მხოლოდ შენ და ღმერთი
მხოლოდ შენ და ღმერთი
ბევრმა ეგებ არც კი იცოდეს, რომ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, დიღმის მეურნეობაში, ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერია, თუმცა მახვილი თვალი ქალაქის განაპირას უთუოდ შეამჩნევს ფირნიშს, რომელიც მონასტრისკენ მიმავალ გზას აჩვენებს.

ამ ადგილს ძველად ნაქულბაქევი რქმევია. სპარსულად "ქულბაქი" ბაზარს ნიშნავს - ძველად აქ თურმე ბაზრობა იმართებოდა. მონასტრის დამფუძნებლებმა ადგილს ისტორიული სახელი შეუნარჩუნეს და მონასტერს ნაქულბაქევი უწოდეს.

მამათა მონასტერი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2005 წლის აპრილში დაფუძნდა. ერთნავიანი მცირე ზომის ტაძარიც მაშინ იქცა მონასტრის ნაწილად.

წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ვიცით მხოლოდ ის, რომ ტაძარი IX-X საუკუნეებით თარიღდება. იყო თუ არა აქ მონასტერი, უცნობია. ათეისტური რეჟიმის ბატონობისას ეკლესიაში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა. ტაძარი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 1995-1996 წლებში დეკანოზმა ტარიელ სიკინჭილაშვილმა განაახლა. მას აქეთ ამ საოცარი მადლით სავსე საყდარში რამდენიმე მოძღვარმა იმსახურა - მამა ბარნაბმა, მამა თეოდორემ, მამა ლუკამ (სუპატაშვილმა), რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ტაძრის აღდგენა-განახლებაში. აქვე მსახურობდა მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ბენიამინი. 2005 წლიდან, როცა აქ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მონასტერი დაარსდა, მისი წინამძღვრობა მღვდელმონაზონ იოანეს (გვაჯაიას) დაეკისრა.

ღვთის წყალობით, მონასტერი ცხოვრებას იწყებს. გასაკეთებელი და კეთილმოსაწყობი ჯერ კიდევ ბევრია, ეზოშია მამა იოანეს სენაკი, სააღმსარებლო, ოდნავ მოშორებით კი მორჩილთათვის აგებენ სენაკებს. თითოეული სენაკი ექვსი ადამიანისთვის არის განკუთვნილი, აქვს თავისი სატრაპეზო, სარდაფი და სველი წერტილი.

მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოანე ოცდაათი წლისაა. ასაკის კვალობაზე მართლაც დიდ და მძიმე ჯვარს ეზიდება. როგორც თავად ამბობს, ყველაფერი ღვთის ნებაა. ღვთის ნებად მიიჩნევს საკუთარ არჩევანსაც.

ჩვენი საუბარი მამა იოანეს სენაკში შედგა. ოთახის კედლებზე ფანქრით მოკლე ლოცვები, წმინდანთა გამონათქვამები და უწმინდესის ქადაგებებიდან მცირე ამონარიდებია მიწერილი. მეცნო პატრიარქის ეპისტოლე: "მაშ, გავუღოთ გული ჩვენი ნათელსა მას მოუჩრდილებელსა და ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველსა"... იქვე თვალში მომხვდა ღვთისმშობლის ლოცვა: "შეიწყნარე აწ, დიდებულო დედოფალო ჩემო, სახიერო, გლახაკი ვედრება ჩემი, უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული". ბერები დიდმარხვაში უდაბნოში ან ტყეში რომ გადიოდნენ, დღესასწაულზე საზიარებლად დაბრუნებისას ფსალმუნს გალობდნენ, რომელიც მამა იოანეს კედელზე ყველას დასანახად მიუწერია: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა! ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?".

- მუდამ ღვთის სამსახურისკენ მიმიწევდა გული, - მოგვითხრობს მამა იოანე, - სასულიერო სემინარიის სტუდენტობისას გავიცანი მამა ტარიელი (სიკინჭილაშვილი) და მისი ლოცვა-კურთხევით ჯვარისმამის ტაძარში სტიქაროსნის კვართით შევიმოსე. მონასტერში მესამე კურსიდან დავიწყე სიარული. თავიდან მარტყოფში ვიყავი, შემდეგ ერთხანს ნეკრესის მონასტერში ვცხოვრობდი. მერე მამა სერაფიმე (ჭედია) გავიცანი. მცირე ხნის შემდეგ ის ტიბაანში, ერთ-ერთი ასურელი მამის სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს (ამჟამად სამების ლავრის არქიმანდრიტ-კეთილმოწესეა) და მეც თან გავყევი. ბერად სწორედ იქ აღვიკვეცე, წმინდა სტეფანეს საფლავთან. იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა სერაფიმე და მე ხირსის მონასტრიდან თბილისში ერთად გადმოვედით. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ კი, დიპლომის დაცვის დღეს, ბერდიაკვნად დამასხეს ხელი.

სამი-ოთხი თვის ნაკურთხი გახლდით. მამა სერაფიმე (ჭედია), ჩემი სულიერი მოძღვარი, და მეუფე პეტრე (ცაავა) უწმინდესთან ბრძანდებოდნენ საღამოს ლოცვაზე. ლოცვის შემდეგ პატრიარქს მათთან ნაქულბაქევის მონასტერზე ჩამოუგდია სიტყვა - მინდა, ბერი გავგზავნოო. დამირეკეს და ასეთი ბერის პოვნა მთხოვეს. უწმინდესს საპატრიარქოში ვეახლე (პატრიარქი მიცნობდა - სიონის ტაძარში თავად მაკურთხა დიაკვნად)... ბერი აღარ უძებნიათ. პატრიარქმა მონასტერში გამომგზავნა და მისი მოწყობა-დასუფთავება დამავალა. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი წამოვიდა, რომელიც დღემდე აქ ცხოვრობს. ერთი კვირის განმავლობაში, როგორც შეგვეძლო, ისე დავასუფთავეთ, დავდგით ქვის ტრაპეზიც. პატრიარქმა ეს ყველაფერი დაათვალიერა და იმავე დღეს მითხრა, მოემზადე, კვირას ხელი უნდა დაგასხაო. აი, ასე გავხდი ორი კვირის ნაკურთხი დიაკვანი მღვდელმონაზონი და მონასტრის წინამძღვარი.

მონასტერი თითქოს ქალაქშია, მაგრამ მყუდროება, ერიდან განდგომილთა სავანეს რომ სჭირდება, არ აკლია.

მონასტრული ცხოვრება სტუმრიანობით დაიწყო. მაშინ მოსულთაგან რამდენიმე, ღვთის მადლით, დღესაც აქ არის.

უწმინდესმა ჯვარი რომ გადამსახა, თან მითხრა: აქ კარგი მონასტერი უნდა შექმნაო. ეს პასუხისმგებლობა მაფხიზლებს. მოვდუნდები თუ არა, უმალვე პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გამახსენდება... მადლობა ღმერთს, რომ ღვთისმსახურების პასუხისმგებლობა დამეკისრა და შეძლებისდაგვარად ვემსახურები უფალს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა მაძლიერებს.

- სხვადასხვა მონასტერში ცხოვრებამ ალბათ გამოცდილებაც შეგძინათ...

- მთავარი ის არის, რომ აქ მყოფებს თავიანთი ცხოვრება უყვართ. თუ მონასტრული ცხოვრების სიყვარული არ გაქვს, ათასგვარი დაბრკოლების გადალახვა გაგიჭირდება. როცა ბერი ხარ ან მონაზვნობისკენ მიისწრაფვი, სიმტკიცე და თავდაჭერილობა გმართებს. მონაზვნობა მარტოობის სურვილი და განცდაა, მხოლოდ შენ და ღმერთი - აი, ამის განცდა. ამას ვეძებდი და გარკვეულწილად შევიძინე კიდეც.

ადამიანმა ცხოვრების წესი თავად უნდა აირჩიოს, მთავარია, ამ წესით ბოლომდე შეუდგეს ქრისტეს. თუ არ შეგიძლია მონაზვნობა, იქორწინეო, გვეუბნება სახარება. დაოჯახებული კაცი შეიძლება უფრო მეტად მოღვაწეობდეს, ვიდრე მონასტერში მყოფი. ასე რომ, მონაზვნობა იქნება ეს თუ ქორწინება, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ერთგულად და მამაცურად მიჰყვე ქრისტეს გზას.

ღმერთი ყველას თავის ჯვარს აკისრებს, ყველას ისეთ ტვირთს აძლევს, რომლის ზიდვაც შეუძლია, იქ მიჰყავს, სადაც უკეთ შეძლებს სულის ცხონებას.

მონასტერში რომ ხარ, უფრო მეტად აკვირდები საკუთარ თავს, ცდილობ, გამოასწორო საკუთარი ნაკლოვანებანი და სიყვარულით შეხედო ყოველივეს. ამას, რასაკვირველია, გამოცდილებით შეიძენ.

სოლომონ ბრძენმა სიბრძნე ითხოვა და უფრო მეტი მიეცა. თითოეულმა ჩვენგანმა სიბრძნით უნდა განსაჯოს, რომელი გზა აირჩიოს ამქვეყნად. როცა ბრძოლით დაიღლები, სიმშვიდეს ეძიებ, განსასვენებელს, და ამ სიმშვიდეში გიჩნდება სურვილი საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა. ამის საუკეთესო გზა კი მონასტერში ყოფნაა. იქ რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრებაც კი წმენდს ადამიანის გონებას. ვისაც ეს განუცდია, ყველაფერს სხვაგვარად უყურებს. მონასტერს რომ ვამბობ, საზოგადოდ, ეკლესიურ ცნობიერებაზე მოქცევას ვგულისხმობ. თუ ადამიანის ცხოვრება ქრისტეს, ქრისტიანულ ცხოვრებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, მის გულში სიხარული იქნება.

ეგებ მონასტრული გამოცდილება დღეს ისეთი არ იყოს, როგორიც საჭიროა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, იხსნება მონასტრები, მრავლდებიან სასულიერო პირები, ბერები, ახალგაზრდები მოდიან მონასტერში... მადლობა ღმერთს ამისთვის.

მუდამ ვთხოვ უფალს ლოცვა-კურთხევას და ვევედრები, შემაძლებინოს მორჩილებით ყოფნა იერარქიის წინაშე. როცა ადამიანი ლოცვა-კურთხევას ითხოვს, ის ყოველთვის შეძლებს საკუთარი თავის მართვას. ამას მონასტერში და ტაძარში ასწავლიან. მორჩილება სიხარულის მომტანია, მორჩილებაში მყოფს უფალი სათნო-იყოფს, ადღეგრძელებს.

მონასტერში ეს უფრო თვალნათელია. საზოგადოდ, ქრისტიანული ცხოვრება ჭეშმარიტი, საღი და სიხარულის მომნიჭებელია, რადგან აქ ყოველგვარი ურთიერთობა მიმტევებლობიდან იღებს სათავეს.

- საკუთარი ცოდვების დანახვა როგორ შეიძლება?

- საკუთარ ცოდვას ყველა ხედავს. მთავარი დანახვა კი არ არის, არამედ "განცდა თვისთა ცოდვათა", საკუთარი თავის განკითხვა. აღსარება ყველაზე დიდი გამბედაობაა, რადგან ამ დროს საკუთარ სულს აშიშვლებ ღვთის წინაშე. მოძღვარს რომ ანდობ შენს გულისწუხილს, მიტევებას სთხოვ ღმერთს განვლილ დღეებში ჩადენილი ცოდვების გამო, ეს თავისთავად დიდი მადლია, მაგრამ მომავალში რას გავაკეთებთ, არ ვიცით. ამიტომ მთელი გულისყური სიკეთის კეთებისკენ უნდა მივმართოთ.

ზოგი ფიქრობს, ცოდვებს დავაგროვებ და მერე მოვინანიებო. ქრისტიანი ასე არ უნდა ფიქრობდეს. მოძღვართან ხშირი ურთიერთობისას ცოდვა ნაკლები დაგროვდება და ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებათა გამოსწორებასაც ადვილად შეძლებს. მას, ვინც ქრისტიანულად აზროვნებს, აღარ მოუნდება ცოდვასთან დარჩენა.

- მონასტრის წევრთა აღსარება ყველაზე მეტად რით განსხვავდება ერისკაცის აღსარებისგან?

- მონაზონს ფიზიკური ცოდვები ნაკლები აქვს. მისი აღსარება ზრახვების, გონებით ჩადენილი ცოდვების მონანიებაა. ცოდვასთან ბრძოლა ყველგან საჭიროა.

ჩვენს მონასტერში უამრავი ხალხი მოდის ზიარების წინ აღსარების სათქმელად. კვირიდან კვირამდე აღსარების თქმა და ხშირი ზიარება კარგი საშუალებაა, აკონტროლო საკუთარი თავი, საკუთარი შინაგანი მდგომარეობა. ეკლესიასთან ურთიერთობით სულიერად იზრდები და მეტად მკვიდრდები ღვთის სახლში, ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას გაძლევს, საკუთარ ცოდვებს შეებრძოლო. პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ დღეს ძნელია ბოროტისა და კეთილის გარჩევა. კეთილი საქმით ზოგჯერ უკეთურებაა შენიღბული. წარმოიდგინეთ, რამოდენა სიფხიზლე მართებს მოძღვარს, როგორი წინდახედულება სჭირდება ერისკაცს. მონასტერი კი საკუთარ თავში გარკვევას გიადვილებს.

- მამა იოანე, რითია გამორჩეული მღვდელ-მონაზონი?

- პირველ ყოვლისა, იმით, რომ სასულიერო პირია. სასულიერო პირს ადამიანის სულთან აქვს ურთიერთობა. თუ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულები ვართ ჩვენი სიკეთით, მოკრძალებით თუ სიყვარულით, ეს დიდი ამპარტავნება და არასწორი მიდგომაა. შეიძლება ერისკაცს არანაკლები სიყვარული და სიკეთე ჰქონდეს. სასულიერო პირი ერისკაცზე მაღლა დგას მხოლოდ იმით, რომ საიდუმლოებათა აღსრულების უფლება მიეცა.

პირადად მე მიხარია, რომ სასულიერო პირი ვარ. ეს საშუალებას მაძლევს, მრავალი სიკეთე ვაკეთო. სახარება გვასწავლის, რომ ყველას იმის მიხედვით მოეკითხება, რაც მიეცა. თავისი ტალანტი ყველამ ღვთისა და მოყვასის მსახურებაში უნდა დახარჯოს.

- ბერობისკენ მისწრაფება ბავშვობიდანვე გქონდათ?

- პატარა ვიყავი, მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დამეღუპა. მერე ბებიასა და ბაბუასთან გავიზარდე. ზუგდიდში ვცხოვრობდი, არაფრით გამორჩეულ ოჯახში. სწორედ ისეთი ოჯახი მქონდა, რომ მართლაც შველა სჭირდებოდა სარწმუნოების მხრივ. მადლობა ღმერთს, ჩემი ოჯახიდან პირველი მე მივედი რწმენაში. ახლა უკვე ჩემი ძმაც ბერია, წალკაში, ოლიანკაში მსახურობს მამა დოროთესთან. ბერობამდე მონასტერში მოდიოდა ხოლმე. ერთხელ ერთი კვირით დავტოვე - მონასტრული ცხოვრება აინტერესებდა. საბოლოოდ კი დარჩა და დარჩა... ღვთის მადლით და წყალობით, ოჯახის ყველა წევრი მაზიარებელი გახდა. სხვათა შორის, ჩემს ნათესავებს შორის სხვებმაც აირჩიეს ბერმონაზვნური გზა. მარტყოფში მსახურობს მღვდელმონაზონი ბიძინა, მისი ერთი და ფერისცვალების დედათა მონასტერშია მონაზვნად, ერთიც მორჩილია.

- მამა იოანე, თქვენთან ჯერ მხოლოდ იწყება სამონასტრო ცხოვრება. ბევრი რამ არის გასაკეთებელი...

- მართალი ბრძანდებით, ჩვენი მონასტერი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. მონასტრული ტიბიკონი ჯერ არ სრულდება. რამდენიმე ხანში დასრულდება სენაკების მშენებლობა სატრაპეზოთი, სარდაფით, სველი წერტილებით. მონასტრის ეზოში ვენახი ჩავყარეთ - დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი საკუთარი საბარძიმე ღვინო გვქონდეს. ყოველი მხრიდან ვგრძნობთ ღვთის წყალობას, ლოცვა-კურთხევას, ვლოცულობთ, რომ მონასტერი ღვთის მადლმოსილებით დამშვენდეს, აღორძინდეს და ისეთ ადგილად იქცეს, სადაც ყველას გაუხარდება მოსვლა. ვლოცულობთ, რომ ამ მიწიერი, მებრძოლი ეკლესიით ზეციურ, მოზეიმე ეკლესიაში გადავინაცვლოთ. გვყავს მგალობლები, მედავითნე. ქალაქიდან ფეხით მოდიან და წირვა-ლოცვას არ აცდენენ. მრევლიც, ღვთის მადლით, იზრდება. გაკეთდა ახალი კანკელი, მოიხატა საკურთხეველი დავით ხიდაშელის მიერ. ტაძარში თითქმის ყველა ხატი სემინარიის სტუდენტის დიმიტრის შექმნილია. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ უწმინდესისგან მივიღეთ ლოცვა-კურთხევა, დაგვეწერა წმინდა გიორგის დიდი ხატი, რომელიც მრევლში დაბრძანდება. ახლო მომავალში ვაპირებთ ტაძრის მთლიანად მოხატვას. სანთლებიც საკუთარი გვაქვს. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს მადლს მატებს მასში დავანებული წმინდა ნაწილები - წმინდა გიორგისა, 600 ათასი ბერისა, სვეტიცხოვლის მირონმდინარე ძელისა და წმინდა სერაფიმ საროველის ქვისა. ასე რომ, ღვთის მადლით მონასტრული ცხოვრება აეწყო.

- მამა იოანე, ლოცვა-კურთხევა გაგვატანეთ.

- ღმერთმა გაახაროს და დალოცოს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. სიყვარული და მადლი არ მოგაკლოთ მამაზეციერმა. შეგეწიოთ ყველა წმინდანი. იყავით ღვთისგან დალოცვილები და მუდამ ლოცვა-კურთხევით გევლოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat