ხსენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სასწულებრივად აგებისა კიევის მღვიმევის მონასტერში (+1073) - 14 (27) აგვისტო
ხსენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სასწულებრივად აგებისა კიევის მღვიმევის მონასტერში (+1073) - 14 (27) აგვისტო
წმინდა დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებაში" ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების წინა დღეს, 14 აგვისტოს, არის ხსენება კიევის მღვიმევის მონასტრის მიძინების ტაძრის აგების სასწაულისა.

XI საუკუნეში ათონის მთაზე, ერთ-ერთ მონასტერში, ცხოვრობდა ჩერნიგოვის გუბერნიის ქალაქ ლუბეჩის მკვიდრი, მდიდარი ოჯახის შვილი, ბერი ანტონი. ღვთისმშობელმა ამ მონასტრის (წმინდა ანტონის "ცხოვრება" არ გვეუბნება, რომელ მონასტერში დაიწყო მან მოღვაწეობა. გადმოცემით, ეს გახლდათ ესთიგმენუს მონასტერი. მაგრამ წმინდა კირიონ კათალიკოსის (საძაგლიშვილი) აზრით, ეს მონასტერი გახლდათ ივერონი, სადაც იმ დროს რამდენიმე სხვა რუსი მამაც მოღვაწეობდა) წინამძღვარს ღვთისაგან გამოცხადება ჰქონდა, რომ ანტონი ისევ რუსეთში უნდა გაეგზავნა.

წმინდა ანტონმა მიმოიარა კიევის სავანეები, მაგრამ საცხოვრებლად არც ერთი არ მოეწონა და უკანვე დაბრუნდა. მრავალი წლის შემდეგ, საღვთო გამოცხადებით, იღუმენმა ანტონი კვლავ კიევში გაგზავნა. იქ ერთ ბორცვზე მან ღირსი ილარიონის მიერ გამოთხრილი მღვიმე ნახა, მოეწონა და დასახლდა. გავიდა ხანი. გამრავლდა ანტონის საძმო. თორმეტი წლის ბიჭი, თეოდოსი, აქ რომ მოვიდა სამოღვაწეოდ, სრული მამაკაცი და სრული ბერი შეიქნა.

ერთხელ ღირს ანტონთან ვარიაგი შიმონი მივიდა - ბიძამისს მამამისის სიკვდილის შემდეგ სამშობლოდან გამოეძევებინა. შიმონი კიეველ მთავრებთან ერთად ყივჩაღებს შეებრძოლა და სასიკვდილოდ დაჭრილი ღირსი ანტონისა და თეოდოსის ლოცვით გადარჩა. ახლა, სამადლობლად მოსულმა, ღირს ანტონს ოქროს სარტყელი და გვირგვინი გადასცა, რომელიც ერთ დროს მამამისმა მაცხოვრის ქანდაკებას წელზე შემოარტყა და თავზე დაადგა. შიმონს ხმა მოესმა თურმე: - ეს გვირგვინი არასოდეს დაიდგა თავზე, წაუღე ანტონს, რომელიც ჩემი დედის სახელზე ტაძარს ააგებსო. ამავე გამოცხადებით, წმინდა მამებს სარტყელი საზომად უნდა ჰქონოდათ, როცა ეკლესიის მშენებლობას დაიწყებდნენ.

გამოხდა ხანი და კონსტანტინოპოლიდან ქვისმთლელები ჩამოვიდნენ. ისინი ტაძრებს აშენებდნენ კონსტანტინოპოლში. ერთხელ მათ შიკრიკებმა აუწყეს, ვლაქერნის ტაძარში დედოფალი გიხმობთო. ქვისმთლელებს იქ დედოფალმა მათ წმინდა ნაწილები და ოქრო გადასცა და უთხრა: - მსურს ეკლესია ავაგო რუსეთში, კიევში, თქვენ გავალებთ ამ საქმეს, წაიღეთ ოქროს სამი წლის მარაგი, ტაძარს კი საფუძვლად ეს წმინდა ნაწილები დაუდეთო. ღვთისმშობელმა მათ გამოატანა თავისი მიძინების ხატი, რომლის სახელობისაც ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო. უფლის დედამ ბოლოს თავისი სახელიც გაუმჟღავნა. კიევში ჩამოსული ქვისმთლელები ამტკიცებდნენ, სწორედ ანტონისა და თეოდოსის ხელით გადმოგვცა დედოფალმა ღვთისმშობელმა ეს ოქროო. ტაძრის მშენებლობაც იმ ადგილას დაიწყეს, სადაც უფალმა მინიშნებით გამოუცხადა ღირს ანტონს.

ტაძარი აშენდა, ღირსმა ანტონმა და თეოდოსიმ შეისვენეს. მამა ნიკონის წინამძღვრობისას მღვიმის მონასტერში კონსტანტინოპოლიდან მხატვრები მოვიდნენ, - ორი ბერი, ანტონი და თეოდოსი, შეგვითანხმდა აქაური ტაძრის მოხატვაზე. მცირე ეკლესია გვაჩვენეს, იმაზე მოვრიგდით და ეს ეკლესია ძალიან დიდია. ოქრო უკან დაიბრუნეთ, ჩვენ კი კონსტანტინოპოლში მივდივართო. მამა ნიკონმა ღირსი ანტონისა და თეოდოსის ხატები აჩვენა მათ. "ესენი იყვნენო", - თქვეს მხატვრებმა. "ესენი, შვილო, დიდი ხანია გარდაიცვალნენ, მაგრამ გვწამს, სიკვდილის შემდეგაც შეგვეწევიანო", - უთხრეს ბერებმა. მხატვრებმა მოინანიეს თავიანთი საქციელი, დარჩნენ მონასტერში, ტაძარიც მოხატეს და ბერადაც აღიკვეცნენ მღვიმევის სავანეში. ასევე სასწაულებრივად უპოვიათ დაკეტილ ტაძარში წმინდა ტრაპეზისთვის გამზადებული ქვის ფილა. წმინდა ანტონის მიერ კიევში დაარსებულმა მონასტერმა განამრავლა სლავთა მიწაზე ბერმონაზვნობის მსურველნი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედათა შორის წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა I საუკუნეში ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat