მე შენი უფლის დედა ვარ
მე შენი უფლის დედა ვარ
* ერთხელ ათონის მთიდან ქსეროპოტამის მონასტრის იღუმენი ჩამოვიდა ბერებთან ერთად. როცა მან მამა გაბრიელი გაიცნო, ქართველ წმინდა მამას ათონზე წასვლა შესთავაზა. მამა გაბრიელმა უპასუხა: "მე საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი, მე ჩემს ათონზე ვარ". მამა სერაფიმემ (როუზი) სულიერ ძმას შეთავაზებაზე, ათონის მთა მოენახულებინა, უარი უთხრა: "მე ჩემი ათონი გულში მაქვსო". რა ვქნათ, მეგობრებო, შეიძლება ცხოვრება ისე განვვლოთ, რომ ათონის წმინდა მთაზე ვერ მოვხვდეთ, მაგრამ გულს ნუ გავიტეხთ, გვქონდეს სიყვარული მთაწმინდისა და გულში გვქონდეს ჩვენი ათონი.

* ანტიკურ დროში ათონის ნახევარკუნძულს აქტეს ეძახდნენ. სახელი ათონი (ბერძნულად ათოსი) მითური გოლიათის სახელიდან წარმოდგება, რომელიც ღმერთებისა და ტიტანების ბრძოლაში მონაწილეობდა. ერთი ვერსიით, თრაკიელმა ტიტანმა ეს მთა ღმერთ პოსეიდონს ესროლა. მეორე ვერსიით კი გამარჯვებულმა პოსეიდონმა ტიტანი ამ გიგანტური მთის ქვეშ ჩამარხა.

ათონის მწვერვალზე ძველ დროში აღმართული იყო ოქროსა და სპილოს ძვლის იუპიტერის კერპი, რომელიც მაშინ დაინგრა, როცა ღვთისმშობელმა ათონის მიწაზე ფეხი დადგა. ქრისტიანობამდე ათონის მთა წმინდა ადგილი იყო და იქ ქალწულები ცხოვრობდნენ. თვითონ "კერასია" (სადაც ახლა დიდი ლავრა დგას) დამახინჯებული ფორმაა "კორასიასი", რაც "ქალწულებს" ნიშნავს. ძველი ავტორები მოწმობენ, რომ სადაც ახლა დიდი ლავრა დგას, იყო გამაგრებული ქალაქი "ურანოპოლისი" (ზეციური ქალაქი) სადაც ქალწულებს წარმართული ტაძრების მომავალ მისნებად ზრდიდნენ. ქალაქი ქალღმერთ დიანასადმი იყო მიძღვნილი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ათონზე მიბრძანებით იკურთხა და განიწმინდა ეს ადგილი და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურთა თავშესაფრად იქცა.

* 1903 წლის 21 აგვისტოს ათონზე წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მოწყალებას არიგებდნენ. მონაზონმა გაბრიელმა ამ დროს სურათი გადაიღო. როცა ფოტო გაამჟღავნეს, მარცხენა კუთხეში გამოჩნდა ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელიც მდაბლად იღებს ნაკურთხ პურს.

* XV საუკუნეში კონსტანტინოპოლი თურქებმა აიღეს, გაძარცვეს ქალაქი და იმპერატორის სალაროც, სადაც ბევრი წმინდა ნივთი ინახებოდა, მათ შორის იყო მოგვების განძიც, რომელიც ყრმა იესოს მიართვეს. ეს განძი თურქებმა ძღვნად მიუტანეს სულთნის დედინაცვალს, სულთან მურად II-ის ცოლს, მარიამს, რომელიც შვილი გახლდათ სერბეთის მეფე გიორგი ბრანკოვიჩისა. მარიამი გათხოვების შემდეგაც ქრისტიანად დარჩა. ის ხომალდში ჩაჯდა და ძღვენი მთაწმინდისკენ წააბრძანა, რათა წმინდა პავლეს მონასტრისთვის გადაეცა. დიდებულებისა და მონაზვნების თანხლებით მონასტრისკენ მიმავალს შუაგზაზე წარმოუდგა დიდებული ქალბატონი და ჰკითხა: "ვინა ხარ, რომ გაკადნიერდი და ჩემს ბაღში (სავანეში) შემოხვედი?" მარიამმა უპასუხა: "მე სერბეთის დედოფალი ვარ და მოგვების წმინდა ძღვენი მოვიტანეო". ქალბატონმა უთხრა: "აქ მე ვარ დედოფალი. ამიტომაც უკან წადიო" და უჩინარი შეიქმნა. მარიამი მიხვდა, რომ იგი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, დაემხო მუხლებზე და შენდობა ითხოვა. მერე კი მოგვების განძი თანმხლებ მამებს გაატანა და თვითონ ხომალდზე დაბრუნდა. სანაპიროზე კი ამ ამბის მოსაგონებლად ეკვდერი ააშენა, რომელიც დღემდე დგას.

* მოგვების ძღვნის თითოეული ნაწილი სხვადასხვანაირად კეთილსურნელებს. მას ოქროსწყლის კურთხევისას იყენებენ. იშვიათად - წმინდა ძღვენი ტოვებს ათონის საზღვრებს. იგი სასწაულმოქმედია და მისით ეშმაკეულებს კურნავენ.

აი, ერთი თანამედროვე სასწაული: 1985 წელს, შობას, თესალონიკის მიტროპოლიტის მოწვევით ძღვნის ნაწილი წმინდა კირილესა და მეთოდეს ახალ ტაძარში მიასვენეს თაყვანისსაცემად. ერთ დღეს სამი-ოთხი კაცის თანხლებით ერთი 35 წლის ქალი მოიყვანეს, ორი შვილის დედა, ტაძარში კი შემოვიდა, მაგრამ სიწმინდის თაყვანისცემაზე უარი განაცხადა. თანამგზავრებმა ძალა დაატანეს, მაგრამ ამაოდ... ქალმა ყვირილი დაიწყო: "ნაზარეველო, შენ დამწვავ, გაეთრიე აქედან, ბეთლემელო ყრმაო!"

KARIBCHEტაძარში მყოფთ ჟრუანტელმა დაუარათ! ბოლოს ქალი წავიდა, მეორე დღეს დაბრუნდა... მშვიდად ემთხვია ხატებს, მაგრამ პატიოსან ძღვენს მიუახლოვდა თუ არა, იგივე განმეორდა. კიდობანთან ძალით რომ არ მიეყვანათ, ქალი იატაკზე დაემხო. თმაში ხელი ჩაავლეს და თავი ააწევინეს. მონაზონმა დრო იხელთა და კიდობანი ტუჩებზე შეახო. ეშმაკეული უეცრად გაჩერდა და ათი წუთი იატაკზე მკვდარივით იწვა. მერე წამოდგა სრულიად ჯანმრთელი, საღი აზროვნებით - სულ სხვა ადამიანი, ადიდებდა და მადლობდა ღმერთს. მერე კეთილმოკრძალებით ემთხვია ხატებს და წავიდა.

როგორც აღნიშნავენ თვითმხილველნი, პატიოსანი ძღვენი განსაკუთრებით ღვთის განცხადების დღეს კეთილსურნელებს. ცისკარზე "აქებდითას" გალობისას გამოაბრძანებენ საკურთხევლიდან. მერე კი შეაბრუნებენ. მგალობლები საგანგებოდ ანელებენ გალობას, რათა ეს კეთილსურნელება მთელ ტაძარში გავრცელდეს.

* პროტატის ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან არის მარმარილოს ფილაც, რომელზეც, როგორც ჰყვებიან, ლათინადმბრძნობი უნიატი პატრიარქის, იოანე ვეკას მომხრეებმა თავი მოჰკვეთეს კარიესის ღირსმოწამეებს, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ უნიას და მართლმადიდებლები დარჩნენ. ამბობენ, როცა ზამთარში ირგვლივ ყველაფერი თოვლით იფარება, ამ ფილაზე თოვლი დნება და ის შიშველი რჩება.

ათონელი მამა ესაიას მოწმობით, არხიდან, რომლიდანაც კავსოკალივის სკიტის მამებს წყალი მიეწოდებათ (ამ არხში სამი წყარო იკრიბება ღირსი აკაკი კავსოკალიველის ლოცვით აღმოდინებული), მოედინება გამოუცნობი და მშვენიერი კეთილსურნელება.

* "წმინდა სიმონპეტრას მონასტრის სიწმინდეთსაცავში ერთი განსაკუთრებული სიწმინდეა, - ჰყვება ერთი რუსი პილიგრიმი, - წმინდა მარიამ მაგდალინელის ნაწილები, მისი მარჯვენა. გვეუბნებოდნენ, თბილიაო, ბოლოს ჩვენც ვემთხვიეთ... ერთმანეთს გადავხედეთ - ეს იყო ცოცხალი, მხურვალე ხელის ტემპერატურა.

* წმინდა პანტელეიმონის მონასტერში დგას ზეთისხილის ხე, რომელიც იმ ხის კურკიდან ამოიზარდა, რომლის ქვეშაც წმინდა პანტელეიმონს თავი მოჰკვეთეს. ამ ხის ნაყოფი სამკურნალოდ ითვლებოდა. იგი სასწაულებრივი სახით გადაურჩა 1968 წელს სავანეში გაჩენილ ხანძარს, რომელმაც ამ ხიდან რამდენიმე მეტრში ნაცარტუტად აქცია კორპუსი და მთელი ნიადაგი ღრმად ჩაწვა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ხე გახმა და მამებმა ნაფოტ-ნაფოტ დაარიგეს. ღვთის წყალობით, ფესვიდან ახალმა ყლოტმა ამოიყარა და ახლა უკვე საკმაოდ მოზრდილ ბუჩქად იქცა.

* სიმონპეტრას მონასტრის სარდაფში 73-მდე თიხის ქოთანია, სადაც ზეთს ინახავენ. აქედან ორი ქოთანი გამორჩეულია. ერთხელ, წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს, მამა ხარიტონმა სარდაფი გააღო. უეცრად ნამდვილად ცარიელი ქოთნიდან ახალთახალი ზეთი გადმოიღვარა - ქოთანი პირთამდე ზეთით სავსე აღმოჩნდა. ასეთი თავისით შევსებული ქოთანი სულ ორი აღმოჩნდა. ეს ამბავი იღუმენს მოახსენა, მან მშვიდად უთხრა: "ვიციო". აღმოჩნდა, რომ ეს ზეთი სამკურნალოა და მრავალი ქრისტიანი განიკურნა, თვით სიმსივნიანიც კი. ამ ორი ქოთნიდან ერთი ზეთით დღესაც თავისით ივსება და მას მორწმუნეებს ურიგებენ.

* ათონის მთაზე, ქილანდარის მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრეთ მხარეს, უზარმაზარი ვაზია. გადმოცემის თანახმად, წმინდა საბა სერბის ხორციელი მამის, წმინდა სვიმეონის გარდაცვალებიდან 7 წლის მერე წმინდა საბა მონასტერში მოვიდა მშობლის წმინდა ნაწილების სერბეთში გადასასვენებლად. ბერები უზომოდ შეწუხდნენ. წმინდა სვიმეონი ძილში გამოეცხადა იღუმენ მეთოდეს და აუწყა, რომ მისი სხეული აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში, ბერების სანუგეშოდ კი მისი საფლავიდან ამოიზრდებოდა ვაზი. ვიდრე ეს ვაზი იცოცხლებდა, წმინდა სვიმეონის კურთხევა და მადლი არ მოაკლდებოდა მონასტერს. ამბობენ, როცა ვაზი გახმება, ანტიქრისტეც მოვაო. ამ ვაზის ნაყოფი სამკურნალოა და უმეტესწილად უშვილო ცოლ-ქმართათვის შვილიერების მიმცემია. ყურძნის მარცვალს ნაკურთხი წყლით სავსე ჭურჭელში ათავსებენ და ცოლ-ქმარი ორმოცდღიანი მარხვის და ლოცვების მერე მიიღებს ყურძნის მარცვლებს (ერთს ქმარი შეჭამს, ორს - ცოლი). უფალი მოხედავს მათ სარწმუნოებას და ბავშვიც ჩაისახება. ამბობენ, რომ 1585 წელს ერთმა თურქმა შესწირა ქილანდრის მონასტერს თავისი პირველშობილი ყრმა, რამეთუ ეს ბავშვიც და მისი დანარჩენი შვილებიც იშვნენ ამ ვაზის ყურძნის ჭამის მერე.

* კავსოკალივის სკიტიდან კერასიისკენ მიმავალ გზაზე არის ერთი "ბუნებრივი" მაცივარი - მცირე მღვიმე, ერთი ნაწილი ბუნებრივი წარმოშობისაა, მეორე კი ქვებით არის მოწყობილი. საოცარი ისაა, რომ წყალი თუ საჭმელი ამ მღვიმეში თვით ზაფხულშიც კი იყინება.

ათონის მთას პროტატი მართავს, სადაც ათონის ოცი მონასტრის წარმომადგენელია. პროტატის მმართველს კი რიგრიგობით ოთხი მონასტრის - დიდი ლავრის, ვათოპედის, ივერონისა და ქილანდარის წარმომადგენლებიდან ირჩევენ. პროტატის ბეჭედი, ღვთისმშობლის მიძინების ხატის გამოსახულებით, ოთხ ნაწილად არის გაყოფილი და თითოეული მონასტრის წარმომადგენელს თავისი ნაწილი აქვს. ამიტომაც, თუ რაიმე საბუთზე ოთხივე ნაწილი არ არის გამოსახული, ნამდვილად არ ითვლება.

* სტავრონიკიტას მონასტერში მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი. იმ ადგილას, სადაც ეს მონასტერია აღმართული, ძველი დროიდანვე იდგა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მცირე სავანე. მონასტერი არაბებმა დაანგრიეს და გაძარცვეს და დიდხანს მიტოვებული იყო. ათონზე მცხოვრებმა უკვე ტახტიდან გადამდგარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ გადაწყვიტა, აქ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ახალი სავანე დაეარსებინა. მივიდა ამ ადგილას. სწორედ ამ დროს, ღვთის განგებულებით, პატრიარქის თვალწინ მეთევზეებმა ბადეები გაჭიმეს და თევზაობას შეუდგნენ. ბადეები რომ ამოიღეს, გაოცებულებმა მასში თევზის ნაცვლად წმინდა ნიკოლოზის ხატი იხილეს. წმინდა ნიკოლოზის შუბლს კი შეზრდოდა სადაფის ნიჟარა. მეთევზეებმა ხატი ამოიღეს და ფრთხილად სცადეს ამ ნიჟარის მოცილება. მიუხედავად სიფრთხილისა, ხატი მაინც დაზიანდა. მის შუბლზე, მარცხენა თვალის გუგამდე, ერთგვარი ღრმა იარა წარმოიშვა, რომლიდანაც სისხლი წარმოედინა. ამ სასწაულის ხილვის შემდეგ პატრიარქმა მონასტერი წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხა. ხატი კი ტაძარში დაასვენეს. ამ სადაფის ნიჟარის ერთი ნატეხით პანაღეა გააკეთებინა პატრიარქმა და მისით აკურთხა რუსეთის პირველი პატრიარქი იობი. ის ახლა რუსეთში ინახება. მეორე ნაწილისგან კი ლანგარი გააკეთეს ღვთისმშობლის სეფისკვერისთვის, რომელსაც ტრაპეზობისას პანაღეას წესის აღსრულებისას შეაბრძანებენ მონასტერში.

* იმ ხანობაში, როცა ათანასე დიდი თავის ლავრას აშენებდა, ღვთის დაშვებით, ერთ წელს ისეთი გვალვა დაიჭირა, რომ მამა ათანასეს მორჩილი ბერები შემოეცალნენ და ულუკმაპუროდ თვითონღა შემორჩა მონასტერს. დიდი სულისა იყო წმინდა მამა, მაგრამ მაინც შეირყა რწმენაში. ეტყობა, ჩემი აქ ყოფნა ღვთის ნება არ არისო და სულდამძიმებული კარიესისკენ გაემართა. ორი საათის შემდეგ დასასვენებლად ჩამოჯდა. უეცრად მისკენ მომავალი ქალბატონი დაინახა. წმინდა ათანასემ ჯვარი გამოისახა. "ქალს აქ რა უნდაო", - გაუკვირდა. წმინდა ათანასე წავიდა უცნობის შესახვედრად. "სად მიდიხარ, მამაო?" - მდაბლად ჰკითხა უცნობმა. უცნობის სახე, მისი უბრალო ტანსაცმელი, ქალწულებრივი მზერა, ამაღელვებელი ხმა - წმინდა ათანასეს აფიქრებდა, რომ მის წინაშე უბრალო ქალბატონი არ იდგა. "ვინ ხარ და აქ როგორ შემოხვედი? - ჰკითხა ბერმა, - რად გჭირდება იმის ცოდნა, სად მივდივარ? ხომ ხედავ, აქაური ბერი ვარ". "თუ ბერი ხარ, ჩვეულებრივ კაცთაგან უნდა განსხვავდებოდე, - უთხრა უცნობმა, - უნდა იყო უბრალო, დამჯერი, მშვიდი. მსურს გავიგო, სად მიდიხარ. ვიცი შენი უბედურება, და რაც შენს თავს ხდება, შემიძლია დაგეხმარო. მაგრამ პირველ რიგში შენგან მინდა მოვისმინო, სად მიდიხარ".

გაოცებულმა წმინდა ათანასემ თავისი გაჭირვება მოუთხრო. "და ეს ვერ დაითმინე? - თქვა უცნობმა, - ლუკმაპურისთვის მიატოვე მონასტერი, რომელიც მომავალში განდიდებული იქნება? განა ეს მონაზვნის საქციელია? სად არის შენი რწმენა? დაბრუნდი, დაგეხმარები და ყველაფერი უხვად მოგეცემა, ოღონდ დარჩი შენს ადგილას და მონასტერს დააკავებინე უპირველესი ადგილი აქ აშენებულ მონასტრებს შორის". "ვინ ხარ?" - ჰკითხა ღირსმა მამამ. "მე ის ვარ, ვის სახელსაც მიუძღვენი შენი მონასტერი, რომელსაც მიანდობ საკუთარ ცხონებას. მე შენი უფლის დედა ვარ". წმინდა ათანასემ ეჭვით შეხედა: "მეშინია დავიჯერო, რადგან ვიცი, რომ ეშმაკები ნათლის ანგელოზებად გარდაისახებიან. რითი დამარწმუნებ შენი სიტყვების სიმართლეში?" მაშინ უცნობმა უთხრა: "დაჰკარ ამ ქვას შენი კვერთხი (ხის) და გაიგებ, ვინ გელაპარაკება. მხოლოდ იცოდე, მე სამუდამოდ დავრჩები შენი ლავრის აღმშენებლად (ეკონომოსად)". წმინდა ათანასემ ხის კვერთხი მითითებულ ქვას დაარტყა და ქვა, თითქოს მეხი დაეცაო, გაიპო, წყარომ გადმოხეთქა და ქვემოთ ზღვამდე ჩაედინა. მოიხედა წმინდა ათანასემ და უცნობი ვეღარ დაინახა. წმინდა წყარო დღემდე მოედინება და სასწაულთმოქმედად ითვლება. უკან დაბრუნებულმა ათანასემ ჭურჭლები, ბეღელი, საწყობი ყველა საჭირო საგნით ავსებული იხილა - ზოგიერთი ეს ჭურჭელი დღემდეა ლავრაში.

* მამა სერგი (ვესნინი) ათონიდან გამოგზავნილ თავის ერთ-ერთ წერილში გვიყვება, რომ ივერონში "ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, კედელზე მთელი ტანით გამოსახულია მაცხოვრის ხატი. გადმოცემით, მავანი უფალს დიდხანს და გულმოდგინედ ევედრებოდა და სთხოვდა გამოეცხადებინა მისთვის, როგორი იყო ხორცშესხმული უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამ მოუდრეკელ მლოცველს იდუმალი ხმა მოესმა:

"წადი ათონის მთაზე, ივერთა მონასტერში. იქ, ჩრდილოეთ კარებთან, რომლითაც ტაძრის კარიბჭეში შედიხარ, იპოვი ჩემს სრულ გამოსახულებას. დააკვირდი მას - ასეთი ვიყავი, ხორცშესხმული".

* ლავრელი ბერი ვლასი ბრძანებს, რომ მთაწმინდაზე გარდაცვლილი ბერების ხელ-ფეხი არ ქვავდება და სირბილეს ინარჩუნებს. ზოგის აზრით, ეს ხდება ღვთისმშობლის წყალობით, რადგან ის დაჰპირდა ათონელ ბერებს, რომ ღვთის სამსჯავროში შუამდგომელი იქნება თავისი ძის წინაშე, ათონზე მოღვაწე და აღსრულებული ბერების ცხონებისთვის.

* ხალხური რწმენით, ათონის მთაზე ჩიტები ბუდეს არ აშენებენ და ბარტყებს არ ჩეკავენ, მდედრობითი სქესის ადამიანი ათონზე არ უნდა იყოს. "ეს კანონი თითქოს უტყვ არსებაზეც ვრცელდება, - გვიყვება მამა სერგი, - თურქების ბატონობის პირველ წლებში ერთმა აქაურმა აღამ მთაწმინდის კანონები ცრურწმენად შერაცხა და ცხვრის ფარა შემორეკა. მაგრამ მისი ცდა, რომ მთაწმინდის კანონები დაერღვია, ჩაიფუშა. ცხვრები მოედვნენ ათონის მდელოებს, აღა კი მეორე დილით მოუთმენლად ელოდა რძეს, მაგრამ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მწყემსმა დაუფიცა - ცხვრებს რძე არა აქვთო. დღეს დილით შენთვის რძის ჩამოწველა მინდოდა, მაგრამ ნერბებს ძუძუებიდან სისხლი მოედინებათო. აღამ არ დაუჯერა, წავიდა ფარეხში და ნახა, რომ ცხვრები მართლაც სისხლს იწველიდნენ. ბრძანა, ცხვრები დაეხოცათ და ამის შემდეგ აღარ შეწინააღმდეგებია ზეცის ნებას. ეს ამბავი სიმართლედ გეჩვენება, თუ გაიხსენებ, რომ თავიანთი ბატონობის ოთხი საუკუნის მანძილზე თურქებმა თავიანთი კანონები დაუმორჩილეს მონაზვნურ კანონებს.

* ძველი ათონელი მამები ცდილობდნენ, მთაწმინდა არ დაეტოვებინათ. ამბობდნენ კიდეც ერთმანეთში: "დადგება დრო, როცა იმათ კი არ შეაქებენ, ვისაც სათნოებები აქვს, არამედ მათ, ვინც მთაწმინდას არ დატოვებსო".

* ერთხელ მამა პაისის ჰკითხეს, თუ არიან მთაწმინდაზე ისეთი მამები, რომელთაც იმგვარ სიყვარულს მიაღწიეს, რომ ყველა კაცში თავის ძმას ხედავენო. უპასუხა: "ისინი ბევრნი უნდა იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის! ცოტანი არიან. ჩვენ, მთაწმინდელები, კალენდრის გამო დიდ უბედურებას დავითმენთ. ეს დაღუპავს მთაწმინდას. ამან უკვე მთელი სოფელი დაღუპა. მოხდა დიდი დაცემა".

* ათონის მთა, სამწუხაროდ, აღარ არის ძველებურად მყუდრო ადგილი. ყველგან საავტომობილო გზები გაიყვანეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ დაფნასა და კარიესში ნახავთ მონაზონ-კელიოტებს, რომლებიც რაღაც საფასურად ტაქსით მიგიყვანენ, სადაც გინდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბურეზარის სკიტში ღვთისმშობლის საფარველის დანგრეული ტაძრის საკურთხევლის ნაწილი აიღეს და ლავრამდე გზა გაიყვანეს. 2000 წელს, ღვთისმშობლის საფარველის ხსენების დღეს, ათონის მთაზე წმინდა პანტელეიმონის მონასტრიდან წმინდა პავლეს სავანემდე ისე გაწვიმდა, რომ ნიაღვარმა მთელი ავტოპარკი ზღვაში ჩაიტანა. მაგრამ ალბათ ეს დასაწყისია... ამქვეყნიური სული შედის ათონელთა ცხოვრებაში, რაზეც წინასწარმეტყველებდნენ და წუხდნენ ძველი დროის მთაწმინდელი მამები.

* საშინელია რწმენიდან განდგომის საფასური, როგორც ამქვეყნიური, ისე იმქვეყნიური. როცა ლათინებმა ათონი დაარბიეს, ლავრელ ბერებსაც მიადგნენ და მოსთხოვეს, ჩვენს რწმენას შემოუდექითო. ბერებს შეეშინდათ, შეუერთდნენ მათ და ამით მონასტერი გადაარჩინეს, მაგრამ შემდგომში ისინი ღვთისგან დაისაჯნენ. როგორც გადმოგვცემს ბერი ვლასი: "აღმოსავლეთით უდაბნო ადგილას, "ვიგლაში" (ის დიდ ლავრას ეკუთვნის), ერთ კლდოვან ადგილას, არის ქვებით კარამოქოლილი მღვიმე. მასში თურმე ასვენია საშინლად გაშეშებულ-გასივებულ ლავრელ მონაზონთა გვამები, რომლებმაც ლათინთა ბრძნობას დაუჯერეს. ერთ-ერთ წიგნში წერია, რომ ეს მღვიმე დაანახა მონაზონ ლაზარე დიონისიატელს ცნობილმა მოძღვარმა მამა მელექიამ 1922 წელს, როცა ისინი ნავით მიცურავდნენ.

თავიდან განდგომილთა სხეულები დიდი ლავრის სასაფლაოზე იმყოფებოდა, მაგრამ რადგან იქ უსიამოვნო ამბები დაიწყო, ისინი ვიგლას მღვიმეში გადაიტანეს. მაგრამ როცა ერთხელაც მათი ხილვით ერთ მომლოცველს გული წაუვიდა, მღვიმე ამოქოლეს".

* დაბოლოს, სასიამოვნო ამბით დავასრულოთ თხრობა. ვათოპედის მონასტერში, მარცხენა კლიროსის სვეტთან დავანებული იყო ღვთისმშობლის ხატი. 1730 წელს ის უცნაურად გაუჩინარდა მონასტრიდან. ვათოპედელმა მამებმა იფიქრეს, ალბათ ვინმე ძმათაგანმა მოიპარაო და ყველგან დაეძებდნენ. მალე შეიტყვეს, რომ ეს ხატი ვათოპედიდან სამი საათის სავალზე ქსენოფონტეს მონასტერში იყო. ხატი უკან დააბრუნეს და ყველა ზომა მიიღეს მის დასაცავად. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხატმა იმავე გზით დატოვა მონასტერი და კვლავ ქსენოფონტეს მონასტერში აღმოჩნდა. ვათოპედელმა ბერებმა ამაში უკვე ღვთის ნება დაინახეს, ირწმუნეს სასწაული და დაუტევეს ამაო ზრუნვა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat