მოგონებები
მოგონებები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რატომ გრძნობს გული ცეცხლისკენ ლტოლვას?
გზა უპირველესი იერარქისა. ილორის ტაძრის საყარაულოში მთელ წელიწადს ენთო ბუხარი. ზამთრის გრძელ ღამეებში შეგეძლო, საათობით გეცქირა მთრთოლვარე, თითქოს ათასი მოგიზგიზე ძაფით ნაქსოვი ცეცხლის ენებისთვის. ირხეოდნენ, ერთმანეთში იღვრებოდნენ გამჭვირვალე და მოელვარე საღებავებად. ფუძე თვალისმომჭრელად მკრთალცისფერი გახლდათ, ზემოთ ადგა ყვითელი, რომელიც გამდნარ ოქროს მოგაგონებდათ, უფრო ზემოთ - სისხლისფერი ლალისფერი დაჰკრავდა, მეწამული, შავი ზოლებით გაწყობილი ცეცხლის ენები ერთმანეთში გადადიოდა, რომელიც მახსენებდა ყაყაჩოს ფურცლებს, ანდა მზის ჩაწვერისას სხივმოკიდებულ ღრუბლებს. ცეცხლი თითქოს ცოცხალი იყო: ხან მხეცივით მაღლა ახტებოდა, ხანაც ქვემოთ დაეშვებოდა დაჭრილი ჩიტივით. მუდმივად იცვლიდა ფორმას, მოხაზულობასა და იერს. ცეცხლი ღრუბელივით მარტო არასოდეს არის. ხან გაღვივდებოდა და მოციმციმე ნათლის ანარეკლს კედელს ესროდა. და ეს ანარეკლი ცეცხლის აჩრდილი გეგონებოდა, ხანაც მინელდებოდა, თითქოს ჩათვლიმაო, ოთახში ბინდბუნდი ჩამოწვებოდა, ხანაც ცეცხლისკბილებიან ხახას ჰგავდა, ისევ ნათელი და ბნელი ცვლიდა ერთმანეთს და კედელზე ათასნაირ სურათს ხატავდა.

აქვს ცეცხლს რაღაცნაირი ანდამატი, რომელსაც მზერით მიეჯაჭვები. ჩვენი წინაპრები ღმერთს ცეცხლის საშუალებით შესწირავდნენ მსხვერპლს. სამსხვერპლოებს გაუთლელი ქვებისგან აგებდნენ. შიგ კოცონისნაირ ცეცხლს აჩაღებდნენ, რომელზეც მერე მსხვერპლი იწვოდა. იერუსალიმის ტაძრის ეზოში სამსხვერპლო იდგა, რომელსაც "ცეცხლის ლომს" ეძახდნენ. ღამით ცეცხლის ნათელი უჩვენებდა მწირებს, სად შეეძლოთ ეპოვათ თავშესაფარი და საჭმელი.

ბუხრიდან შეშის ტკაცატკუცი ისმოდა, რომელიც ხან ჩუმი და ერთნაირი იყო, სულისთვის ძილისმომგვრელი, ზოგჯერ კი წრიპინს ჰგავდა, გეგონებოდა, ცეცხლმოდებული შეშა ტკივილით ირყევაო. ცეცხლის ზემოთ კი ციცინათელებივით დაფრინავდნენ ნაპერწკლები, რომლებიც წამიერად გაიბრწყინებდნენ და ფრენისასვე ქრებოდნენ. მიყვარდა ცქერა მინავლებული ნაკვერჩხლებისა, რომლებიც ცეცხლის ყვავილებად მეჩვენებოდა, მათზე ოდნავ თუ გამოკრთოდა გამჭვირვალე ცეცხლის ალი.

ზოგჯერ საყარაულოში, შეშისა და ფიჩხის ნაცვლად, ტოტებგაცლილი, ოთახის სიგრძის ხის მორი შემოჰქონდთ, რომელსაც თავით ბუხარში შედებდნენ და ცეცხლს მოუკიდებდნენ. ის იატაკზე დაცემულ უზარმაზარ კელაპტარს ჰგავდა. მთელი ღამე ნელი, თანაბარი ცეცხლით იწვოდა, ოღონდ საჭირო იყო, დროდადრო ბუხარში შეგეწია.

ცეცხლი - თითქოსდა შორეული, ძველი სიმბოლოა სიცოცხლისა, მას ძნელად შეადარებ რაიმეს. ძნელია სიტყვით მისი ფერების აღწერა, მგონია, რომ ამ შედარებით გაფერმკრთალდება თვითონ ცეცხლი, რამეთუ ყველანაირი შედარება მხოლოდ გაამიწიერებს და გააუფერულებს მას.

რატომ გრძნობს გული ცეცხლისკენ ლტოლვას? ეს მხოლოდ ადამიანის სულის სიღრმეში შემონახული გარდასულ დღეთა მოგონება კი არ არის, არამედ სხვა ცეცხლია, - ესქატოლოგიური. მოციქულ პეტრეს უწერია, რომ ცა და მიწა ცეცხლში დაიწვება, მაგრამ არ განქარდება, არამედ ახალი ცა და მიწა იქნება. (შეადარე: 2 პეტრე, 3,7,10-13). ესე იგი, ცეცხლშია დაფარული წინასწარუწყება სამყაროს მომავალი ფერისცვალებისა.

ბერ ამბროსის (გვაზავა, მან ცხოვრების ბოლო წლები ილორის ტაძართან გაატარა. სამღვდელო ხარისხი არ ჰქონდა, მხოლოდ მგალობლისა და მნათის მორჩილებას ასრულებდა. ცხოვრობდა მონასტრის გალავნის შიგნით მდებარე სენაკში, იმ ოთახის გვერდით, სადაც სტუმრებს იღებდნენ) უყვარდა საღამოობით ეკლესიის საყარაულოში ჯდომა და სტუმრებთან საუბარი. ეს ადგილი ერთგვარი მოსასვენებელი ოთახი იყო ეკლესიის მსახურებისა და სტუმრებისთვის.

ბუხართან ხშირად ჩამოჯდებოდა ხოლმე მოხუცი მღვდელი, მამა დიმიტრი კაკუბავა. 30-იან წლებში, როცა ის ტაძარი დახურეს, რომელშიც მამა დიმიტრი წირავდა, მან პატარა სოფლის სკოლაში მასწავლებლობა დაიწყო, შემდგომში, როცა კვლავ გაიხსნა ტაძრები, პატრიარქმა მელქისედეკმა ის ილორის ტაძარში გაუშვა. მამა დიმიტრი ყვებოდა, რომ იგი 20-იან წლებში დაბა სარჯის შორიახლოს მდებარე ეკლესიაში მსახურობდა.

სოხუმში გამოგზავნეს ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე), მომავალი პატრიარქი საქართველოსი. შფოთიანი დრო იყო, მონასტრებისა და ეკლესიების უმეტესობა დაკეტილი გახლდათ. მღვდლებსა და ეპისკოპოსებს აპატიმრებდნენ. ყოველთვის, როცა ტაძარში წირვისთვის მიდიოდა, არ იცოდა, შინ დაბრუნდებოდა თუ დააპატიმრებდნენ. დაპატიმრებულსა და გადასახლებულ მღვდლებსა და მონაზვნებს განზრახ ყველაზე სასტიკ დამნაშავეებთან ათავსებდნენ, ისინი კი მათ აბუჩად იგდებდნენ და ერთობოდნენ, უფროსობამ ეს იცოდა და აქეზებდა კიდეც მათ. ასე რომ, ციხეში მღვდლების ყოფა ნამდვილ ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა: უნდა დაეთმინათ არა მარტო დაკითხვისას წამება, არამედ ცემა-ტყეპა კამერაში ქურდებისა და ბანდიტებისგან. მაგრამ ზოგჯერ დამნაშავეები უფრო გულთბილნი აღმოჩნდებოდნენ, ვიდრე გამომძიებლები და ციხის მცველები.

"მე ადრევე ვიცნობდი ეპისკოპოს ეფრემს, - ჰყვებოდა მამა დიმიტრი, - როცა სოხუმის ეპარქიაში ჩამოვიდა, გამომიძახა და მითხრა, - მინდა თვითონვე მოვიარო ყველა მონასტერი და სამრევლოო. ამის გაკეთება კი ძნელი და სახიფათო იყო. იმდროინდელ ძველ რევოლუციონერებს ველური, დემონური სიძულვილით სძულდათ ეკლესია. მათთვის მღვდელი მტერს ნიშნავდა, რომელიც უნდა გაანადგურო. შეიძლებოდა ეპისკოპოსი გზაში დაეხვრიტათ და ეს ბანდიტებისთვის დაებრალებინათ (იმ დროს მართლაც ბევრი ავაზაკი იყო), ანდა ხელისუფლების მოწინააღმდეგე აბრაგებისთვის.

ეპისკოპოსმა ეფრემმა მითხრა, ცხენი მიშოვე და მგზავრობისას გამომყევიო. მე აქაური ვარ და გზები კარგად ვიცოდი. ცხენი მეზობელ სოფელში დავიქირავე. მეუფემ მოულოდნელი გეგმა შემომთავაზა: ეპარქიებში ღამით გვევლო. უპირველესად იმ სოფლებში გავემგზავრეთ, სადაც მე ვმსახურობდი. წინ ძნელი გზა გვედო. ბილიკი მთა-გორებზე მიდიოდა და ხანდახან საერთოდ იკარგებოდა კიდეც, მაგრამ ეტყობოდა, რომ ეპისკოპოსი ბალღობიდანვე იყო მიჩვეული ცხენით სიარულს, ყოჩაღად იჯდა უნაგირზე, რამდენიმე სიტყვით გამომელაპარაკებოდა ხოლმე, ზოგჯერ მეხუმრებოდა.

სოფელში განთიადისას მივედით. ეპისკოპოსს ჩემთან მოსვენება შევთავაზე, მაგრამ მითხრა, სჯობს, ტაძარი გააღოო. ეკლესიაში შევიდა, მივიდა წმინდა ტრაპეზთან, გადახსნა ოდიკი და ყურადღებით დაათვალიერა. ვკითხე: - გაინტერესებთ, რომელმა ეპისკოპოსმა აკურთხა ოდიკი-მეთქი? მიპასუხა: - მსურს გავიგო, მორწმუნე ხარ თუ არაო და დაუმატა, - ეს ოდიკზე სწერიაო. ვერაფერს მივხვდი. მეუფეს გახუმრება უყვარდა, მაგრამ ახლა ამას სრულიად სერიოზულად და მკაცრად ამბობდა. მან ფაქიზად დაკეცა ოდიკი და მითხრა: "თუ ოდიკი წესრიგშია და მასზე არ არის შერჩენილი წმინდა ნაწილები წინა მსახურებიდან, ნიშნავს, რომ მღვდელს ღვთის ეშინია, ხოლო თუ ოდიკზე დარჩა ქრისტეს სხეულის ნაწილები, მაშინ ასეთი მღვდლის რწმენისა მეეჭვებაო (როცა ოლღას მონასტერში ვმსახურობდი, კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი მეუბნებოდა: "გახსოვდეს, რომ წმინდა ტრაპეზზე უხილავად განისვენებს ყოვლადწმინდა სამება. წმინდა საიდუმლოებასთან ურთიერთობისას იფრთხილე. როცა საკურთხეველში შედიხარ, უპირველესად თაყვანი ეცი ტრაპეზს. ეპისკოპოსებმა, რომლებიც თავიანთი ეპარქიის ტაძრებს მოიხილავენ, უწინარეს ოდიკი უნდა დაათვალიერონ, დახეული ან დალაქავებული ხომ არ არის, ხომ არ დარჩა მასზე ბოლო მსახურებიდან ქრისტეს წმინდა სხეულის ნაწილი, - მამა რაფაელი). მან ჩემთან მთელი დღე დაჰყო. შეკრებილ ხალხს ესაუბრებოდა, შებინდებისას კი სხვა სამრევლოში წავედით. რამდენიმე დღე თან ვახლდი ეპისკოპოსს, შემდეგ კი მითხრა, უნდა დავისვენო და მერე განვაგრძობ ეპარქიის დათვალიერებასო. მეტად მას აღარ დავუბარებივარ".

KARIBCHE

ეფრემ II და ილია შიოლაშვილი. 1971წ.

მამა დიმიტრი ასევე მომიყვა: "გამიგონია, რომ ეპისკოპოს ეფრემთან მისულან დრანდის მონასტრის ბერები და უთქვამთ: არ გვესმის, რა ხდება გარშემო, რა არის კანონიკური და რა არა, მორწმუნე ადამიანები სხვადასხვა ორიენტაციის არიან, ჩვენ კი მხოლოდ ერთი გვინდა: ვისხდეთ მონასტერში და ვილოცოთო. ეპისკოპოსმა მიუგო: - მეც ეს მინდა. წადით, მამებო, მონასტერში, ილოცეთ და მეც მომიხსენიეთ თქვენს ლოცვებში. მოითმინეთ და მომავალში ყველაფერი გაირკვევაო. მონაზვნებმა მოისმინეს პასუხი, თაყვანი სცეს: - გვაკურთხე, მეუფეოო. ღმერთმა გაკურთხოთ. თქვენც მაკურთხეთ, მამებოო, და მათ თაყვანი სცა. ისინი დამშვიდებული სულით დაბრუნდნენ მონასტერში. ამის მერე მეუფემ ბრძანა: - ახლა ჩვენ პოლემიკა კი არა, სულიერი ნდობა და სიყვარული გვჭირდებაო.

შემდგომში ამ შემთხვევაზე შევეკითხე პატრიარქ ეფრემს (მაშინ მიტროპოლიტს). მიპასუხა: - დრანდელ ბერებს ფართო და ხშირი წვერი ჰქონდათ, მუცლამდე ჩამოზრდილი, ასეთი წვერი ადრე არსად მინახავსო. ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი.

მეუფე ეფრემმა თავისი მონაზვნური ცხოვრება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შიომღვიმის მონასტერში დაიწყო. თუმცა მონასტერი მალევე დაიკეტა. ბერების უმეტესობა ციხეში ან გადასახლებაში აღმოჩნდა. მძიმე და ბევრად ტრაგიკული იყო ცხოვრებისეული გზა პატრიარქისა. ის დევნაში მოხვდა, მას მსახურების შესაძლებლობა წაართვეს. მოქმედი ტაძრების რიცხვი სულ უფრო მცირდებოდა და ერთი ხანობა, უკვე ეპისკოპოსი, მღვდლის ადგილს იკავებდა წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიაში, იმ დროს ტაძარში მნათეც არ ჰყავდათ და თვითონ ეპისკოპოსი ანთებდა საცეცხლურს, ხოლო მსახურების მერე საკურთხეველს ალაგებდა.

30-იან წლებში დააპატიმრეს. მან გამოსცადა ყველა ის საშინელება, რაც ბანაკებსა და ჯურღმულებში ტრიალებდა. იმ მძიმე დროს ოლღას მონასტრის იღუმენია ანგელინა ზოგიერთის დახმარებით ამანათს უგზავნიდა, მაგრამ მერე ესეც აუკრძალეს. გადასახლებიდან ომის ბოლო წელს გამოუშვეს. შიმშილისგან თითქმის მომაკვდავი იყო. გზად პატიმრის სამოსით ნოვოსიბირსკის საკათალიკოსო ტაძარში შეიარა და იქაურ ეპისკოპოსს ბართლომეს (გოროდცოვი, +1956, 1892 წლიდან 20 წელზე მეტხანს წინამძღვრობდა ყაზანის ტაძარს თბილისში. გახლდათ ღვთისმეტყველების დოქტორი და სასულიერო მწერალი) კურთხევა სთხოვა. მეუფემ კურთხევის ნაცვლად ხელი ჩაავლო, დაჟინებით დააცქერდა და უთხრა: - მე მღვდელმთავარს ვხედავ. გადასახლებიდან გათავისუფლებული საით მიდიხართ? - ჩემს სამშობლოში, საქართველოშიო, - მიუგო. მაშინ მეუფე ბართლომემ უთხრა: "შესაძლოა თქვენ არ მიცნობდეთ, მაგრამ ალბათ გსმენიათ ჩემს შესახებ. მე საქართველოში მრავალი წელი ვმსახურობდი. მაშინ დეკანოზი სერგი გოროდცოვი ვიყავი". "რა თქმა უნდა, გიცნობთ. მახსოვს, ტერორისტები დაგესხნენ თავს და მძიმედ დაგჭრეს," - უპასუხა ეპისკოპოსმა ეფრემმა. მან კი ბრძანა: "დღემდე ვიგონებ და მიყვარს საქართველო".

პატრიარქი ეფრემი ჰყვებოდა, ეპისკოპოსმა ბართლომემ როგორ წაიყვანა შინ ეტლით. ხალხს უკვირდა, როცა ხედავდნენ ეტლში ეპისკოპოსის გვერდით მჯდარ დახეულსამოსიან კაცს... რამდენიმე კვირის განმავლობაში მეუფე ბართლომე უვლიდა ეპისკოპოს ეფრემს. მან ექიმები მოიწვია. მათ დაადგინეს, მეუფე ეფრემმა დიდხანს მაგარი საკვები არ უნდა ჭამოს, რადგან კუჭის კედლები ისე აქვს გათხელებული, რომ შეიძლება გაიხვრიტოს და მოკვდესო. უპირველესად აბანავეს, ახალი სამოსით შემოსეს, მერე კი ნელ-ნელა, ფაფით დაიწყეს მისი კვება. პატრიარქი ეფრემი ჰყვებოდა, რომ მეორე დღეს ეპისკოპოსთან სამზარეულოში ახალი პური დაინახა და, მიუხედავად აკრძალვისა, ჭამა მოინდომა. მოატეხა და სწრაფად, ისე, რომ არავის დაენახა, გადაყლაპა - იმავე წამს საშინელი ტკივილი იგრძნო. ისევ მოუხმეს ექიმებს. მათ რაღაც საშუალებით პურის ნატეხი ამოაცალეს. ეპისკოპოსმა ბართლომემ მეუფე ეფრემს უთხრა: - მანამდე არ გაგიშვებ, სანამ ექიმები ნებას არ დამრთავენო. თანაც შესთავაზა, დღესასწაულებზე ჩემთან ერთად სწირე საკათედრო ტაძარშიო.

როცა ეპისკოპოსი ეფრემი თბილისში ჩამოვიდა, პირველად წმინდა ბარბარეს ტაძარში მივიდა. იმდენად დიდმა მღელვარებამ მოიცვა, რომ კიბეზე ჩამოჯდა, თავი ჩაღუნა და აქვითინდა. ტაძრიდან მღვდელი გამოვიდა. კიბეზე ჩამომჯდარი, გადასახლებიდან დაბრუნებული ეპისკოპოსი რომ დაინახა, ისიც ატირდა. შემოეხვივნენ მორწმუნეები. სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი, ავადმყოფი და დაუძლურებული მღვდელმთავრის დანახვაზე ცრემლები მათაც ვერ შეიკავეს. ზოგი ულოცავდა დაბრუნებას, ეხვეოდნენ, ხელებს უკოცნიდნენ. მერე ტაძარში ერთად შევიდნენ. ეფრემი ხმამაღლა მადლობას უძღვნიდა წმინდა ბარბარეს გადარჩენისთვის. მან ჯერ კიდევ პატიმრობაში ორი რამ აღუთქვა ღმერთს: თუ ცოცხალი დაბრუნდებოდა, ფეხშიშველი წავიდოდა სიონის ტაძრიდან წმინდა ბარბარეს ეკლესიამდე და მერე მცხეთიდან - შიომღვიმის მონასტერში. წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, დეკემბერში, ეპისკოპოსმა ეფრემმა რამდენიმე კაცის თანხლებით აღასრულა აღთქმა.

60-იანი წლების დასაწყისში ეკლესიის ხრუშჩოვისეული დევნისას ახალარჩეული პატრიარქი ეფრემი გამოიძახეს საიდუმლო შეკრებაზე, სადაც იმყოფებოდნენ უმაღლესი დონის სამთავრობო პირნი. უთხრეს, აუცილებელია, საქართველოში, რამდენიმე ტაძარი მაინც დაიხუროს, როგორც ამას მოითხოვს ხრუშჩოვის აპარატიო. რწმუნებულმა უთხრა, პირველ რიგში, თბილისში, მამადავითის ეკლესია დახურეთ, რომლის გარშემოც "პანთეონი" არისო. მაშინ პატრიარქმა უკიდურეს ზომას მიმართა. მან შემდგომში აღიარა, რომ თვითონაც გაუკვირდა თავისი ნათქვამის, თითქოს მის მაგივრად სხვა ლაპარაკობდა: ჩემი ინტრონიზაციის დღეს ქართველ ხალხს სიტყვა მივეცი, რომ მზად ვარ ეკლესიის გულისთვის საჯალათო კუნძზეც კი დავდო თავი, ამიტომაც თუ ტაძრების დახურვას დაიწყებთ, მაშინ უნდა მოვკვდე და ამას ისე გავაკეთებ, რომ მთელი მსოფლიო გაიგებსო. მოითათბირეს, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პატრიარქის პასუხი მოსკოვისთვის შეეტყობინებინათ და იქაურ გადაწყვეტილებას დალოდებოდნენ. მოხდა სასწაული: 60-იანი წლების ეკლესიის დევნა, რომელმაც ქარიშხალივით გადაუარა მთელ საბჭოთა კავშირს, თითქმის ასცდა საქართველოს. შესაძლოა, კრემლის დიქტატორმა უკან დაიხია პატრიარქის სიმტკიცის წინაშე. თუმცა ამ დროს გამოჩენილი ქართველი მეცნიერებიც გამოვიდნენ ეკლესიის დასაცავად.

ერთხელ, ხარება დღეს, პატრიარქმა ეფრემმა იქადაგა: "დღეს მინდა საჩუქარი მოგიძღვნათ. მსურს ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. როცა გული დამძიმებული მაქვს, მივდივარ ხარების ხატთან და ვამბობ: "წმინდაო მთავარანგელოზო გაბრიელ, შენ სასიხარულო ამბავი აუწყე ქალწულ მარიამს, მომეცი მეც სიხარული, აღასრულე ჩემი ლოცვა, ოღონდ თუ ეს ღვთის ნება იქნებაო".

უნდა ითქვას, რომ პატრიარქი ეფრემი თავის საყვარელ დღესასწაულზე, ხარება დღეს გარდაიცვალა. ჭეშმარიტად, საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat