მართლმადიდებელი ეკლესია მადაგასკარზე
მართლმადიდებელი ეკლესია მადაგასკარზე
კუნძული მადაგასკარი აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად, ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. სიდიდის მიხედვით ის მეოთხე კუნძულია მსოფლიოში გრენლანდიის, ახალი გვინეისა და ბორნეოს შემდეგ.

მადაგასკარზე უნიკალური ფლორა და ფაუნაა, რომელიც დედამიწაზე არსად გვხვდება. უნიკალურია მადაგასკარის მოსახლეობაც.

ითვლება, რომ მალაგასიელები (მადაგასკარის ძირითადი მოსახლეობა) წარმოშობით ინდონეზიიდან არიან და ეს მადაგასკარის ცენტრალური დაბლობის მკვიდრთა გარეგნობაზე პოვებს ასახვას, მაგრამ სანაპირო რაიონების მაცხოვრებლები, განსაკუთრებით კი - დასავლეთსა და სამხრეთში, უფრო შავი ფერისანი არიან და ზანგური ნაკვთები აქვთ. ეს ფიზიკური მახასიათებლები იმაზე მიუთითებს, რომ ოდესღაც აფრიკელები მატერიკიდან კუნძულზე გადმოსახლებულან. საერთო ჯამში კი მადაგასკარის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კოლორიტულ ნარევს წარმოადგენს - ღია ფერის კანიან, სუსტად გამოხატულ აფრიკულ ან ინდონეზიურ ტიპაჟებს, რაც ამ ხალხს ეთნიკურ განუმეორებლობას სძენს.

კუნძულზე სახლობს ცხრამეტი ეთნიკური ჯგუფი (თუ ტომობრივი გაერთიანება), თუმცა ოფიციალურ ენად მალაგასიური ითვლება. მრავალი ტომი საკუთარი დიალექტით სარგებლობს. მადაგასკარი 80 წლის განმავლობაში საფრანგეთის კოლონია იყო, ამის გამო ფრანგული მეორე გავრცელებული ენაა კუნძულზე, მაგრამ ამ ენაზე ლაპარაკობენ მხოლოდ განათლებული ფენის წარმომადგენლები და ბიზნესით დაკავებული პირები. ინგლისურად მადაგასკარზე თითქმის არ საუბრობენ.

ბუნებრივი სიმდიდრისა და ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, მადაგასკარი მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება. ჯანდაცვისა და განათლების სისტემები განვითარების ძალიან დაბალ დონეზეა. სოფლების უმრავლესობას სკოლაც კი არ გააჩნია. იქ უწიგნურობა ჩვეულებრივი მოვლენაა. უფრო მსხვილ დასახლებულ პუნქტებში სკოლები არის, მაგრამ ოჯახები, რომელთაც სწავლების საფასურის გადახდა არ შეუძლიათ, შვილებს იშვიათად გზავნიან სასწავლებლად. ქუჩებში ხშირად შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც რვა წლიდან საქონელს მწყემსავენ, ბოსტნეულით, ხილით ან ნახშირით ვაჭრობენ.

სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები პირველყოფილ დონეზეა. ამის გამო ისეთი დავაადებები, როგორიც არის ქოლერა, მალარია, ჰეპატიტი და მენინგიტი, მთელ ქვეყანაშია გავრცელებული.

სახელმწიფო სისტემა მოსახლეობას ვერც საცხოვრებლით და ვერც სახლების შესასყიდი კრედიტით უზრუნველყოფს, ამიტომ ქუჩებში ასობით უსახლკარო ადამიანს წააწყდებით, რომლებიც მუყაოს ყუთებისგან იკეთებენ საცხოვრებელს.

ამ დროისთვის მადაგასკარის მოსახლეობა 13 მილიონს შეადგენს, რომელთა 53% სხვადასხვა ტომობრივ-წარმართული სარწმუნოების აღმსარებელია, 40% კი ქრისტიანი (კათოლიკეები, პროტესტანტები). იზრდება ისეთი სექტების რაოდენობაც, როგორნიც არიან მეშვიდე დღის ადვენტისტები, ორმოცდაათიანელები და სხვ. მოსახლეობის 7% მუსულმანია.

მადაგასკარზე ქრისტიანობა ძალიან ნელა ვრცელდებოდა. მან აქ ღრმად ვერ გაიდგა ფესვი. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მტკიცედ მისდევს ტომობრივ რელიგიებს. გაქრისტიანებულთა შორისაც კი შეინიშნება უძველესი ტომობრივი სარწმუნოების ძლიერი გავლენის კვალი.

მალაგასიელები მტკიცედ იცავენ საგვარეულო რიტუალებს, რომლებიც მიცვალებულებსა და მათ სულებთან არის დაკავშირებული. ეს ჩვეულებანი მალაგასიელების კულტურისა და ცხოვრების წესის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ერთ-ერთი უძველესი ჩვეულებათაგანია "მიცვალებულის გადაბრუნება" - გარდაცვლილის ნაწილები პერიოდულად ექსჰუმირდება და ხელახლა იმარხება. ამასთან, მიწაში დამპალ ტანსაცმელს ახლით უცვლიან. ეს პროცესი რიტუალური ცეკვებისა და სიმღერების თანხლებით მიმდინარეობს და ხშირად ათი დღეც გრძელდება.

კუნძულზე ქრისტიანობის გავრცელების ხელისშემშლელი კიდევ ერთი ფაქტორი იზოლაციაა - მადაგასკარის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში გზების არარსებობის გამო უამრავი სოფელი სრულიად მოწყვეტილია ცივილიზებულ სამყაროს. მისიონერები ვერ ახერხებენ ამ სოფლების რეგულარულად მონახულებას და ადგილობრივი მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში თავის ტომობრივ სარწმუნოებას უბრუნდება.

მადაგასკარის მართლმადიდებელი ეპარქია ალექსანდრიის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.

კუნძულზე მართლმადიდებლურ მისიას 1994 წელს ჩაუყარა საფუძველი მღვდელმონაზონმა ნექტარიოსმა (კელისი), რომელიც სანამ მისიონერი გახდებოდა, ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში წმინდა ნექტარიოსის მონასტერში მსახურობდა. 1994 წელს მამა ნექტარიოსი ავსტრალიის ეპისკოპოსისა და ზიმბაბვეს მიტროპოლიტის უნეტარესი ქრიზოსტომოსის კურთხევით გაემგზავრა მადაგასკარზე ახალი მართლმადიდებელი თემის დაფუძნების იმედით. ხუთი წლის შემდეგ კუნძულის მართლმადიდებლური ეპარქია ითვლიდა 12 000 მორწმუნეს, რომლებიც მზად იყვნენ, მიეღოთ წმინდა ნათლისღება.

1997 წლის 23 სექტემბერს პატრიარქ პეტრე VII-ის კურთხევით ალექსანდრიის ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა ნექტარიოსი მადაგასკარის პირველ ეპისკოპოსად გამოარჩია.

"უფალმა ჭეშმარიტად აკურთხა მისია მადაგასკარზე, - წერდა სტატიაში "მართლმადიდებელი ეკლესია მადაგასკარზე" მატინა კუვუსისი, - ადგილობრივი მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი ინტერესდება მართლმადიდებლობით და მალაგასიელი ძმები დიდი სიყვარულითYეკიდებიან ჩვენს ეკლესიას".

1996 წელს სოფელ ამბოხიდავას მკვიდრი 86 წლის მოხუცი კატეხიზაციის შემდეგ, რომელიც წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა, ძლიერ ითხოვდა ნათლისღებას. ერთ-ერთ ადგილობრივ მღვდელს, რომელიც ამ რაიონში კატეხიზაციაზე იყო პასუხისმგებელი, მან უთხრა, რომ თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულის მოახლოებას გრძნობდა და მისი სანუკვარი სურვილი იყო, მომკვდარიყო მართლმადიდებელ ქრისტიანად. თავდაპირველად ეპისკოპოსი ნექტარიოსი (მაშინ - მღვდელმონაზონი ნექტარიოსი) ყოყმანობდა - ამ რაიონში ნათლისღების ჩატარება მას ნაადრევად მიაჩნდა, რადგან ხედავდა, რომ ხალხი ჯერ არ იყო გამყარებული რწმენაში და შეეძლო, ტომობრივ რელიგიას დაბრუნებოდა, მაგრამ მოხუცებული ისე დაჟინებით მოითხოვდა მონათვლას, რომ დათანხმდა. ქალს ნათელ სცეს და მარიამი დაარქვეს. ის ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან ზიარების მესამე დღეს აღესრულა.

ერთხელაც, ერთ-ერთი მისიონერული მოგზაურობისას, ეპისკოპოსმა ჩაუარა სოფელ ამბოვონდრამანესს, სადაც წინათ ქადაგებდა. იქაურებმა შეატყობინეს, რომ ცოტა ხნის წინ იქ ორი ამერიკელი ბაპტისტი მისიონერი ყოფილიყო საქადაგებლად. ბაპტისტები სოფელში სამი დღე დარჩენილიყვნენ. ვიზიტის დასასრულს მისიონერებს მასობრივი ნათლობის მოწყობა მოესურვებინათ და მოსახლეობისთვის აღეთქვათ, ეკლესიას, სკოლასა და საავადმყოფოს მალე აგიშენებთო. ლაპარაკი რომ დაასრულეს, სოფლის თავკაცი, ფოკოტანი, თურმე წამოდგა და თანასოფლელთა სახელით წარმოთქვა: "ჩვენ შეგვეძლო, თქვენი გამგზავრება პირველსავე დღეს მოგვეთხოვა, მაგრამ მოგისმინეთ - გვინდოდა გაგვეგო, რისი თქმა გსურდათ. ახლა, როცა ქადაგება დაამთავრეთ, გთხოვთ, დატოვოთ ჩვენი სოფელი და არასოდეს დაბრუნდეთ. ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ეკლესია, სკოლები და საავადმყოფოები, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ!"

"ეს სასწაულს ჰგავდა, - წერს თავის სტატიაში მატინა კუვუსისი, - ეს ხალხი მონათლული არ იყო, მათთვის მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ არ აეშენებინათ, არ შეჰპირებოდნენ ასეთ მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ მათ ჭეშმარიტად მიიღეს მართლმადიდებლობა თავიანთ გულებში. თანაც ეს სოფელი პირველი იყო მადაგასკარზე, რომელიც მართლმადიდებლური კატეხიზმოს ქადაგებაზე დათანხმდა. დღეს სოფელ ამბოვონდრამანესის მოსახლეობა მთლიანად მართლმადიდებელია. კიდევ არაერთი ამაღელვებელი ამბის მოყოლა შეიძლება იმის შესახებ, რაოდენ მტკიცედ იდგა მართლმადიდებლობაზე მალაგასიელი ხალხი".

მადაგასკარზე მართლმადიდებლური მისია იზრდება და ქვეყნის ახალ ოლქებში ვრცელდება. 1995 წელს კუნძულზე უკვე იყო 63 მართლმადიდებლური სამრევლო, შვიდი სკოლა და თორმეტი ადგილობრივი მღვდელი. მადაგასკარის ხელისუფლებამ მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად აღიარა.

გარდა ამისა, დამთავრდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ალასორის გარეუბანში, რომელსაც სასწრაფო დახმარების მანქანები ფრანგულმა კომპანია "სიტროენმა" შესწირა.

ეპისკოპოსმა ნექტარიოსმა მონაზვნად აღკვეცა პირველი მალაგასიელი ქალი, სახელად ქრისტოდულა. ის განაგრძობს ღირსეულ მორწმუნეთაგან ღვთისმსახურთა გამორჩევასა და ხელდასხმას.

მისია მთელი ამ ხნის განმავლობაში მონაწილეობდა ხელმოკლეთა დახმარების პროგრამებში.

მავრიკიის კუნძული, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასდროს ყოფილა მართლმადიდებელი. მხოლოდ 1997 წლის 23 სექტემბერს ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ის მადაგასკარის ეპარქიაში შეიყვანა.

ეპისკოპოსმა ნექტარიოსმა ავსტრალიაში ყოველწლიური ვიზიტის დროს ერთი დღე გაატარა მავრიკიაში. ის ძალიან წუხდა, რომ აქ მართლმადიდებლობა გავრცელებული არ იყო. 2000 წლის დასაწყისში ეპისკოპოსს დაუკავშირდა ადგილობრივი მკვიდრი რიჩარდ ლესაჯი, რომელიც მანამდე მართლმადიდებლური საკითხებით იყო დაინტერესებული და თანამოაზრეებს ეძებდა. მან ეპისკოპოს ნექტარიოსს გააცნო ელენა ბარდი - ღრმად მორწმუნე ქალი, რომელიც ადგილობრივ ექიმს გაჰყვა ცოლად და მავრიკიაში დასახლდა. ეპისკოპოსის კურთხევით, მან სასწრაფოდ ჩამოაყალიბა მართლმადიდებელი თემი, რომელიც ორმოცდაათზე მეტი ადამიანისგან შედგებოდა. ისინი იკრიბებოდნენ სახარების შესასწავლად, ერთობლივი ლოცვისთვის და ნათლისღებისთვის ემზადებოდნენ.

2000 წლის 9 ოქტომბერს ხელი მოეწერა მავრიკიის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებას, რის შემდეგაც ეკლესია ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული კუნძულის მთავრობის მიერ.

2000 წლის 15-22 დეკემბერს ალექსანდრიის პატრიარქის პეტრე VII-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოსი ნექტარიოსი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა მავრიკიას, სადაც მას ახალშექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებმა თბილი შეხვედრა მოუწყვეს. მათ პირველად იხილეს მართლმადიდებელი ღვთისმსახური და ამით აღფრთოვანებულნი იყვნენ. ეპისკოპოსის ვიზიტის პროგრამაში ჩართული იყო მრავალსაათიანი მეცადინეობები კატეხიზმოში, ოფიციალური ვიზიტები მინისტრებსა და პარლამენტის წევრებთან. ეპისკოპოსმა ნექტარიოსმა პირველად კუნძულ მავრიკიაზე ინგლისურ ენაზე ჩაატარა საღვთო ლიტურგია და ნათლისღების საიდუმლო აღასრულა.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
27.07. 2020
დიანა (მარიამი)
მართლაც,ვინც ეძიებს,ის ჰპოვებს კიდევაც.გამაოცა სოფლის თავკაცმა,ჯერ კიდევ მოუნათლავმა,როგორ დაიცვა მართლმადიდებელი სარწმუნოება.უფალი არავის ტოვებს მისი შემეცნების გარეშე,მხოლოდ გულის კარები უნდა გაუხსნას ადამიანმა.
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat