საქართველოს ეკლესიამ ამ პატივის მოპოვებისთვის რთული, მაგრამ ღირსეული გზა განვლო
საქართველოს ეკლესიამ ამ პატივის მოპოვებისთვის რთული, მაგრამ ღირსეული გზა განვლო
პატრიარქობის ინსტიტუტი
პირველ საუკუნეებში მოციქულების მიერ დაარსებულ ეკლესიებს ეპისკოპოსები მართავდნენ. ეს ეკლესიები ყველა დამოუკიდებლად იმართებოდა ანუ ავტოკეფალიურნი იყვნენ. ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში იმპერიის ფარგლებში 100-ზე მეტი ავტოკეფალიური ეკლესია არსებობდა. თანდათან დაიწყო მსხვილი საეკლესიო ერთეულების წარმოქმნა. ეს ერთეულები ძირითადად მსხვილი ქალაქების გარშემო იქმნებოდა, რომლებსაც მიტროპოლიტები (მეტროპოლი - დიდი ქალაქი) მართავდნენ. ეს ერთეულები კიდევ გამსხვილდა და ჩამოყალიბდა საპატრიარქოები. V-VI საუკუნეებში, ფაქტობრივად, უკვე დასრულდა პატრიარქობის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. საბედნიეროდ, მართლმადიდებელ სამყაროში დღეისათვის არსებულ საპატრიარქო საყდრის პატივის მქონე ცხრა ეკლესიას შორის არის საქართველოს სამოციქულო ეკლესია, რომლისთვისაც საპატრიარქო ღირსების ფლობა, გარდა პატივისა, კონკრეტულ რეგიონში მის ისტორიულ-გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე დაფუძნებულ ღირებულებას გულისხმობს. საქართველოს ეკლესიამ ამ პატივის მოპოვებისთვის რთული, მაგრამ ღირსეული გზა განვლო.

საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის დროს საქართველოს საპატრიარქო უკვე თითქმის ნახევარი საუკუნის ისტორიას ითვლიდა (XIს.-ის I მეოთხედი). ამგვარი ვითარება უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიას მოვიყვანთ: 1917 წელს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა, მაგრამ მისი საყოველთაო ცნობა, მათ შორის საპატრიარქო ღირსებისა, 1990 წელს მოხდა, ანუ საპატრიარქო ღირსების მქონე ქართული ეკლესია სამოც წელზე მეტ ხანს დე-ფაქტოდ არსებობდა. XI საუკუნის დასაწყისიდან ქართულ ეკლესიას პატრიარქები მართავდნენ, ამიტომაც იმ დროს ქართული ეკლესიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღიარება თავისთავად ნიშნავდა უკვე არსებული საპატრიარქო ღირსების იურიდიულ ცნობას, რომელსაც საფუძველი გაცილებით ადრეულ საუკუნეებში გააჩნდა. 1054-1057 წლებში ბიზანტიურმა საპატრიარქოებმა აღიარეს ქართული ეკლესიის უკანონო დევნა, ცნეს მისი ყველა უკვე არსებული უფლება და მათ შორის - საპატრიარქო ღირსებაც. მაგრამ ყოველივე ეს გაცილებით ადრე დაიწყო. მსოფლიო ეკლესიაში საპატრიარქო ეკლესიებად ჩამოყალიბების პროცესი, როგორც აღვნიშნეთ, V-VI საუკუნეებიდან იწყება და არ შეიძლებოდა, რომ ეს ქართულ ეკლესიასაც არ შეხებოდა. და მართლაც, "ქართლის ცხოვრების" ჩანართის მიხედვით, VII საუკუნეში ქართული ეკლესიის მეთაურს პატრიარქის ტიტულის ტარების უფლება მისცა ჯერ ანტიოქიის საპატრიარქომ, ხოლო შემდეგ - VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ. ჩანართის ცნობებს ადასტურებს უცხოეთში აღმოჩენილი ეპიგრაფიკული მასალაც. გუთეთშიც (დღევანდელი ყირიმის ნახევარკუნძული) აღმოჩნდა VIII საუკუნის დასაწყისის ბერძნული წარწერა, რომელშიც ქართული ეკლესიის მეთაურს პატრიარქი ეწოდება. აქ ქართულ ეკლესიას "საპატრიარქო საყდრად" არ მოიხსენიებდნენ, მას ეს ღირსება კარგა ხნის მიღებული რომ არ ჰქონოდა. ასე რომ, წარწერის თანახმად, 750 წელს ქართული ეკლესია უკვე საპატრიარქო ეკლესიაა.

საქართველოს ეკლესიის ისტორიის კვლევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ალბანეთისა და სომხეთის ეკლესიათა ისტორიის მასალებიც. ამ ეკლესიებს მსგავსი სტრუქტურა ჰქონდათ და ერთნაირად იყვნენ მოწყობილი. მათი ერთმანეთთან შედარება და ერთი ეკლესიის მაგალითზე მეორე ეკლესიის შესახებ დასკვნის გამოტანა თითქმის IX-X საუკუნეებამდე შეიძლება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ VII საუკუნეში ქართული ეკლესიის მეთაურს ისევე ჰქონდა პატრიარქის ტიტული, როგორც მისი მეზობელი ამიერკავკასიის ქვეყნების ეკლესიათა მეთაურებს.

VII საუკუნის I ნახევარში, "ქართლის ცხოვრების" თანახმად, ქართული ეკლესია სრულიად დამოუკიდებელი იყო, რომელმაც მიიღო საპატრიარქო ეკლესიად წოდების ღირსება. მალე, VII საუკუნის II ნახევარში, მოწვეულ VI მსოფლიო საეკლესიო კრებას დაუდასტურებია ქართული ეკლესიის საპატრიარქო ღირსება. ამ დროს კი ამიერკავკასიაში ძალზე რთული საეკლესიო ვითარება იყო. ბიზანტიური ორიენტაციის ეკლესიებს არაბები სასტიკად სჯიდნენ. არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ ქართული ეკლესიაც ჩამოეშორებინათ ბიზანტიის საეკლესიო გავლენისგან (ანუ მართლმადიდებლობისგან). ამგვარ სიტუაციაში სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, VI მსოფლიო საეკლესიო კრებას დაეკმაყოფილებინა ქართული ეკლესიის მისწრაფება სრული დამოუკიდებლობისკენ. აღიარებას, რომ მას არც ერთ სხვა რომელიმე ეკლესიასთან იერარქიული დამოკიდებულება არ ჰქონდა, თავად იყო სამოციქულო და სხვა სამოციქულო ეკლესიების თანასწორი, საპატრიარქო ღირსების მქონე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან ამ დროს არაბების მიერ გაძლიერებული იყო ე.წ. მონოფიზიტური სომხური ეკლესია, რომელსაც ჩვენი ეკლესიის შთანთქმაც ისევე უნდოდა, როგორც ეს ალბანეთის ეკლესიის მიმართ ჩაიდინა.

ყველა ამ მონაცემის გათვალისწინებით, უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოს საპატრიარქო დაარსდა არა XI საუკუნეში, არამედ VII საუკუნეში. მსოფლიო ეკლესიამ VII სუკუნეში აღიარა, რომ საქართველოს (ანუ მცხეთის) ეკლესია იყო სხვა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიების თანასწორი სამოციქულო ეკლესია. ის იყო საპატრიარქო, ხოლო მისი მეთაური - პატრიარქი. VII საუკუნეში ფორმირებული საქართველოს საპატრიარქო არსებობდა VIII საუკუნის შუა წლებამდე. ამ დროს ერთიანი ქართული ნომინალური "ქართლის სამეფოს" დაშლას შედეგად მოჰყვა ქართული საპატრიარქოს დაშლა, რამაც იმ საუკუნეებშივე ორი - "აფხაზეთისა" (დასავლეთ საქართველოს) და "ქართლის" (აღმოსავლეთ საქართველოს) - საკათალიკოსოს წარმოქმნა გამოიწვია, ხოლო როცა ქვეყანა კვლავ პოლიტიკურად გაერთიანდა, ხელახლა გახდა საჭირო საპატრიარქო პატივის მოპოვება, რაც მელქისედეკ I-მა შეძლო.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat