, უცხო მხარიდან შემოტანილი ცხოვრების ფორმით და ჩანს, რომ დაბრუნება ჩვენი გვარის ფესვებთან დღეს სრულიად ბერძნულ სივრცეს მოიცავს და ეს მანუგეშებელია, ნამდვილად".

ამას გარდა, არა მხოლოდ ბერძენ ქალებს მიუღიათ მონაზვნის სქემა, არამედ მონაზვნად სხვა აღმსარებლობის მქონე ევროპელებიც აღიკვეცნენ. მათ შორის იყო ხუთი ფრანგი ქალი, რომლებმაც "მიიღეს" მართლმადიდებლობა ცხოვრების არსისა და ჭეშმარიტების სხვა განზომილების ძიებისას, რისი პოვნაც პარიზისა და ევროპის სხვა უნივერსიტეტებში ვერ შეძლეს. დღეს, ასოცზე უფრო მეტ მონაზონს 19 წლის განმავლობაში თითქმის ყოველივე განხორციელებული აქვთ. მათ შრომისმოყვარეობის, მართლმადიდებლობის წიაღში მდებარე ამ გარემოს სიყვარულისა და ბუნებისადმი პატივისცემის წყალობით, შექმნეს მონასტრული კომპლექსის ნიმუში, მართლმადიდებლური დედათა მონაზვნობის "ლოცმანი". მათი უმრავლესობა სამეცნიერო მუშაობას ეწევა და მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს. მაგალითად, იერონიმე და ასინგრიტე სტომატოლოგიაში მოღვაწეობენ, დამიანე და თალელეა – ლაზარეთში, ემილია და პორფირია სამხატვრო სახელოსნოს ხელმძღვანელობენ, სინესია – ქარგვის სახელოსნოში, ილარია – საღმრთისმეტყველო შესამოსლების სამკერვალოში, სადაც ერთგულად და გემოვნებით მიჰყვება თარგებს – ძირითადად მავედრებლის ბიზანტიურ ასლებს. იქ, საკუთარი ხელით ქმნიან "ანგელოზებს" და "შემოქმედს". ტრადიციული ხელოვნების ხელით ქმნილი შედევრები – ნაქარგობები, ნახატები და ტექსტილი ამშვენებს მონასტრის ბიზანტიური მოტივების შემცველ სარკმლებს, კედლებსა და ხისგან გამოთლილ უბრალო ავეჯს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მრავალრიცხოვანი შეკვეთის საშუალებით, რომელიც ეძლევათ როგორც საბერძნეთის, ისე უცხოეთის ეკლესიებიდან, დედები მონასტრისათვის საკმაოდ ღირსეულ შემოსავალს გამოიმუშავებენ. არქონდარიკში მწუხრის ლოცვის შემდეგ, სტუმარს არქონდარიკში, ღიმილითა და თავაზიანობით დედა ილიანე, დომეტიანე, მარდარია და თავორია ბერძნულ ყავასა და ლუკუმს სთავაზობენ. დედებს საშუალება ეძლევათ სიყვარულითა და მოთმინებით მოუსმინონ გარე სამყაროს მორწმუნეთა პრობლემებს, რომელთაც მყუდროებისა და სიმშვიდის ესოდენ დიდი მოთხოვნილება აქვთ. დღის უმეტეს საკანონო განაწესს ეს დედებიც შეუწყვეტლად შრომაში ატარებენ, ასევე დანარჩენი მონაზვნები გათენებიდან დაწყებული დაღამებამდე შრომობენ. ბოსტნებსა და ზეთისხილის ჭალებში დედა ოლიმპია მუშაობს, ბაღებში - ქარიტინე (მამა სერაპიონ სიმონპეტრელის, მონასტრის ეკონომოსის ხორციელი და), პირუტყვთა თანამედროვედ აღჭურვილ პუნქტში – დედა ევერღეტინე – მეცოველი მწყემსის ქალიშვილი, "შრომა არის გამთენიის მსახურებასა და ღამის ცხოვრებას შორის, გონივრული, უმწიკვლო, კეთილსინდისიერი, ტკივილიანი და დამქანცველი.

მონაზონი თავის გულს თავის მხრებს აძლევს, როგორც ქორწილში გულითადად დარბის და ყურადღებითაა, ასევე აქაც აფრთხილებს ამ მოხუც მხრებს, რომ ფხიზლად იყოს", აღნიშნავს ბერი ემელიანე. ხოლო ფსალმუნთა გალობა ცისკრის ლოცვისას, მსახურება, მწუხრის ლოცვა "ანგელოზთა ენის მიბაძვაა, ჰარმონიული რითმია ერთხმოვანი ბიზანტიური გუნდისა", ღმრთიური სახის ძიებაა".

მონასტრის კომპლექსიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, კაცთმოყვარე ღმრთისმშობელი გულთბილი დახვედრით უღებს ადამიანებს სულიერი და საზოგადოებრივი დახმარების ცენტრში შესასვლელ კარს. თანამედროვედ აღჭურვილი საავადმყოფო და საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ამ რეგიონის მცხოვრებთ, კიბოსა და შიდსის პრევენციის პროგრამების საშუალებით, დახმარებისა და თავიანთი პრობლემების მკურნალობის საშუალება ეძლევათ. ცენტრი აშენდა ხატძიპატერას ოჯახის შემოწირულობის მეშვეობით სოფელ ვათოპედთან ახლოს, სადაც დედები გულუხვად სთავაზობენ თავიანთ სიყვარულს ადამიანებს. ემსახურებიან მათ სულიერად და ფიზიკურად "ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე", ზოგადი სამედიცინო დახმარებისა და სტომატოლოგიურ ულტრათანამედროვე კაბინეტებში, ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა თუ სულიერი განცხადებებისა და სამეცნიერო სიმპოზიუმებისათვის განკუთვნილ დარბაზებში. ხელს უწყობენ "ტრადიციული კონცეფციების, როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ცხოვრებასთან შეფარდებას და ადამიანური სულის ღმერთთან კავშირის პოტენციალის გამოღვიძებას", ჰუმანურობისა და სიყვარულის საერთო საქმეში უფრო მეტი მონაწილეობისათვის, იმ სათნოებებისათვის, რომლებიც საფრთხეშია, რათა ჩვენს "ცივილიზებულ" სამყაროში სრულიად არ გაქრნენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat