ჯვრის გამოჩინებაჲ, რომელი კონსტანტი მეფეს გამოუჩნდა ზეცით - 29 (11.02) იანვარი
ჯვრის გამოჩინებაჲ, რომელი კონსტანტი მეფეს გამოუჩნდა ზეცით - 29 (11.02) იანვარი
ომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის კეისარი IV საუკუნის დასაწყისში მამის, კონსტანციუს ქლორიუსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინემ დაიკავა. ამ დროს დასავლეთში უდიდესი მოვლენები ვითარდებოდა, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სარწმუნოების აღზევებას. იტალიის ხელისუფალ მაქსენციუსის - უსასტიკესი და ანგარებისმოყვარე ადამიანის - ქვეშევრდომები მძიმე უღელქვეშ იტანჯებოდნენ და განმათავისუფლებელს უხმობდნენ. კონსტანტინემ გადაწყვიტა, შებრძოლებოდა მას და 312 წლის ოქტომბერში მისი ლაშქარი მიადგა რომს. მაქსენციუსი თავდაცვისთვის მზად იყო, მისი ძალები გაცილებით აღემატებოდა მოწინააღმდეგისას; კონსტანტინე გრძნობდა, რომ ზეგარდმო შემწეობა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, ვისთვის ეთხოვა იგი - უკვე აღარ სწამდა წარმართთა ღმერთებისა, მაგრამ არც ქრისტიანი იყო და შინაგანი განგაშით დაბნეულს უფალმა სასწაულებრივი ხილვით გამოუცხადა ჭეშმარიტება. მზე დასავლეთისკენ მიდრკა და კონსტანტინემ ცაზე სხივოსანი ჯვარი იხილა, რომლის თავზეც ეწერა: "ამით სძლევ!" მისმა მეომრებმაც დაინახეს ეს საოცრება და შეშფოთდნენ, რადგან ჯვარი სამარცხვინო სასჯელის იარაღად მიაჩნდათ და ავის მომასწავებელ ნიშნად ითვლებოდა.

დაღამდა... კონსტანტინეს ძილში გამოეცხადა თავად ქრისტე და აუწყა - დაემზადებინათ განსაკუთრებული, ჯვრიანი დროშა და მეომართა ფარებსა და მუზარადებზეც ჯვრები გამოესახათ. კონსტანტინემ ბრძანა, - გრძელი შუბის ტარზე გადაეჯვარედინებინათ ჯოხი და მასზე მიემაგრებინათ დროშა, რომელსაც დაამშვენებდა ძვირფასთვლებიანი გვირგვინი ქრისტეს მონოგრამით. ამასობაში მან უხმო ქრისტიანებს და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა მისი ხილვა. მათ უპასუხეს, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთის მხოლოდშობილი ძეა, ჯვარი - სიმბოლო უკვდავებისა და ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა, რაც მაცხოვარმა აღასრულა ამა სოფლად მოვლინების დროს. კონსტანტინეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძილში ნანახმაც და მორწმუნეთა განმარტებამაც.

ამ დროიდან მან დაიწყო ჭეშმარიტი ღმერთის პატივისცემა და წმინდა წერილის შესწავლა, ხოლო ეს დროშა, რომელსაც ლაბარუმი ეწოდება, ყველა ლაშქრობაში განუყრელად თან ახლდა კონსტანტინეს.

ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით კონსტანტინემ ზედიზედ დაამარცხა მაქსენციუსის ლაშქარი და რომს მიადგა, სადაც კვლავ მოწინააღმდეგეთა რაზმები დახვდნენ. ბრძოლა მალვიის ხიდზე გაიმართა. კონსტანტინემ საბოლოოდ დაამარცხა მტერი. მაქსენციუსმა სცადა, გაქცევით გადაერჩინა თავი, მაგრამ მდინარე ტიბრში დაიხრჩო. გამარჯვებული კონსტანტინე ტრიუმფით შევიდა რომში...

მას უკვე შეგნებული ჰქონდა, რომ ეს გამარჯვება ღვთის შეწევნით ებოძა და ქალაქის შუაგულში წმინდა დროშის აღმართვის განკარგულება გასცა. მოგვიანებით, როდესაც მისი ქანდაკება დადგეს, მისივე ბრძანებით მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯვარი და წააწერეს: "ამ მაცხონებელი ნიშნით ვიხსენი და გავათავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისგან".

"უძველესი იადგარის" მოწმობით, ჩვენი წინაპრები ძველი სტილით 29 იანვარს ზეიმით აღნიშნავდნენ ჯვრის გამოჩინების სასწაულს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat