ალავერდის ეპარქია
ალავერდის ეპარქია
ალავერდის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში მდებარეობს და თელავს, ახმეტასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. აღმოსავლეთიდან მას ნეკრესის ეპარქია ესაზღვრება, დასავლეთიდან - წილკნის, სამხრეთიდან - საგარეჯო-გურჯაანისა, ხოლო ჩრდილოეთიდან - კავკასიონის მთების ცენტრალური ქედი.

ალავერდის საეპისკოპოსო კახეთის უმთავრესი და ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ქრისტიანული სამწყსო იყო, რომელშიც კახეთის ცენტრალური რაიონის გარდა თუშ-ფშავ-ხევსურეთიც შედიოდა.

ალავერდის საკათედრო ტაძარი ალაზნის ველზე, სოფელ ალავერდთან (ახმეტის რ-ნი), თელავიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. კახეთის სამთავროში (VIII-X ს.ს.) ალავერდი უმთავრესი ტაძარი და სალოცავი იყო.

საეპისკოპოსოების დაარსება საქართველოში, როგორც წესი, კათედრალის აგებით იწყებოდა. ისტორიული ტრადიცია ალავერდის ეპარქიის დაარსებას კახეთ-ჰერეთის მმართველ კვირიკე III-ის (1009-1037) მოღვაწეობას უკავშირებს. სავარაუდოდ, ალავერდის მონასტერი საეპისკოპოსო კათედრად უნდა ქცეულიყო XI საუკუნის I მეოთხედში, როდესაც კვირიკემ წმიდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესიის ადგილას დიდი საკათედრო ტაძარი ააგო. ეს ის ეკლესია გახლდათ, რომელიც VI საუკუნის მეორე ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგანმა იოსებ ალავერდელმა ააშენა.

აქაური მწყემსმთავარი ამბა ალავერდელის წოდებით იხსენიება. ტერმინი "ამბა" სირიული წარმოშობისაა და მონასტრის წინამძღვრის ქართული სახელწოდების "მამის" შესატყვისს წარმოადგენს. ამ ზედწოდებას ალავერდელი ეპისკოპოსები იმის გამო ატარებენ, რომ ისინი, ტრადიციულად, მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ. ტრადიციის დამკვიდრება ალავერდის პირველი წინამძღვრის იოსების სახელს უკავშირდება.

ალავერდელი ეპისკოპოსი წყაროებში პირველად დავით აღმაშენებლის დროს იხსენიება, XIII საუკუნიდან კი მას უკვე მთავარეპისკოპოსის პატივით მოიხსენიებენ. საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში (XV-XVIII ს.ს.) ალავერდელი ეპისკოპოსი - ამბა ალავერდელი, რომელმაც ამ პერიოდში მიტროპოლიტის პატივიც მიიღო, ფაქტობრივად, მთელი კახეთის სამეფოს ეკლესიის სათავეში იდგა. კახეთის სამეფოში ალავერდელის დაწინაურებული მდგომარეობა ეპარქიის ხელსაყრელი მდებარეობით იყო განპირობებული.

ისტორიული წყაროებიდან კარგად ჩანს კახ მეფეთა მოწიწება ალავერდის წინამძღვრისადმი და ალავერდელთა გამორჩეული მდგომარეობა.

თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. მოგვიანებით (XVII-XVIII ს.ს.) იგი დედათა მონასტრად გადააკეთეს და იქ მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრებიც მოღვაწეობდნენ.

ალავერდის ტაძარი მრავალგზის დააზიანა თავდასხმებმა და მიწისძვრამ. XV საუკუნეში ის აღუდგენიათ და განუახლებიათ კახეთის მეფეს ალექსანდრე I-ს (1476-1511), მის დედას, დედოფალ ნესტან-დარეჯანს და თანამეცხედრეს - ანა დედოფალს. კახთა მეფე ლევანმა (1520-1574) აღადგინა 1530 წლის მიწისძვრისგან ჩამოქცეული გუმბათი.

1614 წელს ალავერდი ირანის შაჰმა აბას I-მა დაარბია. კახეთის მეფეს თეიმურაზ I-ს (1606-1648) კახეთის ეკლესიების ხატები სვეტიცხოვლის ტაძარში გადაუმალავს, თვითონ კი იმერეთში გახიზნულა. თეიმურაზის შვილიშვილი ერეკლე I (1688-1703) თავის სიგელში აღნიშნავს, რომ ეს ხატები მას უკან წამოუღია და ალავერდელი ეპისკოპოსისთვის ჩაუბარებია.

ალავერდი დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდა. ჯერ - საქართველოს მეფეები, XV საუკუნიდან კი კახეთის მეფეები გულმოდგინედ ზრუნავდნენ კახეთის ამ უმთავრესი საყდრისა და მონასტრის, მისი კრებულის მატერიალურ უზრუნველყოფაზე, სწირავდნენ მას ყმა-მამულს და სხვა ქონებას.

XVII საუკუნეში კახეთი დაიპყრეს თურქმანმა ტომებმა, რომლებიც დაეპატრონნენ ქვეყნის ნოყიერ სამეურნეო მიწებს და მათ შორის - ალავერდის ადგილ-მამულსაც, თვით ტაძარი კი საქონლის სადგომად და თავიანთ ციხედ აქციეს. 1660 წელს აჯანყებულმა ქართველებმა გაჟლიტეს ჩამოსახლებული თურქმანები და კახეთი მათგან გაწმინდეს. XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე ალავერდი ლეკებმა დაარბიეს.

1668 წლის მიწისძვრისგან დაზიანებული ტაძარი არჩილ მეფემ შეაკეთა. 1742 წელს მიწისძვრამ ჩამოაქცია ტაძრის გუმბათი, რომლის აღდგენა დაიწყო თეიმურაზ II-ის მეუღლემ თამარ დედოფალმა და დაასრულა მისმა ძემ ერეკლე II-მ.

მიუხედავად რამდენიმეგზისი რესტავრაციისა, ტაძარმა შეინარჩუნა პირვანდელი სახე. ესაა მკაცრი, დიდებული, კომპოზიციურად მთლიანი ძეგლი. გეგმით ის წარმოადგენს ტრიკონქს, ჯვრისებურ, ცენტრალურგუმბათოვან ნაგებობას. ტაძარი რიყის ქვითაა ნაგები და მოყვითალო კვადრებითაა მოპირკეთებული. ადრე ის ცისფრად მოჭიქული კრამიტის ფილებით ყოფილა გადახურული.

ტაძრის კედლების გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა პერიოდის - XI და XV-XVII საუკუნეების - მხატვრობა.

ალავერდი, როგორც კახეთის უმთავრესი საყდარი, კახთა მეფეების საძვალეს წარმოადგენდა. აქ არიან დაკრძალული ალექსანდრე I (1476-1511), ალექსანდრე II (1574-1605), თეიმურაზ I (1606-1648), თეიმურაზ I-ის ძე დავითი, ალექსანდრე II-ის ძე გიორგი, ერეკლე I-ის ასული ქეთევანი, მისი დედა ელენე, თანამეცხედრე - დედოფალი ანა, ერეკლე II-ის თანამეცხედრე დედოფალი ქეთევანი.

ალავედრის ტაძრის ტრაპეზის ქვეშ დაფლულია კახეთის დედოფლის, დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები.

ალავერდი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. როგორც ჩანს, აქ მრავლად მოღვაწეობდნენ მწერლები, ხელნაწერთა გადამწერნი თუ მკაზმავნი, მათ შორის - ფილიპე ალავერდელი (XVI-XVIIს.ს.), მთავარეპისკოპოსი ზებედე (XVIIს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVIIს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIIIს.), იოანე ლარაძე (XVIIIს.) და სხვანი.

ალავერდის მონასტერს ჰქონდა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, სადაც იქ გადაწერილი თუ სხვაგან შექმნილი უამრავი ხელნაწერი წიგნი ინახებოდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთის ეპარქიები ერთ - კახეთ-ალავერდის - ეპარქიად გაერთიანდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ისტორიული ეპარქიაც და პირველ მღვდელმთავრად დადგენილ იქნა 1923 წელს მოწამებრივად აღსრულებული ეპისკოპოსი პიროს ოქროპირიძე.
ეპარქიას ამჟამად მწყემსმთავრობს ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat