ამ დღეს ჩვენთან ერთად იზეიმებენ სვეტიცხოვლის წმინდა მიწას ხორცით მიბარებულნი
ამ დღეს ჩვენთან ერთად იზეიმებენ სვეტიცხოვლის წმინდა მიწას ხორცით მიბარებულნი
სვეტიცხოვლის წმინდა მიწაში მიმოფანტულ საფლავის ლოდთაგან ზოგს წარწერა გადაშლია, ზოგისა ძნელად იკითხება. მრავალ ქართველს უპოვია აქ საუკუნო განსასვენებელი, მაგრამ მათგან სამოცამდე საფლავის ქვა თუ შემორჩენილა, ბევრიც მტრის ურიცხვი შემოსევების გამო დაიკარგა. 1909 წელს რუსულ ენაზე გამოცემული ა. ნატროშვილის წიგნი "მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი" მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის, მათ შორის სვეტიცხოვლის საფლავებსაც აღგვიწერს. ისტორიული წყაროებისა და ამ მშვენიერი წიგნის წყალობით ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ქართველთათვის სათაყვანო რამდენიმე წმინდა საფლავზე მოგითხრობთ.

მცხეთის კარიბჭესთან შეგებებია წმინდა სიდონია იერუსალიმიდან მობრუნებულ ძმას, ელიოზს. გამოურთმევია და მკერდში ჩაუკრავს "ყოველთა სასურველი კვართი უფლისა" და მეყსეულად გარდაცვლილა. ჭირისუფლებმა სცადეს, მაგრამ მიცვალებულს ხელთაგან კვართი ვერ გამოაცალეს, ამიტომაც ასევე დაკრძალეს ლიბანის ნაძვებთან. უფლის კვართმა განწმინდა იქაურობა, აკურთხა მიწა, ადგილი სადაც შემდგომში ქართველთა ერთობისა და ძლიერების სიმბოლო სვეტიცხოველი აღიმართა.

წერილობითი წყაროების მიხედვით, სვეტიცხოველში პირველი დაიმარხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი. "მოკვდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა (პატრიარქის საყდრის გვერდით, სვეტის ახლოს - აზუსტებს ნატროშვილი), რომელსა შინა არს ღმრთივ აღმართებულსა სვეტისაგან აღპყრობა". საფლავის ქვაზე დახატული ყოფილა მეფე ვახტანგი იმ ზომით, რა სიმაღლისაც იყო. პირვანდელ საფლავის ქვას ჩვენამდე არ მოუღწევია, გადმოცემით მარმარილოს ფილა შაჰ-აბასის ბრძანებით დაუმსხვრევიათ.

მნიშვნელოვანი და სარწმუნოებაში განმაძლიერებელი იყო ქართველთათვის წმინდა ევსტათი მცხეთელის მარტვილობა. ერთი უნატრია წმინდანს სიკვდილის წინ: "ვითხოე შენ სახიერებისაგან, რათა არა დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისსა შინა, არამედ რაითა დაემარხოს იგი მცხეთას, წმიდასა, სადა იგი შენ გამომიჩნდიო". მართლაც, წმინდა ევსტათის ცხედარი ქართველებს დიდი პატივით დაუკრძალავთ სვეტიცხოვლის საკურთხეველში.

XI საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დროინდელი სამნავიანი ბაზილიკა განაახლა და გადააკეთა კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა მელქისედეკ I-მა (1010-1033). წმინდა მელქისედეკს სიცოცხლეშივე აურჩევია თავის საძვალე ადგილად სვეტიცხოველი. მღვდელმთავარი ანდერძში წერს: "სამხრით სადიაკვნოსა, წმიდა მოწამეთა სამარტვილოსა შიგან, შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი". ამ საკურთხეველზე წმინდა მელქისედეკის სულისთვის წირვა უნდა აღევლინა მისსავე გაზრდილს, მღვდელ იოანეს. ტაძარში დაკრძალვა ვერ შეუბედავს კათოლიკოს-პატრიარქ ოქროპირს (1033-1048), თავის განსასვენებლად სვეტიცხოვლის სამხრეთ-დასავლეთით ღვთისმშობლის სახელზე მცირე ეკვდერი მიუშენებია და იქ "შეულაგებია ძვალნი". დასავლეთით კიდევ ერთი ეკვდერი აუშენებიათ 1431 წელს. სვეტიცხოვლის აღმდგენლის მეფე ალექსანდრე I-ის ბრძანებით, ეკვდერი მთავარანგელოზის სახელობისა ყოფილა და 1442 წელს "მიურქვამს" ნეშტი მაშინ უკვე შემონაზვნებული მეფისა ანუ ბერისა ათანასესი და მისი მეუღლის თამარისა. ტაძრის ჩრდილოეთით 1526 წელს მთავარანგელოზთა სახელზე აუგია ეკვდერი დავით VIII-ს, კონსტანტინე III-ის ძეს, ბერობაში დამიანეს. მეოთხე ეკვდერი კი მთავარანგელოზის ეკლესიის ჩრდილოეთით აუშენებია შაჰნავაზის ძეს ლევანს და იქ დამარხულა. თვითონვე ბრძანებს: "თავი ჩემი ღირს არ მიჩნდა დაფლვად შინაგან სამოციქულოსა საყდარსა და სხვასა ალაგსა არ მენება დაფლვად ჩემდა. მრავლისა გულსმოდგინებითა და სიყვარულითა ვიწყე აღშენებად მისდა სამარხოდ ჩემდაო". ერთი ეკვდერიც, ღვთისმშობლის ხატის "დაუჯდომელის" სახელზე აუშენებია ალექსანდრე დიდის თანამედროვეს, კათოლიკოს შიოს, თავის განსასვენებლად. ყველა ეს ეკვდერი დაუნგრევიათ 1837 წელს, ივნისში, ეგზარქოს ევგენის დროს. ეს საქმე კი ვინმე ხეჩო დარჩილოვისთვის დაუვალებიათ, მასაც აღუსრულებია სინოდური კანტორის ბრძანება, მიუხედავად აზნაურ გედევანიშვილთა წინააღმდეგობისა.

XII საუკუნეში სვეტიცხოველში დაუკრძალავთ დემნა უფლისწული, დავით V-ის ვაჟი, გიორგი III-ის ძმისშვილი. თვითონ გიორგი III ოდეს "მიიცვალა სტაგირს კახეთისასა... დამარხეს მცხეთას ჟამის სიძნელისაგან და მასვე წელსა" გადაასვენეს გელათში. XIII საუკუნიდან სვეტიცხოველი ბაგრატიონთა განსასვენებლად იქცა. 1271 წელს სვეტიცხოველში დაუკრძალავთ დავით ულუ. "დაუტევა გლოვა და მწუხარება დიდი ყოველთა ქართველთა ზედა, იგლოვეს ყოველთა დიდად და გვამი დავით მეფისა წარიღეს და დამარხეს სამარხოსა მეფეთასა მცხეთას". მანამდე თვითონ მეფე დავითს საკათალიკოსო საყდარში დაუკრძალავს თანამეცხედრე დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და თავისი ძე, 18 წლის გიორგი.

1249 წლის 12 მარტს მონღოლებმა, ყაენის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს დავით ულუს ძეს, მეფე დემეტრეს. ქართველებმა თავდადებული მეფის გვამი უცხოეთში არ დატოვეს. კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა მოისყიდეს მეფე დემეტრეს გვამის მცველნი (ეშინოდათ მონღოლებს, არ მოიპარონ ქართველებმაო) და მეფის წმინდა სხეული ჩუმად ჩამოასვენეს საქართველოში, "მოიყვანეს მცხეთას და მუნ დამარხეს სამარხსა მამათა მათთასა". სამწუხაროდ, მისი წმინდა სამარე დღეს დაკარგულია ქართველთათვის. 1469 წელს სვეტიცხოველში დაუკრძალავთ ალექსანდრე I-ის ვაჟი, გიორგი VIII, 1558 წელს გარდაიცვალა ქართლის მეფე ლუარსაბ I და "პატიოსანი გვამი მისი... დამარხეს სამარხოსა მისსა მცხეთას, ღმრთივ აღმართებულსა სვეტსა-ცხოველსა". სტამბოლში გარდაიცვალა (1600 წელს) ლუარსაბ I-ის ვაჟი სიმონ I, მისი ნეშტი გადმოასვენეს საქართველოში "და დაფლეს მცხეთას".

ქართლის მეფე გიორგი X სვეტიცხოველში იქნა დაკრძალული. მეფე ქართლში იდგა თურმე, მეჯვრისხევში. მოურთმევიათ თაფლი, შეჰყოლია ფუტკარი. ეცა ენაზე, გაუსივდა ნაკბენი და 8 ნოემბერს გარდაიცვალა. წამოუსვენებიათ და მცხეთის საპატრიარქო საყდარში დაუკრძალავთ. სხვა ვერსიით, გიორგი X შაჰმა მოაწამვლინა.

საპატრიარქო საყდრის წინ არის დაკრძალული მარიამ დადიანი, "დედოფალი საქართველოსი", მის გვერდით კი მისი ძის, ოტიას საფლავია. ოტია სიმონ გურიელის ვაჟისაგან ჰყავდა მარიამს. საფლავის ქვაზე წაუწერიათ: "მას ჟამსა, ოდეს ჩვენ, ზღვათ მეფის დადიანის ასული დედოფალი პატრონი მარიამ, მოყვანებული ვიქმენ ქართლის დედოფლათ. გვყვა სასურველი ძე ბატონიშვილი ოტია. მცირესა ჟამსა მიგვეფარა ამიერ სოფლით და დაემარხა სამარესა ამას სვეტს ცხოველსა..."

იქვე ახლოს არის სამარე დედოფალ თამარისა, თეიმურაზ II-ის ცოლისა და ერეკლე II-ის დედისა. პაპუნა ორბელიანი თამარის გარდაცვალების გამო წერს: "დედოფალი ქართლისა თამარ, პირმშო ასული მეფისა ვახტანგისა, მოიცვა სნეულებამან ფრიადმან. შემოიკრიბნეს აქიმნი ქალაქით ანუ სადა ესმენეს აქიმთა ამბავნი, ყოველნივე მოიწვივნეს, ეცადნენ ბევრის ღონისძიებითა და ვერა ჰკურნეს... წაასვენეს ცხედარი დიდსა სამეუფოსა ეკლესიასა მცხეთას". საფლავის ქვის წარწერა კი გვეტყოდა: "სიკვდილი არს ხრწნილებაი ხორცთაი და მან ერთმან მიწია მეცა და მივეც ვალი სიკვდილსა და შევეძინე მამა-პაპათა ჩემთა... შენდობისა მოქენე ვარ სახსენოითსა ჩემისა მნახთაგან..." მის გვერდით დაუკრძალავთ ორბელისძე ყაფლანის ასული, მეუღლე შაჰნავაზად წოდებულისა მეფისა ვახტანგ V-ისა, დედოფალი, როდამყოფილი, ახლა სქემმონაზონი ეკატერინე. აღსანიშნავია ერეკლე II-ის მეუღლის, ანა დედოფლის საფლავის ქვის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს: "ოთხ წელ საშროშნოდ ყიცვნა დედოფლობამან (ანამ 4 წელი იდედოფლა, - კ.კ.), ათცხრამდე წლისა დამწიხლა ძვალთ გამშიშვლემან, დავყვავილოვანდი ვარდი მეცა... აჰა, მირონთა წუთხნი ემონაცვალნენო", - მოსთქვამს "სატრფო ფერცხალი ირაკლი კახთა მეფისა".

KARIBCHE KARIBCHE

სვეტიცხოველში, საკურთხევლის წინ, არის განსასვენებელი ქართლ-კახეთის ბოლო მეფეთა - ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ისა. 1798 წელს გარდაიცვალა მეფე ერეკლე და "დაფლეს დიდითა დიდებითა სასაფლაოსა მეფეთასა, სადაც არის კათედრაცა კათალიკოსთა მწყემსთა საქართველოისათა და დაფლეს მუნ მარჯვენით კერძო შინაგან დიდსა მის ეკლესიისასა, ქვემორე პირისპირ ხატსა მაცხოვრისასა მეფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისასა". 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა მეფე გიორგი XII. ანდერძის თანახმად, იგი გარეჯის მონასტერში უნდა დაეკრძალათ, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო ვერ შეძლეს და "დაეფლა სასაფლაოსა წინაპართა მისთა მეფეთასა". გადასახლებაში გარდაიცვალა მეფე გიორგი XII-ის მეუღლე დედოფალი მარიამი. მისი ნეშტი გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს მეუღლის გვერდით. სვეტიცხოვლის მიწამ მიიბარა შვილნი მეფე ერეკლესი: ვახტანგი, ლევანი, ელენე (დედა წმინდა სოლომონ II-ისა), ქეთევანი, თეკლა. სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ ორი უკანასკნელის საფლავის ქვაა შემორჩენილი.

წმინდა მელქისედეკის გარდა, სვეტიცხოველში დაკრძალულნი არიან სხვა კათოლიკოს-პატრიარქნიც. საფსალმუნის წინ უპოვია განსასვენებელი დომენტი კათოლიკოსს. წარწერა საფლავისა გვამცნობს: "მე, კათალიკოზი დომენტი, ჭეშმარიტი ერთგული ქრისტეს განკაცებისა, განვედ დაუდგრომელისა სოფლისა ამისაგან, და მდებარე არს გვამი ჩემი აქ. ჩვენც ვიყვენით მსგავსნი თქვენნი და აწ ესე ვიქმნენით. ღვთის გულისათვის, შენდობით მოგვიხსენებდით, რათა ღმერთმა თქვენც შეგინდვნეს. ამინ".

1735 წელს ღვთით განისვენა კათოლიკოსმა ბესარიონ ორბელიშვილმა, რომელიც სვეტიცხოველში დაუკრძალავთ და საფლავის ლოდიდან გვეხმიანება: "გეტყვი შვილთა ჩემთა, ვითარ აღნაგი მეცა ხატი მაგისა ვიყავ მოღვაწე მამა სულთა, განმხრწნელ ავსულთა, ვსდევნიდი მგელთა..."

კათოლიკოს ანტონ I-ის საფლავი კი ამბიონის წინაა. იოანე ბაგრატიონი წერს: "1788 წელს მიიცვალა კათალიკოსი ანტონი, ძე იესე მეფისა... დაფლეს მცხეთას. ამათს საფლავზედ დასწერა ეპიტაფია ოსაშვილმა იოანემ, სიონის დეკანოზმა". მამა იოანე წერს კათოლიკოს ანტონზე, რომ მან "განამშვენა ენა ქართველთა კეთილ მჭევრ-მეტყველობითა და ღრამმატიკა და წიგნნი საფილოსოფოსონი და საღმრთის-მეტყველონი რაოდენიმე თვით ჰქმნა და რაოდენიმე გარდმოიღო სხვადასხვა ენათაგან ქართველთა ენასა ზედა და ესევითარითა შრომითა, განმაშვენებელ ქართულისა ენისა და ეკლესიათ, მიიცვალა საგლოველად დიდად საზოგადოებისად..."

ტაძრის გარეთ, სამხრეთით კი გედევანიშვილის გვარის წარმომადგენლები არიან დაკრძალულნი. ტაძარში დამარხვის ნება მხოლოდ ბაგრატოვნებს ჰქონდათ. მათ შორის მუხრანბატონებს. კონსტანტინე მუხანბატონსა და მის მეუღლეს, ბარბარესაც აქ უპოვიათ ძვალთშესალაგი. "აჰა, წარვვლე მე გზაი საუკუნო, სადა იგი ყოველნი მოგზაურ ხართ და აწ გაცნობებ შემდგომთა ჩემთა ვითარებასა სოფლის შინაობასა ჩემისასა, - წაუწერიათ ბარძიმ არაგვის ერისთავის ასულის, ბარბარეს საფლავის ქვაზე, - გევედრები მხედთა შენდობის ყოფისა. მივეცი მიწა მიწასა". იქვე ახლოს დაკრძალულნი არიან პაპუა სახლთუხუცესი - მუხრანბატონი და მისი მეუღლე თაბა. აქვეა იოანე ლევანის ძე მუხრანბატონის ძვალთშესალაგი, რომელიც 1793 წელს გარდაიცვალა. აქვე დაუკრძალავთ 1801 წელს კონსტანტინე სახლთუხუცესის ძე იოანე მუხრანბატონიც, ერევნის გუბერნატორი. "მეწია მსწრაფლი და ანაზდათ მანგალი სიკვდილისა... და ახოვნება ჩემი დამიკვეთა ქვეყანად და სახე ჩემი ამან მიწამან განმრყვნელმან სახისა და ტანისა ჩემისასამან დაარღვია და დაადუმნა საუკუნოდ ბაგენი ჩემნი. ვაიმე, დაუტევე სატრფო თან-ხორცი და ფერცხალი ჩემი, სრულიად საქართველოს მეფის ირაკლი მეორის ასული ქეთევან, მწარესა გოდებასა საუკუნოდ და ტირილსა და სასურველნი ხუთნი ძენი და ასული ჩემნი მწუხარებასა და ობლად მყოფობასა შინა", - "წუხს" საფლავის ქვა იოანე მუხრანბატონისა.

ტაძრის კარიბჭეში დაუკრძალავთ მცხეთის სობოროს ყმა და მამულის გამგებელი დეკანოზი დანიელი (ზუმბულიძე). გარდაიცვალა 1721 წელს. აქვეა საფლავი სხვა "გამგებელისა საეკლესიოთა სამკვიდრებელთა მცხეთის სობოროსთა, არქ. ათანასესი (ბიბლიაურისა), რომელმაც სიყრმიდან შესწირა თავი თვისი მონაზონებით ცხოვრებასა, ღირსებით და ერთგულებით ემსახურა ეკლესიასა". აქვე განისვენებენ სვეტიცხოვლის დეკანოზნი: იოსებ ბორისოვი და ანდრია გურგენიძე (+1893).

13 ივლისი უფლის თორმეტი მოციქულის ხსენების დღეა, სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაული. ამ დღეს ჩვენთან ერთად იზეიმებენ წინაპარნი ჩვენნი, სვეტიცხოვლის წმინდა მიწას ხორცით მიბარებულნი. მათი უკვდავი სულები ხომ ტაძარს და მის შემოგარენს დასტრიალებენ და შეეწევიან ყოველთა მვედრებელთა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat