"იმისმა მარცხენამ არ იცოდა, რას სჩადიოდა მისი მარჯვენა. ის ცხოვრობდა სადათ, მარტივათ"
"იმისმა მარცხენამ არ იცოდა, რას სჩადიოდა მისი მარჯვენა. ის ცხოვრობდა სადათ, მარტივათ"
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008 წ.  ##13-16;2009 წ. #19
წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსმა უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობასა და განახლებაში. მის დიდებულ სახელს უკვდავების შარავანდით ამკობს შიო მღვიმელის, იოანე ზედაზნელის, დავით გარეჯელის, მცხეთის ჯვრის მონასტრების, 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრისა და მშობლიური სოფელ დისევის ლეკთაგან დარბეული უძველესი ეკლესიის აღდგენა-განახლება.

"თქვენ გწამთ, რომ ადამიანის მხსნელი, მისი ხელმძღვანელი და განმწმენდელი მისი სჯული და სარწმუნოებაა და ამ გზაზე ღვაწლმოსილებისათვის არა დაგიზოგავთ რა. ამისდა მოწმედ თქვენ მიერ აღდგენილი მონასტრებია, ეს ნაშთნი ჩვენის სულიერად ზე აღსრულებისა. აქ მეტია თითოეულის თქვენის ღვაწლის ჩამოთვლა და მარტო ამას ვიტყვი, რომ თქვენი მადლით ცხებული მარჯვენა ყველგან მიგიწვდენიათ თქვენის ქვეყნის, თქვენის ერის საკეთილდღეოდ. არ არის არც ერთი საერო საქველმოქმედო საქმე ქართველთა, რომ თქვენი უხვი წვლილი არ ერიოს, თქვენი ლოცვა-კურთხევა წინ არ მიუძღოდეს, თავს არ დასტრიალებდეს", - ბრძანებდა დიდი ილია. მის მეუფებას სოლიდური თანხა გაუღია შემოქმედის მონასტრის სარესტავრაციოდ, აუგია და განუახლებია ტაძრები და მონასტრები აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, ყველგან, სადაც კი მოღვაწეობდა და ამ კეთილშობილური საქმისთვის ხელი მიუწვდებოდა. "ყოვლად სამღვდელო ალექსანდრემ თავისი ქონების უდიდესი ნაწილი მოახმარა შიომღვიმის მონასტრის განახლებას, აღადგინა ეკლესია და ძვირფასი მხატვრობით შეამკო წმინდა შიო მღვიმელის საფლავის ეკლესია და დავით აღმაშენებლის აგებული დიდებული ტაძარი", - წერდა გაზეთი "ძველი საქართველო". არაერთი ცნობა მოგვეპოვება იმის ნათელსაყოფად, რომ წმინდა მღვდელმთავარმა ალექსანდრემ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო გავერანებული და უდაბნოდქცეული შიომღვიმის მონასტრის აღმშენებლობის საქმეს, გაიყვანა მონასტრამდე გზა, მოაწყო მამათა საცხოვრებელი კელიები, მცხეთაში, მდინარე მტკვრის გაყოლებაზე, თავისი სახსრებით შეიძინა სამონასტრო მამულები ტრადიციული მივიწყებული სასოფლო-სამეურნეო დარგების - მევენახეობის, მეფუტკრეობისა და მებაღეობის ასაღორძინებლად. "გამოცოცხლდნენ ძველი ტაძრები, სენაკები, უდაბნო მოოხრებული და მოიფინა ვენახითა. უნაყოფო კლდემ გამოსცა ნაყოფი კეთილი და მოჰყურძნიან კეთილ-მორწმუნენი და ღვთის მოსავნი. ესრეთ გამოჩნდი შენ მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოსათვის მეორე "შიო ახლად", - ამბობდა ივანე რატიშვილი.

მღვდელმთავრის კარგი წამოწყება მისაბაძი გამხდარა სხვა ეპისკოპოსებისთვისაც. "შენმა მაგალითმა ისე იმოქმედა ბერ-მონაზვნობაზედ, რომ ყოველმა მათგანმა გაიჩინა ბოსტან-ვენახი, რის გამოც დღეს ამ უდაბნოს ამშვენებენ და აცოცხლებენ ეპისკოპოსის მაქსიმეს, შიოს, ილარიონის ბოსტან-ვენახი. ამ საზოგადო მუშაობამ დაყუდებული ბერიც კი გაიტაცა და მასაც აუღია ხელში წალდი და თოხი და შესდგომია ტყის გამოწმენდას და ნიადაგის დამზადებას ბოსტან-ვენახის გასაშენებლად", - წერდა დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე. ამასვე მიუთითებდა დეკანოზი კორნელი კეკელიძეც: "შენ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ჩვენში ბერობის მიძინებული სულის გაცხოველებას და მართლაც, შენის მაგალითის მიბაძვით არა ერთი და ორი ღვთისმოსავი, სწავლითა და ცოდნით აღჭურვილი ბერი და მონაზონი შეეძინა საქართველოს".

ეპისკოპოს ალექსანდრეს მდინარე მტკვარზე თავისი საფასით გაუმართავს ბორანი, ძეგვში გაუკეთებია რკინიგზის ბაქანი, მის მიერ აღდგენილი შიომღვიმის მონასტრისთვის 21 ათასი მანეთი უანდერძებია, ზედაზნის მონასტრისთვის - 11 700 მანეთი. "თვითონ ეძლეოდა მოთმინებას, მარხულობას, ხარჯავდა თავის თავზე სულ ცოტას, რომ რაც შეიძლებოდა მეტი საქველმოქმედო საქმე შეესრულებინა" (დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე). ალექსანდრე ყიფშიძეც ხაზგასმით აღნიშნავდა მის ამ თვისებას: "რასაც შოულობდა, სულ სხვისთვის ემეტებოდა, თვითონ კი იცვამდა და იხურავდა, როგორც უბრალო მწირი ბერი, საზრდოობდა პურითა და მწვანილით, სასმელად ჰქონდა ცივი წყალი და სტუმართათვის ნობათად - ქართლული პანტისა და ვაშლის ჩირი, კერკი და გაფშეკილი ქართლული ჩურჩხელა. მუდმივმოღვაწეობდა, მოქმედებდა, აშენებდა ეკლესია-მონასტრებს, მწერლობდა, ხელოსნობდა, ქადაგებდა, მოქალაქეობდა. ასეთი მოღვაწეობა მიაჩნდა ღვთის სამსახურად".

ალბათ, ყოველივე აქედან გამომდინარე დაასკვნის ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე: "იმდენად სადა და უბრალო იყო პირად ცხოვრებაში, იმდენად ცოტას ხარჯავდა საკუთარი თავისთვის, რომ ხმაც კი გავრცელდა, ძუნწიაო და მართლაც, თავის მიმართ "ძუნწი" თითქმის მთელ სახსრებს საზოგადო საქმეს ახმარდა". მღვდელმთავრის ამ საშურ თვისებაზე პირველმა მაინც ილია ჭავჭავაძემ გაამახვილა ყურადღება.

ალექსანდრე ეპისკოპოსი მართლაც შეუდარებელი ქველმოქმედი გახლდათ. იგი წარმოუდგენელი ენთუზიაზმითა და სიხარულით აგებდა და აღადგენდა ჩვენი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელ ძეგლებს, ხსნიდა წიგნსაცავებს, სასწავლო დაწესებულებებს, მატერიალურად შეეწეოდა ქვრივ-ობლებს, გაჭირვებულთა და უპოვართ; მას არ სჩვეოდა გაკეთებულ საქმეზე ლაპარაკი. "ქრისტეს მცნების თანახმად, იმისმა მარცხენამ არ იცოდა, რას სჩადიოდა მისი მარჯვენა. ის ცხოვრობდა სადათ, მარტივათ - ჭამა-სმასა და ჩაცმა-დახურვაში მეტად ზომიერი იყო" (ნ-ძირელი).

1903 წლის 18 თებერვალს გაზეთი "ივერია" საგულისხმო ინფორმაციას აქვეყნებს. გრაფინია უვაროვისას თხოვნით მიუმართავს საქართველოს იმჟამინდელი ეგზარქოსის ალექსისთვის, მოსკოვს გადაეგზავნა მარტვილის ტაძრის უძველესი სამკაულები იმ მოტივით, რომ ხელოვნების ეს მართლაცდა უნიკალური ნიმუშები "აქაურს მუზეუმში უკეთესად იქნება დაცულიო". გრაფინიას მოთხოვნა ეგზარქოსს სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესთვის უცნობებია და მისი მოსაზრებით დაინტერესებულა. გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს მიუწერია: 1 500-მდე მანათი გადავდე მარტვილის სამკაულთათვის მტკიცე თავშესაფრის ასაგებად და დასაცავად და აქედან წმინდა ნივთების წაღება შეუძლებლად მიმაჩნია და სარწმუნოების მხრივ უხერხულადო". ეპისკოპოსის მტკიცე პასუხითა და გადაწყვეტილებით შეგულიანებული "ივერიელები" ინფორმაციას ასეთი პათოსით ამთავრებენ: "ჩვენს წინაპრებს ეკლესიები და საკმაულები თავიანთ სულიერ მოთხოვნილებისათვის შეუქმნიათ და ჩვენთვის, შთამომავლობისათვის გადმოუციათ და არა მუზეუმში შესანახად შორეულ ქალაქებში". ამ თემას გაზეთი რამდენიმე დღის შემდეგ კვლავაც უბრუნებდა. 22 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ვრცელი კომენტარი, რომელშიც ნათქვამია: "კარგია, რომ ამჟამად ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე განაგებს გურია-სამეგრელოს ეპარქიას და იმედია, ყოველ ღონეს იღონებს მარტვილის სიწმინდეთა ღირსეულად თავის ადგილზევე დასაცავად, ხოლო ამისთანა დიდ საქმეში მარტო ერთი კაცის ძალა არ კმარა, თუნდაც ეს კაცი თვით მხნე ქველმოქმედი ეპისკოპოსი ალექსანდრეც იყოს... იმედია, ეს ამბავი სასიკეთოდ დაბოლოვდება და, როგორც რუსები იტყვიან, "ნეტ ხუდა ბეზ დობრა", - დასძენს სტატიის ავტორი.

ცალკე უნდა აღინიშნოს ალექსანდრე ეპისკოპოსის პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობა თბილისში, ქუთაისში, აფხაზეთში, გორში, საქართველოს ყველა იმ კუთხეში, სადაც უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა. იგი სასულიერო სემინარიისა და სასწავლებლის მოსწავლეებს უკითხავდა საღვთო სჯულს, არქეოლოგიას, ლათინურ ენას, ზნეობრივი ღვთისმეტყველების საფუძვლებს და სხვა.

ეპისკოპოს ალექსანდრეს მეცადინეობითა და ფინანსური მხარდაჭერით 1878 წელს დაარსდა ქალთა საეპარქიო სასწავლებელი, იმისათვის, რომ სწავლის მოსურნე ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი ახალგაზრდებისთვის ხელი გაემართა. სწავლის საფასურად, სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს ყოველწლიურად ურიცხავდა სტიპენდიებს. იგი აფინანსებდა ყაზანის სასულიერო აკადემიის ქართველ წარჩინებულ სტუდენტებსაც, ყოველწლიურად შეეწეოდა ყირიმის ომისგან დაობლებულ ოჯახებს. ბუნებრივია, მღვდელმთავარი ეხმარებოდა თავის ძმისშვილს ლონგინოზ (ლეონიდე) ოქროპირიძეს რუსეთში სწავლისას. 1887 წლის 22 აგვისტოს ლეონიდე ბიძას სწერს თავის საკანდიდატო თემაზე: "მიზეზები და შედეგები ხატმებრძოლობის მიმდინარეობისა ბიზანტიის იმპერიაში VIII-IX საუკუნეებში". იგი ფრანგულ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას თვითონვე გასცნობია. "რაც შეეხება ნემეცურს და ბერძნულ ენებზე ნაწერებს - სხვებს უნდა მივცე გადასათარგმნათ და, რასაკვირველია, ფული მჭირდება. ჩემი ბედი ახლა სულ ამ თხზულებაზე ჰკიდია, თექვსმეტი წლის წვა და დაგვამ ან სულ ფუჭად უნდა ჩამიაროს, ან არადა შესაფერი ნაყოფი უნდა გამოიღოს. ამოდენა შრომა და ხარჯი გაგიწევიათ, ბატონო, ჩემზე და გთხოვთ, ამ ბოლო დროს კიდევ გაიჭირვოთ და შეძლებისამებრ შემეწიოთ".

როგორც გადმოგვცემენ, ეპისკოპოსი ალექსანდრე მრავალსიტყვაობით არ გამოირჩეოდა. აზრს ყოველთვის მარტივად და მკაფიოდ აყალიბებდა. განსაცვიფრებელ უბრალოებასა და მტკიცე სარწმუნოებაზე დაფუძნებული მისი ლექციები და საჯარო გამოსვლები ანდამატივით იზიდავდა განსხვავებული რწმენის, წარმომავლობის, ასაკისა და მსოფლმხედველობის ადამიანებს.

როგორც ყოველი ეროვნული საქმის ქომაგი და დამცველი, იგი ესარჩლებოდა ქართულ ენას, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებამდე სასულიერო უწყების სასწავლებლებში აღარ ითვლებოდა სავალდებულო საგნად, ვიდრე მეუფე ალექსანდრემ საგანგებოდ არ ჩამოიყვანა პეტერბურგიდან რუსეთის უწმინდესი სინოდის რევიზორები; სწორედ ამ საკითხზე მისი საგანგებო მოხსენების შემდეგ გახდა შესაძლებელი ქართული ენისა და ქართული გალობის სავალდებულო საგნად შეტანა ქართულ სასწავლო პროგრამაში.

1900-იანი წლებიდან რუსული აგენტურის გააქტიურებით ქართულ ჟურნალ-გაზეთებში მიზანმიმართული კამპანია დაწყებულა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განსადევნად. საქართველოს ისტორიის არმცოდნენი ზოგიერთ მოსყიდულ ქართველთა მცირე ნაწილზე დაყრდნობით ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება, რომ მეგრულს არაფერი აქვს საერთო ქართულთან, ის სხვა ენაა და სამეგრელოს სკოლებში არ უნდა ისწავლებოდეს ქართულიო. ერთ-ერთ ცნობილ მოღვაწეს რუსი ეგზარქოსიც დაურწმუნებია ამ მოსაზრების მართებულობაში, რათა საბოლოოდ მოენადირებინა მისი გული. ერთხელ ეგზარქოსი ალექსანდრე ეპისკოპოსის თანხლებით ფოთში ჩასულა. საპატიო სტუმრები ქალაქის თავს სადილად მიუწვევია, აქვე ყოფილა ის პიროვნებაც, რომელიც უმტკიცებდა ეგზარქოსს, მეგრულს არაფერი აქვს საერთო ქართულთანო. როცა ამ პიროვნების დღეგრძელობის ჯერიც დამდგარა, მაშინ მას ალექსანდრე ეპისკოპოსმა ვრცელი, ისტორიული სიტყვა უთხრა და ასე დააბოლოვა: "Милостивый Государь! Желаю ваь быть искренним, не двоедушным, не вилять хвостом, из за генеральства не продавать родного языка".

ეგზარქოსმა ალექსანდრე ეპისკოპოსის სიტყვა პატრიოტობად მიიღო. ამისთვის ეგზარქოსი არც არის გასამტყუნი, ამ ენების საქმის არმცოდნეს ეთქვა, რომ: "И действительно, он будет генералом". მერე ალექსანდრე ეპისკოპოსმა ეგზარქოსი ისტორიულად დაარწმუნა, გატყუებენო - "მე არ მგონია, იყოს ისეთი მეგრელი, რომელიც იტყვის, რომ ის ქართველი არ არისო". ასე დაუცავს სიმართლისმოყვარე მღვდელმთავარს ვოსტორგოვის დროს სამეგრელოში ქართული ენის ბუნებრივი უფლებები.

ალექსანდრე ეპისკოპოსი განიცდიდა, რომ ქართული საეკლესიო გალობა თანდათან ავიწყდებოდა ხალხს და შეუდგა ძველი საგალობლების შეკრებას, ნოტებზე გადატანას. ეს მან ამ საქმის კარგ მცოდნეს და სპეციალისტს მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვს დაავალა. მის მიერ ნოტებზე გადაღებული წირვის საგალობლები გამოსცა კიდეც თავისი ხარჯით და ამით გადაარჩინა და შთამომავლობას შემოუნახა ქართული პოლიფონიური გალობის უიშვიათესი ნიმუშები.

ალექსანდრე ეპისკოპოსის თაოსნობითა და ხარჯით მრავალი საეკლესიო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და ქართული მწერლობის არაერთი ნიმუში დაისტამბა. მათ შორის - სულხან-საბა ორბელიანის "ქართული ლექსიკონი", ანტონ კათალიკოსის "მზა მეტყველება", ამბროსი ნეკრესელის "სიტყვანი და მოძღვრებანი", შიომღვიმის მონასტრის ისტორიული საბუთები (სიგელ-გუჯრები) და სხვა. ეპისკოპოსს ძველი ხელნაწერების საეკლესიო მუზეუმისთვის, ხელნაწერთა გამოცემის მიზნით, 2200 მანეთი შეუწირავს. სწორედ ამ თანხით გამოცემულა 1074 წლის ათონის ხელნაწერის ტექსტი "ცხოვრებაი იოანესი, ეფთიმესი".

დასასრული შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat