ცხრამეტი წლის მოვიდა ათონზე არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეციარისი, +1943) და ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად მოსაგრე ბერს დაუდგა მორჩილად.
ცხოვრების პირობებმა ისედაც ავადმყოფი იოაკიმე ლოგინად ჩააგდო, ახველებდა, სისხლს აყოლებდა. 26 წლისას საშინელი გულისთქმები ტანჯავდა, რომელთაც უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა. ბერი სიკვდილს არჩევდა ასეთ უიმედო მდგომარეობაში ყოფნას. იმდროინდელ მამებს კი სიტყვები "სნეულება" და "იკონომია" დავიწყებოდათ.
თუმცა ღვთისმშობელმა არ დაუტევა იგი, ისევე როგორც ყრმობის ჟამს, როცა გამოეცხადა და სნეულებისგან განკურნა, ახლაც შეეწია. აი, რას ჰყვება თვითონ მამა იოაკიმე: "საშინლად ვიტანჯებოდი სნეულებისა და ათასნაირი გულისთქმისგან. ერთხელ სულის მოსათქმელად საწოლზე დავჯექი და კედელს ზურგით მივეყრდენი. დავიწყე ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ. ჩვენს ზეციურ დედოფალს სიკვდილს ვთხოვდი, რადგან ამ დროს საშინელ სულიერ ტანჯვას განვიცდიდი. დათრგუნვილი ვტიროდი. უეცრად ჩემს წინ დამაბრმავებელი სინათლე მოეფინა. შეშინებულმა შევძახე: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო!" შევხედე და ამ ნათელში სამყაროს დედოფალი, ღვთისმშობელი მარიამი ვიხილე. ანათებდა. სახე და სამოსი უბრწყინავდა. უეცრად ჰაერში აღმიტაცეს და მარჯვენით მისსა დამაყენეს. მაშინ ღვთისმშობელმა ხელით მანიშნა: "ხედავ?" გავიხედე და ჩემი კელიის წინ, მდელოზე, საკუთარი სხეული დავინახე. ჩემს ბაგეთაგან ორი შროშანი გამოდიოდა, რომელთაც მხოლოდ წამახვილებული, მოგრძო, გაღუნული ფოთლები ჰქონდა. თითოეულ მათგანზე ოქროს ასოებით გამოყვანილი იყო სიტყვები: "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი". წავიკითხე და ღვთისმშობელმა მითხრა: "ერთი შროშანი სულისთვის არის, მეორე კი სხეულისთვის. ვისაც ჩემი სასოება აქვს, ნურაფრის შეეშინდება, ნურც ამ, ნურც მომავალ, იმქვეყნიურ ცხოვრებაში". ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ უხილავი შეიქნა, იოაკიმეს კი სული სინათლითა და სიხარულით აღევსო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი