ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი
ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი
(ნაწილი მეორე)
ორი წერილის ფრაგმენტი მარადის ქალწული მარიამის შესახებ
პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი. "მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობლის მარადქალწულებაზე"

დოგმატური სწავლება ჩვენი მეოხის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ მის ორ სახელში: ღვთისმშობელსა (Theotokos) და მარადის ქალწულშია (aiparthenos) ასახული. ორივე სახელმა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მოიპოვა აღიარება. ეს დოგმატი ასევე საეკლესიო წმინდა გადმოცემის განუყოფელი ნაწილია. მაცხოვრის ქალწულისაგან განკაცების შესახებ ახალი აღთქმა პირდაპირ მიგვითითებს. მრწამსში იესო ქრისტეს შესახებ წერია: "ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა". ეს მხოლოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაცია არ არის, ეს რწმენის პირდაპირი აღსარებაა. სახელი "მარადის ქალწული" ფორმალურად მეხუთე მსოფლიო კრებაზე (553 წელს) იქნა მიღებული და "ღვთისმშობელი" - უფრო მეტია, ვიდრე ქებისა ან რაიმე დიდების აღმნიშვნელი სიტყვა. ეს არის ერთ სიტყვაში მოცემული ქრისტიანობის დოგმატური შინაარსი. 431 წლამდე, ეფესოს კრებამდეც კი, ქრისტიანულ სამყაროში სიტყვა "ღვთისმშობლის" აღსარება ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნიშანი იყო.

გრიგოლ ღვთისმეტყველი ასე აფრთხილებს კლიდონიას: "ვინც მარიამს ღვთისმშობლად არ აღიარებს, ის ღვთისათვის უცხოა". ყოვლადწმინდა მარიამის ამ სახელით ხშირად სარგებლობენ მეოთხე საუკუნისა და, სავარაუდოდ, მესამე საუკუნის მამებიც. მაგალითად, თუ დავუჯერებთ სოკრატე სქოლასტიკოსს, ასეთ მამათა შორის ორიგენეც იყო. ნესტორი და მისი მომხრეები კი ქრისტიანულ აზროვნებაში უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ამ ტერმინის უარყოფას ცდილობდნენ.

სიტყვა "ღვთისმშობელი" (Theotokos) წმინდა წერილში არ გვხვდება - ასევე ვერსად ამოვიკითხავთ სიტყვას "ერთარსი" (omousios). ნიკეასა და ეფესოს კრებებზე მათ მოწვევამდე რაიმე არარსებული და გაუცნობიერებელი ტერმინოლოგიური სიახლე არ შემოუტანიათ და არ დაუმკვიდრებიათ. ეკლესიურ აზროვნებაში "ახალი", "არაბიბლიური" ტერმინები და მათ შორის ეს სიტყვები თავისთავად გაჩნდა და იმის გამო დამკვიდრდა, რომ მათში ძველი ეკლესიური აზროვნება ასახულიყო. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მესამე მსოფლიო კრება (431 წელი, ეფესო) ძირითადად ქრისტოლოგიური საკითხებით იყო დაკავებული და მარიალოგიურ საკითხებს არც კი შეხებია. ისაა საინტერესო, რომ მიუხედავად ამისა, კრების განმასხვავებელ ნიშნად და მართლმადიდებლური ქრისტოლოგიის ერთგვარ თავისებურებად სწორედ მარიალოგიური გაგება გახდა. "ღვთისმშობელი" - ქრისტოლოგიის საკვანძო სიტყვა აღმოჩნდა. "სამართლიანად და ჭეშმარიტად ვუწოდებთ წმინდა მარიამს ღვთისმშობელს, - ბრძანებს წმინდა იოანე დამასკელი, - რადგან ეს სახელი მთელი განგებულების საიდუმლოს წარმოაჩენს. მართლაც, თუ მშობელი ღვთისმშობელია, უთუოდ ღმერთია მისგან შობილი და, ამასთან - უთუოდ კაციც". პეტავიას მარჯვე ფორმულირებით რომ ვთქვათ: "რადგანაც წმინდა სამების დოგმატის განმარტებისას გამოიყენება და პირველადია სიტყვა "ერთარსი", იმდენადვე მნიშვნელოვანია სიტყვა "ღვთისმშობელი" ღვთის განკაცების ახსნისას. ძნელად მისახვედრი არაა, რატომ ენიჭება ამ ტერმინის შინაარსს ასეთი დიდი მნიშვნელობა. ქრისტოლოგიური სწავლება, რომელიც არ გამოსახავს იესო ქრისტეს დედის მნიშვნელობას, ვერასოდეს მივა ქრისტიანული მოძღვრების სწორ განმარტებამდე. სწორედ ამიტომ ყველა მარიალოგიური დავა და გაუგებრობა ქრისტოლოგიური აზროვნების ცენტრში იყრის თავს და საბოლოოდ მწვავე "ქრისტოლოგიური კონფლიქტის" სახეს იღებს.

დანაკლულებულ ქრისტოლოგიაში მაცხოვრის მშობლის ადგილი აღარ რჩება. მაგალითად: ყველასთვის ნათელია, რომ ღვთისმშობლის შესახებ არაფერი აქვთ სათქმელი პროტესტანტ ღვთისმეტყველებს. მეორე მხრივ, ისიც არ იწვევს ეჭვს, რომ ვინც დედას ვერ შენიშნავს - შვილის დანახვაც გაუჭირდება. სხვაგვარადაც შეიძლება ითქვას: ყოვლადწმინდა ქალწულის ღვთივკურთხეული ბუნების გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას ქრისტოლოგიურ კონტექსტში განვიხილავთ. მარიალოგია არ არის დამოუკიდებელი სწავლება, ის მხოლოდ იმ ტრაქტატის ერთი თავია, რომელშიც ღვთის განკაცებასთან დაკავშირებული საკითხებია გადმოცემული. ამავე დროს, ის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გარეშეც ამ ტრაქტატის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მარიალოგია ქრისტიანული სწავლების არსშია განთავსებული. დედის გარეშე განკაცებული ძის საიდუმლოს გაგება შეუძლებელია. უფლის ზოგიერთი მაძიებელი ქრისტოლოგიური კვლევის ამ ნაკლულობის შევსებას უზომო თაყვანისცემითა და მის პიროვნებასთან დაკავშირებული სასწაულებისა და თვითმიკვლეული სულიერი ღირებულებებით ცდილობს. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ დოგმატზე რაიმე ნაკლმა ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს, დოგმატი მკვლევარს არ უნდა მოერგოს. ამავე დროს, დოგმატს ყოველთვის უნდა ახლდეს ღვთისმოსაობა. სწორედ ამიტომ ეკლესიურ სწავლებაში მარიალოგიურ ნაწილს თავისი ბუნებრივი ადგილი უკავია. ეკლესიური დოგმატი "განვრცობილი ქრისტოლოგიაა", ეს არის მოძღვრება "სრულ ქრისტეზე - სწავლების თავსა და მის სხეულზე". ღვთისმშობლის პიროვნული შინაგანი გამოცდილება ჩვენთვის დაფარულია. უფრო მეტიც, თავისი ბუნებით ეს გამოცდილება ჩვეულებრივი ადამიანისათვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. შეიძლება ითქვას, ეს არის ყოვლადწმინდა ქალწულის სულის საიდუმლო. ამიტომ როდესაც ეკლესია მარიამის შესახებ ქადაგებს, დოგმატურ სიზუსტეებს ერიდება და სამლოცველო პოეზიაში მოქცეულ ანტინომიურ სახეებსა და მეტაფორებს მიმართავს.

ჩვენ არც საჭიროება და არც მიზეზი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ყოვლადწმინდა ქალწულში თავიდანვე სრულად განხორციელდა ის დიდი მადლი, რაც მან ღვთისაგან მიიღო. არც საჭიროება გვაქვს და არც მიზეზი წარმოვიდგინოთ, რომ მადლის "სავსება" არითმეტიკულად გამოითვლება და სრულყოფილების ყველა შესაძლებელი ვარიანტისა და მრავალფეროვანი სულიერი ნიჭის ჯამად წარმოგვიდგება. მადლის სავსება მარიამისთვის იყო და "სავსებაში" თვითონ ღვთისმშობელი იგულისხმება. ეს განსაკუთრებული მადლია, ეს არის ღმერთის დედობის, ქალწულდედობისა და "უსძლო სძლობის" მადლი. ცხადია, მარიამს საკუთარი სულიერი გზა ჰქონდა და ეს გზა ღვთის მიერ მოცემულ მადლში სრულყოფის გზა იყო. მთელი შინაარსი აღმშენებლობის საიდუმლოსი მარიამში ნელა და თანმიმდევრობით იხსნებოდა. ბოლოს ღვთისმშობელმა თავისი შვილის - იესო ქრისტეს ჯვარცმაც იხილა. ამის შესახებაა დაწერილი: "და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი" (ლუკ. 2:35).

ნათელი მხოლოდ აღდგომის შემდეგ გამობრწყინდა. ამ დრომდე იესო ქრისტე ჯერ კიდევ არ იყო განდიდებული. ამაღლების შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწულს მოციქულთა გვერდით, აღმავალ ეკლესიაში ვხედავთ. უდავოა: უფლის ანგელოზის ჩვენებამ, საოცარი საიდუმლოს შესახებ ხარებამ და ამ საიდუმლოს აღსრულებამ ღვთისმშობელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მიახდინა. ამ გრძნობებს იგი მთელი ცხოვრების მანძილზე გულით დაატარებდა. განა სხვანაირად იყო შესაძლებელი? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მისი გამოცდილების არსი ჩვენთვის ამოუცნობი რჩება. მაგრამ თუ კეთილგონივრულ ძიებაზე საბოლოოდ ვიტყვით უარს, ეს თვითონ საიდუმლოზე უარის თქმა იქნება. დაწერილია: "ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათ სიტყვას და გულში იმარხავდა" (ლუკ. 2:19). მთელი მისი შინაგანი ცხოვრება ამ მოვლენებით იყო განმსჭვალული.

როგორც ღვთის განკაცების, ისე ღვთისმშობლის პირადი ცხოვრების საიდუმლო, მისი ადამიანური მდგომარეობა ამ ქვეყანაზე უნიკალური და გამორჩეულია. ღვთისმშობელი თავისი პირადი თვისებებით ამ მდგომარეობის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. აქედან შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი მის ისეთ სრულყოფილებაზე, რომელიც შემდგომში "მარადის ქალწულებად" შეირაცხა. მარიამი - ქალწულია. ქალწულება მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ არის; ეს უწინარეს ყოვლისა გამორჩეული მსოფლშეგრძნებაა, ურომლისოდაც ფიზიკური ქალწულება არაფრის მომტანი იქნებოდა. სახელი "მარადის ქალწული", რა თქმა უნდა, არც მხოლოდ და არც უწინარეს ფიზიოლოგიურ თავისებურებებს არ შეეხება. ის არც მხოლოდ დაბადებით ქალწულებასა და არც შემდგომში ქალწულების შენარჩუნებას გულისხმობს (თუ ჩვენ გვჯერა უბიწო ჩასახვისა და იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნებისა, უკანასკნელი ეჭვს არ უნდა აღძრავდეს). ის სულიერ ცხოვრებაში ნებისმიერ "ეროტიკულ" ელემენტს, გრძნობისა და თვითსიყვარულის სურვილს, ვნებათაღელვას, გონებისა და გულის ბოროტთა და საწუთოთა მიქცევას გამორიცხავს. ფიზიკური ქალწულება სულიერი სრულყოფილების გარეგნული მხარეა. დაწერილია: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".

ქალწულება გრძნობებისგან თავისუფალი მდგომარეობაა, ეს არის ჭეშმარიტი აპათია, რომლითაც განისაზღვრება ცხოვრების სულიერი არსი. ეს არის შეგრძნებებისგან, ცდუნებებისგან, "მიდრეკილებებისგან" (epithimia) და უნებლიედ გაჩენილი "აზრებისგან" თავისუფლება. მარიამის სული მხოლოდ ღმერთისა და მისი მსახურებისკენ მიილტვის. ყველა მისი მოსაზრება და სურვილი ღმერთს უკავშირდება, მისთვის უცხოა ვნებები (thimos). ის გონითაც, სულითაც და სხეულითაც ქალწულია. ეს არის საკუთარი პიროვნებისა და ცხოვრების ღვთისადმი მიძღვნა. იყო "ღვთის სრული მონა" - მარადის ქალწულებისა და ხორციელი ნების უქონლობის ტოლფასია. ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულიერი ქალწულება უცოდველობაა - მაგრამ "სრულყოფილება" და ვნებებისგან საბოლოოდ შეუზღუდველობა მაინც არ არის. რაღაც თვალსაზრისით, თვით უფალსაც კი უტევდა ვნება - სხვა შემთხვევაში უდაბნოში მას ეშმაკი არ გამოცდიდა...

როგორც ჩანს, თავად ღვთისმშობელსაც ერჩოდა მაცდური, მაგრამ თავისი მტკიცე რწმენითა და ღვთის სიყვარულით ამ ბრძოლიდან ის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ეს ასე ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩვეულებრივი, მიწიერი დედობრივი სიყვარული ბავშვისთვის სულიერ თავგანწირვად და საკუთარი პიროვნების მსხვერპლშეწირვად გადაიქცევა. რა თქმა უნდა, მარიამს თავისი ძე სხვა დედაზე ნაკლებად არ უყვარდა. მარიამმა იცის, რომ მისი შვილი "დიდი იქნება… და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს" (ლუკ. 1:32). მარიამის შვილი "მომავალი" მესიაა (ნახე ლუკ. 7:19). იგი უფლის რწმენასა და აღსარებას ღვთის დიდების ჰიმნში გამოხატავს (ლუკ. 1:46-55). არ შეიძლება მარიამს არ შეეგრძნო ის, რაც მასში ხდებოდა. მაგრამ მომხდარის შინაარსს გონებით არა ერთბაშად, არამედ დროთა სვლაში, თანმიმდევრულად შეიმეცნებდა. ღვთისმშობელი ღვთაებრივ საიდუმლო აღქმას გულში რუდუნებით ატარებდა. მისთვის ერთადერთი გზა არსებობდა, ის ერთადერთი აზრით იყო შეპყრობილი - ეს იყო ღვთის მორჩილება, იმ ერთადერთი ღმერთის სრული მორჩილება, რომელმაც "მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს" (ლუკ. 1:48) და დიდი სიკეთე შესძინა მას "ყოვლადძლიერმა" (ლუკ. 1:49). პავლე მოციქული ასე აღწერს ქალწულების მშვენიერებას: "ქალწული, უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაითა იყოს წმიდა ხორცითაცა და სულითაცა" (1 კორ. 7:34). ასეთი ქალწულების მწვერვალი კი ყოვლადწმინდა, ყოვლადუბიწო და მარადის ქალწულის სავსებაა.

პავლე მალკოვი. "დოგმატური სწავლება ღვთისმშობლის მარადქალწულებაზე"
ყოვლადწმინდა მარიამი მარადის ქალწულია. ეს ნიშნავს, რომ ის ქალწული იყო იესო ქრისტეს დაბადებამდე, დაბადების დროს, დაბადების შემდეგ და სიცოცხლის ბოლომდე ქალწულად დარჩა. ეკლესიის ზოგიერთი წმინდა მამა ღვთისმშობლის მარადის ქალწულებას ღვთაებრივი მხოლოდშობილი ძის, რომელიც ამავდროულად მამა ღმერთის სიტყვაა, მამა ღმერთისგან "წმინდა შობასა" და სიტყვის ანუ ძის მუდამ და განუწყვეტლივ განხორციელებასთან აკავშირებს. "მეორედ შობა, - წერს წმინდა ამბროსი მედიოლანელი, - ყოვლადწმინდა ქალწულისგან უნდა ყოფილიყო, რადგან თავდაპირველად მამა ღმერთისგან ძე ღმერთის დაბადებაც უბიწო იყო. დაწერილია: მამისაგან ძე ღმერთი ანუ მოქმედი სიტყვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იშვა. ამიტომ იესო, როგორც პირველი ღვთაებრივი დაბადების შედეგად იყო უბიწო, ქალწულისგან ძე კაცადაც ასეთივედ უნდა დაბადებულიყო".

უფლისგან განკაცების აუცილებლობა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მეორე ადამს ანუ იესო ქრისტეს პირველქმნილ ადამიანს ანუ ადამს ვადარებთ. ამ მიზნის განსახორციელებლად "შემოქმედისთვის კაცთა შორის დედის განმზადება იყო საჭირო. რადგან ადამიანის დაცემულობის აღმოფხვრა და მასში უბიწობის აღდგენა მხოლოდ ამ გზით იყო შესაძლებელი, - წერს წმინდა მოწამე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ფოტიოსი, - ისევე როგორც პირველი ადამიანი ქალწულებრივი უთესლო მიწისგან შეიქმნა, მისი აღდგენაც ქალწულისგან შობით - უთესლოდ უნდა განხორციელებულიყო".

ღვთისმშობლის ახალი აღთქმის პირველსახე ძველ აღთქმაში ჯერ კიდევ მოციქულთა მოღვაწეობის დროს იყო აღიარებული. "ხომ არ შემიძლია, - წერს ნეტარი იერონიმე სტრიდონელი ელვიდიოსის წინააღმდეგ, – წარმოგიდგინო მთელი რიგი ძველი მწერლებისა, მათ შორის: ეგნატე, პოლიკარპე, ირინეოსი, იუსტინე მოწამე და სხვა მრავალი მოციქული და სწავლული მამა, რომლებიც ევიონისა და თეოდოტეს, ვიზანტისა და ვალენტინეს წინააღმდეგ ყოვლადწმინდა მარიამის მარადის ქალწულობის შესახებ სიბრძნით აღსავსე თხზულებებს წერდნენ". ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნეტარი იერონიმე მარიამის მარადის ქალწულებას იესო ქრისტეს უბიწობის კონტექსტში განიხილავს. "ქრისტე, - აღნიშნავს იგი, - ქალწულია; და დედა ამ უბიწო ძისა მარადის ქალწულია - დედაც არის და ქალწულიც". შემდგომში სწავლებამ ღვთისმშობლის მარადის ქალწულობის შესახებ მთელ საქრისტიანოში საყოველთაო სახე მიიღო. "ვინმეს სადმე თუ მოუხსენიებია წმინდა მარიამის სახელი და თუ ყოფილა შემთხვევა, მვედრებელს ლოცვა ქალწულის მიმართ არ აღევლინა? – კითხულობს წმინდა ეპიფანე კვიპრელი და განაგრძობს: – სწორედ დამატებით სახელდებაში ვლინდება ადამიანის სრულყოფილების ნიშნები... ასე მაგალითად: აბრაამი "ღვთის მეგობრად" იწოდა" (იაკ. 2:23) და ეს სამარადჟამო აღმოჩნდა; იაკობს ეწოდა "ისრაელი" (დაბ. 32:28), ასევე თაობიდან თაობაში უცვლელად გადადის იგი; მოციქულებს - "იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი" (მარკ. 3:17) და ასევე იწოდებიან; წმინდა მარიამს კი "ქალწული" ჰქვია და ეს სახელი არ შეიცვლება, რადგან ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უბიწო იყო".

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ სამყაროში სწავლება ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ საყოველთაოდ იყო გავრცელებული, ეკლესიის ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც ეს სწავლება სათუო ხდებოდა ან საერთოდ უარს ამბობდნენ მის აღიარებაზე. რაციონალისტი კრიტიკოსები არ იღებდნენ ჭეშმარიტებას ასეთი სახით, ისინი უარყოფდნენ ისეთ სასწაულს, რომლის შესახებაც ნათქვამია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების კონდაკში: "ღვთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს". სხვა შემთხვევაში მარადის ქალწულობის ურწმუნოების მიზეზი ახალი აღქმის ზოგიერთი ტექსტის მცდარი ინტერპრეტირება ხდებოდა. კერძოდ, წმინდა წერილში მარიამ ღვთისმშობლის მიმართ იესო ქრისტეს გამოყენებული აქვს სიტყვა "დედაკაცი" (იოან. 2:4; 19:26). ამ სიტყვას წმინდა ამბროსი მედიოლანელი შემდეგნაირად განმარტავს: "რატომ უნდა გვაბრკოლებდეს სიტყვა "დედაკაცი"? ეს სიტყვა სქესის და არა უბიწობის აღნიშვნისთვის გამოიყენება. ჭეშმარიტების უარყოფა, ჩვეულებრივ, ყოფითი შინაარსის მატარებელი სიტყვის გამოყენებით შეუძლებელია". სიტყვა "დედაკაცს" ანალოგიურად განმარტავს ღირსი ისიდორე პელუსიელი: "მოციქულმა პავლემ თქვა "დედაკაცი", რათა სქესი აღენიშნა, რადგან, რაგინდ უბიწო იყოს, ქალწულიც დედაკაცად იწოდება; დედაკაცად - გარეგნულად, უბიწოც რომ იყოს; დედაკაცად ბუნებით - მამაკაცი რომ არ ჰყავდეს შეცნობილი. სიტყვა "დედაკაცი" მიზანმიმართულად და რაიმე კონკრეტული თავისებურების გამომხატველად რომ არ გამოიყენება, ამაზე იგივე პავლე მოციქული მიგვითითებს, რადგან ქალწულისგან შობილ მაცხოვარს მოიხსენიებს როგორც "შობილს დედაკაცისაგან" (გალ. 4:4). რას სჩადი, პავლე! ქალწულს "დედაკაცად" მოიხსენიებ? - კითხულობს ღირსი ისიდორე და მოციქულის სახელით თავადვე პასუხობს: – კი... რადგან ბუნებას ვგულისხმობ და "დედაკაცად" მოვიხსენიებ, გონით კი ვიცი, რომ ქალწულია, რადგან ქალწული - მიუხედავად იმისა, რომ გაუთხოვარია, დედაკაცია - დედაკაცია ფიზიკურად, ხოლო ქალწულია უბიწობითა და სიწმინდით".

მცდარი ან დამახინჯებული განმარტების ობიექტი ხშირად მათეს სახარების ფრაგმენტი ხდება: "გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი. და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო" (მათ. 1:24-25). ბასილი დიდი აღნიშნავს, "ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო" ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ დროებითი წმინდა და ურთიერთშეუცნობელი ურთიერთობა გამოწვეული იყო ანგელოზის გაფრთხილებით და ეს უკავშირდებოდა იესო ქრისტეს დაბადებას, ხოლო შემდგომ მაცხოვრის დაბადებისა მარიამი კანონიერი ქორწილის წესს უნდა დამორჩილებოდა. ტექსტის ასეთი განმარტების მიზეზი წმინდა წერილისადმი გაუაზრებელი დამოკიდებულების შედეგია. წმინდა მამები ამ ფრაგმენტის მცდარ განმარტებას ორ არგუმენტს უპირისპირებენ. ნეტარი იერონიმე ჩვენს ყურადღებას მარიამის ქმრის, იოსების პიროვნებაზე ამახვილებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ უბიწო ადამიანი, ანუ "ის, ვინც სიზმარში გამოცხადებული ღვთის ანგელოზისგან ჩვეულებრივი ადამიანისთვის წარმოუდგენელი ინფორმაცია მიიღო და ის სიტყვები მოისმინა, რომელიც: "ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი" (ლუკ. 2:10)... ის, ვინც იხილა სვიმონ მართალი და ღვთისმოსავი, მოისმინა მისი სიტყვები: "აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით" (ლუკ. 2:29); ის, ვინც ანა წინასწარმეტყველი, მოგვები, ვარსკვლავი, მოზეიმე ანგელოზები და ჰეროდე მეფის მრისხანება დაინახა; ის, ვინც ამდენი სასწაულის მომსწრე გახდა და ვინც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე თანამოძმეებში ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა, ნუთუ ხორციელი ნებით შეეხებოდა ტაძარს ღმრთისას, ღვთის წმინდა საკურთხეველს, თავისი უფლის დედას?" სხვა არგუმენტი თვით ბიბლიურ ტექსტში გამოყენებული "ვიდრე არ" და სხვა მსგავსი სიტყვებიდან გამომდინარეობს.

წმინდა იოანე ოქროპირი მათეს სახარების 1:25-ის განმარტებისთვის ბიბლიურ მასალას იშველიებს, კერძოდ: დაბ. 8:7; ფსალმ. 71:7 და ფსალმ. 89:2. პირველ ფრაგმენტში არ ჩანს, რომ ყორანი დაუბრუნდა ნოეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებში გარკვეული პერიოდის დასრულებისას "ვიდრე არ" სიტყვების გამოყენების შემდეგ პრინციპულად არაფერი შეცვლილა. ტექსტის ასეთი შინაარსი ნათლად მოჩანს მცხეთურ ხელნაწერში, მით უფრო, თუ ამ ფრაგმენტს ჩავიკითხავთ 8:9-ის ჩათვლით. მეორე შემთხვევის ("გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე") განმარტებისას წმინდა იოანე გვასწავლის, რომ აქ ლაპარაკი არ არის დროის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთზე, რადგან არ იგულისხმება "ამ ბრწყინვალე მანათობელის დასასრული". მესამე ფრაგმენტი - "ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი", - განაგრძობს წმინდა იოანე ოქროპირი, რა თქმა უნდა, რაიმე კონკრეტულ დროზე კი არა, ღმერთის დაუსაბამობასა და უკვდავობაზე მეტყველებს. წმინდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი და ღირსი ნილოს სინაელი კი მათე მახარებლის ნახსენებ სიტყვებს ასეთ კომენტარს უკეთებენ: 1:25-ში ცოლქმრულ ურთიერთობაზე საერთოდ არ არის საუბარი, გამოყენებული ზმნა "უცვნია" სულაც არ ნიშნავს "შეუცვნიას" და ეს ორი სიტყვა სხვადასხვაა, ისინი სინონიმებს არ წარმოადგენენ (შეადარეთ: "შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი..." დაბ. 4:1). წმინდა ეპიფანე კითხულობს: "საიდან უნდა სცოდნოდა იოსებს, რომ მარიამი ასეთი მადლის ღირსი გახდებოდა, ან საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ქალწული ასეთი დიდებით შეიმოსებოდა? მან იცოდა, რომ ბუნებითა და სქესით ის იყო ქალი, რომლის დედაც ანა იყო, მამა - იოაკიმე, ნათესავი - ელისაბედი და რომ ის დავითის სახლსა და გვარს ეკუთვნოდა. მაგრამ იმ სასწაულის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, ცხადია, დრომდე, მან არაფერი იცოდა. როდესაც იოსებმა იხილა ჩვილი ძე ღმრთისა და მის დაბადებასთან დაკავშირებული მოვლენები, მხოლოდ მაშინ ცნო მარიამში ღვთივბოძებული დიდებულება". იმავეს ბრძანებს ღირსი ნილოსი: იოსები "ვერ მიხვდა და ცნო, რომ მარიამი ღვთისმშობელი უნდა გამხდარიყო".

ერეტიკოსები ღვთისმშობლის მარადისქალწულებას იმის გამო არ აღიარებენ, რომ სახარებაში ჩვილი იესო "პირმშოდ" (ლუკ. 2:7) და არა "დედისერთად" არის მოხსენიებული, ანუ "პირველად" და არა "ერთადერთად". ასეთ არგუმენტს ღირსი იოანე დამასკელი უსაფუძვლოს უწოდებს: "უნდა ვიცოდეთ, - ბრძანებს წმინდა იოანე, - რომ "პირმშო" არის პირველად შობილი, თუნდაც მხოლოდშობილი იყოს იგი, რადგან ეს სიტყვა პირველშობილობას აღნიშნავს და არ წარმოაჩენს აუცილებლად სხვათა შობასაც". წმინდა ეპიფანე კვიპრელი კი შენიშნავს, რომ ერეტიკოსები შეგნებულად მიმართავდნენ სახარების ტექსტებს, სადაც მაცხოვრის და-ძმანი არიან ნახსენები, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ისინი მაცხოვრის ნამდვილი და-ძმა იყვნენ. ერეტიკოსების შეხედულებას თვითონ სახარება პასუხობს, რადგან იესო ქრისტემ საკუთარ დედაზე ზრუნვა იოანე ღვთისმეტყველს სთხოვს. ცხადია, ასე არ მოხდებოდა, "ღვთისმშობელს სხვა შვილები ან ახლო ნათესავები რომ ჰყოლოდა". "თუ იოსები ნამდვილად ქმარი იყო და მარიამი მისი თანამეცხედრე, რით უნდა აიხსნას, რომ ის (იესო ქრისტე) ქმარსა და შვილებს უფლებებს ართმევს და მარიამის მიმართ მათ მოვალეობებს არაფრად აგდებს? - კითხულობს ამბროსი მედიოლანელი, - დამუწეთ პირი, ცოდვილნო, - განაგრძობს წმინდა ამბროსი, - ჯვარცმული იესო ქრისტე აღთქმას იოანე ღვთისმეტყველთან დებს და წმინდა იოანე ამ აღთქმას უყოყმანოდ ღებულობს. დედის უბრალოებისა და უმანკოების დაცვა უტყუარი საბუთია მისი უმწიკვლობისა...".

ეკლესიაში ღვთისმშობლის მარადის ქალწულობის წმინდა იდეა გამორჩეულ, რწმენით შემოსილ საიდუმლოდ სუფევს. ამ საიდუმლოს ბოლომდე ახსნის სურვილი ჯერ არც ერთ უდიდეს წმინდა მამას არ გაუბედავს. "რას ნიშნავს ქალწულის მიერ ღმერთის შობა? ორი ურთიერთდაშორებული ბუნება ერთმანეთს როგორ შეერწყა? - ასეთ კითხვები დასვა წმინდა გროგოლ ნაზიანზელმა და თავადვე უპასუხა: - ეს - საიდუმლოა!" "როდესაც ქალწულის მიერ შობილ ჩვილსა და შობის შემდეგ კვლავ ქალწულებაში დარჩენილ უსძლო სძალს წარმოვიდგენ, - ვკითხულობთ წერილში, რომლის ავტორად იოანე ოქროპირი მიიჩნევა, - ვერ ვპოვებ ახსნას და ამიტომაც მივმართავ რწმენას. ყოველგვარ გონიერ წვდომაზე მაღალი, მაგრამ ჭეშმარიტია, რომ ქალწულმა მუცლადიღო და საოცარია - შობა ქალწულისაგან?.. შეხედე საიდუმლოს, როგორი ხილვადი და უხილავია, მიგნებადი და მიუგნებელია, გონით შეხებადია და შეუხებელი. ო, ჭეშმარიტად, ეს - ცისა და მიწის საიდუმლოა..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat