ეჰ, ნეტავ იმ დროს, აქ წმინდა გრიგოლი რომ მოღვაწეობდა!
ეჰ, ნეტავ იმ დროს, აქ წმინდა გრიგოლი რომ მოღვაწეობდა!
უდაბნოს ჰგავდა VIII საუკუნის ტაო-კლარჯეთი, მურვან ყრუსაგან გავერანებული და აოხრებული. ამხელა მხარეში ოპიზის გარდა მონასტერი არ არსებობდა. არათუ მონასტერს, ტაო-კლარჯეთში, შავშეთსა და ყველა მეზობელ მხარეში ორიოდე კაცს თუ იპოვიდი, მათაც - ტყის პირას დასახლებულთ, მზად რომ ყოფილიყვნენ და მტრის შემოსევისას ტყისთვის შეეფარებინათ თავი.

სწორედ ამ დროს კლარჯეთში სამოღვაწეოდ ქართლიდან ოთხი ახალგაზრდა გადმოდის: თეოდორე, ქრისტეფორე, საბა და მისი დეიდაშვილი გრიგოლი. გრიგოლი ამ ძმობის წინამძღვარი გახლდათ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამღვდელო პირი იყო, იმიტომაც, რომ უხვად მოეხვეჭა სულიერი სათნოებები. გრიგოლი ნერსე ერისთავის ცოლის ძმისწულიც იყო. ამ მიზეზთა გამო ეპისკოპოსობა დაუპირეს. ღირსმა მამამ მიატოვა მშობელი მხარე და მისთვის "უცნობ საქართველოში" განერიდა პატივსა და დიდებას.

როგორც ვთქვით, მთელ ტაო-კლარჯეთში ერთადერთი მოქმედი მონასტერი ოპიზისა იყო, თორემ ადგილ-ადგილ განმარტოებითაც მოღვაწეობდნენ მეუდაბნოე მამები. იმხანად მონასტერს ამბა გიორგი წინამძღვრობდა. ორი წელი დაყვეს ოპიზაში ახალგაზრდებმა.

ოპიზის დაარსება ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მონასტერში მრავალი სიწმინდე ინახებოდა, "დაფლულ იყო ხორხი (ქვედა ყბა) წმინდა იოანე ნათლისმცემლისა" (ვახუშტი ბატონიშვილი). სამწუხაროდ, გასული საუკუნის სამოციან წლებში ტაძარი აუფეთქებიათ და ზედ საკურთხეველზე გზა გაუყვანიათ სამიოდე ოჯახამდე მისასვლელად (არადა, მათ სხვა გზაც ჰქონიათ)...

გრიგოლს განმარტოება ეწადა და ხშირად მოიხილავდა უდაბნოში დაყუდებულ მძოვარ მამებს, რომლებიც მწვანილით, ხილითა და მცირეოდენი პურით იკვებებოდნენ. ბევრ რამეს სწავლობდა მათგან: ზოგისგან - მღვიძარებას, რომელთაგანმე - ლოცვას, სხვათაგან - მარხვას და დუმილით ხელსაქმეს... ამ ძიებაში ხანძთაში მცხოვრებ მარტომყოფ ბერს, მამა ხვედიოსს ეწვია. ღირს მამას ცხადში უხილავს: ერთ ადგილას, სადაც ახლა ხანძთის ტაძარია, ეკლესიის სახედ ნათლის ღრუბელი იდგა, საიდანაც ხმა შემოესმა: "აქ გრიგოლ მღვდელი და მისი მოწაფეები ეკლესიას ააშენებენო". საოცარი იყო ოთხმოცი წლის მოხუცისა და ოცი წლის ვაჟის შეხვედრა. თანატოლივით ესაუბრებოდა მამა ხვედიოსი ბერ გრიგოლს, "გონებით მოხუცებულს". ბოლოს ტაბლაც დაუგო და გაუმასპინძლდა. მერე კი ხანძთის სანახები მოახილვინა.

ფრიად შეუყვარდა იქაურობა წმინდა გრიგოლს. შეჰპირდა ღირს მამას, ძმებთან ერთად მოვალო. მართლაც მალევე დაბრუნებულა. წმინდა ხვედიოსმა დალოცა ახალგაზრდები, მერე კი მახლობელ გამოქვაბულში წააყვანინა თავი. თქვა: "სიკვდილამდე მარტომყოფობა მაქვს აღთქმული უფლისთვისო". წმინდა გრიგოლი გამოემშვიდობა ღირს მამას და ძმებთან ერთად ღვთის მიერ სამონასტროდ გამოჩენილ ადგილას დაბრუნდა. ილოცეს ღირსმა მამებმა და სენაკებისთვის მიწის დავაკება იწყეს. თავდაპირველად ხის ეკლესია ააშენეს, შემდეგ სენაკები ააგეს ძმებისთვის. გადიოდა დრო, იზრდებოდა წმინდა გრიგოლის საძმო. ღვთის მადლით, იქაური აზნაური, მრავალი სოფლის პატრონი გაბრიელ დაფანჩულიც გამოუჩნდა დამხმარედ. მანვე გააცნო აშოტ კურაპალატი, მეფე ტაო-კლარჯეთისა, რომელიც გრიგოლივით ქართლიდან იყო გადმოსული.

გაბრიელის თხოვნით, წმინდა გრიგოლმა გუნათლეს დედათა მონასტერი ააშენებინა, რომელსაც "გუნათლეს ვანს" ეძახდნენ. გაბრიელის გამოგზავნილმა კალატოზებმა საფუძველი ჩაუყარეს და ააშენეს ქვითკირის ეკლესია. წმინდა გრიგოლის დახმარებით, მერეშიც გაიხსნა დედათა მონასტერი.

აშოტ კურაპალატს ხანძთისთვის სააგარაკოდ შატბერდის ადგილი შეუწირავს.

კლარჯეთის თორმეტი მონასტრის არქიმანდრიტად დაადგინეს წმინდა გრიგოლი. ამ უდაბნოში მსახურებდა იგი მრავალი ათეული წელი. მოდით გავიხსენოთ მონასტრები, რომელთაც ღირსი მამა წინამძღვრობდა.

ხანძთისა და ოპიზის გარდა წმინდა გრიგოლი შატბერდის მონასტერსაც მეთაურობდა, რომლის აშენებაც უშუალოდ მის სახელს უკავშირდება.

ბერთას სამონასტრო კომპლექსი მდინარეების კარჩხალასა და თალოშის ხეობის თავზე, მაღალ მთაზე მდებარეობს. ტაძარში ამჟამად მეჩეთია განთავსებული. ბერთას "მახლობელ" მონასტრებში შედის: ჯმერკი, დაბა, მერე და პარეხთა. ჯმერკის სავანე სრულიად დაუნგრევიათ თურქთა მფლობელობის დროს, ეკლესია, ბერთას მსგავსად, ღვთისმშობლის სახელობისა ყოფილა. დაბა კი ვახტანგ გორგასლის მეფობისას დაუარსებიათ. მურვან ყრუს დროს დანგრეული ეკლესიის აღდგენა აშოტ კურაპალატს მიეწერება. დაბის და ხანძთის ტაძრები წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა. მერეს მონასტერიც ვახტანგ გორგასალს აუშენებია. მურვან ყრუს ლაშქრობისას დარბეული, წმინდა გრიგოლისა და დედა თებრონიას მიერ აღდგენილა. პარეხთა მონასტერი მდინარე კარჩხალას ხეობაში, სოფელ ბერთადან დაახლოებით 8 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. ამ მონასტერში მოღვაწეობდა წმინდა მიქაელ პარეხელი.

დოლისყანა კი მდინარე იმერხევის ხეობაში დგას. გიორგი მერჩულეს ცნობით, აქ ეკლესია გრიგოლ ხანძთელის დროს აშენებულა.

ნუკას საყდარი ხანძთის ზემოთ, მდინარე კარჩხალას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, მაღალი ციცაბო კლდის ქიმზე, რომელიც საგანგებოდაა მოსწორებული და გაგანიერებული. ის იმდენად არის შეზრდილი კლდის მეორე ქიმთან, რომ ერთი შეხედვით შეუმჩნეველიც კი რჩება.

მიძნაძორო აშოტ I კურაპალატის დროს, IX საუკუნეში, დავით დიდის მიერ არის დაარსებული. სხვა ტაძრების მსგავსად, ისიც დანგრეულა თურქთა ბატონობის დროს. ამჟამად ეკლესიისგან ჩრდილოეთის კედელიღაა შემორჩენილი.

წყაროსთავი დავით დიდის მოწაფეს ილარიონს დაუარსებია, რომელიც შემდგომში ქართლის კათოლიკოსად აურჩევიათ. მონასტერი კარჩხალას ხეობაში დგას. თურქთა ბატონობის დროს ისიც დაუნგრევიათ, მაგრამ ნანგრევები მიძნაძოროზე უკეთესად არის შემორჩენილი. განთქმულია თამარ მეფის დროს გადაწერილი და ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი ყდით შემკული წყაროსთავის ოთხთავი.

ბარეთელთა წყაროსთავის სავანესთან ერთად აუგიათ. მისი მაშენებელი დავით დიდის მოწაფე მამა ზაქარია გახლდათ. ტაძარი თურქებს მთლიანად მოუსპიათ.

აი ის უდაბნოები, რომლებიც წმინდა მამის ლოცვითა და მარხვით, ცრემლთა დენითა და მუხლთა დრეკით გაძლიერდნენ, ხალხით აივსნენ, "ქალაქად იქცნენ". წმინდა გრიგოლის ღვაწლით ტაო-კლარჯეთი სრულიად საქართველოს რელიგიური და კულტურული ცენტრი გახდა. შემთხვევითი როდია, რომ ტაო-კლარჯეთელთა ლიტერატურული საქმიანობა დიდმა ათონელებმა განავითარეს. სულიერი ცხოვრებით დაიწყო ტაო-კლარჯეთის აღორძინება და შემდგომში პოლიტიკურ ცენტრად ქცევა. აქ დაიწყო ბაგრატიონთა დინასტია და აქვე შეიქმნა ქართველ მეფეთა ღვთაებრივი წარმოშობის იდეა.

რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ერთი ადამიანის სულიერ ღვაწლს! ღირსმა გრიგოლმა განიწმინდა თავი, სული იცხოვნა და მის გარშემო ათასები გადარჩნენ.

"გარდარეულად" დაბერდა მამა გრიგოლი, 102 წლამდე მიაღწია. სიკვდილის წინ თავის მონასტრებს სანთლები დაუგზავნა და შეუთვალა, ერთსა და იმავე დროს აანთეთო. მიხვდნენ ბერები, საყვარელი წინამძღვრის ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი დამდგარიყო. შემოიკრიბნენ წმინდა გრიგოლის სარეცელთან მისი სულიერი შვილები და მოძღვრისგან უკანასკნელი კურთხევა აიღეს. წმინდა გრიგოლი თავისსავე აშენებულ ხანძთის მონასტერში დაკრძალეს.

უდაბნოსა ჰგავს დღევანდელი ტაო-კლარჯეთი. იშვიათად თუ ახმიანებს მის ტკბილ კედლებს ქართველთა შეძახილები, ტურისტად რომ ჩასულან სამშობლო მხარეში.

ეჰ, ნეტავ იმ დროს, აქ წმინდა გრიგოლი რომ მოღვაწეობდა! ეჰ, ნეტავ იმ დროს და იმდროინდელ ქართველებს!
ბეჭდვაელფოსტა
15.12. 2014
შოთა
აღსდგება საქართველო!ამინ!
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat