მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ათონის მონასტრები
პანტელეიმონის მონასტერი
წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერი ზღვის ნაპირას, ქსენოფონტეს სავანესა და დაფნის ნავსადგურს შორის მდებარეობს. ის სხვაგვარადაც არის ცნობილი - როგორც წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი ათონზე, კალიმაქების კინოვია ანდა რუსიკი.

მონასტერი აქ 1765 წელს დაფუძნდა. მანამდე ის სხვაგან, ზღვიდან მოშორებით მდებარეობდა. ახლა იქ ეგრეთ წოდებული "ძველი", "მთიანი" რუსიკია, იგივე თესალონიკელის მონასტერი, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. სწორედ იმ დროს მოვიდნენ წმინდა მთაზე პირველი რუსი ბერები. თავდაპირველად ისინი ქსილურგუს სავანეში დასახლდნენ და სულ მალე ისე აავსეს, რომ ადგილი აღარავის ჰყოფნიდა, ამიტომ წმინდა კინოტმა იღუმენ ლავრენტის თხოვნით ბერებს გაუკაცრიელებული თესალონიკელის მონასტერი გადასცა, ქსილურგუს სავანე კი სკიტად გადააკეთეს და დღემდე ასეთად რჩება.

რუსიკის ისტორიის შესახებ წყაროები XIII საუკუნემდე თითქმის არ შემონახულა (მიზეზი ხანძარი გახლდათ, რომელმაც სულმთლად გაანადგურა მონასტრის არქივები და ბიბლიოთეკა), მაგრამ ცნობილია, რომ იმპერატორმა ანდრონიკე II პალეოლოგოსმა თავისი ედიქტით დაამტკიცა სავანის ქონებრივი უფლებები. მოგვიანებით მონასტერზე ზრუნავდნენ სერბი დიდებულები, რომლებიც მას უხვ შეწირულობებს სწირავდნენ და საშემოსავლო სახლებს სჩუქნიდნენ.

რუსეთში მონღოლთა ბატონობის დროს რუსიკში ბერძნები ცხოვრობდნენ (იმ პერიოდის ყველა დოკუმენტზე იღუმენის ბერძნული ხელმოწერაა), მაგრამ 1497 წლიდან წმინდა მთისკენ ისევ დაიძრნენ რუსი მწირები.

III დადგენილებით (1394წ.), პანტელეიმონის მონასტერს ათონის სავანეთა იერარქიაში მეხუთე ადგილი ეკავა, მაგრამ აყვავების პერიოდი ხანმოკლე გამოდგა. მონასტერი გაღარიბდა და ვალებში ჩაეფლო. მაშინ მან მრავალი სამფლობელო დაკარგა.

XVIII საუკუნის შუა წლებში რუსიკის კარიბჭე გაიღო. მონასტერში სულ ოთხი ბერი იყო: ორი რუსი და ორი ბულგარელი, - ხოლო მოგვიანებით სავანე დაცარიელდა.

ამგვარად, რუსიკი ისევ ბერძენთა ხელში გადავიდა. ბერძნების საძმომ გადაწყვიტა, ზღვასთან ახლოს გადასახლებულიყო - 1667 წელს იქ იერისონის ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ ააგო მცირე ტაძარი, რომელიც უფლის ამაღლების სახელზე აკურთხეს. ბალკანელი მმართველებისა და დუნაისპირელი თავადების დახმარებით აქვე ააშენეს პანტელეიმონის მონასტერი. განსაკუთრებით უხვი შემოწირულობები გაიღო საუკუნის პირველ ნახევარში მოლდოვ-ვლახეთის მმართველმა სკარლატ კალიმაქმა (სახელდობრ, მისი სახსრებით აშენდა ტაძარი). 1806 წელს პატრიარქმა კალიკიმ მონასტრის წესდება დაამტკიცა.

KARIBCHE KARIBCHE

ბერძნების აჯანყების წლებში რუსიკი, ისევე როგორც ათონის სავანეთა უმრავლესობა, დაიცალა. დაიწყო ხანგრძლივი დავა ქსენოფონტეს მონასტერთან საზღვრების თაობაზე. სავანე მძიმე დღეში აღმოჩნდა.

1840 წელს პანტელეიმონის მონასტერში ისევ გამოჩნდნენ რუსი ბერები. მალე ისინი ძმობის უმრავლესობას შეადგენდნენ. 1875 წელს, პირველად მრავალი საუკუნის შემდეგ, არჩეულ იქნა რუსი იღუმენი და რუსიკი ჭეშმარიტად რუსული მონასტერი გახდა.

გასული საუკუნის მიწურულს მხოლოდ პანტელეიმონის მონასტერში 1000-ზე მეტი ბერი ცხოვრობდა (მათ შორის იყვნენ ბერძნები და სამხრეთის სლავებიც). რუსები ცხოვრობდნენ სხვა მონასტრებშიც, წმინდა მთის სკიტებსა და სენაკებშიც.

სავანის არქიტექტურული ანსამბლი თავისი მრავალსართულიანი შენობითა და ტაძრების მაღალი გუმბათებით პატარა ქალაქის შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ 1968 წლის ხანძარმა საგრძნობი ზიანი მიაყენა მონასტერს. ტაძარი, როგორც შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა გვამცნობს, 1812-1821 წლებში აუგიათ. საერთო გეგმით ის წმინდა მთის ყველა სხვა სავანეს ჰგავს. კედლები ნაშენია მართკუთხა თლილი ქვის ფილებით. რვა გუმბათზე ჯვრებია აღმართული, თანაც მთავარზე - რუსეთისთვის ტრადიციული, რვაქიმიანი.

საეკლესიო მოხატულობანი გასულ საუკუნეშია გაკეთებული. მდიდრულად მორთული კანკელი შესრულებულია რუსი ოსტატების მიერ. განაწესის თანახმად, რომელიც 1875 წელს მიიღეს, ამ ტაძარში მსახურება ორ ენაზე - ბერძნულად და სლავურად - აღესრულება.

ტაძრის კარიბჭის პირდაპირ არის სატრაპეზო, რომელიც 1890 წელს აიგო და 1897 წელს მოიხატა. იგი 800-მდე ადამიანს იტევს. სატრაპეზოს თავზე აღმართულია სამრეკლო, რომლის რუსული ზარები მთელ ათონზეა განთქმული. სამრეკლოს პირდაპირ, შესასვლელის მარცხნივ, წყალკურთხევის ავზია.

რუსიკში სხვა ეკლესიებიც არის. ტაძარს მიშენებული აქვს ღვთისმშობლის მიძინების ეკვდერი (აქ ღვთისმსახურება ბერძნულად აღესრულება). ბიბლიოთეკის დასავლეთით წმინდა მიტროფანე ვორონეჟელის ეკლესია დგას (აქ, ისევე როგორც სხვა ტაძრებში, სლავურად მსახურობენ). მონასტრის ჩრდილოეთ ნაწილში უფლის ამაღლების, წმინდა სერგის, დიდმოწამე დიმიტრის, მთავარანგელოზ მიქაელის, წმინდა გერასიმეს, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს, წმინდა ვლადიმირისა და ოლღას ეკლესიები მდებარეობს. აქვეა ალექსანდრე ნეველის ტაძარიც, რომელიც მდიდრულად არის მორთული, ოქროს კიოტში ჩასმული ხატებითა და მოოქრული კანკელით.

სამწუხაროდ, რვა ტაძრიდან, რომლებიც მონასტრის სამხრეთ ნაწილში იყო განლაგებული, ხანძარს მხოლოდ ორი გადაურჩა: წმინდა საბასი და წმინდა ნიკოლოზისა.

სავანის კედლების მიღმა ორი ტაძარია. მონასტერს ეკუთვნის ხუთი სენაკი: წმინდა ექვთიმესი, წმინდა კოზმასი და დამიანესი, ცხოველმყოფელი წყარო, წმინდა სტეფანესი და წმინდა გიორგისი (ორივე კარიესში მდებარეობს). გარდა ამისა, რუსიკს ეკუთვნის ხრომიცას (იმავე ხრომიტის) საშემოსავლო სახლი ურანოპოლთან ახლოს, სადაც რამდენიმე რუსი ბერი ცხოვრობს, ქსილურგუს სკიტი (როგორც ათონზე უწოდებენ, "ღვთისმშობელი"), რომელიც პანტოკრატორის მონასტრის მახლობლადაა, სკიტი "ახალი თებაიდა" წმინდა მთის სამხრეთ-დასავლეთით და ძველი რუსიკი.

სავანეში ინახება წმინდა პანტელეიმონის თავი, პატიოსანი ჯვრის ნაწილები, მრავალი ხატი, სამოსი, ჯვრები და სხვა.

ღვთისმშობლის ტაძარშია დაბრძანებული წმინდა ბარძიმი, მეტად დახვეწილი ნაკეთობა, და სახარება ძვირფასი ჭედური პერანგით - შეწირულობანი დიდი მთავრის კონსტანტინე ნიკოლოზის ძისა, რომელიც 1845 წელს ეწვია სავანეს.

მონასტერს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც ცალკე ორსართულიან შენობაშია განთავსებული. იქ დაცულია დაახლოებით 1320 ბერძნული და 600 სლავური ხელნაწერი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მინიატურებით მდიდრულად მორთული სახარება და გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ქადაგება. ამათ გარდა, ბიბლიოთეკაში არის 20 000-ზე მეტი ნაბეჭდი ბერძნული, სლავური და რუსული წიგნი.

ამჟამად პანტელეიმონის მონასტერს XIX ადგილი უკავია ათონის მთის სავანეთა იერარქიაში. საძმო ორმოცდაათზე მეტ ბერს ითვლის. თითქმის ყველა რუსეთიდან არის ჩასული.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
02.07. 2014
mako zurabiani
am monasters emsaxureba qartveli beri beri ermolaosi...is targmnis da uvlis am bibliotekas...is udidesi da utbilesi adamiania...am monastershi aseve imyofeba chemi sakutari dzmac... romelic 9 weli ar myavda nanaxi...
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat