დროის მძლეველი სვეტიცხოველი...
დროის მძლეველი სვეტიცხოველი...
მირიანის იატაკს შევეხეთ და ვეამბორეთ და იქიდან ავხედეთ სვეტიცხოვლის გუმბათს
რამდენიმე თვის წინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო. მიზანი იატაკის გამოცვლა და მისი ნიშნულის შეძლებისდაგვარად ოპტომალურ დონემდე დადაბლება გახლდათ. იატაკის გამოცვლასთან დაკავშირებით აუცილებელია არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, ამიტომ სამუშაოებში დიდი ჯგუფი ჩაერთო. ექსპედიციის წევრები ეცადნენ, ტაძრისთვის თავდაპირველი სახე დაებრუნებინათ. დრო ცოტა ჰქონდათ, საქმე კი ბევრი, მაგრამ, ღვთის მადლით, შეძლეს...

ექსპედიციის წევრებთან სასაუბროდ მცხეთაში ჩასული გაოგნებული დავრჩი მათი შრომითა და მონდომებით. რომ იცოდეთ, რამხელა ბჭობა უძღვის წინ თითოეული მონაკვეთის დაგებას, ერთი შეხედვით უმნიშვნელო თითოეულ დეტალს... როცა ყოველივე საკუთარი თვალით ვიხილე, მაშინღა მივხვდი, რაოდენ რთული და შრომატევადი ყოფილა მათი სამსახური. ღმერთმა შეაძლებინოთ!

სამუშაოების დროს სვეტიცხოველი საოცარი სანახავია. შენს თვალწინ ისტორია ცოცხლდება. ტაძრის ცენტრში უფლის კვართის საფლავი, გვერდებზე გორგასლისეული სვეტები, წინ XVII ს-ის სამარხები... სვეტებს, კამარებს 1283 წლის მიწისძვრის, თემურ-ლენგის ლაშქრობათა კვალი ატყვია. სადღაც ქვემოთ, სამარხების ქვეშ, მირიანისეული იატაკი მოჩანს, სტოაში კი ახალ ქვებს აგებენ... ტაძარი ჩვიდმეტ საუკუნეს იტევს. აქ თითქოს დრო ჩერდება და საკუთარი თვალით ხედავ, როგორ შენდებოდა, ლამაზდებოდა, მშვენდებოდა, ინგრეოდა, იმუსრებოდა და კვლავ ახლდებოდა დროის მძლეველი სვეტიცხოველი...

არქეოლოგი გელა გიუნაშვილი მთელი დღის განმავლობაში აკვირდება სამუშაოებს და ზედმიწევნით აღწერს გათხრით-გაწმენდითი სამუშაოების შედეგებს.

- სამუშაოები უკვე 6-7 თვეა მიმდინარეობს. ფიზიკურად ძალიან დავიღალეთ, მაგრამ სულიერად საოცრად ავმაღლდით. სვეტიცხოველზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი სიამოვნებაა. სვეტიცხოვლობას აქ უკვე მრევლი უნდა იდგეს, ისე რომ, მანამდე ყველაფერი უნდა მოვასწროთ.

ჩვიდმეტი საუკუნის განმავლობაში ტაძრის იატაკმა 50-60სმ-ით აიწია. 30სმ-მდე მოვახერხეთ მისი დადაბლება. სამუშაოების დროს მრავალი ეპოქა გამოვიარეთ. უდიდესი სიხარული იყო, როცა მირიანის იატაკს შევეხეთ და ვეამბორეთ და იქიდან ავხედეთ სვეტიცხოვლის გუმბათს.

- ძველი სამარხები ხომ არ გინახავთ?

- წარწერიანი სამარხი სამოცამდეა, გაცილებით მეტია უწარწერო. უმთავრესად მუხრანბატონთა სამარეებია. კონსტანტინე მუხრანბატონის რძლის, აბაშიძის ქალის სამარხს თარიღად ჩქნიზ წელი - 1667 წელი - უზის. XVII საუკუნე ჩვენ მიგვაჩნია გუშინდელ დღედ, თორემ არიან ერები, ამ დროს რომ დაიბადნენ... ერთმა უცხოელმა მითხრა, XVII-XVIIIს-ის ნიმუშებს რომ ვნახავთ, აღარ ვიცით, როგორ მოვუაროთო, ჩვენ კი ასეთ აღმოჩენებს უმნიშვნელო ამბად მივიჩნევთ, რადგან ძველთაძველი ისტორიის შემქმნელი ერი ვართ, მათი ნაშიერი, ვინც კაცობრიობის გარიჟრაჟზე იდგა და მსოფლიო ცივილიზაციას უყრიდა საფუძველს.

- რამე მნიშვნელოვანი სიახლე თუ აღმოაჩინეთ?

- ბევრი მართლაც მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინეთ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. სამუშაოები რომ დასრულდება, შევიკრიბებით, თვალს გადავავლებთ შედეგებს, დასკვნებს გამოვიტანთ და მაშინ უფრო თამამად ვისაუბრებთ.

ექსპედიციას არქიტექტორ-რესტავრატორი ნიკო ზაზუნაშვილი ხელმძღვანელობს.

- ბატონო ნიკო, ვისი იდეა იყო გათხრების წამოწყება და რა იყო მათი უმთავრესი მიზანი?

KARIBCHE
- გათხრები არავის დაუგეგმავს, მხოლოდ იატაკი უნდა შეცვლილიყო. ამის გაკეთება რამდენიმე წელია გვსურდა და უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, როგორც იქნა, მოვახერხეთ. ფენილის შეცვლისას გამოვლინდა სხვადასხვა სამშენებლო პერიოდი, რამაც საშუალება მოგვცა, იატაკის ნიშნული დაგვეწია. გამოჩნდა სვეტთა ბაზები და სწორედ მათ მიმართ გასწორდა ახალი იატაკი. იატაკის ფენილის დაწევა გახდა საჭირო, არქეოლოგების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. გარდა ამისა, გამოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული საფეხურები, რაც სერიოზულ კვლევა-ძიებას მოითხოვდა, ამიტომაც სამუშაოებში დიდი ჯგუფი ჩაერთო - არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ჰიდროლოგები...

- სახელდობრ, რომელი პერიოდები გამოვლინდა?

- დათარიღებისგან თავს შევიკავებ, რადგან კვლევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დასკვნებს სამუშაოების დასასრულს გამოვიტანთ. აქცენტს არქიტექტურაზე ვაკეთებთ. იატაკები პერიოდების მიხედვით სხვადასხვა მასალისგან არის შექმნილი. არის თიხატკეპნილი, დუღაბის, ქვიშაქვის ფენილები. იმ პერიოდში, როცა აქ ბაზილიკა იდგა, ცენტრალური ნავის იატაკი უფრო დაბლა ყოფილა, გვერდითებისა - მაღლა.

ბოლოს რუსებს დაუგიათ ბაზალტის ქვის იატაკი, რომელიც 1970 წელს ბაზალტითვე განახლდა. ჩვენ ბაზალტს მოწამეთას ქვის ფენილით ვცვლით. ეს ღია ფერის, ნახევრადგამარმარილოებული ქვაა და ბაზალტის ფილებზე გაცილებით ლამაზი იქნება.

ყველაფერი, რასაც კი მივაგენით, აღწერილია, ჩახატულია, გადაღებულია. მასალები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, საპატრიარქოსა და თვით სვეტიცხოველში შეინახება. ისე რომ, ყველა მსურველს ექნება მათი ნახვის საშუალება.

ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიძე:

- ქალბატონო ქეთევან, მიაღწიეთ მიზანს, რისთვისაც სამუშაოები დაიწყეთ? რა მოგცათ ახალი ამ გათხრებმა?

- ჩვენი ყველაზე დიდი სურვილი, როგორც იცით, იატაკის დაწევა იყო. ეს ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ოცნება გახლდათ. გვსურდა, სვეტიცხოვლისთვის თავდაპირველი იერსახე მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად დაგვებრუნებინა. პირველ დონემდე ჩასვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან არის ისეთი რამ, რაც უკვე ისტორიას ეკუთვნის და თავისუფლად ვერ შეეხები, ამიტომაც შედარებით ოპტიმალური დონე მოვძებნეთ და იატაკი 30 სმ-ით დავადაბლეთ.

- შეუცვლის თუ არა ეს ტაძარს იერსახეს?

- განსხვავება აშკარა იქნება. თუ საკურთხეველს დასავლეთიდან შეხედავთ, თვალნათლივ დაინახავთ, რომ კონქში მაცხოვრის გამოსახულებამ აიწია და ზემოდან დაგვყურებს - ეს ხატწერაში მიღებული ხედია ტაძრის ყველაზე მაღალ წერტილში გამოსახული უფლის ხატისათვის. სვეტიცხოვლის მასშტაბიც დაიხვეწა.

- სხვა ტაძრებისგან ყველაზე მეტად რით გამოირჩევა სვეტიცხოველი?

- ამ ტაძარს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - სისადავე, უტყვი დიდებულება, უბრალოების ბრწყინვალება, სიდიადე. მის ინტერიერში (განსხვავებით ექსტერიერისგან) მოვარაყებულ, რთულ ფორმებს ვერ ნახავთ. სვეტიცხოველი სწორედ სივრცითა და მონუმენტურობით გვაოცებს. როცა ამას ახალი იატაკი დაემატება, შეერთებული, გაერთიანებული ინტერიერის ფერთან, ტაძარი ძველ იერსახეს დაიბრუნებს და კიდევ უფრო გამშვენდება, შეიკვრება.

გუმბათქვეშ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ბურჯების ძირში, გორგასლისეული ბაზისები ჩანს. უფრო სწორად, ჩანს გორგასლისეული ეპოქის მხოლოდ მცირე ნაწილი, რადგან ამ დროის ბაზისები, ფაქტობრივად, აღარ არის, ხოლო ის, რაც შემორჩა, "დაჭრილია" ნაწილებად, მაგრამ ისინი უდიდეს მნიშვნელობას ინარჩუნებენ. ტაძრის აღდგენისას რომელიღაც ხუროთმოძღვარმა (შესაძლოა, ეს არსუკიძეც ყოფილიყო) ბაზისები ხელმეორედ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ძველი სახე დაკარგული ჰქონდათ. მისთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ჰქონდა არა იმდენად სვეტების ფორმას, სილამაზეს, არამედ მათ ღრმა ისტორიულ მნიშვნელობას. ჩანს, ეს სვეტები მისთვის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენდა. ეს ნიშანდობლივია ჩვენთვისაც - ვსწავლობთ, როგორ მოვექცეთ ყოველ ქვას, ტაძრის ყოველ დეტალს. ვსწავლობთ, რომ თითოეული მათგანი დიდი სიწმინდეა და უდიერად მოპყრობა არ შეიძლება. პირიქით, სიწმინდე, სიძველე უბრუნდება თავის განახლებულ სივრცეს და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

ქვა, რომლითაც ბაზისებია აგებული, თეთრი უნდა ყოფილიყო. როგორც გეოლოგებმა თქვეს, ეს თეთრი ქვიშაქვაა. ასეთი ქვა ამ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიპოვება. საერთოდ, ნებისმიერი ქვა, რომელსაც სვეტიცხოველში ნახავთ, უმთავრესად აქაურია, მცხეთა-ნიჩბის-ძეგვის მიდამოებისა, მხოლოდ შესამკობად არის გამოყენებული სხვა მხრიდან მოტანილი ფერადი ქვები. ფერადოვნება სვეტიცხოველს ყოველთვის ახასიათებდა. ეს ქრისტიანული მხატვრული აზროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, ფერით მეტყველებენ ტაძრებიც და ფრესკებიც.

გათხრების დროს შედარებით გვიანდელი ეპოქის ერთ-ერთ ფენაში მცირე ფრესკული ნაწილები აღმოვაჩინეთ. ისინი, როგორც წმინდა ნაწილები, იატაკში "ბალიშებად" იყო ჩალაგებული. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების დახმარებით გავცერით, ნაწილ-ნაწილ დავამუშავეთ ისინი.

აღმოვაჩინეთ სარკმლების მინის ნამტვრევები, ე.წ. ვიტრაჟებიც. ისინი მწვანეა და მცირე ოქტაგონური ფორმის რელიეფური ნაკვთები აქვს.

აქვე შეამჩნევთ სქელ პილონებს. ისინი, როგორც ჩანს, იმისთვის გამოიყენეს, რომ ვიწრო და მაღალი სივრცე კონსტრუქციულად გაემაგრებინათ.

ტაძრის იატაკის ფერზე ბევრს ლაპარაკობდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ისიც შეგვეცვალა. რაკი ბაზისები თეთრია, იატაკსაც ამავე ფერისას დავაგებთ. ამასთანავე, ვეცადეთ, რაც შეიძლება მოზრდილი ქვები გამოგვეყენებინა, განსაკუთრებით - ცენტრში, თუმცა, ცხადია, ჩვენი წინაპრებივით დიდი კვადრების გაკეთებას ვერ შევძლებთ.

ხელუხლებელი დაგვხვდა სვეტიცხოვლამდე ადრექრისტიანული იატაკის მთელი ნაწილი, რადგან იმხანად ტაძარში დაკრძალვა ტრადიციად ჯერ კიდევ არ იყო ქცეული. იატაკი ქვიშაქვის დიდი კვადრებით იყო ფენილი. ეს გახლდათ ულამაზესი ოქროსფერი ქვა წითელი ჩანართებით (ეს მიწისძვრის კვალია). ამ დროს სვეტიცხოველი ულამაზესი სანახავი იყო.

- არქიტექტურული თვალსაზრისით რამე მნიშვნელოვანი ხომ არ აღმოგიჩენიათ?

KARIBCHE- აღმოვაჩინეთ ე.წ. საფეხური, რაც უნდა გვევარაუდა კიდეც - გვერდითი ნავების ბაზისები მაღლა იყო, გორგასლისეული კი დაბლა, ამიტომ, ბუნებრივია, სადმე საფეხურიც უნდა ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ ტაძრის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ამაღლებული იყო, ცენტრი კი 26 სანტიმეტრით დაბლა გახლდათ, რაც ალბათ ულამაზესი სანახავი იქნებოდა, მით უმეტეს - ღია ფერის ქვების ფონზე. ასეთი რამ ადრექრისტიანულ ტაძრებს ახასიათებდა, ამიტომაც სვეტიცხოველში ამ ელემენტის აღმოჩენა მეტად მნიშვნელოვანია. ეს საფეხური მიჰყვებოდა ცენტრალურ ნაწილს და გვერდითა ნავებს ცენტრისგან გამოყოფდა. როგორც ძველი ისტორიკოსები წერენ, ეს იმისთვის ყოფილა საჭირო, რომ სტოებში მდგომ მრევლს ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ღვთისმსახურებისთვის ხელი არ შეეშალა. როგორც ჩანს, ამგვარი წყობა XIს-ში იყო შემორჩენილი, თუმცა როდემდე, არ ვიცით. ჯერჯერობით იატაკის ასეთი წყობა, სვეტიცხოვლის გარდა, ჩვენთვის მხოლოდ აკაურთის ეკლესიაშია ცნობილი (ეს ეკლესია VI საუკუნის II ნახევარშია აშენებული).

- განვლილი საუკუნის 70-იან წლებში სვეტიცხოველში ექსპედიცია ჩატარდა. ხომ არ უპირისპირდება თქვენი დასკვნები ერთმანეთს?

- ერთადერთი, რაც არ დადასტურდა, იყო ცნობა ძველი ტაძრის შესახებ. ის, რაც პირველ ტაძრად (მირიანისეულად) იყო მიჩნეული, ძველი ტაძრის ნაშთი არ აღმოჩნდა. სხვა მხრივ, იმ შედეგების ცოდნა დიდად დაგვეხმარა. სხვაგვარად ასეთ მცირე დროში ასეთი დიდი ფართის არქეოლოგიური ათვისება შეუძლებელი იქნებოდა. როგორც ვახტანგ ცინცაძის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომებიდან ჩანს, ძალიან ბევრი რამ იყო მისთვის ცნობილი.

- დაბოლოს, რა მოგცათ განვლილმა თვეებმა?

- უდიდესი სითბო. სხვაობა იატაკის პირვანდელ და ბოლოდროინდელ დონეებს შორის მხოლოდ 60სმ იყო, მაგრამ ეს სამოცი სანტიმეტრი საქართველოს მთელ ისტორიას ინახავს... ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საქართველოს ისტორიაში ვიმოგზაურე. ეს ექსპედიცია, ალბათ, საფუძველს ჩაუყრის სვეტიცხოვლის სრულ შესწავლას.

მადლობა ღმერთს, რომ საშუალება მოგვცა ჩავწვდომოდით სულიერების, ქრისტიანული ხელოვნების, არქიტექტურის, მატერიალური კულტურის საძირკვლებს, გვენახა და, რაც მთავარია, გვეგრძნო ეს ყველაფერი.

მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
ბეჭდვაელფოსტა
13.10. 2014
ცისანა ჩუგუაშვილი
გეწეოდეთ სვეტისხოვლის ძალი და მადლი ,მრავალ მცხეთობას დაესწარით,გმერთმა დგლოცოთ და სულ სასიკეთო საქმეები გეკეთებინოთ,,,ამინ,,,
13.10. 2014
cisana chuguashvili
გეწეოდეთ სვეტიცხოვლის მადლი და ძალი, მრავალ მცხეთობას დაესწარით ,,, ღმერთმა გაგძლიეროთდა სულ სასიკეთო საქმეები გეკეთებინოთ,,ამინ,ამინ ამინ,,,
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat