მოგონებები
მოგონებები
მონაზონმა ლოკოკინას უნდა მიბაძოს, იჯდეს თავის კელიაში, როგორც ნიჟარაში, დუმდეს და აქეთ-იქით არ დადიოდეს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* უთქვამს მამა პართენს (აფციაური): "მონაზონმა ტრაპეზზე იმდენი საჭმელი უნდა აიღოს, რამდენიც თეფშის ფსკერის დასაფარავად იკმარებს".

მამა პართენს ჰკითხეს, - როგორ ლოცულობ იესოს ლოცვასო. უპასუხა: "როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვცდილობდი განმარტოებისთვის დრო მეპოვა, ვამბობდი იესოს ლოცვას, მუხლს უამრავჯერ მოვიდრეკდი. ახლა უმეტესწილად სკამზე დამჯდარი წარმოვთქვამ იესოს ლოცვას. როცა ხალხში ვარ, გონებაში წარმოვთქვამ, მარტომყოფი ჩუმად ვამბობ, ჩემთვის გასაგებად. როცა გული გამითბება, ვზივარ და ლოცვას ვუსმენ (გულში რომ მუდმივად თავისთავად აღევლინება, - კ.კ.), ხოლო როცა გულში ლოცვა დუმდება, მას კვლავ ჩურჩულით ვამბობ".

მამა პართენი ასევე ამბობდა: "ილოცე და თვითონ ლოცვა გასწავლის, როგორ ილოცო, ოღონდ ეცადე წაიკითხო ყურადღებით და აუჩქარებლად".

მამა პართენმა თქვა: "თუ ლოცვა არ მიდის, მაშინ გაათრიე". "რას ნიშნავს ეს, მამაო?" - ჰკითხეს. "თუ გინდა ყურადღებით ილოცო და არ შეგიძლია, გაიხსენე, რომელი ცოდვები გიშლის ხელს, შეინანე და კვლავ ილოცე. თუ ლოცვა კვლავ არ მოდის, მაშინ დაფიქრდი, ვის არ შეუნდე მთელი გულით, აპატიე მათ და კვლავ ილოცე. თუ კვლავ გიჭირს ლოცვა, მაშინ შეამოწმე თავი, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად, განსაკუთრებით ვისზე ზრუნავ. ისინი შენს გულში დანარჩენებს გაუთანასწორე. თუ ამანაც არ უშველა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტმა განსაცდელი დაგატეხა თავს, მაშინ ადექი და ლოცვა ხმამაღლა წარმოთქვი, თუნდაც შენი გონება და გული ქვასავით ყრუ იყოს. ოღონდ ადგილს ნუ შეიცვლი (საცხოვრებელს) და ლოცვას ნუ შეწყვეტ".

მამა პართენმა თქვა: "დევნის ჟამს, როცა ყოველ ღამეს შეიძლებოდა დავეპატიმრებინე, ლოცვა თავისთავად, წყაროს წყალივით მოედინებოდა გულიდან". "ახლა როგორ არის საქმე?" - ჰკითხეს მამა პართენს. "ახლა ეს წყარო მუდმივად უნდა განწმინდო ქვიშისგან, რომ არ დაწყდეს", - უპასუხა ღირსმა მამამ. შესაძლოა, ქვიშაში ის ამსოფლიურ საზრუნავსა და შთაბეჭდილებებს გულისხმობდა.

მამა პართენმა თქვა: "დემონი ყველანაირად ცდილობს, მონაზონი თავის მთავარ საქმიანობას ჩამოაცილოს. სულიერი წიგნების განგრძობილი კითხვაც კი უსარგებლოა, თუ მონაზვნის გონებას ლოცვას მოსწყვეტს. მინახავს მონაზვნები, რომლებიც სულიერ წიგნებს საათობით ისეთი აღფრთოვანებით კითხულობდნენ, როგორც ერისკაცები - რომანებს, მაგრამ არ აღასრულებდნენ, რაც იმ წიგნებში იყო დაწერილი. ვეუბნებოდი, - თქვენ უკეთესი უარესში გაცვალეთ-მეთქი".

მამა პართენი ამბობდა: "ზოგიერთი მონაზონი სამეცნიერო ლიტერატურას კითხულობს, რომ განათლებულ ერისკაცებთან მათ ენაზე საუბარი შეძლოს. მათ არ ესმით, რომ მეცნიერები მონაზვნებში იმას კი არ ეძებენ, რაც მათზე კარგად იციან, არამედ იმას, რაც არ აქვთ - სულიერებას".

მასვე უთქვამს: "მონაზონი, რომელიც მეცნიერებას მისდევს, სხვის საქმეს ასრულებს, თავს ანებებს ბერობას და მეცნიერიც ვერ ხდება. ბერის საქმეა, სიმყუდროვეში იესოს ლოცვა იმეოროს".

მამა პართენმა თქვა: "რამდენი წიგნი დაწერეს ადამიანებმა, მაგრამ დაივიწყეს წიგნთა წიგნი - წმინდა სახარება". იგი ამბობდა: "ახლა მეცნიერი ბევრია, მონაზონი - ცოტა".

მამა პართენს უთქვამს: "მონაზონმა ლოკოკინას უნდა მიბაძოს, იჯდეს თავის კელიაში, როგორც ნიჟარაში, დუმდეს და იქეთ-აქეთ არ დადიოდეს".

მამა პართენმა ბრძანა: "მრუშობის ცოდვაზე საუბრები, დარიგების მიზნითაც კი, უსარგებლოა. ისინი წამლავენ სულის წყლულებს და ადამიანი დაღუპვისკენ მიჰყავთ. რადგანაც ადამიანის სული საიდუმლოდ ელტვის მას, მრუშობის ვნება შეიძლება შეუმჩნეველი იყოს, როგორც ნაცარში გახვეული ბრდღვიალა ნაღვერდალი".

* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) ამბობდა: "იესოს ლოცვის ერთ-ერთი ნიშანია განმარტოებისა და მდუმარების სურვილი. ის, ვის გულშიც იესო ქრისტეს სახელია დავანებული, არ ამბობს დიდებულ სიტყვებს და ერთსა და იმავეს ორჯერ არ იმეორებს".

სქემიღუმენმა საბამ ბრძანა: "ვინც ღვთისმსახურებისას საუბრობს, ეშმაკის თანამოაზრე ხდება, რომელიც კაცისთვის ლოცვის წართმევას ცდილობს". თუ მამა საბას მსახურებისას საკურთხეველში საუბარი მოესმებოდა, მკვეთრად, რისხვითაც კი აწყვეტინებდა. თუ მსახურებისას რაიმეს შეეკითხებოდნენ - პასუხობდა, თუ კითხვას გაუმეორებდნენ, მაშინ ეტყოდა: ლიტურგიისას უფრო დიდი საქმე აღესრულება, ვიდრე სამყაროს შესაქმისას, შენ კი ეს არ გესმისო. ხშირად მამა საბა შეკითხვებზე არა სიტყვებით, არამედ ლოცვით პასუხობდა. ამბობდა ხოლმე: "ვილოცებ და პასუხი მოგეცემაო".

მამა საბა ამბობდა: ეშმაკი სულიერ შვილს თავისი მამის (მოძღვრის) საწინააღმდეგო ფიქრებით გამოცდის, გულში უმიზეზოდ უდებს ბოღმას, ზოგჯერ სულიერი მამის სახელის ხსენებაც კი აღიზიანებს. არ შეიძლება ეს მდგომარეობა მოძღვარს დაუმალოთ. უნდა მიხვიდეთ და აღიაროთ მის წინაშე. მაშინ ეშმაკი შერცხვენილი დარჩება. თუ დაფარავ, მაშინ ეს უფრო გახშირდება და ლამის ავადმყოფობად გადაიქცევა. ერთმა ჩემმა სულიერმა შვილმა, გოგონამ, მითხრა, - მამაო, თქვენი დანახვა აღარ მინდაო. ვუპასუხე: - არა, შენ გიყვარვარ, ეს ეშმაკს ვეჯავრები და მისი ხმა და შთაგონება შენი სულის ზრახვაში შეგეშალა-მეთქი.

სქემიღუმენმა საბამ თქვა: - სულიერი მამა ცხონებისთვის მიეცემა და არა მეგობრობისთვისო.

მამა საბა ამბობდა: "ვისაც გული განღებული აქვს სულიერი მამის მიმართ და მის სულში არ არის ფარისევლობა, მცირე დროში მისგან უფრო მეტ მადლს მიიღებს, ვიდრე სხვები - რამდენიმე კვირაში".

ერთ შფოთიან მღვდელმონაზონს მამა საბამ უთრა: "შენი მაგიდა წაუკითხავი წიგნებით იზნიქება, შენ კიდევ ახალს დაეძებო".

* სქემარქიმანდრიტმა სერაფიმემ (რომანცევი) ბრძანა: "ვინც იესოს ლოცვას მოიმუშაკებს, კარგი იქნება, შინ მაცხოვრის დიდი ხატი ჰქონდეს. ლოცვას ხატის წინ მუხლმოდრეკით დაიწყებს, მერე განაგრძობს და მაცხოვარს ხატზე კი არ უცქერის, არამედ საკუთარ გულში. თუ ლოცვა შეგისუსტდებათ, კვლავ ხატს შეხედეთ, მერე კი გონება კვლავ ლოცვის სიტყვებს მიაქციეთ. იესოს ლოცვისას უნდა შევიდეთ საკუთარ თავში და იქ ვიყოთ".

მამა სერაფიმემ თქვა: "ერთადერთი ღვაწლი ახალგაზრდისთვის - მორჩილებაა. მოსაგრეობა მორჩილების გარეშე - ოჩოფეხებით სიარულს ჰგავს".

მამა სერაფიმე ჰყვებოდა: "ჯვრის გამოსახვა არა მარტო სულიერ გადამდებ სნეულებას კლავს, არამედ ხორციელსაც. ომის დროს ასეთ სნეულთა შორის ვიყავი. ჩვენ ერთი ქვაბიდან გვიხდებოდა ჭამა. საჭმელს სამჯერ ჯვარს გადავსახავდი და არაფერი მემართებოდა".

თქვა მამა სერაფიმემ: "მხნე მორჩილი მკაცრად დასაჯე, უძლურს კი დაუთმე. ახლა ადამიანები მოუძლურდნენ, მალე სწყინთ და სასოს წარიკვეთენ ხოლმე. მე ვამჯობინებ შენიშვნის მიცემას მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში".

ერთ დედას, რომელიც შვილებზე ჩიოდა, მამა სერაფიმემ უთხრა: "შენ კარგად გახსოვს ეს მცნება: "პატივი ეც მამასა და დედასა შენსა". მაგრამ დაივიწყე მეორე: "მშობლებო, ნუ გაამწარებთ შვილთა თქვენთა".

ბერმა ჰკითხა მამა სერაფიმეს: "რას ნიშნავს გულისთქმების აღიარება და რითი განსხვავდება ის აღსარებისაგან?" ბერმა უპასუხა: "სინანული - აღსარებაა ცოდვებისა, მოძღვართან გულისთქმების გამჟღავნება კი საფუძველი მონაზვნური ცხოვრებისა. ამ დროს უნდა გავხსნათ საკუთარი სული, მოვყვეთ არა მარტო ცუდი, არამედ ისიც, კარგად რომ გეჩვენება. განსაკუთრებით გაფრთხილდი, როცა რაღაც ხმა გეუბნება: "გაჩუმდი, ნუ მოუყვები ამას მოძღვარს". ხშირად კეთილი საქმის საბურველში ეშმაკის სიცრუე იმალება, დემონს ეშინია, რომ მოძღვარს საფრთხის შესახებ შეატყობინებ და გააფრთხილებ. ეშმაკი იმ მონადირეს ჰგავს, მარცვალს კაკანათის ქვეშ რომ ყრის, რათა მერე ჩიტი დაიჭიროს. თავს იმით ნუ მოიტყუებ, რომ მცირე რამ დაუმალე. სულიერ ცხოვრებაში მცირედ მნიშვნელოვანი არაფერია".

სქემარქიმანდრიტმა სერაფიმემ ბრძანა: "როცა კაცი წმინდანებს უფრო ხშირად მიმართავს, ვიდრე ღმერთს, მაშინ წმინდანები ბრაზობენ ასეთი ლოცვის გამო. მინახავს მონაზვნები, რომლებიც გადაშლიდნენ კალენდარს და რიგრიგობით ყველა წმინდანს ევედრებოდნენ, თან დიდ მეტანიებს ასრულებდნენ. ეს საქციელი მათ საბერო კანონის შესასრულებელ დროს ართმევდა. მე მათ ამგვარი ლოცვა ავუკრძალე და ვაკურთხე, იესოს ლოცვა ელოცათ".

მამა სერაფიმემ ერთხელ თქვა: "ბრაზიანი მოძღვარი - სულიერ შვილთათვის მუდმივი ეპიტიმიააო (მათი ცოდვების გამო)".

მღვდელმონაზონმა ჰკითხა სქემარქიმანდრიტ სერაფიმეს ერთ მეუდაბნოეზე, რომელიც ლოცვის დროს გულში მაცხოვრისა და წმინდანების ხატებს წარმოიდგენდა. მღვდელმონაზონს სურდა შეეტყო, თუ შეიძლებოდა ცხონება ამგვარი (მამებისგან აკრძალული) სახის ლოცვით. მამა სერაფიმემ უპასუხა: "ცხონდება ის კაცი თუ არა, არ ვიცი, მაგრამ შეუძლებელია, არასწორი ლოცვითი მუშაკობით უმაღლეს სულიერ საფეხურებს მიაღწიო. წარმოსახვა სამშვინველის თვისებაა და არა სულისა და ის დაკავშირებულია ვნებებთან. მამები ასეთ ლოცვას ადარებენ ღამის უკუნეთს, სადაც ნათელი არ კრთის, ადამიანმა არ იცის, საით მიდის, მტერი თავს ესხმის, მას არათუ პასუხის გაცემა და თავდასხმის მოგერიება, თავის არიდებაც კი არ შეუძლია". მღვდელმონაზონმა თქვა: "ვცადე, გადამერწმუნებინა, მაგრამ უშედეგოდ. მან თქვა, რომ ასეთი ლოცვა ისწავლა თავისი სულიერი მამისგან, რომელსაც ის წმინდანად აღიარებს". მამა სერაფიმემ უპასუხა: "სულიერი სამყაროს წარმოსახვამ შეიძლება დაფარული სიამაყის გრძნობა გამოიწვიოს. მას უკვე ეჩვენება, რომ ლოცვის დროს ის მართლაც ხედავს იმ სამყაროს. ბევრი ხიბლში ჩავარდნილი ამგვარად ლოცულობდა. ყოველ შემთხვევაში, ის მეუდაბნოე თუ ხიბლში არ არის, სახიფათო გზას მაინც ადგას".

მღვდელმონაზონს ამავე საკითხზე შეკითხვისას სქემიღუმენმა საბამ უთხრა: "შენ კი არ მეკითხები, არამედ გამომცდი, სწორად გიპასუხებ თუ არა. შენ ჩემს შესამოწმებლად მოხვედი, თორემ მეუდაბნოეზე უკვე გიპასუხეს. შენ თვითონ წაგიკითხავს, ასეთ ლოცვაზე რაც წერია "სათნოებათმოყვარეობაში", - მერე დაუმატა, - სულიერ ცხოვრებაში სახიფათო არა მარტო წარმოსახვაა, საშიშია სულიერი მამის წინაშე მზაკვრობაც". მღვდელმონაზონი დაიბნა, მაგრამ სულმოკლეობით არ აღიარა, რომ ეს ასეა, თქვა: "მსურდა შემეტყო, ამ დროს თუ არის გამონაკლისი". მამა საბამ უპასუხა: "თუ ბერს ბალღური უბრალოება აქვს, დაუჯერებს თავის მამას და წარმოუდგენს ზოგიერთ ნანახ გამოსახულებას, მაშინ უფალი ასეთ ლოცვას, როგორც გამონაკლისს, ისე მიიღებს".

სქემარქიმანდრიტმა სერაფიმემ თქვა: "ნეტარია ის, ვინც პირუტყვს იწყალებს. მაგრამ გიჟია, ვისაც პირუტყვი უყვარს და ამით ის ადამიანს გაუთანაბრა".

* ოლღას მონასტრის იღუმენია ანგელინა ამბობდა: "ახალგაზრდობაში მონაზონი ვნებებს ებრძვის, სიბერეში კი ვნებები თვითონ დაუტევებენ მას. ეს ერთი და იგივე არ არის. მონაზვნისთვის საუკეთესო დრო მისი ახალგაზრდობის წლებია".

იღუმენია ანგელინა ამბობდა: "ცრუ უვნებობა ხილულ ვნებებზე უარესია. ვნებებთან ბრძოლამ შეიძლება გაგამარჯვებინოს, ცრუ უვნებობა კი კაცს სატანის გათხრილ ორმოში აგდებს".

იღუმენია ანგელინა ჰყვებოდა: "მორჩილი მოვიდა და მითხრა, - დედაო, მაკურთხე ქალაქში ბაზარში რომ წავიდეო. ხვალ წახვალ-მეთქი. ის კი მევედრებოდა, - არა, დედაო, მაკურთხე, რომ დღეს წავიდეო. მაშინ ვუთხარი: "მაშინ ეს ჩემი კი არა, შენი კურთხევა იქნება. შენ ჩემგან გინდა საკუთარი ნების ასრულება".

* მონაზონმა ვალენტინამ თქვა: "მარხვა ჩვენთვის განსაცდელების დროა. დებო, ფრთხილად იყავით, ასანთის ანთებული ღერივით, ნუ ჩააგდებთ სიტყვას, რომ მერე ხანძარი არ მოედოს მონასტერს. თუ რომელიმე უძლურების გამო ჩხუბობს და ილანძღება, ნუ შეეკამათებით, ანუგეშეთ. ის მალე მიხვდება, რომ ეს განსაცდელი ეშმაკისგანაა და შეინანებს". მონაზონი ვალენტინა ამბობდა: "დედათა მონასტერში ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა კი არ უნდა იმსახუროს, არამედ მოხუცმა მღვდელმა, რათა არც თვითონ ცდუნდეს და არც ჩვენ შეგვამთხვიოს განსაცდელი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat