მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ზოგრაფის მონასტერი
გადმოცემის თანახმად, ეს მონასტერი X საუკუნეში დააარსა სამმა ოქრიდელმა ბერმა - ძმებმა: მოსემ, აარონმა და იოანემ. თურმე ძმები ვერ შეთანხმდნენ, რომელი წმინდანის სახელი მიენიჭებინათ სავანისთვის. ღირსმა მოსემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აირჩია, ღირსმა აარონმა - წმინდა ნიკოლოზი, ღირსმა იოანემ კი წმინდა დიდმოწამე გიორგი. დიდი ხნის კამათის შემდეგ მათ ტაძარში ჩაკეტეს ხატის დასაწერად გამზადებული ფიცარი და დაიწყეს ლოცვა. დილით, როდესაც ტაძარი გააღეს, ნახეს, რომ ფიცარზე გამოსახული იყო წმინდა მოწამე გიორგი, რომლის პატივსაცემადაც აკურთხეს ტაძარი. X საუკუნეში უკვე გვხვდება იღუმენის ხელმოწერა წმინდა მთის I ტიპიკონში, მაგრამ ისტორია არაფერს ამბობს მონასტრის შესახებ თითქმის XIII ს-მდე. ამის მიზეზი ხანძრები იყო, რომელთაც მონასტრის არქივები გაანადგურა. ამ დროისათვის სავანე მთლიანად ბულგარელი ბერებით იყო დასახლებული. 1276 წლის 10 ოქტომბერს აქ ლათინებმა 26 ღირსმოწამე დაწვეს, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ რომთან უნიას. ამ მოვლენის სახსოვრად 1873 წელს მონასტერში კენოტაფი (სიმბოლური საფლავი) გააკეთეს. მეკობრეთა ხელით არაერთგზის დანგრეული სავანე მალევე აღდგებოდა ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა გულუხვი შეწირულობებით.

XIX საუკუნის II ნახევრამდე ბულგარელებთან ერთად მონასტერში ცხოვრობდნენ სერბები და არც ისე ცოტა ბერძენი. მსახურება ბერძნულ და სლავურ ენაზე მიმდინარეობდა. თანდათან სავანე თითქმის მთლიანად ბულგარული გახდა. ნიშანდობლივია, რომ იმ წლებში, როდესაც ბულგარეთის ეკლესიამ ურთიერთობა გაწყვიტა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, მონასტრის საძმო კონსტანტინოპოლის პატრიარქის ომოფორის (დაქვემდებარების) ქვეშ დარჩა.

მონასტრის საკათედრო ტაძარი აშენებულია 1801 წელს და მოხატულია 1817 წელს. სავანის ტერიტორიაზე კიდევ 8 ტაძარია, ამდენივე - მის კედლებს გარეთ. კარიესში მას ეკუთვნის ორი სახელოსნო და წარმომადგენლობა პროტატთან. მონასტრის მთავარი სიწმინდეებია: დიდმოწამე გიორგის ხელთუქმნელი გამოსახულება, აგრეთვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც "დაუჯდომელი" ეწოდება.

ბიბლიოთეკაში დაცულია 126 ბერძნული და 388 სლავური ხელნაწერი, დაახლოებით 10000 ნაბეჭდი წიგნი. დღეისთვის ზოგრაფის მონასტერი ათონის იერარქიაში მე-9 ადგილს იკავებს. იქ 10 ბულგარელი ბერი ცხოვრობს.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat