როგორ აღმოჩნდა დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები ინდოეთში - "ჰკურნებდის სნეულთა, თუ ვინ მიუდგის კარებსა"
როგორ აღმოჩნდა დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები ინდოეთში - "ჰკურნებდის სნეულთა, თუ ვინ მიუდგის კარებსა"
ქეთევან დედოფალი, ქრისტიანული სარწმუნოების არდატევებისთვის, ირანის შაჰის აბას I-ის ბრძანებით, 1624 წლის 12 სექტემბერს ქალაქ შირაზში საჯაროდ, წამებით მოკლეს. ქართველთა დედოფალი ძალიან შეეცოდათ შირაზის მცხოვრებთ, მაგრამ შაჰის შიშით ვერავინ ბედავდა მის ნეშტთან მიახლოებას. წამებას ესწრებოდა პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა ირანში და ქეთევანსაც იცნობდა.

დასჯიდან რამდენიმე თვეში ამბროზიო დუშ ანჟუშმა აღმოაჩინა ქეთევან დედოფლის საფლავი. მისი თქმით, "როგორც კი ქეთევან დედოფალს სული ამოხდა, მისი ნეშტი ტომარით დაფლეს მინდორში, სადაც უკვე ამოთხრილი ჰქონდათ ღრმა ორმო. ცხედარს ისე დააყარეს მიწა, რომ ქრისტიანებს ვერც კვალი შეემჩნიათ და არც რაიმე მოსაგონარი დარჩენოდათ... დედოფლის ნეშტი დამარხული იყო სამი თვისა და ცამეტი დღის განმავლობაში... თან პორტუგალიელი ტყვე და ჩემი მსახური წავიყვანე. მათთან ერთად მივედი მინდორზე, სადაც ორმოში დაფლეს დედოფალი და თხრა დავიწყეთ. რადგან ორმო მეტად ღრმა იყო, იმ ღამეს ცხედრამდე ვერ მივაღწიეთ. 1625 წლის 4 იანვარი გახლდათ".

მეორე ღამით, მისიონერმა და მისმა მხლებლებმა ორმოს თხრა განაგრძეს და წამებული დედოფლის ნეშტს მიაკვლიეს. "თვალცრემლიანებმა ამოვასვენეთ დიდებული ქეთევან წამებულის ცხედარი და ჩვენს მონასტერში წავასვენეთ საიდუმლოდ". ამის შემდეგ, ამბროზიო დუშ ანჟუშმა დედოფლის ცხედარი, უკეთ დაცვის მიზნით, ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენა.

მცირე ხანში, 1626 წლის მარტში, შაჰის ბრძანებით, ისპაჰანის მონასტრის ავგუსტინელი ბერები დააპატიმრეს და შირაზში გადაიყვანეს. მონასტრის წინამძღვარმა მანოელ და მადრე დე დეუსმა გადაწყვიტა, თან წმინდა დედოფლის სხეული წაეღო. ბერები ათი თვის განმავლობაში შირაზის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. 1627 წლის თებერვალში მათ ისპაჰანის მონასტერში დაბრუნების უფლება მისცეს. დაუყოვნებლივ წამოვიდნენ და თან წამოიღეს წამებულის ცხედარიც.

ავგუსტინელმა ბერებმა წამებული დედოფლის ნეშტის წმინდა ნაწილები საგანგებოდ გამზადებულ ლუსკუმაში ჩაასვენეს. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები "ჰკურნებდის სნეულთა, თუ ვინ მიუდგის კარებსა" (თეიმურაზ I).

უაღრესად საინტერესოა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი. 1626 წელს, როცა თეიმურაზ I იძულებით "შეურიგდა" შაჰს, მან პირველ რიგში წამებული დედის ნეშტის სამშობლოში გადასვენება ითხოვა. აბას I-მა ნება დართო თეიმურაზს, ქეთევანის ცხედარი საქართველოში წაესვენებინა. მაგრამ სეფიანთა კარზე არ იცოდნენ, სად ინახებოდა დედოფლის ნეშტი. შაჰი ქართლ-კახეთის მეფეს ატყობინებდა, რომ ცხედარი კათოლიკე მისიონერებმა მოიპარეს, მაგრამ არ ვიცით, ავგუსტინელებმა მოიმოქმედეს ეს თუ ფეხშიშველა კარმელიტებმაო.

როდესაც ავგუსტინელმა მისიონერებმა თეიმურაზ I-ის სათხოვრის შესახებ შეიტყვეს, გოას ავგუსტინელების მონასტერში (გოა - ქალაქი-ნავსადგური ინდოეთში; 1510 წელს დაიპყრეს პორტუგალიელებმა; აღმოსავლეთში ავგუსტინელ მისიონერთა მოღვაწეობის ძირითადი ადგილი. - გ.ს.) მყოფი, აღმოსავლეთში ავგუსტინელ ბერთა მეთაურის ბრძანებით, 1627 წლის 3 აგვისტოს საქართველოში თეიმურაზ I-თან გამოემგზავრნენ ამბროზიო დუშ ანჟუში და სებასტიანო დე იეზუსი. "თან წავიღეთ წმინდანის თავი, რათა მისი საშუალებით დაგვეყოლიებინა დედოფლის ძე, თეიმურაზი, ნება დაერთო მისიონი დაგვეარსებინა მის ქვეყანაში", - წერს ამბროზიო დუშ ანჟუში. მაგრამ გზაში ორივე ავად გახდა და ისპაჰანში დაბრუნდნენ.

1628 წლის 13 თებერვალს ამბროზიო დუშ ანჟუში კიდევ ერთხელ გამოემგზავრა საქართველოსკენ. იმავე წლის 11 მაისს ავგუსტინელი მისიონერები გორში მეფეს წარუდგნენ. თეიმურაზ I-მა მათ ჰკითხა, რა იცოდნენ დედოფლის ცხედრის შესახებ. როდესაც ამბროზიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზს შეატყობინა, რომ დედოფლის წმინდა ნაწილები - თავის ქალის ნაწილი, აგრეთვე "წამებულის ფეხი, რომელსაც ისევ ეტყობოდა მარწუხების კვალი" ჩამოიტანა, მეფემ დიდად დაუმადლა, - მთელი მსოფლიოს განძიც რომ ჩამოგეტანათ, ჩემთვის დედაჩემის ცხედრის ჩამოსვენებას ვერ შეედრებოდაო. მეორე დღეს, თეიმურაზ I-ის ბრძანებით, დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს.

კათოლიკე მისიონერები თავდაპირველად თეიმურაზ I-ის სასახლეში ცხოვრობდნენ. შემდგომ მეფემ მათ შესთავაზა, აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი. პატრებმა გორი აირჩიეს. ასე შეიქმნა ავგუსტინელთა მისიონი აღმოსავლეთ საქართველოში ამბროზიო დუშ ანჟუშის მეთაურობით, რომელმაც 1640 წლამდე იარსება. საყურადღებოა თეიმურაზ I-ის მიერ რომის პაპის - ურბან VIII-სადმი 1629 წლის 6 იანვარს გაგზავნილი წერილი, რომელშიც მეფე მიუთითებდა: "აგერ უკვე ერთი წელია, რაც ჩვენი დედის სხეულის ნაწილები, გამშრალი ძვლები, პართიის სამეფოს კარიდან, ისფაჰანიდან, ჩვენს ქვეყანაში ჩამოგვიტანა ავგუსტინელთა ორდენის წარმომადგენელმა, ღირსეულმა მამა ამბროზიომ, რომელსაც ამ სამსახურისთვის ჯილდოდ გადავეცით ადგილი და მიწა საარსებოდ, საცხოვრებელი სახლისა და ეკლესიის ასაგებად".

XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს თეიმურაზ I-მა ირანში ზავის დასადებად მიავლინა მთავარეპისკოპოსი იოანე, რომელმაც წარმატებით შეასრულა დავალება. გარდა ამისა, მან ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტრიდან წამოიღო ქეთევან დედოფლის სხვა წმინდა ნაწილებიც, რომლებიც ასევე ალავერდში დაასვენეს: "მოითხოვნეს ნეშტნი იგი ნაწილნი წმინდაი, და პატივითა დიდითა მიიღეს ადგილსა მას, სადა ისხნეს სხუანი იგი ნაწილნი" (გრიგოლ ხუცესმონაზონი-დოდორქელი). ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარში, საღმრთო ტრაპეზის ქვეშ, 1723 წლამდე ინახებოდა. როგორც რუსეთის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I-ს ალავერდში არსებული ნეშტის ნაწილიდან, მცირედი რელიკვია რუსეთის მეფისთვის ალექსეი I-ისთვის გაუგზავნია 1656 წლის 18 აპრილს და მიუწერია კიდეც: - Да послал я к тебе часть мощей матери моей от ноги великого перста. ჩვენთვის უცნობია რუსეთში გაგზავნილი ამ წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი.

ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები კი 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები დაესხნენ თავს. მეფე კონსტანტინე II მაჰმად ყული ხანმა თავი ქიზიყს შეაფარა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, მისი ძმა "თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსებით მივიდნენ ანანურს (არამედ რომელსა ეტვირთა ნაწილი წმიდათა, უბრკმა ცხენსა მისსა არაგუსა შინა და წარიღო ნაწილნი იგი და დაიკარგა ქეთევან დედოფლის ნაწილითურთ)".

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპასა და აზიაშიც წაასვენეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ისინი მოხვდა გოასა და რომში, სავარაუდოდ - ნამიურსა (ბელგია) და საფრანგეთში. როგორც აღვნიშნეთ, 1627 წლისთვის წმინდა მოწამის ნეშტი მთლიანად ინახებოდა ისპაჰანის ავგუსტინელ ბერთა მონასტერში, საიდანაც მისი ნაწილი კათოლიკე მისიონერებმა 1628 წელს თეიმურაზ I-ს გაუგზავნეს. ამავე დროს, გოაში გაემგზავრა ისპაჰანის მონასტრის წინამძღვარი მანოელ და მადრე დე დეუსი, რომელმაც თან "წმინდა დედოფლის მარჯვენა ხელი ხორცითურთ და მკლავის ძვალი გოას მონასტრის ბერებისა და მთხოვნელთა სანუგეშოდ წაიღო" (რობერტო გულბენკიანი). მალე გოას მონასტერში ისპაჰანიდან გაიგზავნა კიდევ ერთი სიწმინდე - დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე.

გოაში ჩატანილი წმინდა ნაწილები დაცული იყო შავი ქვის კუბოში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.

KARIBCHE

გოას მონასტერი ინდოეთში

XX საუკუნის დასაწყისში ა გრასას მონასტრის კოშკი ჩამოიქცა და მთელი შენობა ნანგრევებად აქცია.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ სამეცნიერო ექსპედიციები რევაზ თაბუკაშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათ წმინდა ნაწილების მოძიება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, დიდი აღმოჩენა მაინც მოხდა - 2006 წლის ზაფხულში ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა გოას ა გრასას მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს, რითაც ქართველთა არაერთი თაობის სანუკვარი ოცნება ასრულდა. ეს ინფორმაცია ქართულ საზოგადოებას მიაწოდა, პროფ. გიორგი კალანდიამ. ამჟამად, ინდოელი არქოლოგების მიერ მიკვლეულ წმ. ნაწილებს უკვე ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზი.

KARIBCHE

დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები გოას მონასტერში

როგორც აღვნიშნეთ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპაშიც აღმოჩნდა: XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, ავგუსტინელ მისიონერებს წმინდანის ნეშტის რომელიმე ნაწილის გაგზავნა, როგორც რელიკვიისა, სთხოვა ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა, პიეტრო დელა ვალემ. ბერებმა მას თხოვნა შეუსრულეს: გოას მონასტრიდან წამოღებული, ჩვენ მიერ ზემოთ უკვე მოხსენიებული სიწმინდე, დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე თეატინელმა ბერმა დონ პიეტრო ავიტაბილემ და მამა ანტონიო დე სანტო ვისენტემ 1631 წლის 5 ივნისს, რომში, პიეტრო დელა ვალეს გადასცეს, რაც ამ უკანასკნელმა საგანგებო ხელწერილით დაადასტურა.

ამჟამად უცნობია, რა ბედი ეწია პიეტრო დელა ვალეს ოჯახში დაცულ წმინდა ნაწილებს. 1894 წელს ჟურნალ "მწყემსში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ისტორიულ წყაროზე დაყრდნობის გარეშე აღნიშნულია, რომ "ქეთევან დედოფლის ნეშტის ნახევარი გორში თეიმურაზ მეფესთან გაგზავნეს, მეორე ნახევარი კი ევროპაში წაიღეს და რომში წმინდა პეტრეს ტაძარში მოათავსეს".

1914 წელს გაზეთში "სახალხო ფურცელი - სურათებიანი დამატება" დაიბეჭდა ბელგიის ქალაქ ნამიურის ხედი ციხესიმაგრით, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა: "ბელგიელების ციხე ნამიური: შენობების წინა რიგში მოსჩანს ტაძარი, სადაც ქეთევან წამებული ასაფლავია". არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც 1845 წელს დედოფლის წმინდა ნაწილები ნამიურში ინახებოდა. ზემოხსენებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ნინო სალიამ გადაწყვიტა, ბელგიაში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებისთვის მიეგნო, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს 1973 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, "ნამიურში ამ რელიკვიების ძებნა უშედეგოდ დამთავრდა".

საფრანგეთში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გაგზავნის ვერსია სომეხ ისტორიკოს არაქელ დავრიჟეცის ეკუთვნის: "ფრანგმა პატრებმა, რომლებიც ქალაქში იყვნენ, მოიპარეს დედოფლის პატიოსანი ცხედარი, ერთი ნახევარი გაახვიეს სუფთა ქსოვილში საკმეველთან და მურთან ერთად და საფრანგეთში გაგზავნეს, სადაც პატივცემულია დიდის დიდებით". სამწუხაროდ, არც ამ ცნობის დადასტურება ხერხდება.

რობერტო გულბენკიანმა 1972 წელს პირველად გამოაქვეყნა ქეთევან დედოფლის წამებასთან დაკავშირებული რამდენიმე სურათი. ისინი ავტორმა აღმოაჩინა ლისაბონში ერთ-ერთი მონასტის კედელზე (აღნიშნული მონასტერი დიდი ხნის წინ სამხედრო ყაზარმად გადააკეთეს). მის ერთ-ერთ დარბაზში 30 მეტრი სიგრძისა და 8 მეტრი სიგანის პანოა აღბეჭდილი.

KARIBCHE

დიდმოწამე ქეთევანის წამების ამსახველი პანო ლისაბონის მონასტერში

KARIBCHE

გოჩა საითიძე, ჟურნალი "ისტორიანი"
ბეჭდვაელფოსტა
12.08. 2018
გთხოვთ მიპასუხოთ
უბრალოდ მაინტეტესებს ნეშტი უკვე დანაწევრებული იყო წამების შედეგაფ? თუ დაანაწევრეს ეს არ მესმის. ნუთუ შეიძლება წმინდა ნეშტი დაანაწევრო?!
15.03. 2018
bolneli
გული მეტკინა.... წმინდა ნაწილების ასე აქეთ იქით მიმოფანტვის გამო...მაგრამ შეუცნობელი ჩვენთვის ცნობილი არს უფლისათვის...ვიცი უფალს უყვარს თავის ცოდვილი შვილები და მით უმეტეს...დარწმუნებული ვარ წმ.ქეთევანის სანაწილენნი შეეწევა მათ ვინც შეეხება რწმენით..ურწმუნომ კი ... დიდება უფალს
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat