ღვთისმშობლის წილხვედრი - კიევ-პეჩორის ლავრა
ღვთისმშობლის წილხვედრი - კიევ-პეჩორის ლავრა

-გადმოცემით ვიცით, რომ პეჩორის მონასტერი, საქართველოს მსგავსად, ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილია.

ნიშნად მფარველობისა და წყალობისა დედა ღვთისამ სავანეს თავისი ხატი გამოუგზავნა. აი რას მოგვითხრობს პეჩორის პატერიკი: ზეციურმა დედოფალმა ისურვა მიძინების ტაძრის აგება პეჩორის მონასტერში და კონსტანტინეპოლიდან ოთხი ცნობილი ხუროთმოძღვარი მოიხმო. მათ გადასცა ღვთისმშობლის მიძინების ხატი შვიდი წამებულის წმინდა ნაწილებით (რომლებიც ტაძრის საძირკველში უნდა ჩაედოთ) და კიევისაკენ გზა დაულოცა. მიძინების ხატი კიევში 1073 წელს ჩამოაბრძანეს. ჩამოტანისთანავე ხუროთმოძღვრებმა სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ხატი გადასცეს წმინდანებს, ღირს ანტონს და თეოდოსს. ხუროთმოძღვრებმა წმინდა მამებს უამბეს როგორ მიიწვიეს ისინი ვლაქერნის ეკლესიაში, სადაც იხილეს ღვთისმშობელი მრავალი ზეციური მეომრით გარშემორტყმული, როგორ მიაგეს მას თაყვანი. ღვთისმშობელმა ხუროთმოძღვრებს უთხრა:

 

 

- მინდა ჩემთვის კიევში ეკლესია ავაგო. კურთხევას გაძლევთ, სამი წლის სამყოფი ოქრო წაიღოთ ტაძრის ასაშენებლად.

– დედოფალო, - მივუგეთ ჩვენ.

 

- შენ გვაკურთხებ წავიდეთ სხვის შორეულ ქვეყანაში, სადაც არასდროს ვყოფილვართ, ვისთან უნდა მივიდეთ? – მე თქვენთან ერთად ვგზავნი ანტონის და თეოდოსს. თქვენ იქ ნახავთ ამ მამებს. სამი წლის სამყოფ ოქროს გატანთ. უთხარით ამ მორჩილებს, რომ მათ მოგიტანონ სარჩო და რაც საჭიროა. მამა ანტონი დაგლოცავთ, დალოცავს თქვენს საქმეებს, თავად კი სამარადისო განსასვენებელს დაიმკვდრებს.

 

მამა თეოდოსი მას მიჰყვება მეორე წელს. მშვიდად გაუდექით გზას. არავის ძალუძს დაგაჯილდოვოთ ისე, როგორც მე. მოგცემთ იმას, რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია, გულს არ უგრძვნია. თავად მოვალ ეკლესიაში და იქ დავმკვიდრდები. გამოვიდნენ თუ არა ხუროთმოძღვრები ეკლესიიდან, დაინახეს ცაში არნახული სილამაზის ეკლესია, რომლის მსგავსი მათ უნდა აეშენებინათ ღვთისმშობლის საპატივცემულოდ.

 

როცა ეკლესიაში დავბრუნდით, ვკითხეთ:

- ქალბატონო, ვის სახელზე გსურთ ააშენოთ ტაძარი?

მან გვიპასუხა:

-მსურს უწოდოთ ჩემი, ღვთისმშობლის სახელი და გადმოგვცა ეს წმინდა, მიძინების ხატი.

 

ღირსმა ანტონიმ ხუროთმოძღვართა ნაამბობი რომ მოისმინა, უპასუხა:

-შვილნო ჩემნო, ქრისტემ ღირსი გაგხადათ უდიდესი წყალობისა და მადლისა. თქვენ ვლაქერნაში თავად უწმინდესი ღვთისმშობელი იხილეთ, ანგელოზებით გარსშემორტყმული. როგორ გაჩვენათ ჩვენი სახეები, ეს მარტო ღმერთმა იცის. დალოცვილი იყოს თქვენი ჩამოსვლა. ხუროთმოძღვრებმა ღვთისმშობლის ნება შეასრულეს და ააგეს პეჩორის უდიდესი ეკლესია, რომელსაც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უწოდეს. დედა ღვთისას მიერ გამოტანებული ღვთისმშობლის მიძინების ხატი დაბრძანებული იყო ტრაპეზის მთავარი შესასვლელის თავზე.

 

ხუროთმოძღვრები ბერად აღიკვეცნენ პეჩორის მონსტერში. მათი უხრწნელი, წმინდა სხეულები ლავრის მღვიმეებშია დაბრძანებული. ღვთისმშობლის მიძინების ხატი შესრულებულია ძველი ბერძნული ხელწერით, კიპაროსის დაფაზე. ხატი მოთავსებულია მოოქროვილ ვერცხლის რკალში, რომელსაც ყოველდღიურად დილის ლიტურგიის დასრულების შემდეგ დაბლა უშვებენ, რათა მლოცველებს საშუალება ჰქონდეთ ემთხვიონ ამ სიწმინდეს. ღვთისმშობლის ხატს ემთხვეოდნენ ღირსი ანტონი და თეოდოსი, ასევე სხვა წმინდანები.

 

საბჭოთა პერიოდში ეს სიწმინდე დაიკარგა. დღეს კი ახალდაწერილი ღვთისმშობლის მიძინების ხატი ლავრაში მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სატრაპეზოს შესასვლელის თავზეა მოთავსებული. ამ ხატს, როგორც წინამორბედს, ისეთივე სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ხატი მოოქროვილ, მრგვალ სახატეშია ჩაბრძანებული. როგორც წინათ იშვებოდა ხატი ლიტურგიის შემდეგ, დღესაც მლოცველებს შეუძლიათ თაყვანი სცენ. ხატი დაწერილია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ბიშევსკის მიერ.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat