მცხეთა-თბილისის ეპარქია
მცხეთა-თბილისის ეპარქია
მცხეთა-თბილისის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში (მდინარე მტკვრის შუა წელზე) მდებარეობს. ეპარქია საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქებს მცხეთასა და თბილისს, მათ მიმდებარე ტერიტორიას და გარდაბნის რაიონს მოიცავს. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე, მცხეთა-თბილისის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან - წილკნისა, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორისა, მანგლისისა და წალკისა, სამხრეთიდან კი რუსთავისა.

მცხეთისა და თბილისის ეპარქიები IV-V საუკუნეებში დაფუძნდა. წმინდა ნინოს ღვაწლის შემდეგ გაქრისტიანებულ ქართლის სამეფოში სწორედ მცხეთა იქცა იმ ქალაქად, სადაც საქართველოს ეკლესიის პირველმა მეთაურმა, ეპისკოპოსმა იოანემ, დაიდო ბინა.

ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ მცხეთაში ორი სამღვდელმთავრო კათედრა დაარსდა: სვეტიცხოველში - საკათოლიკოსო, ხოლო სამთავროში - მცხეთის მთავარეპისკოპოსისა. იმავე ხანებში დაფუძნებულა თბილელის სამღვდელმთავრო კათედრაც. დროის მდინარების შესაბამისად, ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართლის ცენტრალური სამღვდელმთავროების აღზევებისა და დამცრობის პერიოდები. თბილისის საეპისკოპოსოსთვის განსაკუთრებით მძიმე არაბთა ხანგრძლივი ბატონობის ხანა გახლდათ, მაგრამ ამ უმძიმეს პერიოდშიც კი თბილისის კათედრას და, შესაბამისად, ქართულ ეკლესიას მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. ამის მაგალითია ქრისტიანთა მდგომარეობა თბილისში, რაც იოანე საბანისძის "აბოს წამებაშია" ასახული. მართალია, არაბთა ბატონობის დროს ქართველები რწმენაში, "ვითარცა ლერწამნი", აქეთ-იქით იზნიქებოდნენ, მაგრამ, ამასთანავე, თბილისში არსებობდა ეკლესიები, თბილისელები რეგულარულად დადიოდნენ წირვა-ლოცვაზე. მოძღვრები შეუზღუდავად ქადაგებდნენ და განსწავლიდნენ მრევლს. თვით დამპყრობელი ერის შვილი აბოც კი სწორედ თბილისში განმტკიცდა ქრისტიანობაში და აქვე მიიღო მოწამეობრივი აღსასრული. ყველაფერი ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თბილისში ქრისტიანული ეკლესია, ურთულესი ვითარების მიუხედავად, არსებობას განაგრძობდა. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამ პერიოდში თბილელი ეპისკოპოსი, შესაძლოა, იოანე საბანისძეც ყოფილიყო.

VII საუკუნის პირველ ნახევარში ქართლის მთავარმა სტეფანოზმა ახალაშენებულ მცხეთის ჯვრის ტაძრის გალავანში დარბაზები ააგო და ბრძანა, რეგულარულად გამართულიყო საეკლესიო კრებები. ესაა უძველესი და უეჭველი ცნობა საქართველოს საეკლესიო კრებათა შესახებ. მატიანის მოწმობით, საეკლესიო კრებები ეპისკოპოსებისა და სამღვდელოების მონაწილეობით ყოველ პარასკევს იმართებოდა მცხეთის ჯვრის ტაძართან, ყოველ ხუთშაბათს - სვეტიცხოველში და ყოველ სამშაბათს - სამთავროში. სწორედ ამ კრებებმა, ამ აქტიურმა საეკლესიო საქმიანობამ, შეუნარჩუნა მცხეთას შემდგომ საუკუნეებში საეკლესიო დედაქალაქის სახელი, იმ დროსაც კი, როცა არაბთა შემოსევების გამო იგი, ფაქტობრივად, დანგრეული იყო და ფუნქცია დაკარგული ჰქონდა - არაბთა და თურქ-სელჩუკთა შემოსევებისას საეკლესიო კრებები მცხეთაში კი აღარ იმართებოდა, არამედ ჯავახეთში, ღრტილაში, ქუთაისში და სხვაგან. მხოლოდ XI საუკუნეში, საქართველოს გაერთიანების შემდეგ, დაიბრუნა მცხეთამ ადრინდელი სიდიადე.

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართლში ერთიანი მცხეთა-ქართლის სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა, რომელიც ამ მხარეში არსებულ ათამდე სამღვდელმთავროს აერთიანებდა.

1917 წლის სექტემბერში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ გამართულ პირველ საეკლესიო კრებაზე განახლდა მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები. განახლებულ თბილელის კათედრას სათავეში ჩაუდგა მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის ღვაწლით, 1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, მცხეთისა და თბილისის ეპარქიები გაერთიანდა და მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.

1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალიურ ეკლესიას და, შესაბამისად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას, მწყემსმთავრობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. იქიდან გამომდინარე, რომ კათოლიკოს-პატრიარქს საზრუნავი აქვს ზოგადად საქართველოს ეკლესიაზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიას მისი ქორეპისკოპოსი განაგებს, ამჟამად კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე.

მცხეთა-თბილისის ეპარქიის საპატრიარქო ტაძრებია: თბილისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - სიონი, სვეტიცხოვლის ტაძარი და სამების ტაძარი ელიას მთაზე.

თბილისში ფუნქციონირებს უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლები: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, რომლის რექტორია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat