"ეს შენა ხარ, დედოფალო ჩემო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო?"
"ეს შენა ხარ, დედოფალო ჩემო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო?"
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
მალევის ღვთისმშობელი
კუნძულ პელოპონესზე, პარნონის მთებში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი დროთა განმავლობაში გაღარიბდა , გაპარტახდა და როცა დიდთოვლობისას გზები ჩაიკეტა და სავანის ძმობა შიმშილით ამოწყდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ინება, დაბლა, უფრო თბილ ადგილას გადაეტანათ მონასტერი - ტაძარში დასვენებული ღვთისმშობლის მიძინების ხატი უეცრად გაქრა. ბევრი ძებნის მერე არამიწიერი ნათლით მოსილი ხატი დღევანდელი მონასტრის ადგილას ბუჩქზე დასვენებული იპოვეს. ხატი უკან გადაასვენეს, მაგრამ ისევ ახალ ადგილს დაუბრუნდა. ასე განმეორდა რამდენჯერმე, რაც ღვთისმშობლის მინიშნებად ჩათვალეს და მონასტერი ახალ ადგილზე ააშენეს. აქ ერთ დროს წმინდა ნილოს მირონმდინარე მოღვაწეობდა. დროთა განმავლობაში სავანე დედათა მონასტრად გადაკეთდა.

მონასტრის უმთავრესი სიწმინდე ვერცხლით მოპერანგებული (1362 წელს მოჭედეს) ღვთისმშობლის მიძინების ხატია. ხატი რომ სასწაულმოქმედია, ეს უეჭველია. 1964 წლის მარტში ხატმა კეთილსურნელება გამოსცა. ეს ოცი დღე გაგრძელდა. 17 აპრილს, ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათის წინა დღეს, ხატმა მირონის დენა დაიწყო და დღემდე მირონმდინარეა. დები მას ბამბის ფთილებით აგროვებენ და იმ მომლოცველებს ურიგებენ, ვისაც კურნება სჭირდება.

1970 წლის ნოემბერში მონასტერში ორი ავტობუსით მიმავალმა მომლოცველებმა მონასტრიდან 30 კმ-ის დაშორებით ძლიერი კეთილსურნელება იგრძნეს. მთებში გზააბნეული მომლოცველები ამ კეთილსურნელებას ხშირად მოჰყავდა მონასტერთან - რაც უფრო უახლოვდებოდნენ სავანეს, მით უფრო მძაფრად გრძნობდნენ კეთილსურნელებას. ერთხელ ღვთისმშობელი გამოეცხადა ავტობუსით მიმავალ გზააბნეულ მომლოცველებს, რომლებსაც ცუდ გზაზე სიარული უჭირდათ. მომლოცველებმა დაინახეს გზაზე მდგარი ტანმაღალი ქალბატონი, მან მძღოლს ხელით ანიშნა, მანქანა გააჩერეო და უთხრა, არასწორი გზით მიდიხარ, მობრუნდი და სხვა გზით წადიო. ეს თქვა და უჩინო შეიქნა, ხოლო ავტობუსი ისეთი კეთილსურნელებით აივსო, როგორიც მალევის ღვთისმშობლის ხატიდან მოედინებოდა.

ამ ხატის წინ ლოცვით და მერე წმინდა მირონისცხებით მრავალი სასწაული აღსრულებულა, მათ შორის სხვადასხვა სნეულებისგან კურნებისა. რამდენიმე მათგანს მოგითხრობთ.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა მონასტრის გარშემო ტერიტორია დაიპყრეს და მოსახლეობა თავშესაფრის საძებნელად მთებში გაიქცა. კინურიელი პეტრე კარასი, მეგობრებთან ერთად, პერნონის მთებში ავიდა იმ იმედით, რომ იქ თავისუფალი იქნებოდა. მონასტერს რომ ჩაუარეს, უეცრად გამოეცხადათ უჩვეულოდ ლამაზი ქალბატონი, რომელმაც უთხრა: "დაბრუნდით სოფელში, თორემ მტრის ხელით დაიღუპებითო". კარასმა და რამდენიმე კაცმა, რომელთაც ირწმუნეს, რომ თვით ღვთისმშობელი გამოეცხადათ, დაუჯერეს და გადარჩნენ, ხოლო ვინც გზა გააგრძელა, დაიღუპა.

კიბოსგან განკურნება. 1972 წელს ათენის ახლოს, მთის ძირში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში, კიბოთი კვდებოდა მორჩილი ვერონიკა. მან რამდენიმე კვირა საავადმყოფოში გაატარა, მაგრამ სიმსივნე მოდებული ჰქონდა თირკმელსა და ზურგის ტვინზე და პროგრესირებდა. ექიმებმა გადადებული ავადმყოფი მონასტერში გაუშვეს - იქ აღესრულებაო. წინამძღვარმა გადაწყვიტა, სიკვდილის წინ ენუგეშებინა და მონაზვნად აღეკვეცა. რიტუალი 8 მარტს, ოთხშაბათს იყო დანიშნული, მაგრამ გამოძახებულმა ექიმმა თქვა, - ვერ მიაღწევსო და წინამძღვარმა აღკვეცა კვირა დღეს გადაწყვიტა. დები ფიქრობდნენ, რომ სნეულს სავარძლით მიიყვანდნენ ტაძარში ღვთისმსახურებაზე.

სამი დღე ვერონიკას ტკივილისგან ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა. შაბათს, 2 მარტს, ტკივილგამაყუჩებელი ნემსის გაკეთება ითხოვა. მიერულა, მაგრამ მალევე კარებზე კაკუნმა გააღვიძა. ალბათ რომელიმე და არისო და ხმამაღლა წარმოთქვა: "ვინ არის, რომ დასვენების ნებას არ მაძლევს?" უცებ კარი გაიღო. ოთახში სამნი შემოვიდნენ: უჩვეულოდ ლამაზი ქალბატონი, ეპისკოპოსი და ვიღაც გრძელსამოსიანი კაცი. გოგონამ შეშინებულმა შეხედა უცნობებს. ქალბატონმა უთხრა: "რა თქმა უნდა, გაინტერესებს, საიდან გამოგეცხადეთ. მე მალევის მონასტრიდან ვარ, ეპისკოპოსი ეგინელია, წმინდა ნექტარიოსი, ეს კი უფლის საყვარელი მოწაფეა, თქვენი მონასტრის მფარველი. მე რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გსტუმრებოდი, მაგრამ რადგან ხვალ ხდები მონაზონი, გადავწყვიტე, დღეს მოვსულიყავი, მინდა დაგეხმარო, განგკურნო, წამოგაყენო საწოლიდან. თანდათანობით შეძლებ შენი ზოგიერთი მოვალეობის შესრულებას, მერე კი მთელ სამუშაოს შეასრულებ".

გაოცებულმა ვერონიკამ უპასუხა: - ქალბატონო, ფეხზე დგომა არ შემიძლიაო. ქალბატონმა ჰკითხა: "განა არა გწამს ღვთის ძალისა?" გოგონამ მიუგო: "რა თქმა უნდა, მწამს". თანამოსაუბრემ უთხრა: "კაცთაგან შეუძლებელი ღვთის მადლით შესაძლებელია". შემდეგ ზეციურმა სტუმარმა მაგიდიდან რომელიღაც ხატი აიღო და წარმოთქვა: "ეს ჩემი ხატია. აიღე და შეხედე, რათა დაინახო და მიხვდე, ვინ ვარ".

ვერონიკა გონს მოვიდა და ატირდა: "ეს შენა ხარ, დედოფალო ჩემო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო?" ქალბატონმა გაუღიმა და თანამგზავრებთან ერთად უჩინო შეიქმნა. ვერონიკა მერე ჰყვებოდა: "როცა სავსებით გონს მოვედი, ზუსტად არ ვიცოდი, ცხადში მოხდა ეს თუ სიზმარში, მაგრამ ხელში მის მიერ მოწოდებული ხატი მქონდა".

განკურნების სასწაული პირველად დედა ნექტარიამ იხილა, რომელმაც ამ დროს გვერდით ჩაიარა და იღუმენიასთან გაიქცა. დედა იღუმენიამ სადღესასწაულო ზარების დარეკვა ბრძანა და ეს ხმა მონასტერში მყოფი დედებისა და ერისთაგანთა გულებშიც ხმიანობდა. ხალხი ტიროდა და უფალს მადლიერების ლოცვებს შესწირავდა. მეორე დღეს ეპისკოპოსმა გერმანემ ვერონიკა მაგდალინას სახელით მონაზვნად აღკვეცა. 21 მარტს წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სავანის დედები იღუმენია დოროთეას წინამძღოლობით მალევის მონასტერში მივიდნენ, რათა ელოცათ და მადლობა ეთქვათ ღვთისთვის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინაშე.

მხედველობის დაბრუნება. ბატონი დ. ანდროპულოსი დიაბეტით იყო ავად და 61 წლისამ მხედველობა დაკარგა. ქრისტეშობამდე სამი დღით ადრე მალევის ღვთისმშობლის ხატიდან ჩამოდენილი მირონით გაჟღენთილი ბამბა თვალზე წაისვა. ორი-სამი საათის მერე იგრძნო, თითქოს თვალებში ვიღაცამ დაარტყაო და აექავა. მიხვდა, რომ ცხადად ხედავდა საწოლის თავზე ჩამოკიდებულ ხატს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისას. მას მერე მხედველობა დაუბრუნდა.

KARIBCHEმუსლიმანის განკურნება. როდოსელი მუსლიმანი ნურედინ მეჰმედი, რომელიც ახლა მიუნხენში ცხოვრობს, სამი წლის მანძილზე ფსიქიკური ავადმყოფობით იტანჯებოდა. გარდაუვალი სიკვდილის შიშით იყო შეძრწუნებული და მუდმივად თავი სტკიოდა, უძილობა და ნევროზი სჭირდა. ნაცნობმა ქალებმა მალევის ღვთისმშობლის ხატიდან ჩამოსული მირონი გაუგზავნეს. მირონით ცოლმა თავი შეუზილა და რაც მორჩა, ბალიშის ქვეშ ამოუდო. ამის მერე ორმოცი დღე იმარხულა და სრულიად გამოჯანმრთელდა. მისი ცოლი, ასევე მუსლიმანი, მერე მალევის მონასტერში ჩამოვიდა და სამადლობლად ვერცხლის სასანთლე შესწირა ხატს.

სიკვდილს გადაარჩინა. 1974 წლის 13 მარტს სოფელ მესორახის მასწავლებელი პეტრე საკურდოსი მანქანით მიდიოდა. უეცრად ავტომობილი გზას ასცდა და კლდიდან 40 მ სიმაღლიდან გაფრინდა. დაცემისას წაბლის ხის ტოტებმა ცოტათი შეაკავეს. როცა პეტრე გონს მოვიდა, მანქანის მოტორი ჯერ კიდევ მუშაობდა, ფარები ანათებდა. ის უკანა სავარძელზე უვნებელი იწვა და მუხლებზე მალევის ღვთისმშობლის ხატი ესვენა, რომელსაც ჩვეულებისამებრ თან დაატარებდა და საზომ მოწყობილობათა დაფაზე ჰქონდა მიმაგრებული. მაშინვე მალევის მონასტერში გაემართა ღვთისმშობლისათვის მადლობის შესაწირად.

ავადმყოფი ბავშვი. ერთი სპარტელი პატარა გოგონა მენინგიტის მძიმე ფორმით იტანჯებოდა. ექიმებმა ყველაფერი იღონეს, მაგრამ ამაოდ. დედა ხედავდა, რომ შვილი ხელიდან ეცლებოდა და ღვთისმშობელს სასწაულებრივ განკურნებას სთხოვდა.

ერთ ღამეს, როცა ლოცულობდა, კარი გაიღო და შავად მოსილი მაღალი, ლამაზი ქალბატონი შემოვიდა. სწრაფად მიუახლოვდა ავადმყოფის საწოლს, თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე ჯვარი გამოსახა. მერე კი უთქმელად მობრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ დედამ მას სამოსელზე მოქაჩა და ჰკითხა: "ვინ ხარ?" მშვენიერმა ქალბატონმა უბრძანა, ხელი გაეშვა და უთხრა: "მე კურთხეული მალევის ღვთისმშობელი ვარ. მინდა, რომ შენ ჩემს სახლში მოხვიდე" და გაქრა.

მეორე დღეს ექიმს და მღვდელს გოგონა სრულიად ჯანმრთელი დახვდათ. დედამ მათ მომხდარი მოუყვა და დაუმატა: "როგორც კი ღვთისმშობელი წავიდა, ჩემმა გოგონამ ფეხსაცმელები მომთხოვა, რათა საწოლიდან წამომდგარიყო". დედამ იკითხა, სად არის მალევის ღვთისმშობელიო. რამდენიმე დღის მერე დედა-შვილი მოსალოცად გაემგზავრა. ქალიშვილის განკურნებისათვის მადლიერების ნიშნად, დედა სამი წლის მანძილზე ქალიშვილს მხოლოდ შავი ფერის სამოსს აცმევდა, ანუ ისეთს, როგორითაც გამოეცხადა მას ღვთისმშობელი.

ახლა მონასტერში ოცამდე და ცხოვრობს, წინამძღვარი 80 წელს მიღწეული მონაზონი პართენიაა, რომელიც აქ 45 წლის წინ მოვიდა და ბევრი იშრომა სავანის ასაყვავებლად. დედა პართენიამ მანამდე ჩაიბარა მონასტერი, ვიდრე ღვთისმშობლის ხატი მირონდენას დაიწყებდა. იგი თავის სიყვარულს უნაწილებს დედებსა და ათობით მომლოცველს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat