მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
5. იუსტინიანე
(მესამე ნაწილი, გაგრძელება)

კრების "სამზადისი" იუსტინიანეს თავისებურად ესმოდა. მაგალითად, აფრიკაში, იქ, სადაც ედიქტს ყველაზე უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდნენ, იმპერატორის ბრძანებით კართაგენის არქიეპისკოპოსის ჩათვლით ყველა მთავარეპისკოპოსი შეიპყრეს და მათ ადგილზე სხვა მღვდელმთავრები დანიშნეს. მიუხედავად ამისა, მაინც არავის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, როგორი იქნებოდა მსვლელობა და რა შედეგებით დასრულდებოდა კრება. პირველი გეგმა, რომელიც იმპერატორს რომის პაპთან ჰქონდა შეთანხმებული, მოულოდნელად შეცვალა. იმის ნაცვლად, რომ ყველა სადავო საკითხი თავიდან განხილულიყო, მან იოლი გზა აირჩია და გადაწყვიტა, შეკრებილი ეპისკოპოსებისთვის უკვე გამზადებული მასალა დაეხვედრებინა და მათგან მხოლოდ დოკუმენტზე ხელის მოწერა მოეთხოვა. წინასწარ გამოიცა და ყველა ეკლესიას დაეგზავნა ახალი, საღვთისმეტყველო არგუმენტებით დაწვრილებით დასაბუთებული ედიქტი. ალექსანდრიის პატრიარქმა ედიქტის მიღებაზე უარი განაცხადა, ის სასწრაფოდ გადაასახლეს და მის ნაცვლად სხვა დანიშნეს.

ვიგილიუსმა თავი მოტყუებულად იგრძნო და ახალი ედიქტის მიღებაზე უარი განაცხადა. პაპი გრძნობდა, რომ მისი საქციელი იუსტინიანეს გაღიზიანებას იწვევდა და 551 წლის 14 აგვისტოს, მედიოლანის ეპისკოპოს დატიუსთან ერთად, ჰორმიზდის სასახლესთან არსებულ წმინდა პეტრესა და პავლეს ბაზილიკას შეაფარა თავი. ცოტა ხანში აქ მეტად უმსგავსო სცენა გათამაშდა. იმპერატორის ბრძანებით პაპის შესაპყრობად ტაძარში პოლიცია შეიჭრა. პაპმა მომხდურებს ისეთი ენერგიული წინააღმდეგობა გაუწია, რომ საკურთხევლის კოლონები ჩამოინგრა და პაპი ლამის მათ ქვეშ მოექცა. მომხდარმა აჟიოტაჟის გამო თავმოყრილი ადამიანების დიდი გაღიზიანება გამოიწვია და პოლიციელები იძულებული გახდნენ, ტაძარი პაპის გარეშე დაეტოვებინათ. პაპის მიმართ განახლდა მუქარები, ცილისწამებები, წვრილმანი, მაგრამ მუდმივი შეურაცხყოფები და დამცირებები. თანდათან სასახლე საპყრობილედ გადაიქცა. რამდენიმე წელმა ასეთ დაძაბულ ვითარებაში გაიარა და პაპს ნელ-ნელა თანამოაზრეები შემოეცალნენ. ბოლოს ეპისკოპოსი დატიუსიც გარდაიცვალა. პაპი მაინც არ ნებდებოდა და თითქოს თავის მიზანსაც აღწევდა. მას სურდა იმპერატორს ედიქტებზე უარი ეთქვა და საკითხი თავისუფალი განხილვის პროცესში გადაეყვანა. ბოლოს, როგორც იქნა, 553 წლის 5 მაისს კრება კონსტანტინოპოლში, წმინდა სოფიას ტაძარში გაიხსნა. სხდომები ორიგენიზმის დაგმობით დაიწყო, რამაც პალესტინაში კვლავ მღელვარება გამოიწვია. პაპი კრებას არ ესწრებოდა, მან შემოთვალა, რომ ეკლესიის "სამი დიდი მასწავლებლის" (სხვაგვარად, "სამი თავის") შესახებ საკუთარ შეხედულებას წერილობით გამოაგზავნიდა. მის მიერ მოგვიანებით გამოგზავნილი გრძელი, დაწვრილებით მოტივირებული დოკუმენტი თეოდორე მოპსუეტელის ღვთისმეტყველების კრიტიკით იწყებოდა. რაც შეეხება თავად თეოდორეს ბედს, პაპმა ძველ საეკლესიო ტრადიციაზე დაყრდნობით საჭიროდ არ ჩათვალა მიცვალებულთა გმობა და კრებას შეახსენა, რომ მათი სულები მაცხოვრის სამსჯავროზე განიკითხებიან. რაც შეეხება თეოდორიტესა და ივას (სხვაგვარად, იბას), პაპმა ისინი ქალკედონის კრებით დაცულ მამებად გამოაცხადა.

მაგრამ ვიგილიუსის მიერ დაწერილმა ამ წერილმა ეპისკოპოსებამდე ვერ მიაღწია. კრებას იუსტინიანემ ვიგილიუსის მიერ დავის დასაწყისში დაწერილი ძველი წერილი წარუდგინა. აქ პაპი "სამ დიდ მასწავლებელს" აშკარად აკრიტიკებდა. კრების წევრებმა პაპი წინააღმდეგობრიობაში დაადანაშაულეს და "დიფტიქიდან" ამოიღეს; სხვაგვარად, ლიტურგიის მსვლელობის პროცესში მისი სახელის მოხსენიება აკრძალეს. 2 ივნისს კრებამ "სამი დიდი მასწავლებლის" საკითხის განხილვა დაასრულა და ხელი თოთხმეტ ანათემატიზმს მოაწერა. როგორც აღინიშნა, საკითხებს, რომლებსაც კრიტიკულად განიხილავდნენ, არავინ იცავდა, ამიტომ აღმოსავლურმა ეკლესიამ კრების შედეგებიც და დადგენილებებიც უმტკივნეულოდ მიიღო.

კრების მიერ ხელმოწერილ შედეგებს ბოლოს ხელი პაპმაც მოაწერა. მაგრამ ის რომში ვეღარ დაბრუნდა. პაპი ვიგილიუსი 555 წელს სირაკუზში გარდაიცვალა. დასავლეთი კრების ასეთ შედეგებს ვერ ეგუებოდა, ბოლოს საკითხი ახალმა პაპმა პელაგიოსმა მოაგვარა. ეს ის პელაგიოსია, რომელიც წლების მანძილზე "სამი დიდი მასწავლებლის" - "სამი თავის" დაგმობის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო. როგორც ჩანს, კონსტანტინოპოლში დიდხანს ცხოვრებამ გარკვეული კვალი მასაც დაამჩნია. შესაძლებელია, მიხვდა, რომ მოვლენის შინაარსი "ისტორიულ" საფარს მიღმა უნდა ეძებნა, ანუ "მოვლენაში" "სამარადჟამო" უნდა დაენახა და უპირატესობა მომავლისთვის მიენიჭებინა.

ის, რაც მოხდა, სამარცხვინო ძალადობა იყო. მოვლენებმა ნათელყო, თავის "სიმფონიაში" რას გულისხმობდა იუსტინიანე, როგორ მეთოდებს იყენებდა დასახული მიზნების განსახორციელებლად. ამ მძიმე სიტუაციაში ბევრმა ეპისკოპოსმა მაამებლობა გამოიჩინა, ხოლო ვინც ძალადობას არ შეეგუა, განკვეთილი და დაწყევლილი იქნა. შემდგომ ეკლესიის სხეულზე ეს მოვლენები ღრმა ჭრილობებად აისახა და იმპერატორის ძალადობრივი ქმედება ეკლესიის მართვის თითქმის კანონიერ ფორმად გადაიქცა.

სამარადჟამოდ ის დარჩა, რაც ერთი შეხედვით მხოლოდ გარეგნულად შეუსაბამო და შემთხვევით დავებში აისახა. კრების მსვლელობის პროცესში მამები თითქოს განვლილ, უკვე გადაწყვეტილ საკითხებს უბრუნდებოდნენ და ძველ, შინაარსობრივად ამოწურულ ან უმნიშვნელო პრობლემებს ეხებოდნენ. სინამდვილეში, ისინი ქალკედონის კრების შედეგებს აზუსტებდნენ და უფრო მეტიც, ქალკედონის დოგმატებს ისეთ იმუნიტეტს უმზადებდნენ, რომელიც შეუძლებელს გახდიდა მათ "ახლებურ" ან უფრო "ღრმა" განმარტებას, ანუ ეკლესიის მამები ქალკედონის გადაწყვეტილებებს საბოლოო მართლმადიდებლურ-ღვთისმეტყველურ სახეს უქმნიდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ კრებამ ერთი მხრივ ორიგენე, ხოლო მეორე მხრივ ანტიოქიური სკოლის უკიდურესი წარმომადგენლები გააკრიტიკა. ეს იყო არა მხოლოდ ერესის, არამედ საკუთარი წარსულის ეკლესიური სამსჯავრო. ამ დავაში ორივე მხარის იმანენტურობა ბოლომდე გამოვლინდა, დაიგმო ცალმხრივობა და მართლმადიდებლური აზროვნებისთვის შეუსაბამო შეზღუდულობა. თავისთავად გაცხადდა, რომ ვერც ანტიოქიის და ვერც ალექსანდრიის სკოლამ ვერ შეძლო კათოლიკე ეკლესიური რწმენის ერთ მთლიანობად "გადმოცემა". საჭირო იყო მიღწეულის ერთიანი აზროვნების სისტემაში მოქცევა და გაჩენილი გაგების შესაბამის ტერმინოლოგიაში გაცოცხლება. მთელი ამ ხნის მანძილზე ეკლესიურ თვითშეგნებაში სწორედ ეს პროცესი მწიფდებოდა. კვანძმა მეექვსე საუკუნის შუა წლებში გახსნა დაიწყო. ამ მგრძნობიარე მომენტში იუსტინიანე უხეშად მოქმედებდა და მისი მეფობის ისტორია ამ უხეშობამ საკმაოდ დააზარალა. მაგრამ სადავო დასკვნები და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასკიდა და იუსტინიანე ეპისკოპოსებს თავს "ახვევდნენ", მათ აზროვნებაში არ იყო დაბადებული და მათი ფანტაზიის ნაყოფს არ წარმოადგენდა. იუსტინიანეს მოქმედების მეთოდებს არასოდეს და არანაირი გამართლება არ შეიძლება მოენახოს. სწორედ მისი მოქმედების ხერხებშია ასახული მისი ყალბი "სიმფონიის" თეორიის ნამდვილი შინაარსი. აქ ჩანს, რას ნიშნავს მისი თვალსაზრისით ქრისტიანული თეოკრატია. მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს დავინახოთ სინამდვილე. აღმოსავლეთის მამების გარშემო ხანგრძლივი დროის მანძილზე დავა მიმდინარეობდა და ქალკედონური გადმოცემის მწვავე მოწინააღმდეგეებიც მრავლად იყვნენ ეკლესიაში. ასევე, ორიგენეს სადავოობაც არ მოუფიქრებია და გამოუმზეურებია იუსტინიანეს. ჩვენ ვიკვლევთ არა მტყუან ან მართალ იუსტინიანეს, არამედ მოცემული ეპოქის გადაწყვეტილებებისა და მიღწევების სიმართლეს. მხოლოდ ამ სიმართლეს აღიარებს ეკლესია, როდესაც 553 წლის კრებას მსოფლიო კრებათა შორის იხსენიებს. მომდევნო წლების მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ჭეშმარიტად ამ სიმართლის მტკიცებულება იყო.

ისტორიკოსი თავისდაუნებურად მოვლენებს "სქემატურად" განიხილავს. იუსტინიანეს მეფობას ასეთი თვალსაზრისით განხილვის შემთხვევაშიც ვერ მოვაქცევთ "ცეზაროპაპიზმის" ბიზანტიური ვარიანტის ჩარჩოებში. ეკლესიური ცხოვრების ზედაპირული განხილვის შემთხვევაში მიმდინარე მოვლენები ვიღაცას შეიძლება "ცეზაროპაპიზმად" მოეჩვენოს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ მხოლოდ ცხოვრების ხმაურს ამოვეფარებით, ადვილი არ იქნება იმ რთული შემოქმედებითი და სიცოცხლით აღსავსე პროცესების დანახვა, რომელიც ამ დროს ეკლესიის წიაღში ვითარდებოდა. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვხედავდეთ ბერ-მონაზვნებს, რომლებიც კრებებს ესწრებიან, ქალაქის ქუჩებში დადიან და მიმდინარე პროცესებზე მხოლოდ თავიანთი რაოდენობითაც კი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ. ამ ძალის გარეგნული სახე ზოგიერთი ისტორიკოსის შემოქმედებაში შეუწყნარებლობის, უკულტურობისა და ფანატიზმის ასოციაციას იწვევს. მაგრამ საკმარისია იმ ეპოქის შესაბამის წერილობით ძეგლებს გადავავლოთ თვალი და ჩვენ წინაშე ბერმონაზვნური შემოქმედების ბრწყინვალე მიღწევები გადაიშლება: ეს არის დახვეწილი ადამიანური აზროვნება, სინათლით აღვსილი სიღრმე, სიწმინდით შემკობილი სიყვარული, ადამიანის ცხოვრების აზრის შესახებ ყოვლისმომცველი, გასაოცარი და ნათელი მიგნებები! თვითონ იუსტინიანეც ისეთი გასაოცარი ფენომენია, რომელიც საკუთარი მოქმედების სქემაში არასგზით არ მოიაზრება. მისი ოცნება და მისი "ხედვები" რაღაც სხვაზე მიგვითითებს - განა ამას არ გვიამბობს წმინდა სოფია: ტაძარი, რომელიც სიბრძნესა და აზროვნებას მიეძღვნა. ან ის გარემო, რომელიც ტაძრის გუმბათის არამიწიერი ნათლით არის გასხივოსნებული. ერთი რამ აშკარაა: სწორედ ამ ათწლეულებში გამოიკვეთა და დაიწყო ჩამოყალიბება ქრისტიანულმა კულტურამ. თუ "ეკლესიურ-სახელმწიფოებრივ" სინთეზში იუსტინიანეს მანკიერი მხარე ძალიან მალე გამოვლინდა, სიტყვის განსხეულების ეს კულტურული მწვერვალი სამარადჟამო აღმოჩნდა და მის სიმბოლოდ სამუდამოდ წმინდა სოფიას ტაძარი დარჩა. ის არის ძეგლი, რომელშიც არ შეიძლება არ დავინახოთ მეხუთე მსოფლიო კრების ეპოქის დამახასიათებელი სირთულეები.

ამავე დროს, არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მეცნიერები, რომლებიც ბიზანტიის ისტორიას სწავლობენ, ძალიან ხშირად ახსენებენ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას. ეს საკითხის არასწორი ფორმულირებაა, რადგან მართებული შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოს ეკლესიისადმი დამოკიდებულებაზე საუბარი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ძალიან ძნელია ამ საკითხში გასაგები ზღვარის დადება, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს განსხვავება ბიზანტინიზმში გარკვევისათვის. ეპოქის თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ ერთმანეთს არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი - სხვადასხვა წარმომავლობისა და შთაგონების, ორი ურთიერთსაპირისპირო "ლოგიკა" შეეჯახა (ამ დროისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის კრიზისი და გაუგებრობა სწორედ აქ, ამ გარემოებებში იღებს სათავეს). ერთი მხარის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. ეს არის რომაული თეოკრატიული აბსოლუტიზმი. ამ აბსოლუტიზმის სული ქრისტიანულ იმპერიაში იმის გამო გადმოვიდა, რომ კონსტანტინემ იმპერია ერთბაშად გააქრისტიანა. მეორე მხარე კონფლიქტისა,ეკლესიის სახელმწიფოს სისტემაში მყოფობიდან გამომდინარეობს. ქრისტიანული თვალსაზრისით, ქვეყანა "ამა სოფლის ნათესავთა" სამკვიდრებელს წარმოადგენს და ეკლესიისთვის ეს არის დაცემული, შეზღუდული და დაგმობილი სინამდვილე. ამავე დროს, ეს რეალობა ცათა სასუფევლის მიერ უკვე დაძლეულია. უფალმა ისე შეიყვარა თავისი ქმნილება, რომ ცოდვის ტყვეობიდან ადამიანის გამოსახსნელად, უმაღლესი გონითა და ღვთაებრივი მადლით (ისეთით, როგორსაც ღმერთისაგან დამოუკიდებლად ადამიანი ვერც კი მიუახლოვდებოდა), სოფელს მხოლოდშობილი ძის სახით მოევლინა. საგულისხმოა, რომ ამ ორი საპირისპირო "ლოგიკის" ერთმანეთთან შეჯახება არც შემთხვევითი და არც აბსტრაქტულია. ეს არის მთელი თავისი სირთულეებით და მრავალრიცხოვანი ფაქტორებით დამძიმებული ცოცხალი სინამდვილე. უფრო მეტიც, ეს დაპირისპირება თავად პიროვნების შემეცნებაში მიმდინარეობს. პიროვნებაში გაორება ხდება. ადამიანს ისეთი შინაგანი დაძაბულობა ეუფლება, რომლის მსგავსიც კაცთა მოდგმას არასოდეს შეუგრძნია. ეს ჭეშმარიტად ასეა, რადგან, როგორც უკვე ითქვა, ეკლესიასაც და სოფელსაც ერთი და იგივე ადამიანები წარმოადგენენ. ერთი სიტყვით, კონფლიქტმა და დაძაბულობამ ადამიანში გადაინაცვლა, პიროვნებისთვის "პრობლემად" მისი ინტუიცია, გონების პროდუქტი და სინდისი გადაიქცა... ქრისტიანის აზროვნებაში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა სახელმწიფოს გამარჯვების გაიგივება ეკლესიის გამარჯვებასთან. ამასთან, სახელმწიფოს გამარჯვება უფრო თვალში საცემი და ადვილად შეგრძნებადია და ამიტომ მოხდა ისე, რომ ისტორიის ამ მონაკვეთს "მორჩილი და მაამებელი" ეპისკოპოსების ხილვადი კვალი დაემჩნა. ისინი უფრო მეტს ხმაურობდნენ, ვიდრე ის ქრისტიანები, რომლებმაც როგორც მშვიდობის წყურვილი, ისე სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის ეკლესიური შეფასებები ნელ–ნელა და თანმიმდევრულად გამოხატეს. ამავე დროს, დაკვირვებულმა თვალმა არ შეიძლება არ შენიშნოს ის ბრძოლა, რომელსაც ეკლესია სახელმწიფოებრიობის ასეთ ტრიუმფალურ პერიოდში თავისი დამოუკიდებლობისთვის ეწეოდა. იმპერატორს ბევრი რამ ძალუძს, მაგრამ უკვე ამ დროს ყველაფერი აღარ შეეძლო: მის აბსოლუტიზმში შინაგანი საზღვრები გაჩნდა და განმსაზღვრელი ქრისტიანული ჭეშმარიტება აღმოჩნდა. სახელმწიფოებრივი თვითნებობის ძირითადი მასაზრდოებელი კი ის გახდა, რომ ამ დროს ეკლესიაში საკუთარი გამოცდილებისა და სწავლების კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. ამგვარ პროცესებში დავები, კონფლიქტები და გაყოფები სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ ისინი, ვინც დღეს სახელმწიფოებრივი აბსოლუტიზმის გამო ითრგუნებოდა, ხვალ, როგორც წმინდანები, დიდების შარავანდედით იმოსებოდნენ და მათი სიმამაცის გამო სახელმწიფო ვალდებული ხდებოდა, მათ მიმართ შესაბამისი პატივი და სიყვარული გამოევლინა. ამ თვალსაზრისით საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ათანასე დიდი და იოანე ოქროპირი. რა მძიმეც არ უნდა იყოს "მართლმადიდებლობის", ანუ ეკლესიური ცხოვრების გაღრმავების პროცესში სახელმწიფოს ზეწოლა, საბოლოო ჯამში ეს გავლენა თავის ძალას და მნიშვნელობას ყოველთვის კარგავს და წინა პლანზე რწმენა, ღვთისა და ადამიანის სიყვარული გამოდის. ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მცდელობა, რომელსაც ეკლესიური აზროვნებიდან ნიკეა და ქალკედონი სურდა განედევნა, კრახით დასრულდა და ეკლესიაში დღესაც ჭეშმარიტების ძალა ზეიმობს. მაშინაც კი, როდესაც სიკვდილის წინ უკვე არა მხოლოდ "სახელმწიფოებრივი", არამედ ღრმად პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იუსტინიანე საღვთისმეტყველო ვნებებმა შეიპყრო და მას ახალი ედიქტის საშუალებით ეკლესიისთვის ქრისტეს უხრწნელების დოგმატის თავსმოხვევა სურდა (ეს იყო სუბტილური საკითხი ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ, რომელიც მაშინ მონოფიზიტობაში განხეთქილების მიზეზად იყო ქცეული), ეპისკოპოსთა დიდმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ამ ერეტიკულ დოკუმენტზე ხელმოწერას გადასახლებაში სიკვდილს არჩევენ. იუსტინიანე ისე გარდაიცვალა, არანაირი ზომები არ მიუღია...

საერთოდ, ქრისტიანულ აზროვნებაში არ დამდგარა საკითხი ეკლესიურობაში იმპერიული ძალაუფლების საზღვრების შესახებ. ეკლესიამ რწმენითა და იმედით მიიღო ქრისტიანული იმპერიის ხელგაშლილობა და როგორც ა. კარტაშოვი ამ რთული პროცესის შესახებ წერდა: სახელმწიფოსთან დაახლოებისას ეკლესიას დროდადრო საკუთარი სათუთი სხეულის მსხვრევის ხმა აფხიზლებდა. ჭეშმარიტი სიწმინდით გამორჩეული სამეფო კი მრავალი საუკუნის მანძილზე ეკლესიისთვის მხოლოდ ოცნებად რჩებოდა. თავის მხრივ, ამ ჩანაფიქრის სიდიადის გამო დროდადრო ქრისტიანული სიფხიზლე დუნდებოდა და ამ იდეის როგორც შეზღუდულობა, ისე ორაზროვნება იჩქმალებოდა. ეს არც შიშის, არც გამორჩენის და არც ვინმესთვის გულის მოგების გამო არ ხდებოდა. აქ ეკლესიის საყოველთაო, მსოფლიო აღიარების და ქვეყნის იესო ქრისტესთვის დაქვემდებარების დაუცხრომელი სურვილი მოქმედებდა. სწორედ ამიტომ ამ თავის საბოლოო და გადამწყვეტი სიმართლისთვის, რომლის გამოც ეკლესია იმპერიასთან კავშირს თანხმდებოდა, არც უღალატია და მის საზიანოდ არც არასოდეს წასულა დათმობაზე...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat