განახლებული მონასტერი
განახლებული მონასტერი
წლეულს ალავერდობისთვის განსაკუთრებულად ემზადება
ალავერდის საეპისკოპოსო კახეთის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ქრისტიანული სამწყსო გახლდათ, რომელშიც კახეთის ცენტრალური რაიონის გარდა თუშ-ფშავ-ხევსურეთიც შედიოდა.

ალავერდის საკათედრო ტაძარი ალაზნის ველზე, ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კილომეტრის მოშორებით დგას. VI საუკუნის შუა ხანებში აქ მონასტერი დააარსა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - იოსებმა, რომელიც აქვეა დაკრძალული.

ალავერდი კახეთის სამთავროს (VIII-X ს.ს.) მთავარი ტაძარი იყო. ვარაუდობენ, რომ ის ეპისკოპოსის კათედრად XI საუკუნის I მეოთხედში იქცა, როდესაც იქ წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესიის ადგილზე ჰერეთ-კახეთის მეფე კვირიკე III-მ დიდი საკათედრო ტაძარი ააგო.

ალავერდელი ეპისკოპოსის ტიტული წყაროებში პირველად დავით აღმაშენებლის ეპოქაში გვხვდება, XIII ს-იდან კი მას მთავარეპისკოპოსის ხარისხით იხსენიებენ. საქართველოს პოლიტიკური დაშლილობისას (XV-XVIII ს.ს.) ალავერდელი ეპისკოპოსი, ამბა ალავერდელი, რომელმაც ამ პერიოდში მიტროპოლიტის პატივიც მიიღო, ფაქტობრივად, მთელი კახეთის სამეფოს ეკლესიის სათავეში იდგა. ზედწოდებას ,,ამბა" ალავერდელი ეპისკოპოსები იმის გამო ატარებდნენ, რომ მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ. ისტორიული წყაროებიდან კარგად ჩანს კახ მეფეთა მოწიწება ალავერდის წინამძღვრისადმი და ალავერდელთა გამორჩეული მდგომარეობა.

თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში, იქ დედები მკვიდრობდნენ. მათ შორის იყვნენ მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრებიც.

თავდასხმებისა და მიწისძვრის შედეგად ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა. XV საუკუნეში ის აღუდგენიათ და განუახლებიათ კახეთის მეფეს ალექსანდრე I-ს, მის დედას - დედოფალ ნესტან-დარეჯანს და თანამეცხედრეს - ანა დედოფალს. კახთა მეფემ ლევანმა აღადგინა 1530 წლის მიწისძვრისაგან ჩამოქცეული გუმბათი.

1614 წელს ალავერდი ირანის შაჰმა აბას I-მა დაარბია. კახეთის მეფეს თეიმურაზ I-ს კახეთის ეკლესიათა ხატები სვეტიცხოვლის ტაძარში გადაუმალავს, თვითონ კი იმერეთში გახიზნულა. თეიმურაზის შვილიშვილი ერეკლე I თავის სიგელში აღნიშნავს, რომ ეს ხატები მას უკან წამოუღია და ალავერდელი ეპისკოპოსისთვის ჩაუბარებია.

XVII საუკუნეში კახეთი თურქმანმა ტომებმა დაიპყრეს. თურქმანებმა დაიკავეს ქვეყნის ნოყიერი სამეურნეო მიწები, მათ შორის - ალავერდის ადგილ-მამულიც, თვით ტაძარი კი ციხედ და საქონლის სადგომად აქციეს. 1660 წელს აჯანყებულმა ქართველებმა გაჟლიტეს ჩამოსახლებული თურქმანები და კახეთი გაათავისუფლეს.

XVII-XVIII საუკუნეებში ალავერდი ლეკებმა დაარბიეს.

1668 წლის მიწისძვრისაგან დაზიანებული ტაძარი არჩილ მეფემ შეაკეთებინა. 1742 წელს მიწისძვრამ ჩამოაქცია ტაძრის გუმბათი, რომლის აღდგენა დაიწყო მეფე თეიმურაზ II-ის თანამეცხედრემ თამარ დედოფალმა და დაასრულა მისმა ძემ ერეკლე II-მ.

მიუხედავად რამდენიმე რესტავრაციისა, ტაძარმა პირვანდელი სახე შეინარჩუნა. იგი ჯვრისებრ, ცენტრალურგუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია რიყის ქვით და მოპირკეთებულია მოყვითალო კვადრებით. ადრე ცისფრად მოჭიქული კრამიტის ფილებით ყოფილა გადახურული. ტაძრის კედლების გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა პერიოდის - XI და XV-XVII საუკუნეების - მხატვრობა.

ალავერდი კახეთის მეფეთა საძვალეა. აქ არიან დაკრძალულნი ალექსანდრე I, ალექსანდრე II, ალექსანდრე II-ის ძე გიორგი, თეიმურაზ I, თეიმურაზ I-ის ძე დავითი, ერეკლე I-ის დედა ელენე, ასული ქეთევანი და თანამეცხედრე ანა, ერეკლე II-ის თანამეცხედრე ქეთევანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ალავერდის ტაძრის ტრაპეზის ქვეშ დაფლულია კახეთის დედოფლის, დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები.

ალავერდის კათედრალი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახლდათ. აქ მოღვაწეობდა მრავალი მწერალი, ხელნაწერთა გადამწერი თუ მკაზმავი. მათ შორის - ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII ს.ს.), მთავარეპისკოპოსი ზებედე (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი
(XVIII ს.), იოანე ლარაძე (XVIII ს.). ალავერდის მონასტერს ჰქონდა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა იქ გადაწერილი თუ სხვაგან შექმნილი ხელნაწერი წიგნები.

ალავერდის მონასტრის მარანში დაყენებულ ღვინოს, რომელსაც მონასტრის ზვრებში მოწეული ყურძნისგან წურავდნენ, ალავერდელი მღვდელმთავარი სწირავდა წმინდა იოანე ნათლისმცემელს, როგორც ბერ-მონაზონთა მეოხსა და წინამძღვარს. ქართული სამართლის ძეგლებში ვხვდებით 1742 წელს ნიკოლოზ ალავერდელის მიერ გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის სვიმეონისადმი მიწერილ წყალობის წიგნს, რომლითაც მღვდელმთავარი თავის წინამორბედთა ტრადიციულ შეწირულობას ამტკიცებს: "მიირთმევდეთ ჩვენის მარნიდან ღვინოს... ნათლისმცემლის ზედაშედ მოგვირთმევია... არაოდეს არ დაგაკლდეს ჩვენგან... ვინც შემდგომად ჩვენდა ალავერდელი ბრძანდებოდეს, მიართმევდეს ნათლისმცემელს და ვინც მოაკლოს, ნათლისმცემელს იმან გასცეს პასუხი".

ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარს დამთვალიერებელი და მლოცველი არასდროს აკლდა. ასეა დღესაც. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძემ) მშენებლობა წამოიწყო - სპეციალისტები შემოიკრიბა გარს და მონასტრის ისტორიული სახის აღდგენას შეუდგა. საუკუნეების შემდეგ ალავერდის აღდგენა-განახლება ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანი ძალებით და ქართველი ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით გახდა შესაძლებელი. საქმეში ჩაებნენ პროფესიონალი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ისტორიკოსები, გეოლოგები.

ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ვამჯობინე და ალავერდს ვესტუმრე. აქ უამრავი სიახლეა. ტაძრამდე მისასვლელ გზას, ალვები რომ მიუყვება, მალე ცაცხვის ხეივანი შეცვლის. გალავნის კედლის ნაწილი, რომელიც მიწით იყო დაფარული, გასუფთავდა, ქონგურები აღდგა და გალავანს ისტორიული იერსახე დაუბრუნდა. მიწის ზედმეტი ფენისგან გაწმინდეს მონასტრის ეზოც, რამაც ტაძარი მთელი სისავსით წარმოაჩინა.

მონასტერში მისულ ადამიანს ჯერ ქონგურებიანი გალავანი მოსტაცებს თვალს, ხოლო შემდეგ, უზარმაზარი კარიბჭის მიღმა, ძველებური დიდებულებით წარმოუდგება ალავერდის ტაძარი.

მონასტრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციაზე დასაქმებული მუშახელის უმეტესობა ადგილობრივი მკვიდრია. მათ შორის ხანდაზმულებიც არიან, რომელთაც კარგად ახსოვთ ადრინდელი ალავერდობა, ზურნის ჭყვიტინი და წაქცეული ტიკები. 77 წლის ვანო პაპა გვიყვება: "საკლავი მოჰყავდათ, ქადები მოჰქონდათ და სანთლებს ანთებდნენ. ცხვარს და ქათამს ტაძარში უშვებდნენ, ღმერთმა შეიწიროსო... ეზოში ცხენებს აჯირითებდნენ, ლექსებს ამბობდნენ. დღეს ეს ტრადიცია შეიცვალა, ხალხი ლოცვას დაუბრუნდა... დაილოცოს ალავერდის მადლი".

ალავერდის აღორძინება მხოლოდ შენობა-ნაგებობის რესტავრაციას როდი ნიშნავს; უწინარეს ყოვლისა, აქ სულიერი ცხოვრება აღდგა, მონასტრული წესი აღორძინდა. სადაც წესია, იქ წესრიგია, მშვიდობაა. ღრეობა და შფოთი, ალავერდობას რომ ახლდა, თანდათან გაჰყვება წარსულს...

განახლებული მონასტერი წლეულს ალავერდობისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მისი უწმინდესობის მობრძანებასაც ელიან.

საზოგადოდ, ალავერდის ეპარქიისთვის სექტემბრის თვეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას ახალი შუამთის დედათა მონასტერში ღამისთევით ეგებებიან, 22 სექტემბერს ახალი შუამთის მონასტრის აღმშენებლის დედოფალ თინათინის სახელზე წმინდა კირიონ პატრიარქის მიერ დაწესებულ სულის მოსახსენებელ წირვა-ლოცვას აღავლენენ. შემდეგ მოდის წმინდა ქეთევან დედოფლისა და იოსებ ალავერდელის ხსენება - ალავერდის მონასტრის დღესასწაულები.

KARIBCHEმოუცლელობის მიუხედავად, ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ჩვენთვის მცირე დრო მაინც გამონახა. ინტერვიუ მეუფემ სწორედ მონასტრის დღესასწაულების შესახებ საუბრით დაიწყო:

- სექტემბრის მიწურულს ზედიზედ სამ საეკლესიო დღესასწაულს ვზეიმობთ: წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის, ღირსი მამა იოსებ ალავერდელისა და ჯვართამაღლების ხსენების დღეებს. წმინდა ქეთევანის ღვაწლი და მოწამებრივი აღსასრული იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის ერთგულება გადაარჩენს ადამიანს, ერს, ქვეყანას, სამეფოს. ქეთევან დედოფლის მოწამებრივმა ღვაწლმა მსოფლიო შეძრა, შეძრა იმ დროს ირანში მყოფი უცხოელები და თვით ირანელებიც კი. კათოლიკე აღმსარებლები განაცვიფრა მაჰმადიანების არაადამიანურმა სისასტიკემ... ქრისტესთვის, სამშობლოსთვის თავდადებული დედოფლის წმინდა სისხლმა ქართველთა თაობები იხსნა სარწმუნოებრივი გულგრილობისა და ეროვნული განადგურებისგან. მისი ცხოვრება ცოცხალი მაგალითი იყო ქრისტეს ერთგულებისა. მისმა ღვაწლმა ქართველი ერი კიდევ უფრო განამტკიცა სარწმუნოებაში და შემართა მთავარი საუნჯის ხილულ და უხილავ მტერთაგან გადასარჩენად.

27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ისტორიული მნიშვნელობაც აქვს კახეთისთვის, რადგან კახეთის აჯანყება და განმათავისუფლებელი ბრძოლა ამ დღეს დაიწყო. ალავერდში მღვდელმთავრები, სამღვდელოება და მთელი ერი ევედრებოდა ცხოველსმყოფელ ჯვარს, მის ძლიერებას, დაეფარა ქართველი მხედრობა. მართლაც, უძლეველობის სიმბოლო - ჯვარი, გვექცა მფარველად და შემწედ ამ სანუკვარი ოცნების განხორციელებისას, ჯვრის ძალით დაიძლია ურიცხვი ურჯულო, რომელიც კახეთის მთასა და ველს იყო მოდებული და აილაგმა პირწმინდად ჯერ კახეთიდან, მერე - საქართველოდან. ჯვარი წინამძღვრობდა ქართველთა ლაშქარს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჯვარმა მისცა ძალა და მხნეობა ყველა მეომარს, ებრძოლა ქრისტეს ერთგულებით და სამშობლო-მამულის სიყვარულით. ყოველივე ამასთან ერთად, ჯვარი სულიერი ჯავშანია და იარაღი სულიერი თავისუფლებისა.

80-იან წლებამდე ყოველ ჯვართამაღლებას ტაძრის ეზოში ღრეობა, ჯირითი იმართებოდა. ჯირითი გახსენება იყო იმ ბრძოლისა და გამარჯვებისა, რაც ღვთის შეწევნით და ჯვრის ძალით აღესრულა.

ჩვენი თაობისთვის ეს დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჯვრის თაყვანისცემის დღეს, 27 სექტემბერს, დაეცა სოხუმი. ეს თითოეული ქართველისთვის, ყოველი თაობისთვის მტკივნეულია. ჯვართამაღლებას, რომელიც საეკლესიო კალენდარში მძიმე მარხვის დღეა, ეკლესია ყველას მოუწოდებს, შემუსვრილი გულით ევედროს უფალს და გაიაზროს ცოდვები, რომელთაც თითოეული ჩვენგანი ატარებს.

იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ღამისთევით აღესრულება ღვთისმსახურება. ეს ღირსი მამა იყო დამფუძნებელი და პირველი მღვდელმთავარი ალავერდის ეპარქიისა და წინამძღვარი ალავერდის მამათა მონასტრისა, რომელიც ახლა იწყებს სულიერად აღორძინებას და რიცხობრივად გამრავლებას, რომლის ლოცვასა და კალთასაც არის შეფარებული ეს წმინდა ადგილი.

ალავერდობის დღესასწაული ხალხში რამდენიმე სწორს ითვლის. ეკლესიურად დღესასწაულის სწორი ანუ წარგზავნა ხდება ერთი კვირის თავზე, როდესაც ღვთისმსახურების დროს დღესასწაულს სადღესასწაულო გალობის გამეორებით ვაცილებთ, ალავერდში კი ასეთი ტრადიცია ალბათ იმ უამრავი ხალხის მიზეზით დამკვიდრდა, რომლებიც მოუცლელობისა თუ სიშორის გამო ვერ დაესწრნენ დღესასწაულს და დაგვიანებით მოდიან, ამიტომაც დღესასწაული ნოემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

***
ორი წლის წინ პატრიარქმა ილია II-მ ალავერდი მოილოცა და მეუფე დავითს უთხრა: "გაკურთხებთ, აღორძინდეს ალავერდი და აქ მამათა მონასტერი გაიმართოს". ერთი წლის შემდეგ ალავერდის აღდგენა-განახლება დაიწყო. ხილულ თუ უხილავ აღორძინებაში მონასტერს პატრიარქის კურთხევა შეეწეოდა.

KARIBCHE KARIBCHE

ალავერდში ოთხი მონაზონია. მონასტერს აქვს ტიბიკონი, წეს-განგება. აქ სამრევლო ეკლესიაც არის. კვირაობით მრევლისთვის აღესრულება ღვთისმსახურება, სრულდება წესები. დროთა განმავლობაში, როცა მონასტერი მოძლიერდება, ყველაფერს თავისი დატვირთვა ექნება, მონასტრულ ცხოვრებასთან ერთად სამრევლო მსახურებაც აღსრულდება.

"ვმადლობთ დედა ღვთისმშობელს და ვიმედოვნებთ მის შეწევნას, - ბრძანებს მეუფე დავითი, - დღეს თუ საცხოვრებელი სენაკები გვყოფნის, ღმერთმა ქნას, ხვალ და ზეგ დამატება დაგვჭირდეს და აქ მოსულ მრავალ მამას მიეცეს საშუალება, ბერული ღვაწლი იტვირთოს.

აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ღირსი მამის საფლავიც. ჩვენ, ბიზანტიელთაგან განსხვავებით, არ გვაქვს სამარხების გახსნის ტრადიცია, თუმცა თუ აუცილებლობა მოითხოვს, ტაძრის შიგნით არქეოლოგიური კვლევისას სამარხი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაიხსნება".

მონასტერში განახლებული სულიერი ცხოვრებისა და იქ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების მიმართ ხალხის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ვისაც ურთიერთობა აქვს მონასტერთან, უფრო უკეთ ხედავს ამ სამუშაოების აუცილებლობას. XX საუკუნის 20-30-იანი წლებიდან მოყოლებული, მონასტერში სასიკეთო არაფერი გაკეთებულა. პირიქით, ყველაფერი ნადგურდებოდა და ინგრეოდა. ისტორიულ მარანში ბოლშევიკებმა ტრაქტორების ფარეხი მოაწყვეს. ძველ ქვევრებში დიზელი ესხა, რკინის ნაწილები ეყარა. ფეიქარ-ხანის საზაფხულო საჩრდილობელში სასუქს ინახავდნენ. ალავერდის გალავნის შიგნით ერთხანს სოფლის სასაფლაოც კი იყო, რომელიც შემდეგ გარეთ, მონასტრის გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში გადაიტანეს და კედლის ძირას დაიწყეს მიცვალებულთა დაკრძალვა...

დღეს ისტორიული დოკუმენტების მიხედვით მიმდინარეობს ძეგლის პირვანდელი სახის აღდგენა. კულტურის სამინისტროს, სახელმწიფოს თანადგომის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მონასტერს ისტორიულად კუთვნილი მიწები დაუბრუნდა. მოწესრიგდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაც - მომსვლელნი ხომ სავანეში ისეთივე სულისკვეთებით შევლენ, როგორი გარემოც დახვდებათ გარეთ.

მეუფე დავითი ბევრს შრომობს იმისთვის, რომ მრევლი ქრისტიანულად ცხოვრობდეს. ჯეროვან სარწმუნოებრივ მიმართულებას ის უპირველესად სამღვდელოებისგან ითხოვს: "როგორც არწივი ხედავს მაღლიდან ტრიალ მინდორს, ისევე უნდა ამჩნევდეს მღვდელმთავარი მის ეპარქიაში საეკლესიო წესების სისწორეს და ყოველ შეცდომას დროულად სცემდეს პასუხს. ყველა ადამიანი, ალბათ, ერთსა და იმავეს ითხოვს სასულიერო პირისგან - თავდადებას, ერისკაცთა თავდადებულ მსახურებას, მათი ჭირისა და ვარამის გაზიარებას. ჩვენს ეპარქიაში სასულიერო პირს მორიდებით უყურებენ. მღვდელი ღმერთის ანგელოზია და მისი მცნებების მქადაგებელი".

მეუფე დავითი ერისკაცობაში არქიტექტორი იყო. პროფესიის წყალობით მეგობრებთან ერთად ხშირად უხდებოდა ეკლესია-მონასტრებში სიარული. განსაკუთრებით ქაშვეთსა და სიონში ყოფნა უყვარდა... დავითგარეჯში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე სახარების კითხვა დაიწყო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფემ გარეჯის უდაბნოში ცხოვრებისას გაიცნო. სწორედ უწმინდესმა აკურთხა ჯერ დიაკვნად, შემდეგ - მღვდლად. ამას მღვდელმთავრად კურთხევა მოჰყვა. ეპისკოპოსად ხელდასხმას მეუფე დავითი ასე იხსენებს: "ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ისეთი განცდა მქონდა, რომ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა უნდა მეტვირთა, პასუხისმგებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული... პატრიარქი იტყვის ხოლმე - რაც უფრო წარმატებულია ადამიანი და რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, მით უფრო მეტი თავმდაბლობა მართებსო. მაღალ წოდებას ადამიანი თავმდაბლობით უნდა შეხვდეს, რათა არ შეცდეს, ბოროტმა არ გამოსცადოს.

პატრიარქმა დიაკვნობაზე ლოცვა-კურთხევა რომ მომცა, მშობლებმა ძალიან განიცადეს. მერე უკვე მამაც აღმსარებელი გახდა და დედაც ეკლესიურად ცხოვრობს. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოაწყო ყველაფერი. დედა თვითონაც გრძნობს, რამხელა წყალობაა, იყო სასულიერი პირი, თუმცა მისთვის უპირველეს ყოვლისა შვილი ვარ. ჩემი ორი ძმაც ეკლესიურად ცხოვრობს, ჰყავთ ოჯახები და თავიანთ საქმიანობას მისდევენ". ძმებიც და ნათესავებიც მეუფეს, როგორც სასულიერო პირს, პატივს მიაგებენ, კურთხევას იღებენ, თუმცა მისი ბავშვობაც და სიყმაწვილეც კარგად ახსოვთ.

ბავშვობაში მეუფე დავითი ძალიან ცელქი ყოფილა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ყველაზე მეტად მარტოობა, სიმყუდროვე შეჰყვარებია. ეს მისთვის დღესაც აუცილებელია, თუმცა მონასტრის საქმე და მრევლთან ურთიერთობა თავისას ითხოვს და განმარტოებისთვის დრო ცოტა რჩება. მხოლოდ ღამით იცლის, ისიც - ლოცვისთვის.

საუბრის დასასრულს მეუფეს დალოცვა ვთხოვეთ.

"ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე". მასზეა დამოკიდებული, ეყოლება თუ არა მკითხველი. რაკი მკითხველი ჰყავს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იგი არის ან ცდილობს იყოს ობიექტური, ეს კი გახლავთ ძირი ღვთის სიყვარულისა და თავმდაბლობისა. მხოლოდ თავმდაბალს შეუძლია იყოს ობიექტური და მართალი ღვთის წინაშე. ღმერთმა დალოცოს ჟურნალის ყველა წევრი თავმდაბლობით და ღვთის სიყვარულით. ღმერთმა დალოცოს მკითხველი სიმართლისა და ჭეშმარიტების ძიებით. ვისურვებდი, მრევლი განმტკიცებულიყოს სარწმუნოებაში, გამრავლებულიყოს ეკლესიის წიაღში და თავდადებული გამხდარიყოს ქრისტესა და მოყვასის სამსახურში".

KARIBCHEმეუფე დავითის შემდეგ არქიტექტორებს პაატა ნუცუბიძესა და კოტე პაპალაშვილს გავესაუბრე.

პაატა ნუცუბიძე: "მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით, გადაწყდა მონასტრის ინფრასტრუქტურისა და ბერების საცხოვრებელი ტერიტორიის აღდგენა. შედგა არქიტექტორების პროფესიული ჯგუფი, რომელსაც შემდეგ მომიჯნავე პროფესიათა სპეციალისტები - კონსტრუქტორები, გეოლოგები, არქეოლოგები დაემატნენ. შედგა კონცეფცია და დავიწყეთ სამუშაოები.

ისტორიულად მონასტრის სამხრეთით ეპისკოპოსის სასახლე მდებარეობდა, ჩრდილოეთით - საცხოვრებელი ნაგებობები, რომლებისაც ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. მათი აღდგენის შემდეგ XVI საუკუნის მარნის კვლევას შევუდექით. ახლა უკვე გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს და დამთავრების პროცესშია მისი რეკონსტრუქციის პროექტი.

ტაძრის ჩრდილოეთით ორსართულიანი საცხოვრებელი სენაკები მოეწყო. სამი ბერისთვის გათვალისწინებულ შენობას აკრავს პატარა ხის აივანი თავისი სამეურნეო ნაგებობითურთ. ყველა დეტალის აღდგენა ტრადიციული სამშენებლო მასალით ხდება. ვიყენებთ რიყის ქვას, ადგილობრივ ალაზნის ლამს, ქართულ აგურს, კირსა და თიხის კრამიტს.

კულტურის სამინისტროს დახმარებით შესწავლილ იქნა ტაძრიდან 20-25 მეტრის მოშორებით მდებარე XVII საუკუნის უნიკალური აბანო, რომლის ანალოგი არსად მოიპოვება - მოჭიქული შესასვლელით, თბილი და ცივი წყლის მილებით, გასათბობი აუზით და შადრევნით. აბანო, როგორც ჩანს, საერო პირებს ეკუთვნოდათ. ამჟამად დოკუმენტაციის დამუშავება მიმდინარეობს".

კოტე პაპალაშვილი:
- ალავერდის ტაძრის გარშემო ინტენსიური მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა შარშან, შემოდგომის პირზე, სამუშაოები განსაკუთრებით მასშტაბური გახდა. თავდაპირველად ეპისკოპოსის სასახლედ წოდებული საცხოვრებელი შენობის დაზიანებული სახურავი გამოიცვალა. კატასტროფულ მდგომარეობაში იყო სენაკები, მათ ქვეშ მდებარე უზარმაზარი, უნიკალური სატრაპეზო დარბაზი. გადმოცემით, კახეთის მეფეები ამ დარბაზში ხვდებოდნენ ელჩებს და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდნენ.

შარშან, ივლისის შუა რიცხვებიდან, აბსოლუტურად შეიცვალა ხის ყველა დაზიანებული კონსტრუქცია, მოეწყო მონასტრის შიგნითა და გარეთა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებლის გარშემო მოიჭრა მიწის დონე, ქუჩის მხრიდან აღდგა მღვდელმთავრის სენაკს მიდგმული ორი აივანი, რომლებიც გზას გადაჰყურებდა. მონასტრის ეზოში მდებარე ფეიქარ-ხანის სასახლეს, როგორც ჩანს, საზაფხულო რეზიდენციის ფუნქცია ჰქონდა. მეუფის კურთხევით, ამოშენებული თაღების მიწისგან გაწმენდის შემდეგ აქ შუშაბანდებიანი თაღები ჩაისმება, რათა იქ განთავსებული სამკითხველო დარბაზი და ბიბლიოთეკა უკეთ იყოს განათებული.

- კოტე, ვიცი, რომ ალავერდის მგალობელთა გუნდსაც ხელმძღვანელობთ...

- ეკლესიური ცხოვრება სტუდენტობიდან დავიწყე. პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის კაპელაში მინდოდა გალობა. მამა არჩილ მინდიაშვილმა მითხრა, თუ ადამიანი აღმსარებელი არ იქნება და ქრისტიანულად არ იცხოვრებს, პავაროტიც რომ იყოს, მგალობელთა გუნდში ვერ დავაყენებო. ჩემს ბიჭებსაც სულ ამას ვეუბნები: ხმა არ არის მთავარი, მთავარია გული, შემართება. დანარჩენს უფალი მოგვცემს.

სტუდენტობის შემდეგ თელავში, ჩემს მშობლიურ მხარეში დავბრუნდი. აქ მხოლოდ ქალთა გუნდები იყო და ძალიან მინდოდა, ვაჟთა გუნდიც გვყოლოდა. როცა ალავერდში სამეუფო წირვა-ლოცვა აღდგა, მეუფემ გვაკურთხა და ვისაც გალობის სურვილი გვქონდა, ერთად შევიკრიბეთ. ქალთა გუნდს ქეთევან მათიაშვილი ხელმძღვანელობდა, ვაჟთა გუნდს - ფოლკლორისტი თამაზ გაბისონია. ეს უანგარო ადამიანი ზამთარშიც კი ჩამოდიოდა და გალობის ანაბანას გვასწავლიდა.

ამჟამად გუნდში ათი კაცია. რეგენტობა მე მომანდეს.

აღვადგინეთ კარბელაანთ კილო, გამშვენებული სტილით, რომელსაც არც ერთ ტაძარში არ გალობენ. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან მოდიან პატარებიც, ვინც სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრა და გალობის სურვილი გაუჩნდა. ნეტავ უფრო მეტიც იყოს ტრადიციული გალობის მიმდევარი და შემნახველი.

მეუფის კურთხევა იყო, პარალელურად საერო გალობაც გვესწავლა. თელავში, სოფელ ართანაში, ცხოვრობს უხუცესი მამაკაცი, საერო სიმღერის ტრადიციის შემნახველი ანდრო სიმაშვილი. სიმაშვილები მომღერლებისა და მონადირეების გვარია, რომლებმაც, მამა-პაპათა გადმოცემით, კახური სტილი შემოგვინახეს. კახური ალილო სწორედ ანდრო პაპას აღდგენილია.

მადლობა ღმერთს და მადლობა მეუფეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენს ეპარქიაში ეს მამაპაპური საქმეც აღორძინდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat