სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია იმ ავბედით პერიოდშიც კი
სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია იმ ავბედით პერიოდშიც კი
ჯიხეთი მდებარეობს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მ.ლანჩხუთიდან 12 კმ-ში.
ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა: ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.

ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 წელს ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი.

მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობას. მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით ჯიხეთის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

KARIBCHE

ჯიხეთის მონასტრის გუმბათი

KARIBCHE KARIBCHE

ჯიხეთის მონასტრის ეზო

KARIBCHE

ათონიდან გამოგზავნილი ხატი - ჯიხეთის ღვთისმშობელი

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

მონასტრის ფრესკები

მძიმე ჟამი ბევრჯერ დადგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია. 1989 წელს ჯიხეთის მონასტერში განწესებულ დედა საბიანას აქ ორი ღრმად მოხუცებული სამონაზვნე დახვდა: დედა ევდოკია (+1994) და დედა ანასტასია.

1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი. ეზოში მოწყობილია სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება ("იორდანეს წყარო"). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.
მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი).
ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს - მონასტერში იმართება დღესასწაული - ჯიხეთობა.

იხილეთ ვიდეო და მოუსმინეთ მონასტრის დედების მშვენიერ სიმღერას

ბეჭდვაელფოსტა
09.07. 2018
მამა ანდრიასთან შეხვედრა ნებისმიერ დროს შეიძლება ნეტა
მამა ანდრიასთან შეხვედრა ნებისმიერ დროს შე8ძლება ნეტა??
11.03. 2015
თამარი
საოცარი მონასტერი,ჩემი სულიერი სავანე,მამა ანდრია გამორჩეული ბერი და წინამძღვარი !
08.10. 2014
უცნობი
არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი)1987 წლიდან არის მონასტრის წინამძღვარი,მონასტერში მდებარეობს 4 ეკლესია,რომლებიც არქიმანდრიტ ანდრიას აშენებულია სხვადასხვა წლებში.
11.07. 2014
დიდება და მადლობა!
გურულებში კომუნისტების დროსაც იგრძნობოდა განსაკუთრებული მოწიწება ამ მონასტრის მიმართ. ღვთისმშობლობა(21 სექტემბერი), კი საერთოდ გამორჩეული დღესასწაული იყო მუდამ. უდიდესი და განსაკუთრებული ღვაწლი აქვს მამა ანდრიას. დიდება უფალს! ყოვლადწმინდა ხვთისმშობელი ფარავდეს ყველა ქართველს, მართლმადიდებელს და სრულიად საქართველოს. ამინ!
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat