მოგონებები
მოგონებები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მგონია, რომ სვეტიცხოველი - ქვის მკერდია საქართველოსი, რომელშიც ცოცხალი გული ფეთქავს
ოლღას მონასტერი
(დასასრული)

ომის შემდგომ წლებში ათეიზმის იდეოლოგებმა მეთოდები შეცვალეს: მორწმუნეთა სისხლისმღვრელი დევნა და გენოციდი გაგრძელდა შედარებით ფრთხილი (თუმცა არანაკლებ მზაკვრული) ბრძოლის ხერხებით. დევნა-შევიწროების გარეგნულმა შერბილებამ ხელი შეუწყო მონასტრების მომლოცველთა მიერ მონახულებას.

ადგილობრივი მოსახლეობა დედა ანგელინას პატივისცემით ექცეოდა. იგი გასაგებ ენაზე საუბრის განსაკუთრებულ ნიჭს ფლობდა, გნებავთ, მსმენელი მეცნიერი ყოფილიყო ან უბრალო გლეხი, ანდა მუშა. ომის დროს მონასტრის კორპუსში ქურთების რამდენიმე ოჯახი დასახლდა. დედა ანგელინამ შეძლო ამ ადამიანების, მზის თაყვანისმცემელი წარმართების, პატივისცემა მოეპოვებინა და ისინიც, ხელისუფლების სურვილების საწინააღმდეგოდ, რომელმაც ეს ხალხი საგანგებოდ ჩაასახლა მონასტერში, არათუ არ აწუხებდნენ მონაზვნებს, არამედ დედა იღუმენიას მიმართ ყველანაირ პატივისცემას გამოხატავდნენ, ხელზეც კი ეამბორებოდნენ. მაგრამ ეს მეზობლობა მონაზვნებისთვის მაინც მძიმე გამოცდა იყო, რადგან ხმაურს, არ შეიძლებოდა, ხელი არ შეეშალა მათი მყუდროებისა და ლოცვისთვის.

ომის შემდეგ დედა იღუმენიამ საიდუმლო შემოწირულობა მიიღო იმისთვის, რომ ქურთებისთვის სხვა ადგილას შეეთავაზებინა საცხოვრებელი ფართი. ეტყობა, ისინიც თავს უხერხულად გრძნობდნენ დედათა მონასტერში ცხოვრების გამო, ამიტომაც მონასტრის დატოვებას დასთანხმდნენ. აიღეს სახლის საყიდელი თანხა და სავანიდან გაემგზავრნენ. ზოგიერთი მათგანი, დედაკაცები, საიდუმლოდ რომ იყვნენ მონათლულნი, იღუმენიასთან დამშვიდობებისას ტიროდა, თითქოს მშობელ დედას ეთხოვებოდა.

ოლღას მონასტრის კეთილმოწესე იმ დროს იყო არქიმანდრიტი ზინობი (მაჟუგა), შემდგომში თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი, მოღვაწე და მომუშაკე იესოს ლოცვისა. ყოველწლიურად, დიდმარხვის წინ, ყველიერის კვირაში, მონასტერში კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი (ფხალაძე) მოდიოდა ხოლმე. მონასტერს ასევე ხშირად სტუმრობდა მიტროპოლიტი, მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი (სიდამონიძე), ნათესავი კათოლიკოს პატრიარქ ლეონიდესი (ოქროპირიძე), რომელიც 1921 წელს, ინტრონიზაციიდან ორი წლის შემდეგ, საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა (ზოგიერთები ეჭვობენ, რომ ის ნაძალადევი სიკვდილით აღესრულა). მიტროპოლიტ ეფრემთან იღუმენია ანგელინას სულიერი მეგობრობისა და ურთიერთშეწევნის ათწლეულები აკავშირებდა. ეკლესიის დევნის დროს მან საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებები და სისასტიკე განიცადა. მეუფე სავანის დედებს ესაუბრებოდა ხოლმე. როცა რომელიმე მათგანს დამწუხრებულს და სასოწარკვეთილს ხედავდა, ცდილობდა, გახუმრებოდა და ამით გაემხნევებინა.

სიცოცხლის ბოლოს იღუმენია ანგელინა მძიმედ ავად გახდა - დამბლა დაეცა, სიარული აღარ შეეძლო და ტაძარში ეტლით დაჰყავდათ, სადაც ის მსახურებას უსმენდა. კათოლიკოს-პატრიარქმა ის სქემაში აღკვეცა, როცა აღესრულა, პატივით დაკრძალა ტაძრის დასავლეთ კედელთან.

ოლღას მონასტერი მთებშია და ამიტომ წლის უმეტეს ნაწილს დაფარულია მზის სხივთაგან. აქ მოხვედრილ კაცს ჰგონია, რომ ხეობაში იმყოფება, სადაც სიჩუმე და ნისლია გამეფებული. მონასტრის ქვემოთ მთის წმინდა წყარო მოედინება. მთის ბაქნიდან ქალაქის საოცარი ხედი იშლება. მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა.

მცხეთის აღმოსავლეთით, მთის მწვერვალზე აგებულია ჯვრის ტაძარი, სადაც ინახებოდა მირონმდინარე კედრიდან შექმნილი ჯვარი, რომელშიც ჩატანებული იყო გოლგოთის ჯვრის ნაწილი. მრავალ ფსალმუნში მეფე დავითი მთა სიონს აქებს. "სიონი" - საგუშაგო კოშკს ნიშნავს. სიონის მთაზე აღმართული იყო საგუშაგო კოშკი, რომლიდანაც ქალაქის მცველი ჯარისკაცები მიდამოს უთვალთვალებდნენ. ამგვარ საგუშაგო კოშკს ჰგავს ჯვრის ეკლესიაც, რომელიც იცავს მცხეთას. იგი ზოგჯერ გვირგვინი გგონია, რომელიც მთას თავზე დაურქვამს, ხან კი მცხეთის მაკურთხებელ მარჯვენას ჰგავს.

ძველად ჯვარსა და სვეტიცხოველს შორის ჯაჭვის კიბე ყოფილა გაჭიმული, რომლითაც, როგორც უფსკრულზე გადებული ხიდით, მონაზვნები და მომლოცველნი მცხეთიდან ჯვარზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მაგრამ ვინც ამ კიბეს უნანელი, ცოდვიანი შეუდგებოდა და ულოცველი, ამაო ფიქრით მოცული მიდიოდა, მოწყდებოდა ხოლმე და ქვემოთ ვარდებოდა. ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლები ახეხებდა ამ საჰაერო გზის გავლას, მერე კი ადამიანთა ცოდვების სიმძიმის გამო თვითონ ეს ჯაჭვიც გაწყდა.

მწვანეში ჩაფლული მცხეთა მწვანე, ლურჯი და ყვითელი ფერებით ბზინვარებდა და მრავალფეროვან ბროლს ჰგავდა. მგონია, რომ სვეტიცხოველი - ქვის მკერდია საქართველოსი, რომელშიც ცოცხალი გული ფეთქავს.

ოლღას მონასტრის შორიახლოს, კლდის კალთიდან შეიძლებოდა საათობით დამტკბარიყავი ამ წმინდა ქალაქის ცქერით. დიახ, უკვე აღარ არსებობს სამეფო სასახლეები, მრავალი ტაძარი ნანგრევებადაა ქცეული, ძველი ქოხებისა და დიდებულთა ციხესიმაგრეების ადგილას სხვა შენობები აშენდა, ფილებით მოკირწყლულ ქუჩაზე ასფალტი დააგეს და ცემენტი დაასხეს, მაგრამ ეს მხოლოდ სარკოფაგია, რომელიც კაცთა მზერისგან ფარავს ძველი მცხეთის სახეს. მისი სიწმინდის მადლს ვერ გაანადგურებ, აქ მიწა ისევე წმინდაა, როგორც საუკუნეების წინათ და სვეტიცხოვლიდან წყაროსავით მოედინება ღვთის მადლი და მთელ საქართველოს მოეფინება.

ადრე ძალზე მიყვარდა ბინდბუნდის ჟამი, როცა ცაზე ერთიმეორის მიყოლებით აინთება ვარსკვლავები და მათთან ერთად - ჩირაღდნები ქალაქში, ვითარცა მიწაზე დაცემული ვარსკვლავები, ანდა როგორც ტბაში არეკლილი ზეციური ცეცხლის ალი. მთების სილუეტები უფრო და უფრო მუქდება. სწორედ ამ ჟამს თითქოს წყდება საუკუნეთა ბმულობა. დრო უკან ბრუნდება და აი, ჩემს წინ მცხეთაა, სადაც წმინდა ნინო თავის ქოხში ქართველთა მოქცევისთვის ლოცულობს, სადაც აგებენ ტაძრებს წმინდა მეფეები, სადაც ქვეყნის ყოველი კუთხიდან უფლის კვართის თაყვანსაცემად მოდიან.

მთებს იქით მთვარე ამოდის, როგორც ღამის მზე, და მოცისფრო ნათელით ანათებს მთების მწვერვალებს. გგონია, ის ვარსკვლავთა ზღვიდან ამოხაპავს ვერცხლის ნაკადებს და დედამიწაზე გადმოღვრის. მთვარე ჰორიზონტს იქით იმალება, კვლავ ყველაფერი იფარება ბნელის საიდუმლო ფარდით. გესმის დაფაზე ხმადაბალი კაკუნი, რომელიც მონაზვნებს ღამის ლოცვაზე მოუხმობს. ისინი, თავიანთი მუქი სამოსით, სწრაფად და უჩუმრად, როგორც აჩრდილნი, ერთმანეთის მიყოლებით მიდიან ტაძარში.

განთიადის ჟამი დგება. ოქროსფერი ზოლი გაკვეთს აღმოსავლეთს, თითქოს შეინგრა ღამის ციხესიმაგრე და პირველი სხივები, როგორც მეწინავე რაზმელები, შიგნით შეიჭრნენ. ეცემა ღამის ციხის კედლები, განთიადის ცეცხლის სხივები მოიცავს ცის კაბადონს და გამოსტაცებს ღამეს სვეტიცხოვლის ტაძარს, და ისიც, როგორც მეფის სასახლე, თავისი საკვირველი სილამაზით აღმართულა მცხეთის ზევით.

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, შემოხაზულ წრეში ჩაუწერიათ - "დედამიწის ცენტრი". აქ ხდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები კაცობრიობის ისტორიაში, უფრო სწორად, კოსმოსის ისტორიაში. მსგავსად ამისა, ადგილი, სადაც უფლის კვართია დაკრძალული - არის ის საფუძველი, რომელზეც, ხატოვნად რომ ვთქვათ, დგას მთელი საქართველო. აქედან დაიწყო ქრისტიანული ივერია, აქედან იღებდა ის იმ ძალებს, ისტორიის ქარიშხლები რომ გამოატარა და მერე როდის - როცა სამეფოები და ერები იღუპებოდნენ და იძირებოდნენ, როგორც ხომალდის ნარჩენები. ცხოველმყოფელი სვეტი - ეს უხილავი ხელია, რომელიც იჭერს საქართველოს, როგორც ხელი დედისა, რომელსაც ყრმა უპყრია.

ამოდის მზე - თითქოს ვიღაცის დახატულმა სურათმა პალიტრის ფერებით გაიბრწყინა უეცრად. მთები მოცისფრო, მოლურჯო და ნარინჯისფერ ყვავილებს ემსგავსებიან. მაგრამ მეორე მზე, რომელიც მოჰფენს მთელ დედამიწას - ეს უფლის კვართია, მცხეთის ზემოთ მეორე ცა კი - სვეტიცხოვლის ტაძარი.

უეცარი სიხარული.
ოდესღაც ოლღას მონასტრის იღუმენია ანგელინა გვიყვებოდა: "რევოლუციის შემდეგ საშინელი დრო დაგვიდგა, გამოვიარეთ შიმშილი, სიცივე. ზოგჯერ ლუკმაპურიც კი არ გვქონდა, მაგრამ ამ განსაცდელებისას უფალს არ მივუტოვებივართ და ყველაზე მძიმე წლებში, არცთუ იშვიათად, შეგვეწეოდა ისეთი ადამიანების მიერ, რომელთაც ვერ წარმოვიდგენდით. სავანეში თავს ღვთისმშობლის საფარველქვეშ ვგრძნობდით. სავანეში არის მისი ხატი, "უეცარ სიხარულად" წოდებული, და როცა გვეგონა, რომ უკვე გამოსავალი აღარ იყო და ვერც ვერავინ შეგვეწეოდა შეჭირვების ჟამს, ღვთისმშობელი მოულოდნელად მოგვივლენდა შეწევნას. საოცრად ახლობელი და გასაგები იყო ჩვენი გულებისთვის ზეციური დედოფლის სახელი - "უეცარი სიხარული".

ყოველდღიურად ვევედრებოდით წმინდა ნიკოლოზს ან ტაძარში, ან კელიაში, ვინმე მონაზონთაგან დაუჯდომელს უკითხავდა. კეთილისმყოფელნი თბილისშიც გვყავდა. ზოგჯერ ისინი ჩვენთვის პროდუქტს ყიდულობდნენ ან ფულს აგროვებდნენ და ალექსანდრე ნეველის ტაძრის კარიბჭეში გვიტოვებდნენ, სადაც ახლა სანთელს ყიდიან. ერთხელ სავანეში პურის ნამცეციც კი აღარ დაგვრჩა. ადუღებულ ბალახის ნაყენს ორცხობილის ნამცეცები შევატანეთ. გადავწყვიტეთ, თბილისიდან წამოგვეღო ჩვენი კეთილისმყოფელების შემოწირულობა. ჩვეულებისამებრ, ტაძარში შევედით, მაგრამ იმ დღეს ჩვენს ნაცნობთაგან ვერავინ ვნახეთ. ვისხედით იქ საღამოს მსახურებამდე. მწუხრი დაიწყო, მე და მონაზონმა ვალენტინამ გულმხურვალედ დავუწყეთ ვედრება წმინდა ნიკოლოზს - დაპურებას ვთხოვდით. დამთავრდა ლოცვა, მაგრამ ტაძრიდან გამოსვლა არ გვინდოდა. ვგრძნობდით, წმინდა ნიკოლოზი დაგვეხმარებოდა, მაგრამ ნაცნობი მაინც არავინ ჩანდა. ტაძრის დაკეტვის დროც დადგა. აცრემლებულნი გამოვედით ტაძრიდან.

"ეტყობა, წმინდა ნიკოლოზმა ჩვენი ცოდვების გამო არ შეისმინაო", - გავიფიქრეთ, სხვა გზა აღარ იყო - სადგურზე უნდა წავსულიყავით და მცხეთის მატარებელს დავლოდებოდით. იმ დროს მონაზონი ქუჩაში თავს ვერ გამოაჩენდა სამონაზვნე სამოსით, ამიტომ უბრალო ერისკაცული ტანსაცმელი გვეცვა და თავზეც საგანგებოდ ფერად-ფერადი თავსაბური გვეხურა.

მატარებელი იგვიანებდა. მცხეთაში დაღამებისას ჩავედით. მონასტრის გზა ტყეში გადიოდა. მაშინ მცხეთის მიდამოებში ავაზაკები იმალებოდნენ, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგვრჩა. ღამის სიბნელეში ლოცვით მივდიოდით ტყეში. უეცრად ჩვენს წინ რამდენიმე კაცი აღიმართა და ადგილიდან არ დაიძრეთო, - გვიყვირეს. მივხვდით, ავაზაკთა ხელში ჩავცვივდით. "ჩქარა, ფული მოგვეცით", - იყვირა ერთმა. "ჩვენ თვითონ ღატაკები ვართ", - ვუთხარი. "ახლავე გაგჩხრეკთ და გავიგებთ ამას", - თქვა ერთმა კაცმა. შევშინდით, ყვირილი არაფერს გვიშველიდა, ყელი გამიშრა. "ჩვენ მონაზვნები ვართ, გაგვიშვით ღვთის გულისათვის", - ვითხოვე. "ტყუი, მონაზვნები ღამით არ დადიან. თუ მონაზონი ხარ, რატომ მონასტერში არ ზიხარ?" - მითხრა ერთმა. ქვითინით მოვუყევი, მონასტერში ვშიმშილობთ, სავანიდან იმიტომ გამოვედით, რომ მოხუცებული დედებისთვის პური გვეშოვა-მეთქი. არ დამიჯერა. ეტყობოდა, მეთაური იყო. მეგობრებს უბრძანა, - არ გაუშვათ, სანამ არ მოვალო.

რას შეიძლება ველოდოთ? - ძალადობას, შესაძლოა სიკვდილსაც. გადიოდა დრო, ის კაცი კი არ ჩანდა. გავიდა ერთი საათი, ორი. როგორც იქნა, გამოჩნდა (როგორც შემდგომში შევიტყვეთ, იგი, თურმე, თავზარს სცემდა ხელისუფლებას). მოვიდა ჩემთან და ტომარა გამომიწოდა: "წადით და ღამე მეტად აღარ იაროთ". "რა გქვიათ?" - ვკითხეთ. "რა თქვენი საქმეა", - გვიპასუხა უხეშად. ტომარაში ახალგამომცხვარი ლავაშები აღმოჩნდა. მთელი ცხოვრება ღმერთს ვევედრები, რომ უფალმა აცხოვნოს სული იმ კაცისა ისევე, როგორც თავის მარჯვნივ გაკრული ავაზაკი აცხოვნა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat