ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია
ალეუტის კუნძულებზე პირველი მუდმივი რუსული დასახლება კურსკის გუბერნიის მკვიდრმა, ვაჭარმა გრიგოლ შელეხოვმა დააარსა. შელეხოვს ადგილობრივ მოსახლეობასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა, თან იმასაც ცდილობდა, მათთვის მართლმადიდებლობის ძირითადი დებულებები შთაენერგა, ასწავლიდა ლოცვას და რაკი მრეწველებს შორის მღვდელი არ იყო, თვითონვე ნათლავდა.

1793 წელს გრიგოლ შელეხოვისა და მისი ახლობლის, ირკუტსკელი ვაჭრის ივან გოლიკოვის წარდგენით რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ალასკაზე პირველი მართლმადიდებლური მისია მიავლინა. მისია, რომელსაც არქიმანდრიტი იოასაფი მეთაურობდა, 1794 წლის სექტემბერში კუნძულ კადიაკზე ჩავიდა.

1799 წლის 10 აპრილს არქიმანდრიტ იოასაფს ირკუტსკში კადიაკის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უკან დაბრუნებისას ეპისკოპოსის ხომალდი ჩაიძირა. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კარგა ხნით შეაფერხა მისიის მოღვაწეობა.

1823 წელს კუნძულ უნალაშკოზე ჩავიდა მღვდელი იოანე ვენიამინოვი (შემდგომში - მოსკოვისა და კოლომენის მიტროპოლიტი ინოკენტი). მამა იოანემ თავისი მრევლის ენა და წეს-ჩვეულებანი შეისწავლა, შექმნა დამწერლობა და ალეუტის ენაზე თარგმნა ბიბლია და ზოგიერთი საღვთისმსახურო წიგნი.

1840 წელს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ჩრდილოეთ ამერიკის ცალკე საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა. იმავე წელს დაქვრივებული მამა იოანე ბერად აღიკვეცა ინოკენტის სახელით და კამჩატკის, კურილისა და ალეუტის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.

1867 წელს ალასკა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდეს, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი კუთვნილი ტაძრები და მიწის ნაკვეთები შეინარჩუნა.

1872 წელს საეპისკოპოსო კათედრა ნოვოარხანგელსკიდან სან-ფრანცისკოში გადაიტანეს, ხოლო საეკლესიო ღვთისმსახურებაში ინგლისური ენა დამკვიდრდა.

XIX საუკუნის მიწურულს დასავლეთ უკრაინიდან და იმიერკარპატეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მასობრივი ემიგრაცია დაიწყო. მიგრანტები უმთავრესად უნიატები იყვნენ - გალიციელები, ბუკოვინელები, კარპატოროსები... იქ ისინი მართლმადიდებლობას იღებდნენ, ტაძრებს აშენებდნენ და რუს მართლმადიდებელ მღვდლებს ღვთისმსახურების აღსასრულებლად იწვევდნენ.

1889 წელს ამერიკაში ბერძენი კათოლიკე მღვდელი ალექსი ტოვთი ჩავიდა და მინეაპოლისში არსებულ კარპატოროსების უნიატურ სამრევლოს ჩაუდგა სათავეში. 1891 წელს მამა ალექსი მრევლითურთ მართლმადიდებლობაზე მოექცა. მის მაგალითს სხვა უნიატურმა თემებმაც მიბაძეს. 1891-1914 წლებში ამერიკის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას 120-მდე უნიატური სამრევლო შეუერთდა. 1916 წელს მათ საფუძველზე ჩამოყალიბდა პიტსბურგის ეპარქია, რომლის პირველი ეპისკოპოსი გახდა მისი მაღალუსამღვდელოესობა სტეფანე (ძიუბაი).

1905 წელს ალეუტისა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ცენტრი ნიუ-იორკში გადაიტანეს. 1904 წელს აშენებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია საკათედრო ტაძრად იქცა. 1907 წელს ეპარქიას ჩრდილო ამერიკის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდა.

1917 წელს, რევოლუციამდე, ჩრდილოეთ ამერიკის ერქიეპისკოპოსი ევდოკიმე (მეშჩერსკი) და რამდენიმე მღვდელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე გაემგზავრნენ. რევოლუციის შემდეგ არქიეპისკოპოსმა ევდოკიმემ ამერიკაში დაბრუნება ვეღარ შეძლო და ე.წ. განმაახლებელთა განხეთქილებას მიემხრო. ამერიკის ეკლესიამ დაკარგა რუსეთის ფინანსური და სულიერი მხარდაჭერა.

1919 წელს ჩრდილოეთ ამერიკის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ მღვდელმთავრად აირჩია ეპისკოპოსი ალექსანდრე (ნემოლოვსკი), რომელიც რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა დაამტკიცა, მაგრამ 1922 წელს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავისი უფლებამოსილება ამერიკაში ჩასულ მიტროპოლიტ პლატონს (როჟდესტვენსკის) გადასცა, თვითონ კი ევროპაში გაემგზავრა. 1923 წელს პატრიარქმა ტიხონმა მიტროპოლიტი ოდესის ეპარქიის მეთაურობიდან გაათავისუფლა და ჩრდილოეთ ამერიკის კათედრაზე დაამტკიცა.

1924 წელს დეტროიტში შეიკრიბა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის კრება, რომელმაც რუსეთის უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებასთან კონსულტაციის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება ამერიკაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი ავტონომიის შესახებ. პასუხად პატრიარქმა ტიხონმა მიტროპოლიტი პლატონი ეპარქიის მმართველობისგან გაათავისუფლა, მაგრამ ის პატრიარქის ბრძანებას არ დაემორჩილა. ამ ამბის შემდეგ რუსეთისა და ამერიკის რუსულ ეკლესიებს შორის ურთიერთობა, პრაქტიკულად, შეწყდა.

უთანხმოება 1933 წლამდე გაგრძელდა. ამ წლის მარტში რუსეთის ეკლესიის პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (სტრაგოროდსკიმ) ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ვითარების გასარკვევად მთავარეპისკოპოსი ბენიამინი (ფედჩენკოვი) მიავლინა.

1933 წლის 16 აგვისტოს მიტროპოლიტ სერგისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მიტროპოლიტ პლატონს ღვთისმსახურება აეკრძალა, 22 ნოემბერს კი ალეუტისა და ჩრდილოეთ ამერიკის რუსული ეკლესიის ეპისკოპოსად მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქოსის ტიტულით დაინიშნა მეუფე ბენიამინი.

მიტროპოლიტი პლატონი სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. ის 1934 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა. მის მემკვიდრეს, მიტროპოლიტ თეოფილეს (პაშკოვსკის), მიტროპოლიტ სერგისავე ბრძანებით, 1935 წელს აეკრძალა ღვთისმსახურება.

1946 წლის 8 ნოემბერს კლივლენდში გაიმართა სრულიად ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება, რომელმაც განაჩინა: ეთხოვოს რუსეთის ეკლესიას, მიიღოს თავის წიაღში ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია, რომელიც 1937 წლიდან სამიტროპოლიტო ოლქად იწოდება. რუსეთის ეკლესიამ შეიწყნარა თხოვნა და მიტროპოლიტ თეოფილესაც დართეს ღვთისმსახურების ნება, ოღონდ იმ პირობით, თუ მას მიტროპოლიტ ბენიამინთან ერთად ჩაატარებდა.

1947 წელს რუსეთის ეკლესიამ ამერიკაში ლენინგრადის მიტროპოლიტი გრიგოლი (ჩუკოვი) მიავლინა. გრიგოლი მიტროპოლიტ თეოფილეს უნდა მოთათბირებოდა, რათა ჩრდილოეთ ამერიკის სამიტროპოლიტოს დედაეკლესიის წიაღში დაბრუნების საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილიყო, მაგრამ თეოფილემ შეხვედრაზე უარი თქვა. ამის შემდეგ რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა და წმინდა სინოდმა მას კვლავ აუკრძალეს ღვთისმსახურება. მიტროპოლიტი თეოფილე 1950 წელს დედაეკლესიასთან შეურიგებლად გარდაიცვალა.

1969 წელს რუსეთის ეკლესიასთან სამიტროპოლიტო ოლქის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები განახლდა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, 1970 წლის 9 აპრილს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ჩრდილოეთ ამერიკის სამიტროპოლიტო ოლქის იერარქებს აკრძალვა მოუხსნა და გამოსცა ტომოსი, რომლის თანახმადაც ამერიკის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია ებოძა, თუმცა ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალია არ ცნეს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და ელადის ეკლესიებმა.

1965 წელს ამერიკის ეკლესიის პირველ საჭეთმპყრობლად აირჩიეს მიტროპოლიტი ირინეოსი (ბეკიში).

1971 წელს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში მიიღეს ამერიკის ალბანეთის ეპარქია. 1972 წლის გაზაფხულზე ეკლესიას შეუერთდა ოცი ათასზე მეტი ადამიანი - მექსიკის ძველი კათოლიკური ნაციონალური ეკლესიის მღვდლები და მრევლი (ეს ეკლესია XX საუკუნის ოციან წლებში დაარსდა), რომელთაც მექსიკის საეგზარქოსო დააფუძნეს.

1960 წელს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა აშშ-სა და კანადაში მდებარე ორმოცამდე სამრევლო, რომლებიც რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყო.

ამჟამად ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია აერთიანებს 16 ეპარქიას, რომლებშიც 500-ზე მეტი სამრევლო შედის (აშშ, კანადა, არგენტინა, ბრაზილია, პერუ, ვენესუელა). მოქმედებს 15 მამათა და 10 დედათა მონასტერი, სასულიერო აკადემია და 2 სასულიერო სემინარია. მრევლი მილიონს აღწევს. სულ ამერიკაში 4 მილიონზე მეტი მართლმადიდებელი ცხოვრობს, რომელთა ნახევარი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილება.

ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას ხელმძღვანელობს უნეტარესი გერმანე, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat