"რადა თრთიან ვერხვის ფოთლები?"
"რადა თრთიან ვერხვის ფოთლები?"
კირიონ ეპისკოპოსის ცხოვრება გამუდმებული ძიება იყო, ძიება გამოსავლისა "ქართული ძილიდან". ყოველი მისი ქმედება (ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის, ქართული სკოლების გახსნა იქ, სადაც ყველაზე მეტად ჭირდა, ტაძრებში ქართული წირვა-ლოცვისა და გალობის აღდგენა , ახალგაზრდა სტუდენტების ფინანსური თანადგომა, ქართული ხელნაწერების, ხატების, ძველი თქმულებების, წეს-ჩვეულებების მოძიება... ჩამონათვალი დიდია და მრავალფეროვანი) ერთ დიდ მიზანს ემსახურებოდა - მომზადებულიყო ნოყიერი ნიადაგი, რათა "თესლი კეთილი" არ გამქრალიყო და აღმოცენებულიყო ახალი, თავისუფალი საქართველოსთვის.

თავისთვის დროს არც იტოვებდა, გადასახლებაში მყოფი, უმკაცრეს პირობებში მოხვედრილი, ჯანმრთელობაშერყეული, მაგრამ სულით ურყევი თავის წერილებში ისევ საქართველოს ჩიოდა, ისევ საქართველო სტკიოდა.

მართალი კაცის ცხოვრებამ სახელი კი გაუთქვა სამშობლოში თუ საზღვარგარეთ, მაგრამ მტრებიც მოუმრავლა:


25/01/1909
"ტარასი! ისეთი უბედური დრო დადგა, რომ არ ვიცი, ვის მივსწერო წერილი. ვისიც გამოდევნა უნდოდათ და ვისიც ყოფნა მანდ სასურველად არ უცვნიათ, გადმოუსახლებიათ ამ სასტიკ ზამთარში. ვინც ორპირი და ფლიდია, იმათ, რა თქმა უნდა, ხელს არ ახლებდნენ".

კირიონ ეპისკოპოსი კარგად ხვდებოდა მტრის გეგმას და იარაღს. მტერი ჯერ თანამოაზრეთა ერთობის დარღვევას შეეცდებოდა და ამის შემდეგ ადვილად დაამარცხებდა დათითოკაცებულებს. სწორედ ამაზე წერდა გადასახლებიდან:


27/09/1907
"მამაო დავით! თუ ერთნაირი მისწრაფებით და სრულის თანხმობით არ ელტვის ჩვენი სამღვდელოება საქართველოს ეკლესიის კითხვის კეთილად დაგვირგვინებას, მაშინ მალე ვერ მიაღწევს თავის გულის წადილს - ხალხის დამშვიდებას".

სამშობლოზე მოფიქრალი მღვდელმთავარი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალი საშიშროება თავს არ იჩენდა, ხედავდა ერისა და ქვეყნის დაცემის შესაძლებლობას და ამხელდა ლოზუნგებში "შეფუთულ" სოციალ-დემოკრატებს:


27/09/1907
"ჩვენი სარწმუნოების საქმე დიდ განსაცდელშია ჩაგდებული სოციალ-დემოკრატების წყალობით. ამას დაუყოვნებლივ შესაფერი წამალი უნდა გამოენახოს. თუ თავის დროზედ არ ვუშველეთ საქმეს, მომავალი თაობა ჩვენ დაგვდებს ბრალს და აღარას გვარგებს "ბოლოს თითზე კბენანი".

დაკვირვებული მკითხველი ბევრ მსგავსებას იპოვის მღვდელმთავრის წერილებში ახლანდელ და მაშინდელ ყოფას შორის:


27/09/1907
"ქართველ კაცს ყველა დანაშაულს აპატიებენ, ოღონდ კი მან დაგმოს თავისი სამშობლო, ქვეყანა, ეკლესია, ერი".

"ქართველებში მარტო თაღლითები და რენეგატები მოსწონს მთავრობას, თუ ვინიცობაა ქართველმა კაცმა კარგი სახელი გაითქვა, მაშინ ცდილობენ, რომ ის ქართველი ყველა ღონისძიებით დაამცირონ ქვეყნის თვალში, რათა დაანახონ ქართველებს, რომ იმათგან საშუალო მოღვაწეც კი ძნელად გამოვა, რომ ამ მაღალი ასპარეზისთვის მათ არც ნიჭი აქვთ და არც მოხერხება".

მან შესანიშნავი ხერხი მოიფიქრა მტრის შემოტევის გასანეიტრალებლად - იგი თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ახალგაზრდების განათლებას ახმარდა. ხშირად კი, მის იმედად მყოფი სტუდენტისთვის სტიპენდია რომ მიეწოდებინა, ფულის სესხებაც უხდებოდა:


27/09/1907
ტარასი კანდელაკს
"მარტის სტიპენდიებისთვის რომ არ მეყო ფული, ოცი თუმანი ვისესხე, აპრილსა და მაისში, როგორც იქნება, ჩემს სტიპენდიატებს დავაკმაყოფილებ და ზაფხულის შემდეგ შევამცირებ მათ რიცხვს, თუმცა ეს მე ძალიან მერთულება".

კირიონ ეპისკოპოსი ახალგაზრდებს არა მარტო სწავლას უფინანსებდა, სხვა ხერხებითაც ცდილობდა მათთვის სამშობლო შეეყვარებინა:


12/10/1907
სიმონ ჩიჯავაძეს
"გუშინწინ სტუდენტ ს. ცომაიასგან წერილი მომივიდა, რომელშიაც მატყობინებს, რომ მუყაითად შესდგომიან ხელთნაწერების გადმოღებას და ფულებს თხოულობენო. 17 მან. იქ იყო ჩემი ფული ამ საქმისთვის და ოცდახუთი მანეთიც იმ დღესვე გადავეცი ფოსტით. გადამწერ სტუდენტებს ალბათ ჰგონიათ, რომ მარტო ხელთნაწერების პირების გადმოღება მაქვს სახეში, ის კი არა, ჩემი თავი აზრი სულ სხვა არის: მსურს, იგინი შევაჩვიო საისტორიო შრომას და მით ჩვენი წარსული შევაყვარო. ამ აზრის მისაღწევად ფულებს როგორ დავზოგამ!!"

და იქვე მინაწერია:

"იფხიზლეთ, ვინაითგან მტერი კარს უკან გვიდგა..."

წმიდა კირიონს, სხვა სასულიერო პირებთან ერთად გამორჩეული წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში:


12/10/1907
სიმონ ჩიჯავაძეს
"დაწვრილებით შემატყობინე, სამღვდელოების მოლაპარაკება რით გათავდება, რა გზას დავადგებით. ეცადეთ კარგად გაითვალისწინოთ ჩვენი დაცემული ეკლესიის მდგომარეობა. საჭიროა, რომ თავად-აზნაურთა მხრიდან, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან და სხვა ქართულ დაწესებულებათაგან წარმომადგენლები მოიწვიოთ და იმათთან ერთად იქონიოთ თათბირი".


22/03/1909
ტარასი კანდელაკს
"რა საინტერესოა ჩემი თავგადასავალი ან ჩემი ეხლანდელი პატიმრული ცხოვრება? საქმე იმაშია, რომ დიდი მსხვერპლი უნდება ავტოკეფალიას და თვით საქმე კი არ რიგდება".

და მისი პიროვნული განცდები ამასთან დაკავშირებით:


22/03/1909
ტარასი კანდელაკს
"რაც აქ ვარ, არავითარი სასმელი გემოთი არ მინახავს, ბორში და ქაშაა ჩემი სადილიც და ვახშამიც. ღვინო მაშინ ჩავა ყელში, როდესაც გარემოება შეიცვლება და ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიას ეშველება რამე".


28/01/1906
ტარასი კანდელაკს
"აქ, როგორც ვატყობ, ეხლა საქმე საბოლოოდ ვერ გარიგდება. სინოდში სურთ, საქართველოს ავტოკეფალიის საქმე გადასცენ მომავალ საეკლესიო კრებას. ეცადე, მანდ სახლში უწესო არაფერი მოხდეს. სიფრთხილეა საჭირო. ჯერ ორი კრება გვქონდა და სიტყვა ვერაფერში მოგვიფიქრეს".

ავტოკეფალიისთვის ბრძოლა დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა რუსეთის მთავრობის, სინოდის მხრიდან, მაგრამ კირიონ ეპისკოპოსის, ეპისკოპოს ლეონიდეს, არქიმანდრიტ ამბროსის და სხვა ქართველი სასულიერო თუ საერო მოღვაწეების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

როგორც ცნობილია, კირიონსა და ლეონიდეს პიროვნულ საკითხებზე დავა ჰქონდათ. დავა გამწვავდა, არ შეწყდა და საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა. ამის შესახებ ეპისკოპოსი ლეონიდე სწერს მას:


04/03/1899
"თქვენო მეუფებავ! მწყემსმთავარო კირიონ!

ჩვენს შორის არსებული უთანხმოება ერთობ შორს გავიდა საზოგადოებაში და მრავალნი იმ აზრისანი არიან, რომ საზოგადო საქმეს ვღუპავთ და ვმარხავთ პირადი ანგარიშების გამო. მოსასპობელად ყოველი ამისა, გთხოვ, დაივიწყოთ ყველაფერი და გამომიწოდოთ მეგობრული ხელი.
ეპისკოპოსი ლეონიდე"

შესაშური მაგალითია საზოგადო საქმისთვის წყენის დავიწყებისა და შერიგებისა!

ლეონიდე ერთ-ერთ წერილში გამოხატავს თავის სიხარულს, კირიონ ეპისკოპოსის თბილისში დაბრუნების გამო და იმედს მომავალი წარმატებული ბრძოლისა რუსეთის სინოდის კრებაზე:


23/2/?
"თქვენო მეუფებავ!

თქვენი ბარათი მივიღე, ფთები შემესხა, სიხარულით ავიმსე და როდესაც მაცნობებთ თქვენს გამოსვლას ცხუმიდან, მეც აბჯარასხმული დაგხვდებით სიონის სადგურზე. ჩავიდეთ, შევეჯახოთ, თავი დავდოთ სამშობლო ეკლესიისთვის და თუ ვერ ავადგენთ, სვინდისი მაინც აღარ დაგვწვამს უდებობისა და უმოქმედობისათვის".

როგორც წერილიდან ჩანს, სინოდის კრებაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას არა მარტო სამღვდელო პირები, არამედ საერონიც იცავდნენ და არცთუ უშედეგოდ:

"მე სრული თანახმა ვარ თქვენთან ერისკაცების წაყვანის შესახებ. ერთს ხომ "კაცური ენით" ვალაპარაკეთ სინოდში ქართველ წმინდანებზე და "დავაწევინეთ თავისი ხომალდები" და აბა ვნახოთ, მეორე როგორ დაანგრევს ყველა თავის სიმაგრეებს!
თქვენი მეუფების მარად ერთგული
ეპისკოპოსი ლეონიდე"

წმინდა ეპისკოპოსი ძლიერ დაინტერესებული იყო ძველი ხელნაწერების, ხატების, ძველი ქართული ფულის მოძიებით, მთელი იმპერიის ფარგლებში რომ მიმოეფანტა მძიმე დროებას. დიდი სიყვარულითა და მოთმინებით აგროვებდა კირიონი ყველაფერს, რასაც კი ქართულთან, საქართველოსთან კავშირი ჰქონდა და ასე ნელ-ნელა იქმნებოდა და იზრდებოდა მისი პირადი კოლექცია:


18/10/1907
ტარასი კანდელაკს
" - იქნება ხელთნაწერები, ძველი ნივთები (ხატები, ძველი ქართული ფულები თუ სხვ.) რამე შეგხვდეს, ჩემთვის იყიდე, მინდა ჩემი პატარა მუზეუმი გავამსო ძველი ნივთებით".

კირიონ ეპისკოპოსი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ქართული სასულიერო წიგნების ბეჭდვის საქმეს. მაშინ წიგნები რუსეთში, სინოდალურ სტამბაში იბეჭდებოდა, რადგან ქართულ ეკლესიას საქართველოში ამის საშუალება არ ჰქონდა. ხედავდა რა ბოროტისმსურველთა სურვილს, დაემახინჯებინათ უძველესი ქართული სასულიერო წიგნების შინაარსი, ამხელდა მათ და თანამოაზრეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებდა:


01/11/1907
სიმონ ჩიჯავაძეს
"ერთ ჩემ წერილთაგანში გწერდი ჩვენი საეკლესიო წიგნების ბეჭდვის შესახებ მოსკოვის სინოდალურ სტამბაში. ამათი მუცლის ტკივილი კარგად ვიცი, რაც არის: უნდათ ქართული საეკლესიო წიგნები და თვით დაბადებაც სლავიანურს დაუახლოვონ, დაამახინჯონ და თავიანთი წმინდანები, რომელნიც ჩვენ წიგნებში აქამდინ არ იყვნენ შეტანილნი, მოათავსონ შიგ. ამ ასი წლის განმავლობაში ვერც ერთი წიგნი ვერ გადმოსთარგმნეს ჩვენს ენაზე სლავიანურიდან, რადგანაც არც ერთში, ღვთის მადლით, არა ვსაჭიროებდით და ეხლა უნდა გარეგნობით მაინც მიუახლოვონ სლავიანურს.

ამ საქმეს სერიოზულად უნდა შეჰხედოთ, სახუმარო კი არ არის ეს კითხვა, თორემ დიდ ცოდვაში შევალთ და შთამომავლობა სამართლიანად დაჰგმობს ჩვენ სუმბუქ მოქმედებას.
პეტერბურგი"



27/09/1907
მამა დავითს
"ეხლა მანდ უნდა გადაწყდეს ქართული საეკლესიო წიგნების ბეჭდვის კითხვა. უნდა ეცადოთ, რომ სამღვდელოების სტამბა გაიხსნას ქ. თბილისში და სასულიერო წიგნები მანდვე იბეჭდებოდეს".

მე-19 საუკუნის დასასრული და მე-20-ის დასაწყისი ახალი და უცხო მოვლენებით იყო სავსე საქართველოსთვის. რევოლუციები, სოკოებივით გაჩენილი პოლიტიკური პარტიები, არეულობები მთელ იმპერიაში და ამ ყველაფერს მიტმასნილი ავანტიურისტები მეტად ამღვრევდნენ წყალს, ამით კი ისევ მტერი ხეირობდა. კირიონ ეპისკოპოსის ყველა მცდელობა და მოწოდება საქართველოს თვითმყოფადობის, მისი ეკლესიისა და ხალხის გადარჩენისკენ იყო მიმართული. მომდევნო წერილი, რომელიც შიო იოსავასადმია ბელგიაში მიწერილი, სავსეა გულისტკივილით ერის წარსული შეცდომების გამო, მაგრამ იმხელა იმედი ჩანს ერისა და სამშობლოს გადარჩენისა, დღესაც ბევრ გულგატეხილს გაუღვივებს მომავლის რწმენას და გადამწყვეტი, პირადი თუ საზოგადო ბრძოლისთვის განამზადებს:


04/09/1905
"გიგზავნი გიორგობისთვის და ქრისტეშობისთვის სტიპენდიას. რუსეთში ნამდვილი რევოლუციაა. მანიფესტები ჩეჩქივით ცხვება. ამ მოძრაობამ საქართველოში ბევრი მსხვერპლი შეიწირა. ეხლა ყველასთვის აშკარად დამტკიცდა რუსის მუჟიკის გონებრივი სიბნელე და ბარბაროსობა. ბევრი უმანკო სისხლი დაიღვარა. თავისუფლების დაკარგვა ამ ასი წლის წინად ჩვენში უცნაურად მოხდა, ჩალის ფასად გაჰყიდეს იგი, ორდენებზედ და ტემლაკებზედ დაახურდავეს და ეხლა მის მოსაპოებლად ათასობით მსხვერპლი იწირება სამშობლოს ტრაპეზზედ. ქართველები ცრემლთა შორის ისახებოდნენ, იზრდებოდნენ და ვაჟკაცად ხდებოდნენ დაუსრულებელ ომებში. ასი წელიწადი ხალხმა დაისვენა, მიიხედ-მოიხედა, გაიგო გემო თავისუფლებისა, მოიგონა ძველი დრო და შეუდგა თავისს ყოფა-ცხოვრების განახლებას. გამოსაშვები სისხლი, ქართული ანდაზისა არ იყოს, უნდა გამოიშვას. თავისუფლება თეთრ ხელთათმანებში არავის შეუძენია. ქედის მოხრაც ბევრი გამოსცადა ჩვენმა ბედკრულმა სამშობლომ. მეტი გათახსირება აღარ შეიძლებოდა. ასი წელი ხალხი გმინავდა საზარელ მუხრუჭში მომწყვდეული. მოთმინების ფიალა აიმსო. შჯობს თავისუფლების მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა".

წმინდა კირიონი ერთხანს აფხაზეთში მსახურებდა - ცხუმის ეპარქია ებარა. ჩვეული მზრუნველობით ცდილობდა მრევლის გამოფხიზლებას, მაგრამ, როგორც წერს, "ჩემთან იშვიათად თუ შემოვა ვინმე და მე ხომ სულ არავისთან დავიარები". ადგილობრივი მოსახლეობა სავალალო მდგომარეობაში დახვდა. ეროვნულობის შეგრძნება იმდენად დაქვეითებული ჰქონდათ, რომ ქართული წირვა-გალობაც კი უცხო იყო მათთვის. მომძლავრებულიყო ათასი ჯურის მომხდურთა ახალშენები.

ქართული ფესვის გასაძლიერებლად კირიონ ეპისკოპოსმა მიზნად დაისახა სოხუმში ქართული სკოლისა და ეკლესიის დაარსება:


11/11/1906
იოსებ ჩიჯავაძეს
"საქართველომ ძველ დროში დიდი ძალა შეალია, რომ შავი ზღვის ნაპირებზედ ქართველი ტომი არ ამოვარდნილიყო, არ გაედევნათ აქედან. დიდ საფრთხეში ჩავარდება აქ ქართული საქმე, თუ მოლოდინი გამართლდა და რკინისგზა აქ გამოატარეს - გაადვილებული მოძრაობის შემწეობით ამ მხარეს მოაწყდებიან ურიები, სომხები, ბერძნები, რუსები და მათ მეგრელები კონკურენციას ვერ გაუწევენ. თუ მანამდის მოვასწარით აქ ქართული ეკლესიის და სკოლის გახსნა, მაშინ ორი შეუპოვარი სიმაგრე ქართველი ეროვნებისა ხელში მაინც გვექნება. ცოტა მეტი ფხა რომ გამოიჩნონ აქაურელებმა, მაშინ ეს დაწესებულებანი დიდ სამსახურს გაუწევენ ქართულ საქმეს".

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული წმინდა კირიონ ეპისკოპოსის არქივი მდიდარია და მისი წერილებიდან ამ ამონარიდთა კრებულით მცირედი თუ მიემატა საზოგადოებისთვის ცნობილ პუბლიკაციებს. ერთია მისი წერილები, მეორე - მისი საქმეები, მის ფიქრებს კი ვერავინ ჩასწვდა. იგი ვერ იცნო მისმა ერმა, მაგრამ იცნო მტერმა - როგორც იესო. და უფალმაც, ყოვლადსამართლიანმა, მოწამის გვირგვინი განუმზადა.

ვინ მოკლა კირიონ ეპისკოპოსი? ის არ მოუკლავს ერთს და ორს. ისინი გაერთიანდნენ (მტერს ერთობა შეკრავს ხოლმე, თუნდაც შუღლი იყოს მათ შორის) და აღასრულეს კიდეც საეშმაკო საქმე.

რატომ ვერ დაიცვა ერმა მისი მფარველი, მისთვის მლოცველი სული? ვერ მიხვდა ერი... უკვე მერამდენედ. იმიტომ რომ ის იყო მიხვედრილი მიუხვედრელთა შორის. არავინ უწყის, რა სიღრმეებს სწვდებოდა მისი გონება, როცა ამ წინასწარმეტყველურ წერილებს გვწერდა, მაგრამ ეს კი ყველამ ვიცით, მტერმაც და მოყვარემაც - მას მთელი საქართველო სტკიოდა, როგორც ილიას, როგორც ამბროსის, დიმიტრი ყიფიანს და ყველა იმ ქართველს, მხრებგაშლილები რომ შევიდნენ სასუფეველში. ვერ დაიტია ისინი ერმა და ზეცამ დაიტია.

ერთ-ერთ წერილი, რომელსაც იგი კისლოვოდსკიდან სწერს მღვდელ ტარასის, ასეთი შინაარსისაა:


18/10/1907
"ტარასი! "მზე შინა" და "იავნანა" მოხუცებულს ვისმე ათქმევინე, დასწერე და გამომიგზავნე. ეცადე, სრული იყოს, ეს სიმღერები ჩემთვის საჭიროა.

ამასთანავე, იქნება ხალხში თქმულება რამ დარჩენილი იყოს, რადა თრთიან ვერხვის ფოთლები? ამ ხის ფოთლები მაშინაც კი ირხევიან, როდესაც სიო თითქმის არც კია და გარშემო სხვაგვარი ხეების ფოთლები ჩუმად არიან".

წმინდა კირიონი მთელი ცხოვრება ქვეყნისა და მოყვასის სიყვარულით თრთოდა ვერხვის ფოთოლივით, როცა იმედის სიოც კი ჩამდგარიყო და სხვები ხელჩაქნეულნი დადუმებულიყვნენ.

მარტყოფში ვინც არის ნამყოფი, ემახსოვრება დიდი ვერხვები. 1918 წლის 26 ივლისს ისინი ალბათ ჯერ პატარა ნერგები იყვნენ...

26 ივლისის ღამეს, როცა პატრიარქი კირიონი მოკლეს, ვერხვის ფოთლები დუმდნენ, არ თრთოდნენ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მოამზადა
გრიგოლ გაგნიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat