ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, ვერავითარი განსაცდელი ვერ შეაშინებს
ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, ვერავითარი განსაცდელი ვერ შეაშინებს
"ღმერთი სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა", - ამოვიკითხავთ იოანეს სახარებაში. ქრისტეს ეკლესიის პირველი შვილები ასეთი სიყვარულით გამოირჩეოდნენ.

ქრისტიანულ ეკლესიას დასაბამი მაშინ დაედო, როცა ამქვეყნად ძე ღვთისა მოვიდა, ჯვარზე ვნებით დათრგუნა სიკვდილის მეუფება და ადამის მოდგმა სამოთხეში დააბრუნა. მაგრამ ქრისტეს ეკლესიის არსებობა სრული სახითა და მნიშვნელობით სულთმოფენობის დღეს დაიწყო. აღდგომის შემდგომ უფალი მოწაფეებს გამოეცხადა და სულიწმინდის მადლმოსილი ძალა შემდეგი სიტყვებით გადასცა: "მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ. 20,22-23). ამ აღთქმის თანახმად, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ღმერთმა მოწაფეებზე სულიწმინდა გარდამოავლინა ცეცხლოვანი ენების სახით. ეს იყო სული ჭეშმარიტებისა, რომელიც ასწავლიდა და შეახსენებდა მოციქულებს ყოველივეს, რაც მაცხოვარმა იქადაგა და აუწყებდა მომავალს. ამრიგად, დედამიწაზე სულიწმინდის გარდამოსვლამ ქრისტეს მოწაფეებს განჭვრეტის, კურნების, წინასწარმეტყველებისა და ენების გაგების განსაკუთრებული ნიჭები მიმადლა.

სულთმოფენობის შემდეგ მარტო იერუსალიმში დაახლოებით სამი ათასი კაცი მოინათლა. ამ დღიდან მოყოლებული იერუსალიმი, პალესტინა, მოგვიანებით კი მთელი რომის იმპერია და მისგან დამოუკიდებელი ქვეყნებიც თანდათანობით აივსო ქრისტიანული თემებით - ეკლესიებით.

ეკლესია ბერძნული სიტყვაა და ქართულად შესაკრებელს ნიშნავს. პირველი ქრისტიანები სახლებში იკრიბებოდნენ, რადგან იმ დროისათვის ტაძრები არ იყო. "საქმე მოციქულთადან" ვგებულობთ, რომ თითოეულ ქრისტიანულ ოჯახს სახლში გამოყოფილი ჰქონდა ცალკე ოთახი, სადაც იკრიბებოდნენ მორწმუნეები, აღავლენდნენ ღვთისმსახურებას, ეზიარებოდნენ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს. ერთობლივი ლოცვა მათ განსაკუთრებულად აძლიერებდა, რადგან თვით უფალი იყო მათთან, რომელიც ბრძანებს: სადაც ორი ადამიანი შეიკრიბება ჩემი სახელის სახსენებლად, მე მათთან ვარო.

სიტყვა "ეკლესია" განუყოფელი იყო თითოეული ქრისტიანული თემის, სახლისა და ოჯახისგან. ეს მიუთითებს ამ ნაწილების მთელთან - ქრისტესთან ერთიანობაზე.

ქრისტიანთა დევნის პერიოდში კი მორწმუნეები ღამით მიწისქვეშა აკლდამებსა და მღვიმეებში, კატაკომბებში იკრიბებოდნენ, რათა წმინდა ევქარისტია მიეღოთ. სწორედ აქედან მოდის წირვა-ლოცვის ღამისთევით დაყენების ტრადიცია.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საერთო ტრაპეზი იმართებოდა, რომელსაც აღაპები, სიყვარულის საღამოები, ეწოდებოდა. ქრისტეს ეკლესიის პირველი შვილები პირნათლად აღასრულებდნენ უფლის მცნებას: "შეიყვარეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" - ერთმანეთის ჭირ-ვარამს იზიარებდნენ. ყოველივე საერთო ჰქონდათ, რამეთუ, მიუხედავად სიმრავლისა, "მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ". არავინ იყო გლახაკი მათ შორის. მდიდრები გაყიდული ქონების საფასურს მოციქულებს აძლევდნენ, ისინი კი ამ თანხას ღარიბებს უნაწილებდნენ. მაგალითს თვით მოციქულები აძლევდნენ მორწმუნეებს. მოციქულმა ბარნაბამ ერთადერთი მიწის ნაკვეთი გაყიდა და თანხა ეკლესიის წევრებს სრულად გადასცა. თუ რომელიმე მხარეში შიმშილობა ჩამოვარდებოდა, ქრისტიანები ფულს აგროვებდნენ და იქაურ ძმებს უგზავნიდნენ. გაჭირვების ჟამს თვით წარმართებსაც უანგაროდ ეხმარებოდნენ.

"დღევანდელ პირობებში მორწმუნენი მიილტვიან პირველი ქრისტიანების ამაღლებული სულიერებისკენ, როცა უფალი ძალიან ახლოს იდგა ადამიანთან და ამ სიახლოვით მისი შინაგანი სამყარო აღვსილი იყო სიყვარულითა და სიხარულით, - ბრძანებს ერთ-ერთ სააღდგომო ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, - ამგვარი სიახლოვე გვწყურია ჩვენ ყველას, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვპოულობთ გზებს ღმერთთან კავშირისათვის".

"ძალი საცხორებლად და ღმრთისა სამსახურებლად" კი, როგორც პეტრე მოციქული მიგვითითებს, სულიწმინდაში, მის ღვთიურ ძალაში მოგვენიჭა. ეს მადლმოსილი ნიჭები უფლის მიერ დედამიწაზე შექმნილ წმინდა ეკლესიაშია დავანებული. ისინი განწმენდისა და გადარჩენის საშუალებად გვევლინებიან. ამიტომ ყოველი ქრისტიანი უნდა დაესწროს საკვირაო წირვას და ამგვარად მიუძღვნას უფალს კვირა დღე, ძველებურად - კვირიაკე, რაც ბერძნული სიტყვაა და ქართულად უფლისას ნიშნავს. პირველი ქრისტიანები ეკლესიის წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამ საკვირაო წირვას გააცდენდა, ძმობიდან იკვეთდნენ. ამ ხერხით ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ერთობა შემოქმედთან და მოყვასთან, რადგან ეს ურღვევი კავშირი აძლევდათ სულიერი სრულყოფისა და გადარჩენის გზაზე მტკიცედ სიარულის ძალას.

ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, ვერავითარი განსაცდელი ვერ შეაშინებს. უფლის სიყვარულში გაძლიერებული მორწმუნეები პირველ საუკუნეებში არ უშინდებოდნენ სასტიკ დევნას, ურყევად იცავდნენ და სისხლითაც ამოწმებდნენ ქრისტეს მცნებების ჭეშმარიტებას. მათ განამტკიცებდა ესაია წინასწარმეტყველის პირით უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: წყალზე გადასვლისას მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და არ დაიწვები და არც ალი მოგეკიდება...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat