ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე ისტორიული კუთხეების - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიას მოიცავს. სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ნიკორწმინდის ეპარქია ესაზღვრება, დასავლეთიდან - ჭყონდიდის, ჩრდილოეთიდან - მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან - ქუთაის-გაენათისა და ხონის. ისტორიულ წყაროთა უწყებით, წმინდა მოციქულებს საქართველოს ამ რეგიონშიც უქადაგიათ და პირველი ქრისტიანული თემიც დაუფუძნებიათ. აქაური მთავრის გაქრისტიანების შემდეგ მატათა მოციქული მოწაფეებთან ერთად სვანეთში დარჩა, ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა კი გზა განაგრძეს.

ამ მხარეში ქრისტიანობის დამკვიდრება მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას უკავშირდება, რასაც ლეჩხუმში ცხეთის (მცხეთის) სახელობის ეკლესიის არსებობა ადასტურებს.

მსოფლიო ეკლესიის დიდმა მნათობმა, ერეტიკოსების მიერ დევნილმა მაქსიმე აღმსარებელმა, ცხოვრების უკანასკნელი წლები ღვთის განგებით ამ მხარეში გაატარა, აქ აღესრულა და აქვეა დაკრძალული.

ჩვენამდე მოაღწია საეკლესიო სამართლის ისტორიისთვის მნიშვნელოვანმა ძეგლმა, რომელსაც "მატიანე სუანეთისა კრებისაი" ეწოდება. ზოგიერთი მეცნიერი მას პირობითად "სვანეთის საეკლესიო კრებათა პირველ მატიანედ" და "მეორე მატიანედ" ჰყოფს. "საეკლესიო კრებები" ამ ძეგლებს მხოლოდ პირობითად ეწოდება. ფაქტობრივად, მათში წარმოდგენილია იმ პირთა სია, რომელთაც ეკლესიის მიმართ გარკვეული მოვალეობა გააჩნდათ ანდა ღვაწლმოსილნი იყვნენ ეკლესიის წინაშე. ისინი სხვადასხვა დროს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოღვაწეობდნენ. მათი უმრავლესობა იმ დროისთვის გარდაცვლილი იყო. ამ პირების მოხსენიება ანუ "სიცოცხლის წიგნში" ჩაწერა უდიდეს საქმედ მიიჩნეოდა. ასე რომ, "საეკლესიო კრება" აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ არის ნახმარი. როგორც ჩანს, ეს არის ეკლესიის წევრთა მიერ მომზადებული ე.წ. "ცხოვრების წიგნი" ან "სიცოცხლის წიგნი". უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველ ქრისტიანებს (უფრო კი - რომელიმე ქრისტიანულ მიმდინარეობას) ადრეულ საუკუნეებში პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდათ სახარებისეული თხრობა უფლის მიერ სიცოცხლის წიგნში მოხსენიებულთა გადარჩენისა და მეორედ მოსვლის შემდგომ საუკუნო სიცოცხლის დამკვიდრების შესახებ და თვითონ ადგენენ "სიცოცხლის წიგნის" სიას - სიას კრებულის იმ წევრებისა, რომელნიც ღვთისა და ეკლესიის წინაშე დამსახურებისთვის წიგნში ჩაწერის ღირსად მიაჩნდათ. ისიც შესაძლებელია, თავდაპირველად ეს ჩვეულებრივი მოსახსენებელი ყოფილიყო, შემდგომ კი სვანეთის რეალობაში ტრანსფორმირებულიყო და სხვა სახე მისცემოდა.

ასე იყო თუ ისე, ამ სიაში შეჰქონდათ იმ პირთა სახელები, რომელთაც ღვაწლი მიუძღოდათ ეკლესიის წინაშე. სწორედ ასეთი სახის წიგნი ანუ სია უნდა იყოს "მატიანე სუანეთისა კრებისაი". "პირველი მატიანის" მთავარი ტექსტი XIII-XIV საუკუნეებს ეხება და სვანეთის მღვდელმსახურთა კრებულისა და სვანეთის ეკლესიათა ზოგად აღწერას მოიცავს, ხოლო "მეორე მატიანე" სვანეთის ცხოვრების საერთო დაქვეითების ხანას, XVII-XVIII საუკუნეებს აღწერს.

ბუნებრივი ზღუდეებით გამაგრებული მთის ეს რეგიონი ოდითგანვე მტრის შემოსევისას საქართველოს ბარიდან ატანილ საეკლესიო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა.

ეპარქიის მღვდელმთავართაგან ცაგერელი ეპისკოპოსი პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მის იურისდიქციაში შედიოდა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორია, დროდადრო მისი საზღვრები ბალსზემო სვანეთის ხარჯზე იზრდებოდა ხოლმე, თუმცა XVII საუკუნისთვის საცაგერლოდ ლეჩხუმი და მხოლოდ ქვემო სვანეთი ითვლებოდა.

სვანეთში ეკონომიკურად ძლიერ ეკლესიას მამასახლისთან ერთად მეჭურჭლე, მოლარეთუხუცესი, მედროშე, ჯვრის მტვირთველი და სხვა მოხელეებიც ჰყოლია.

როგორც ჩანს, სვანეთის ეკლესიები უმეტესად ცაიშელისა და ცაგერელის სამწყსოში შედიოდა.

სვანეთის პირველი მატიანის შესწავლისას ექვთიმე თაყაიშვილმა (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცმა) შეამჩნია, რომ სვანეთის ქორეპისკოპოსები ხუცესნი (და არა ბერები) და საქართველოს უძველესი ეპისკოპოსებივით "ცოლოსანნი" ყოფილან. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოარკვია ისიც, რომ დროგამოშვებით (სხვადასხვა საუკუნეში) სვანეთის ყველა სოფელში ტარდებოდა საეკლესიო კრებები, რომლებშიც მთელი საერო და სასულიერო საზოგადოების შეძლებული და შეგნებული ნაწილი იღებდა მონაწილეობას. სწირავდნენ ფულს თუ ხვასტაგს, ინანიებდნენ ცოდვებს, აცხადებდნენ სურვილს, საეკლესიო მატიანეში შესულიყვნენ, რათა მეორედ მოსვლის დროს მთავარანგელოზებს ქრისტეს წინაშე მათი სახელები წაეკითხათ. ვაი მათ, ვისაც ცოდვა შეუნანიებელი დარჩებოდა - მათთვის ჯოჯოხეთი გარდაუვალი იყო. ამით არის გამოწვეული, რომ საეკლესიო კრებათა მატიანეში უმთავრესად სვანეთის მრავალრიცხოვანი გვარებია ჩამოთვლილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთში დაცული ჩვეულების თანახმად, წელიწადის რომელიმე დღეს სვანეთის სოფლების ეკლესიებში მრევლი იკრიბებოდა. ამ დროს სასახელოდ მიიჩნეოდა ეკლესიისთვის რამის შეწირვა და ჩანს, მათი სიებიც დგებოდა, რასაც უნდა ასახავდეს "სვანეთის კრებათა მატიანე".

ცაგერელი ეპისკოპოსი, დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსთა მსგავსად, ტრადიციულად იმერეთის (აფხაზეთის) კათოლიკოსს ემორჩილებოდა. ცაგერელი მღვდელმთავარი იმერეთის საეკლესიო კრებების აქტიური მონაწილე იყო. XIX საუკუნის 20-იანი წლებისთვის ცაგერელი მღვდელმთავრის საკათედრო ტაძარი სამიტროპოლიტო კათედრა გამხდარა. რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს ეპარქიათა გაუქმების შემდეგ სამიტროპოლიტო კათედრა საარქიმანდრიტო მონასტრად იქცა.

ეპარქიის აღორძინება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაიწყო. 1917 წელს აღდგენილ ეპარქიათა შორის ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიაც იყო. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის საფუძველზე ცაგერისა და ლენტეხის და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ჩამოყალიბდა. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას 2002 წლის 27 ოქტომბრიდან მართავს ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat