იულიანე მშვენივრად ხვდებოდა, რომ ქრისტიანობის ძლევამოსილი გამარჯვების მიზეზი მისი ზნეობრივი სიწმინდე იყო
იულიანე მშვენივრად ხვდებოდა, რომ ქრისტიანობის ძლევამოსილი გამარჯვების მიზეზი მისი ზნეობრივი სიწმინდე იყო
ერთ-ერთი ხერხი, რომლითაც იულიანემ წარმართული რელიგიის გაცოცხლება სცადა, ქრისტიანული ეკლესიის მიხედვით მისი რეორგანიზაცია იყო. გადაწყვიტა, საეპისკოპოსოების მსგავსად, იმპერია ოლქებად დაეყო, რომლებიც უმაღლეს ქურუმებს ანუ მთავარხუცესებს დაემორჩილებოდნენ. 362-363 წლების მიჯნაზე გალატიის უმაღლესი ქურუმის არსაკიოსისადმი მიწერილ წერილში იგი ცდილობს იმ მიზეზების გაანალიზებას, რომელთაც განაპირობეს, მისი აზრით, ქრისტიანული რელიგიის წარმატება: "რატომ არ ვფიქრობთ, რამ შეუწყო ხელი უსჯულოთა რწმენის წარმატებას? უცხოთა მიმართ გაწეული ქველმოქმედება, საფლავებზე ზრუნვა და ცხოვრების თვალთმაქცური სიწმინდე - ყველა ეს სათნოება ჩვენც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა აღვასრულოთ. მაგრამ მხოლოდ შენ კი არ უნდა იყო ასეთი, არამედ გალატიის ყველა ქურუმი... ყურადღება მიაქციე, რომ ქურუმებმა თეატრებსა და სამიკიტნოებში არ იარონ და მონაწილეობა არ მიიღონ მდაბალსა და სამარცხვინო საქმეებში". ამავე წერილში იგი არსაკიოსს ავალებს, მოგზაურთა მიმღები სახლები სხვა რელიგიის მიმდევრებისთვისაც მოაწყოს, ხოლო გალატიაში გაგზავნილი ღვინისა და მარცვლეულის ერთი მეხუთედი ღარიბებს, ქურუმთა მსახურებსა და უცხოელებს დაურიგოს.

როგორც ვხედავთ, იულიანე მშვენივრად ხვდებოდა, რომ ქრისტიანობის ძლევამოსილი გამარჯვების მიზეზი მის ზნეობრივ სიწმინდეში მდგომარეობდა. ამიტომ თავის ქურუმებს ზნეობრივ მოთხოვნებს უყენებდა და ცდილობდა, როგორც უზენაესი ქურუმი, მათთვის ამ მხრივაც მისაბაძი ყოფილიყო. ცნობილია, რომ პირად ცხოვრებაში იგი თავშეკავებულობას იჩენდა, დროსტარებას არ მისდევდა, ცოტა ეძინა და ბევრს მუშაობდა, მაგრამ მთავარი ეშლებოდა, კერძოდ, ვერ ხვდებოდა, რომ ჭეშმარიტი სიწმინდე მხოლოდ სულის განწმენდით მიიღწევა და მისი გამოხატულება არა გარეგნული ქცევა, არამედ ადამიანის სულიერი მდგომარეობაა.

ქურუმთა შორის გულმოდგინების გასაღვივებლად იულიანე უზენაესი ქურუმის წოდებას მხოლოდ ფორმალურად როდი ატარებდა. ცდილობდა, კულტის მსახურთა წინამძღოლი სინამდვილეშიც ყოფილიყო და ამ გზით იმპერიის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ, არამედ რელიგიურ ცხოვრებასაც სათავეში ჩადგომოდა. წარმართულ ღმერთთაგან თაყვანს ყველაზე მეტად მზეს - ჰელიოსს სცემდა და მისთვის დილა-საღამოს მსხვერპლის შეწირვის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, სამსხვერპლო სასახლეში გაამართვინა. იულიანემ ქრისტიანული ეკლესიის მიბაძვით წარმართული კალენდრის შედგენაზეც იზრუნა და იმის შემოწმებასაც ცდილობდა, აღინიშნებოდა თუ არა ტაძრებში დღესასწაულები საზეიმო მსახურებითა და მდიდრული შესაწირავებით.

ცდილობდა, ყოველნაირად შეურაცხეყო ქრისტიანები. დედაქალაქის სავაჭროებში სურსათ-სანოვაგეზე კერპებისთვის შეწირული მსხვერპლის სისხლის პკურება ბრძანა. დიდი მარხვის პირველ კვირაში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს წმინდა მოწამე თეოდორე ტირონი გამოეცხადა და უთხრა: - ქრისტიანებს ბაზარში ნაყიდის საკვებად გამოყენება აუკრძალე, ხოლო მათ, რომელთაც მარაგი არა აქვთ, თაფლით შემგბარი მოხარშული ხორბალი ჭამონო. ეს ფაქტი დაედო საფუძვლად წმინდა მოწამის - თეოდორე ტირონის მოსახსენებლად დიდი მარხვის პირველ კვირაში წანდილის (კოლიოს) მოხარშვას.

ქრისტიანების ბრმა სიძულვილმა იულიანე იუდეველებთან დააკავშირა. იმპერატორმა მათ წერილი მისწერა, რომელშიც, იმ მძიმე ხვედრის გამო, რომელიც თითქოს ქრისტიანებმა განუმზადეს, თანაგრძნობას უცხადებდა, იერუსალიმის ტაძრის აგების ნებას აძლევდა და მშენებლობაში დახმარებასაც სთავაზობდა. იგი მათ სწერდა: "როცა ტაძარი აღდგება, უფალ საბაოთს სამადლობელ მსხვერპლს მეც თქვენთან ერთად შევწირავ ქრისტიანებზე გამარჯვების მონიჭებისათვის". იუდეველებმა ეს წინადადება აღფრთოვანებით მიიღეს. ისინი ქვეყნის ყოველი კუთხიდან ჯგუფ-ჯგუფად მიეშურებოდნენ იერუსალიმისკენ, სადაც იულიანესგან მართლაც მიიღეს უხვი შემწეობა და შეხვდნენ მეფის მოხელეს, რომელსაც მშენებლობისთვის თვალყურის დევნება ჰქონდა დავალებული. იმპერატორის მხარდაჭერის იმედით გათამამებული იუდეველები ქრისტიანებს ყველგან შეურაცხყოფდნენ, ხოლო მრავალ ქალაქში არც მათ წამებას მოერიდნენ. განსაკუთრებით მძიმე დღეები იერუსალიმის ქრისტიანებს დაუდგათ. წმინდა ეპისკოპოსი კირილე იერუსალიმელი სამწყსოს ამხნევებდა და არწმუნებდა, რომ ტაძარი არ აღდგებოდა, რადგან უფალი თავის მსახურთ შეეწეოდა.

ტაძრის მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა ყველა იუდეველს სურდა. ქალები ძვირფას სამკაულებს სწირავდნენ, მდიდრული სამოსის კალთებით ქვებს ეზიდებოდნენ. მშენებლები მიწას ვერცხლის ნიჩბებით თხრიდნენ. ადგილის გაწმენდა და მშენებლობისათვის მასალის მომზადება ძლივს მოასწრეს, რომ საშინელმა მიწისძვრამ, რომელსაც ქარიშხალიც მოჰყვა, ყველაფერი გაანადგურა და მრავალი მუშაც იმსხვერპლა. იუდეველები იძულებულნი გახდნენ, მშენებლობა დროებით შეეჩერებინათ, მაგრამ როგორც კი საქმეს ხელახლა შეუდგნენ, პირველზე უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად გადარჩენილი საძირკვლის ნაშთებიც კი ამოცვივდა მიწიდან, ხოლო სამუშაო იარაღები ქარიშხალმა გაფანტა. მიწის სიღრმიდან ამოხეთქილმა ალმა მუშები შეტრუსა და სხეულსა და ტანსაცმელზე ჯვრის გამოსახულება დაუტოვა. იუდეველები დაშინდნენ და მშენებლობა მიატოვეს. ბევრმა მათგანმა ქრისტე ირწმუნა და მოინათლა. იულიანე ამ შემთხვევის მიმართაც ბრმა გამოდგა. მომხდარზე სიტყვის დაძვრაც კი აკრძალა, ხოლო წმინდა ეპისკოპოსი კირილე ქალაქიდან გააძევა.

როგორც იულიანეს სურდა, საქმე ისე არც ანტიოქიაში წარიმართა. ანტიოქიის გარეუბანში, დაფნეში, აპოლონის მდიდრული ტაძარი იდგა მისი კერპითურთ, რომელიც წინასწარმეტყველებით იყო განთქმული. ქრისტიანობის გამარჯვებამ წარმართული ტაძარი დააცარიელა. შორიახლო ეკლესია აშენდა, რომელშიც დეკიუსის დროს წამებული წმინდა ბაბილა და სამი ყრმა იყვნენ დასაფლავებულნი.

სპარსეთში სალაშქროდ მიმავალი იულიანე ანტიოქიაში ჩავიდა და აპოლონის ტაძარს მიაკითხა კერპისგან წინასწარმეტყველების მისაღებად. კერპთაყვანისმცემლებით გაჭედილი ტაძრისა და მდიდრული მსხვერპლშეწირვის ნახვას ელოდებოდა და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება და განრისხება, როცა მხოლოდ ერთი ქურუმი დახვდა, რომელიც აპოლონს ბატს სწირავდა.

ამას ისიც დაემატა, რომ კერპმა კითხვებზე არ უპასუხა. როცა იულიანემ იკითხა, ეს რას ნიშნავდა, ქურუმმა მიუგო, - აპოლონი წმინდა ბაბილას ნეშტის სიახლოვითაა განაწყენებულიო. წარმართებს რომ არ შეებილწათ, ანტიოქიელმა ქრისტიანებმა წმინდა მოწამის ნეშტი გალობით სასწრაფოდ გადაასვენეს საკათედრო ტაძარში. გაცოფებულმა იმპერატორმა მრავალი ქრისტიანი წამებით დაახოცინა და აპოლონის ბომონის აღდგენა ბრძანა, რომლის საზეიმო გახსნასაც თვითონ აპირებდა, მაგრამ წინა ღამეს ბომონი მთლიანად დაიწვა. მიუხედავად მახლობლად მცხოვრებთა მტკიცებისა, რომ ბომონს ზეციდან ჩამოვარდნილი ცეცხლი დაეცა, მისი გადაწვა მაინც ქრისტიანებს დააბრალეს და ბევრი მათგანი წამებით მოკლეს, ხოლო წმინდა ეპისკოპოსი მელეტი, რომელიც განწირულებს დასჯის ადგილამდე აცილებდა, ქალაქიდან გააძევეს.

იულიანე ანტიოქიაში კარგა ხანს დარჩა, მაგრამ თვით წარმართების სიყვარულიც კი ვერ მოიპოვა, რადგან ქრისტიანთა ბრმა მიბაძვით გასართობები და სანახაობანი აკრძალა. წარმართებს მისი რელიგიური გულმოდგინებაც აღიზიანებდათ, რადგან იმპერატორი იმგვარ ბნელ ადათებში მონაწილეობდა, რომელთა რწმენა უკვე კერპთაყვანისმცემლებსაც დაკარგული ჰქონდათ. ისინი მოურიდებლად დასცინოდნენ იმპერატორს ცრუმორწმუნეობის, უხეშობის და გარეგნობის გამოც კი, რადგან ქრისტიანთა წამხედურობით ცდილობდა, დაუდევარი ჩაცმულობით სიმდიდრისა და ფუფუნების სიძულვილი დაემტკიცებინა.

იულიანე ფიქრობდა, სპარსეთიდან დაბრუნებისას იმ წარმართულ ტაძრებს საზეიმოდ გავხსნი, გზად რომ მხვდებაო, მაგრამ მის ოცნებას განხორციელება არ ეწერა. ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი სიკვდილის მოახლოებამაც კი ვერ შეარიგა უფალთან. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "შენ გაიმარჯვე, გალილეველო!"

იმპერატორის სიკვდილის ამბის კონსტანტინოპოლამდე მიღწევას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ზოგიერთ წმინდანს სასწაულებრივად ეცნობა, რომ იულიანე ცოცხალი აღარ იყო. ალექსანდრიაში ცნობილ ქრისტიან სწავლულს, ბრმა დიდიმს, ღამით, ლოცვისას, მოესმა სიტყვები: "დღეს მოკვდა იულიანე. შეატყობინე ამის შესახებ ათანასეს". ათანასე კი ამასობაში უდაბნოში დაეხეტებოდა და მეომრებს ემალებოდა. როცა ამბა პამვას და თეოდორე განწმენდილს ჰკითხა, საით აეღო გეზი, წმინდა თეოდორემ უპასუხა: "შენ ახლა დამალვა აღარ გჭირდება, იულიანე სპარსეთში დაიღუპა".

სპარსეთში უმთავარსარდლოდ დარჩენილმა ჯარმა იმპერატორად ერთსულოვნად ქრისტიანი იოვანე აირჩია, მაგრამ მან უარი განაცხადა - არ მსურს წარმართების მმართველი ვიყოო. "მაგრამ შენ არა წარმართებს, არამედ ქრისტიანებს წარუძღვები. იულიანეს ხანმოკლე მეფობამ ვერ წაშალა ჩვენს გულებში ჭეშმარიტი რწმენა და კონსტანტინე დიდის სწავლანი", - უპასუხეს მეომრებმა.

იულიანეს მეფობა ორ წელზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში წარმართობის აღსადგენად მან ყოველ ხერხს და ღონეს მიმართა, მაგრამ ამაოდ. მას შემდეგ, რაც სამყარომ ჭეშმარიტი ღმერთი, მისი წმინდა და მაღალი სჯული შეიცნო, წარმართობას გაცოცხლება აღარ ეწერა...

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat