"უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ახლა ბევრსა ჰგონია, არამედ როცა სათნოებიანი კეთილმოქმედი ზნეობის კაცი არა ჰყავს"
"უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ახლა ბევრსა ჰგონია, არამედ როცა სათნოებიანი კეთილმოქმედი ზნეობის კაცი არა ჰყავს"
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008 წლის ##13-15; 2009 წლის #19
არაერთი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, რაც ახლდა ეპისკოპოსის ცხოვრებას , ყოვლადსამღვდელო ალქსანდრე აღიარებული და ავტორიტეტული პიროვნება გახლდათ როგორც სამშობლოში, ისე რუსეთის უმაღლეს სახელისუფლო და საეკლესიო წრეებში. მრავალი მადლობა ჰქონდა მიღებული რუსეთის დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვისგან, რუსეთის უწმინდესი სინოდისგან. 1883 წლის 5 მაისს ხელმწიფე იმპერატორს მისთვის მაცხოვრის ჯვრისგამოსახულებიანი ძვირფასი, თვალმარგალიტით შემკული პანაღეა უბოძებია: "ყურად მივიღე რა თქვენი ხანგრძლივი, წარჩინებული და გულმოდგინე სამსახური მართლმადიდებელ ეკლესიის სასარგებლოდ, გიწყალობებთ ძვირფასი ქვებით მოჭედილს გულზედ დასაკიდ სამღვდელმთავრო ხატს", - ეწერა იმპერატორის უმაღლესი წყალობის წერილში. მეუფე ალექსანდრე დედოფალ მარია ალექსანდრეს ასულის სახელობის სიკვდილამდე გულზე სატარებელი ოქროს ნიშნითაც დაუჯილდოებიათ. მას მიღებული ჰქონდა აგრეთვე წმინდა ანას პირველი ხარისხის და წმინდა ვლადიმერის ორდენები ვარსკვლავებით და ბევრიც სხვა.

ეპისკოპოს ალექსანდრეს "დიდად აფასებდენ საქართველოს ეგზარხოსებიც, რომლებიც მისის საკეთილო მოღვაწეობის შესახებ ძლიერ კარგის აზრისანი იყვნენ" (ი-ფარი), ხოლო როცა ეგზარქოსებს რუსეთში დროებით მიავლენდნენ, თავიანთ მოვალეობას მეუფე ალექსანდრეს ანდობდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავდა, რომ რუსეთის სახელმწიფო მოხელენი და უწმინდესი სინოდის მღვდელმთავრები გულწრფელად ენდობოდნენ მას. მართებულად მიუთითებდა ალექსანდრე ყიფშიძე ეპისკოპოსის დაკრძალვის დღეს: "სინოდმა მრავალი ჯილდო უწყალობა განსვენებულს, ხოლო მთავარეპისკოპოსის ხარისხი მაინც არ მისცა", რადგან ვინ, თუ არა მათ, შესანიშნავად უწყოდნენ, რომ წმინდა ეპისკოპოსი ალექსანდრე, მთელი თავისი სასულიერო მოღვაწეობის მანძილზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და მისი თვითგამორკვევის უფლების აღდგენისათვის იბრძოდა.

"მე მიყვარს საქართველო, ქართული ენა და ისტორია. ეს არ მიშლის ხელს, რომ მასთანვე მიყვარდეს რუსეთი, რუსეთის ერი, მენატრებოდეს რუსეთის ამაღლება, დაწინაურება", - ეს სიტყვები ალექსანდრე ეპისკოპოსს მაშინ წარმოუთქვამს, როცა ერთ-ერთ სასულიერო პირს ქართული ენა დაუკნინებია და ეგზარქოსის გული რომ მოეგო, რუსული ენის უპირატესობაზე გაუმახვილებია ყურადღება. ალბათ დამეთანხმებით, ერთობ დიპლომატიური განაცხადია. ამაში ცუდი არაფერია და სხვაგვარად, ალბათ წარმოუდგენელიც იქნებოდა, რომ მას, მშობლიური ქვეყნის, მისი ენისა და ისტორიის შემდეგ, უყვარდეს რუსეთი, რუსი ერი, რომელთანაც ახალგაზრდული ცხოვრების იღბლიანი წლები და საეკლესიო მოღვაწეობა აკავშირებდა. მაგრამ როცა ამბობს, "ენატრებოდეს რუსეთის ამაღლება-დაწინაურება", ჩანს, მთლად კმაყოფილი არ უნდა იყოს იმჟამინდელი რუსული პოლიტიკით და დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ კეთილ სურვილთან ერთად ამ სიტყვებში ერთგვარი საყვედურის ტონიც გამოსჭვივის - ქართველებს რუსები უყვართ და ეყვარებათ კიდეც, მათ სძულთ ცუდი კაცი, როგორც ქართველი, ისე რუსი და სხვანიც, - აღნიშნავს მეუფე. ძნელი მისახვედრი არ არის, რაღაც აუცილებლობით იყო განპირობებული, ამგვარი ხაზგასმული განმარტება გაეკეთებინა, ყოველ შემთხვევაში, ერის სულიერი მამა კარგად ხედავს ქართველი კაცის დიდბუნებოვნებას, შემწყნარებლობას სხვა ერების მიმართ.

"ყველგან მის მოღვაწეობას წინ უძღვოდა მხურვალე სიყვარული მშობლიური ეკლესიისა და სამშობლოს მიმართ. ამ სიყვარულით გამსჭვალული მღვდელმთავარი არ იყო მხოლოდ მონასტრის სავანეში კარჩაკეტილი ცხოვრების მოტრფიალე, პირიქით, მას ცხოვრების მიზნად ჰქონდა დასახული ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სარწმუნოების დიდმნიშვნელობის შეგნებით განათებული" (წმინდა ამბროსი ხელაია). როგორც ხედავთ, ალექსანდრე ეპისკოპოსი არ განეკუთვნებოდა ისეთ ბერ-მონაზონთა კატეგორიას, რომლებიც მხოლოდ ასკეტურ ცხოვრებაში პოვებენ სულის შვებასა და მშვიდობას. პირიქით, ყოველთვის აქტიური საზოგადოებრივი პოზიციით გამოირჩეოდა და საამისოდ უდიდესი სულიერი ძალა და ენერგია ჰქონდა. ხალხის უსაზღვრო ნდობა და დიდი სიყვარული მას, როგორც წინამძღოლს, ავალდებულებდა გულში გაეტარებინა მათი წუხილი და სატკივარი, გამოქომაგებოდა დაჩაგრულ, შეჭირვებულ ადამიანებს, ხმალამოღებული ებრძოლა დამაშვრალთა და უპოვართა უფლებების დასაცავად პირდაპირობით და შეუვალი პრინციპულობით, ყველგან და ყოველთვის დაუფარავად ეთქვა სათქმელი.

აფხაზეთის შემდეგ ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ქართლ-კახეთის მღვდელმთავრად გადაუყვანიათ, ერთხანს ამავე ეპარქიის ქორეპისკოპოსიც ყოფილა, თითქმის 25 წელიწადი უძღვებოდა გორის ეპარქიას, ცოტა ხნით გურიის ეპისკოპოსიც გახლდათ. "სწორედ იმ დროში, როდესაც მწყემს-მთავრული მოღვაწეობის მხნე სამსახური შეეძლო, ის სასულიერო მთავრობას ქორ-ეპისკოპოზად ჰყავდა სიონის ტაძრის ეზოში დაყენებული. მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, ჩვენი ერის სარწმუნოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩარეოდა, თუმცა სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, თამამად და მოურიდებლად ამხილებდა და ჰგმობდა ყოველივე ცუდ მხარეს ჩვენის ცხოვრებისას, ის ასეთ შემთხვევაში, მოციქულ პავლეს მცნებისამებრ, არ დაგიდევდა არც დროს, არც ადგილს, არც ძლიერთა ამა სოფლისათა, - შენიშნავს დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, რომლის მოგონებიდანაც ნათელი გახდა, რომ ალექსანდრე ეპისკოპოსს გურიაში გატარებული ოთხი წელიწადი თავისი სიცოცხლის საუკეთესო ხანად მიაჩნდა, - სიამოვნებით და თან თვალცრემლიანი მოიგონებდა ხოლმე, თუ როგორ შეეტკბო-შეუკავშირდა ის პატარა გურიის სამწყსოს, თუ როგორ გათიშულ იქნა მწყემსი სამწყსოსგან, როდესაც გურიის ეპარქია გააუქმეს და გურია-სამეგრელოს ეპარქია შექმნეს, ხოლო ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე კვლავ თბილისში დააბრუნეს ისევ ქორ-ეპისკოპოზად". ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით განაწყენებულ ეპისკოპოსს დაუფარავად გამოუთქვამს უკმაყოფილება სინოდის სხდომაზე ეგზარქოს პავლეს მიმართ: "შენ განგებ ჩაიდინე ასეთი უკანონო შუამდგომლობა სინოდის წინაშე, რათა გურია-სამეგრელოს ეკლესიები და სამღვდელოება უმეტესად დაგემდაბლებია და რა პასუხი უნდა აგო ღმერთს, რომელიც ხედავს ამ თქვენს უჯერო მოქმედებას?!"

"უშიშრობა ამა სოფლის უფალთა და ძლიერთა მხილებაში და მრავალი სხვა მისი სათნოებიანი სულის თვისებანი ხდიდა მას ნამდვილ წარმომადგენლად იმ ძველ წმინდა მამათა, რომელთა მრავალმხრივმა ღვაწლმა დაიცვა ჩვენი სარწმუნოება, ენა, ეროვნება მოზღვავებულ აუარებელ მტერთაგან" (წმინდა ამბროსი). გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსობა სასულიერო მთავრობას ღრმა მოხუცებულობის ჟამს გაუმეტებია მისთვის.

ალექსანდრე ეპისკოპოსი გაურბოდა ყალბ, ორპირ ადამიანებს, ისეთებს, რომლებიც ყოველ დროსა და ვითარებას მოერგებოდნენ და პირად კეთილდღეობას აყენებდნენ საქვეყნო ინტერესებზე მაღლა. სამწუხაროდ, ასეთები ბევრნი ყოფილან, რაც გულს სტკენდა მოხუცებულს: "კაცი თავისი ქვეყნისა და ერის წინაშე სიყალბეს არ უნდა ემსახურებოდეს, ხარისხის მიღების გულისთვის ორი ენა არ უნდა არსებობდესო", - ამბობდა. იგი საჯაროდ ამხელდა იმ შეძლებულ ქართველებს, "რომელთაც თავისი გავლენა და ცხოვრება სამშობლოსა და ხალხის კეთილდღეობისთვის არ წარმართეს. ასეთი პირდაპირობა და ულმობელი განსჯა დიდგვაროვნებისა იმდროინდელ ქართველობაში იწვევდა მის პოპულარობას", - წერს მკვლევარი მაქსიმე ბერძნიშვილი. კავკასიის მეფისნაცვლის, ლევან მელიქიშვილის დაკრძალვაზე ეპისკოპოსს უშიშრად უთქვამს: "განსვენებული დიდი შეძლების პატრონი იყო და სახელიც დიდი ჰქონდა, მაგრამ ერთი უბედურება სჭირდა - თავისი ქვეყნისა და ერისკენ მცირედ ეჭირა თვალი, ქართველთა გაჭირვებას ყურადღებას არ აქცევდაო".

ალექსანდრე ეპისკოპოსი წინააღმდეგი იყო სიტყვით მამულიშვილობისა. "საკვირველია ქართველების საქმე, ცოცხალს მშიერს ვკლავთ და როცა მოკვდება, მაშინ კი ვგლოვობთ, - უთქვამს მღვდელმთავარს სიღარიბეში გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის, ივანე კერესელიძის დასაფლავებაზე, - დროა, გავახილოთ თვალები, შევიგნოთ ჩვენი მოვალეობა, ვუშველოთ ჩვენს თავს, ჩვენს ერს საქმე ვუკეთოთ. მარტო წერა, ბეჭდვა და ლაპარაკი არ კმარა! დავავალოთ შეძლებულ ქართველებს საწყალი ქართველი ხალხის პატრონობა, მფარველობა და ქომაგობა. ვისაც როგორ შეგეძლოსთ, საქმით ემსახურეთ ქვეყანას, თორემ დავიღუპებით, აღვიგვებით!" - ასეთი საგანგაშო მოწოდებით ბევრჯერ მიუმართავს ქართველობისთვის. სწორედ ამ თვისების გამო უწოდებდნენ მას გულადსა და უშიშარს. "ასეთი უშიშარი და გულადი მთქმელი და მხილებელი დიდი ხანია არ ჰყოლია ჩვენს სამშობლოს, სადაც ვისთან ჯერ არს, იგი მხილებას არ უფრთხის, რისხვასა და მსჯავრს არ ჰზოგავს. ეს ჩვეულებაც ცხადად მოგვაგონებს ძველი დროის ეპისკოპოსს, რომელიც შეუდრეკელი და შეუპოვარი მცველი იყო საეროვნო ზნეობისა და ქველობისა", - ამბობდა ნიკო ურბნელი.

ასეთი შეფასებების მიუხედავად, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საზოგადოებრივ თავყრილობებზე მხილება და უკომპრომისო კრიტიკა იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის თვითმიზანი და ახირებული თვისება. რა თქმა უნდა, არა. იგი ყოველთვის ღირს პატივს მიაგებდა ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამსახურებულ ღვაწლმოსილ ადამიანებს. 1903 წლის 18 მაისს, მცხეთის 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, წირვის შემდეგ, ეპისკოპოს ალექსანდრეს, იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდესთან ერთად, ანდერძი აუგია თავად კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრან-ბატონისთვის. "გრძნობიერის სიტყვით მიჰმართა განსვენებულს ჩვენმა მხცოვანმა მღვდელმთავარმა ალექსანდრემ და დაახასიათა განსვენებული, აღნიშნა მისი ლმობიერება, სიყვარული მამულისა, სარწმუნოებისა, ეკლესიისა, სამღვდელოებისა და მისის წარმომადგენლის ეპისკოპოზისა", - იუწყებოდა გაზეთი "ივერია".

"უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ახლა ბევრსა ჰგონია, არამედ როცა სათნოებიანი კეთილმოქმედი ზნეობის კაცი არა ჰყავს, - ამბობდა ილია ჭავჭავაძე, - სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალღონე, ქვით-კირი ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და სათნოებანი კაცისა ჰქმნის ამ წუთის სოფელს ტაძრად, სადაც ღმერთს ადიდებენ და სამოთხედ საცა ბედნიერება სადგურობს", - ასეთი იყო ილიას წარმოდგენით ის საოცნებო საქართველო, რომელსაც წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის მსგავსი სულიერი წინამძღვარნი დაამშვენებდნენ. როცა მღვდელმთავრის წმინდა, სპეტაკ ცხოვრებას ვეცნობით, შეუძლებელია კვლავ არ მივუბრუნდეთ მადლმოსილ სიტყვებს ილია ჭავჭავაძისა: "თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ! მე ვბედავ თქვენს წინაშე ხმის ამოღებას დღევანდელ დღეს არა იმისთვის, რომ თქვენ ჩემს ქება-დიდებას საჭიროებთ, თქვენი საქმენი, ღვაწლმოსილი სიცოცხლე ჩემზე უკეთესად ჰღაღადებს თქვენს ქებასა და დიდებასა და ჩემი თქმა არას მოუმატებს თქვენს სათნოებით მოპოვებულს სახელსა, - ასეთი უჩვეულო სიმდაბლით აღამაღლა და განადიდა ილიამ თავისი მოძღვარი და ერთი თავისი გულისნადებიც გაანდო, - თქვენს გაზრდილს დიდი ეკლიანი გზა უძევს წინ, თუ სიყვარულს ქვეყნისას თქვენებრ წინ წაიძღვანებს და მსახურება მისი მსახურება იქნება ქვეყნისა. ეს გზა გზაა საკუთარი თავის გაწირვისა, წამებისა, ნამეტნავად ჩვენში, საცა უმადურობა და კილვა ისე ხშირია, როგორც არსად", - ილიას ეს სიტყვები კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, ეპისკოპოსის ძმისშვილის, ლეონიდეს მისამართით იყო თქმული, მაგრამ იგი განზოგადებულადაც ითქვა და ეხება ყველას (მათ შორის - ილია ჭავჭავაძესაც), ვინც თავს ალექსანდრე ეპისკოპოსის მოწაფედ და სულიერ მორჩილად მოიაზრებდა. ერთიც უნდა ითქვას: ილიას ეს სიტყვები იმითაც არის საგულისხმო და მრავლისმეტყველი, რომ იგი არა მარტო ლეონიდე ოქროპირიძისთვის იქცა ცხოვრების განმსაზღვრელ და გარდუვალ წინაპირობად, არამედ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის მიერ აღზრდილი თაობისთვისაც - კირიონის, ამბროსისა და სხვათა სახით, რომელთაც საქართველოს ეკლესიის გადარჩენისთვის ბრძოლას შესწირეს თავი, ხოლო წმინდა ილია მართლისთვის მისი მოახლოებული ტრაგიკული აღსასრულის მაუწყებელი გახდა...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat