08.08.2022
მისამართი: ზემო ვერის სასაფლაო, გ. რჩეულიშვილის ქუჩა.
ისტორია: ტაძარი აშენებულია მე-19 საუკუნის მიწურულს. იგი ცენტრალურგუმბათოვანია. მისი კედლები აგურითაა ნაშენი. გუმბათი ქვისაა. ათეიზმის ხანაში ტაძარმა გაიზიარა მიტოვებულ ეკლესიათა სავალალო ხვედრი. მოუვლელობამ და საკულტო ფუნქციის იძულებით შეჩერებამ გაავერანა მისი ინტერიერი და შემოგარენი. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით წმ. პანტელეიმონის სახელობის ტაძარში გამეფებული ხანგრძლივი მდუმარება საღვთო ლიტურგიამ შეავსო. ამ დროიდან ტაძარი მოქმედია. მის მრევლში მრავალია შვილდაკარგული ოჯახები. ეკლესიის დღევანდელი სახე მრევლის ძალისხმევის კეთილი ნაყოფია. რამდენიმე წლის წინ აშენდა სამრეკლო. ტაძრის შესასვლელთან მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია განახლებული და აღდგენილი იქნა უდროოდ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად მათი მეგობრებისა და ახლობლების შემწეობით. საკურთხევლის გარეთა კედლის წარწერა გვაუწყებს, რომ ეკლესიის ქვედა ყურესთან, აღმოსავლეთით განისვენებენ იმერეთის მთავარეპისკოპოსის წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) მეუღლე და შვილები: 1956 წლის 26 თებერვალს გარდაცვლილი მარიამ ქიქოძე, 11 თვის ოლღა, 2 წლის ნინო და 2 წლის ნიკოლოზი. ადრე საფლავს ამშვენებდა ალგეთის ლურჯი, თლილი ქვა.
ხატები: ტაძარში ახლად დაწერილი კანონიკური ხატები და ფრესკებია.
გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი" № 9, 1999 წ.