დედამიწაზე ოთხი ადგილია, სადაც უფლის დედის განსაკუთრებული კურთხევა გადმოდის
დედამიწაზე ოთხი ადგილია, სადაც უფლის დედის განსაკუთრებული კურთხევა გადმოდის
ეს ხატი მეორედ მოსვლის წინ, ბოლო ჟამს წავა აქედან თავის პირველ სამყოფელში, ივერიაში ანუ ჩვენს საქართველოში
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის დედაა და მფარველი, მაგრამ დედამიწაზე არის ოთხი ადგილი, სადაც უფლის დედის განსაკუთრებული კურთხევა გადმოდის. ესენი ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილებია: ივერია, ათონის ნახევარკუნძული, კიევის მღვიმევის მონასტერი და დივეევოს დედათა მონასტერი. ეს კურთხეული ადგილები ერთმანეთთან უხილავი, მტკიცე ჯაჭვით არიან დაკავშირებულნი. განვიხილოთ თითოეული რგოლი ამ წმინდა ჯაჭვისა.

ივერია. მაცხოვრის ზეცად ამაღლების მერე უფლის მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის სად უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება. ივერია ღვთისმშობელს ხვდა წილად. "ერთ-ერთი საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ივერია ღვთისმშობელს სამგზის წილის ყრით ერგო" (ე. ბუბულაშვილი). ლეონტი მროველის მიხედვით, ვიდრე გამოემგზავრებოდა, ღვთისმშობელს უფალი გამოეცხადა და უთხრა: "დედაო ჩემო, არა უგულებელ ვჰყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთათვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა და თანა-წარატანე ხატი შენი, ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელთა ჟამთა". ღვთისმშობელმა უფლის ნება აუწყა წმინდა ანდრიას - უნდა წახვიდე ივერიაში და ჩემი და ჩემი სახიერი ძის სახე წააბრძანო "ქვეყანასა, ჩემდა წილხვედრილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ და არავინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ".

წმინდა ნინოს სვინაქსარული ცხოვრების მეორე რედაქცია (XIV ს-ით დათარიღებული) განსხვავებულად მოგვითხრობს ამ ამბავს: მარიამ ღვთისმშობელი გაემგზავრა თავის წილხვედრ მიწაზე. თან წაიყვანა იაკობ მღვდელმთავარი და იოანე ღვთისმეტყველი და დანი, რომლებიც მას მსახურებდნენ. იოპეს რომ მიაღწიეს, გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: "არა ჯერ არს განშორებაი შენი იერუსალიმით, არამედ დაჯედ ქალაქსა შინა, ვითარცა დედოფალი ყოველთა, რამეთუ ნაცვლად ჩემისა, შემდგომად, შენ იყო მზრუნველ და ნუგეშისმცემელ მათდა, რომელნი სახელისა ჩემისათვის იღუაწენ და ნაწილისა მის შენდა ხუედრებულისათვის აწ ნუ მჭუნვარე ხარ, სასურველო დედაო, რამეთუ ყოველნივე დაბადებულნი ჩემნი შენდა შევედრებულ არიან და ნათესავისა მისთათვის მე ვიზრუნო და არა უგულებელს ვჰყო".

სტეფანე ათონელი კი ამგვარ ვერსიას გვთავაზობს: უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა, ღვთისმშობელთან ერთად, სინას მთაზე წილი ყარეს და ღვთისმშობელს "შეხვდა ქვეყანა ივერიისა, რომელ აწ არს საქართველო. ყოვლადწმინდამან განიხარა წილხდომისა მისთვის და შემდგომად სული წმინდის მიღებისა... ისურვა წასვლა მხარესა ივერიისასა. გარნა ანგელოსმან ღვთისამან ჰრქუა მას: "ნუ განეშორებით იერუსალიმით, მხარე, სადაცა წარსვლა გსურს შენ, განათლდების უკანასკნელთა დღეთა და მეუფება შენი დამტკიცდების მუნ. შემდგომ რაოდენისამე ჟამისა მზრუნველობათა შენთა მიგელის სხვა ქვეყანა, რომელსაცა თვით ღმერთი მიგიყვანს შენ. აჰა რაისათვის დაშთა ყოვლადწმინდა გრძელსა ჟამსა იერუსალიმსა შინა". ზოგი ვერსიით, თითქოს ღვთისმშობლის გარდაცვალების ჟამი იყო მოახლოებული და იმიტომ დატოვა უფალმა იგი იერუსალიმში, მაგრამ ზემომოხსენებული წყაროები ამის საშუალებას არ იძლევა (ასე ფიქრობს ე. ბუბულაშვილი). ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდაცვალების თარიღი ზუსტად დადგენილი არ არის, არსებობს სხვადასხვა ვერსია. ქრისტეშობიდან 52 წელს ქრისტიანად მოქცეული წმინდა დიონისე არეოპაგელი აღფრთოვანებული აღწერს ღვთისმშობელთან შეხვედრას. ეს მაგალითიც კი ნათლად გვიჩვენებს, რომ უფლის დედამ "გრძელი ჟამის" მერე მიიძინა.

ამგვარად, უფალმა თავისი დედა იერუსალიმში მოციქულთა ნუგეშის საცემად დატოვა და ამიტომ არ გამოგზავნა ივერიაში (და არა იმის გამო, თითქოს ისეთი საძაგლები ვყოფილიყავით ქართველები, რომ უფლის დედამ არ იკადრა ჩვენთან წამოსვლა - როგორც გვამუნათებდა დეკანოზი იოანე ვოსტორგოვი). საქართველოში საქადაგებლად წმინდა ანდრია მოციქული წამობრძანდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აწყურისად წოდებული ხატი ჩამოაბრძანა. არ უგულებელყო უფალმა საზეპურო ერი და სხვადასხვა დროს, წმინდა ანდრიასთან ერთად, სვიმონ კანანანელი, მატათა და ბართლომე მოციქულნი გამოგზავნა საქადაგებლად. აღარაფერს ვიტყვით უფლის კვართზე, ილიას ხალენზე, წმინდა მოციქულების საფლავებზე - სვიმონისა - აფხაზეთში და მატათასი - აჭარაში - და სხვა სიწმინდეებზე, რომლებიც, როგორც სვეტნი, შესდგომიან ქართველთა რწმენის საყდარს. ამ სიწმინდეთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართი (რომელზეც რამდენიმე წლის წინ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გამოისახა) და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იმ სარტყლის ნაწილი, რომელიც კონსტანტინოპოლში ვლაქერნის ტაძარში ინახებოდა და, ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოში ბიზანტიელ ელენე დედოფალს (ბაგრატ IV-ის მეუღლეს) ჩამოუტანია, XI საუკუნეში. სარტყელი, XIX საუკუნის ცნობების მიხედვით, ვლაქერნის ხატზე იყო მიმაგრებული და სამეგრელოში ინახებოდა. ვლაქერნის ხატი ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ბატონ ელდარ ბუბულაშვილს გამოუთქვამს მოსაზრება, რომ ღვთისმშობლის სარტყელი დღესაც ამ ხატზეა, ლითონის ბადის ქვეშ მიმაგრებული (იხილეთ მისი წიგნი "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები").

შემთხვევით ალბათ არც ის მომხდარა, რომ ჩვენმა დედაეკლესიამ კვართობა-სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს (ახ. სტ.) ანუ ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე დააწესა. ღვთისმშობლის კვართიც, უფლის კვართთან ერთად, ხომ შემწე და მფარველია ჩვენი ერისა.

უფლის დედამ საქართველოს ქრისტიანულად ნათელღება შემდგომში კაპადოკიელი ქალწულის - წმინდა ნინოს ხელით ინება. ერთ-ერთი ვერსიით, ღვთისმშობელი სიზმარში გამოსცხადებია წმინდა ნინოს და უთქვამს: "გაემგზავრე ივერიაში, დაამკვიდრე იქ სახარება და მე ვიქნები შენი შემწე". მერე ყოვლადწმინდა მარიამს ვაზის ტოტების ჯვარი გადაუცია წმინდა ნინოსთვის და უთქვამს: "ეს იქნება შენი შემწე და მფარველი ყოველ გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ, ძალითა მისითა დაამყარებ იქ სიტყვას ძისა ჩემისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა". წმინდა ნინოს გაღვიძებია და ხელში ის ჯვარი ჰქონია, ძილში რომ მისცა უფლის დედამ. თუ რა ძალა და მადლი ჰქონდა ამ პატიოსან ჯვარს, ამის თვალხილული მოწმობა ჩემი და თქვენი ქრისტიანობაა, პატივცემულო მკითხველო.

გავიდა ორი საუკუნე და საქართველოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად ცამეტი წმინდა მამა, წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე, შემობრძანდება, რომელნიც ასურეთიდან გამოიხმო ღვთისმშობელმა. ასურეთში ყოფნისას თვითონვე უთხრა წმინდა იოანემ თავის მოწაფეებს: "ვიხილე მე ყოვლადწმინდა დედოფალი ღვთისმშობელი და მიბრძანა, რათა აღვიხუნე ჩემთანა ათორმეტი თქვენთაგანი, წარვიდეთ ქუეყნად ქართლისა და მუნ ვიღვაწოთ სარწმუნოებისთვის ქვეყანისა".

მართლაც, ასურელ მამათა საქართველოში ჩამობრძანებით იმგვარად განმტკიცდა ქართველთა სარწმუნოება, რომ ვერანაირმა ქარიშხლებმა ვერ შეარყია.

მრავალი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ ღვთისმშობლის შეწევნისა ჩვენი ერის ისტორიაში, მაგრამ მხოლოდ ორს დავჯერდებით. IX საუკუნეში ულუბოს მცირე საყდარში, მთაზე, მწირის სახით შეხიზნულ წმინდა ილარიონ ქართველს იქაური ბერძენი მამასახლისი ეკლესიიდან გაძევებას უპირებდა. ამ მამასახლისს ძილში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მკაცრად გააფრთხილა: "რომელნი მათ (ქართველებს - კ.კ.) არ შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი, შეურყვნელად მართლმადიდებლობისათვის მათისა, ვინაითგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისა და ნათელ იღეს".

ცხრა საუკუნის შემდეგ უფლის დედა გამოცხადებია წმინდა მეფის სოლომონ II-ის კარის მოძღვარს მღვდელ ბესარიონ ქიოტიშვილს, რომელიც მეფის ერთგულებისა და რუს ოკუპანტთა წინააღმდეგ ბრძოლის (თუნდაც წაგებულის) ფიცს არ შეუერთდა და მკაცრად უთხრა: - ბესარიონ, ბესარიონ, რახან შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთ ადგილას წარგავლენ, ქართული შენს დღეში ვერ გაიგონოო. ამის მერე მამა ბესარიონს სამ კვირაში გარდაცვლია ცოლი და ორი შვილი და საბოლოოდ, ბენედიქტეს სახელით ბერად აღკვეცილი ათონის მთაზე დასახლდა, სადაც ათეულობით წელი ქართულს იშვიათად თუ გაიგონებდა. როგორც ვხედავთ, ღვთისმშობელი ცხრა საუკუნის მერეც მკაცრი გახლდათ მათ მიმართ, ვინც მისი წილხვედრი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდოდა.

ათონის მთა. ახლა კი ათონის მთაზე ვისაუბროთ, ყველა მართლმადიდებლისთვის სათაყვანებელ ათონის მთაზე.

უფლის მიერ მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე, მოციქულ ბარნაბას მიერ ხელდასხმული, კვიპროსზე მღვდელმთავრობდა. იერუსალიმში ვერ ჩადიოდა, რადგან ურიანი მოსაკლავად დასდევდნენ. დიდი იყო მისი წუხილი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ღვთისმშობლის ხილვას მოაკლდა. უფლის დედამ ეს რომ გაიგო, ნუგეშისცემის წერილი გაუგზავნა, თან სთხოვა, ხომალდი გამომიგზავნე და ჩამოვალო. ხომალდი მაშინვე გაიგზავნა, უფლის დედამაც არ დააყოვნა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად კუნძულ კვიპროსზე გაემგზავრა. ხომალდი მშვიდობიანად მიცურავდა. კუნძულამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, რომ ქარიშხალი ამოიჭრა და მიუხედავად მეზღვაურთა ძალისხმევისა, ხომალდი გაიტაცა ეგეოსის ზღვისკენ, არქიპელაგის კუნძულებს შორის გაცურა და ათონის ნახევარკუნძულს მიადგა, რომელიც მაშინ მაკედონიას ეკუთვნოდა. ათონი წარმართული ღმერთების ტაძრებით იყო სავსე, მწვერვალზე იუპიტერის კერპი იდგა. ხოლო სადაც დღეს დიდი ლავრაა, ადრე იქ გამაგრებული ქალაქი ურანაპოლისი ანუ ზეციური ქალაქი იყო. იქ ახალგაზრდა ქალწულები ცხოვრობდნენ, რომელთაც ქალღმერთ დიანას სამსახურისთვის ზრდიდნენ.

KARIBCHEროცა ღვთისმშობლის გემი ათონს მიუახლოვდა, ათონის მწვერვალზე მდგარი იუპიტერის ქანდაკება ჩამოვარდა და დაიმსხვრა. წარმართულ ტაძრებში მდგარი კერპებიც დაიშალა. ხეებიც და შენობებიც კი ღვთისმშობლის მიმართ პატივისცემის ნიშნად დაიხარა. ათონზე იყო აპოლონის ტაძარიც. კერპებში ჩაბუდებულმა ეშმაკებმა ღვთის ძალით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ყვირილი დაიწყეს: "ჰოი, აპოლონის თაყვანისმცემლებო, სასწრაფოდ წადით კლემენსოს (კლემენტოს) ნავმისადგომთან და მიესალმეთ ღვთის წმინდა დედას, მარიამსო". გაოცებულმა ხალხმა ზღვისკენ იჩქარა და შეეგება ნავსადგომში შემოსულ ხომალდს და ღვთისმშობელ მარიამს. დიდი მოწიწებით გამოჰკითხეს, თუ როგორ შვა ღმერთი და რა ჰქვია მას. ღვთისმშობელმა უქადაგა მათ ქრისტე ღმერთი, ხალხმა ირწმუნა და მოინათლა. უფლის დედამ თანამგზავრთაგან ერთ-ერთი მათ მოძღვრად დაუდგინა. შეუყვარდა ღვთისმშობელს ეს მხარე და ილოცა: "დაე, ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვედრი, რომელიც მომეცა ძისა და ღმრთისა ჩემისაგან. დაე, ღმრთის მადლი იყოს ამ ადგილას და მასზე რწმენით დამკვიდრებულთა და ჩემი ძის მცნებათა აღმსრულებელთა ზედა". უფლის დედა დიდხანს ლოცავდა ათონსა და მის მომავალ მკვიდრთ და მერე კლემენსოს ნავსადგურიდან ხომალდით კვიპროსისკენ გაცურა. აქ ერთი საინტერესო დეტალია: ლაზარეს (რომლის ხსენებისას, იოანე ზოსიმეს საგალობლის მიხედვით, რატომღაც ივერია გვახსენდება) სანახავად მიმავალი ღვთისმშობელი ღვთის განგებულებამ ათონის მთაზე, იმ ადგილას მიიყვანა - კლემენტოს ნავსადგურთან - სადაც შემდგომში ივერთა მონასტერი აშენდება. წმინდა ათანასე ათონელმა ქართველებს საცხოვრებლად ძველი პატარა დანგრეული მონასტერი გადასცა პატარა ტაძრით, კელიებითა და კოშკით. ამ მონასტერს კლემენტოს მონასტერს ეძახდნენ და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 950 წლის შემდეგ ყოფილი კლემენსოს ნავმისადგომის ახლოს ივერიის ღვთისმშობლის ხატს ზღვიდან გამოაბრძანებს გაბრიელ ქართველი. ამ წმინდა ხატს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და თავის წმინდა მისიას შეასრულებს მეორედ მოსვლის წინ მართლმადიდებელ სამყაროში.

სინას მთაზე დაცული ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ხელნაწერი მოგვითხრობს: "როცა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა ათონის მთის სიახლოვეს დედაქალაქის აშენება, იმ მხარის ეპისკოპოსს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "მე ეს მთა ჩემს წილხვედრად ავირჩიეო". ეს რომ გაიგო კონსტანტინე დიდმა, ბრძანა: "ამ მიწის გამო ღვთისმშობელს დავას არ დავუწყებ და თუ ინებებს და ამ მთაზე ბერები დასახლდებიან, იქიდან ყველა მცხოვრებს გამოვიყვანო". იმპერატორმა თავის დედაქალაქად ბიზანტია აირჩია და კონსტანტინოპოლი უწოდა. ათონის მთაზე სამი ტაძარი ააშენა, მათ შორის ორი იქ, სადაც ღვთისმშობელმა ფეხი დადგა. ეს ტაძრები შემდგომში იულიანე განდგომილმა დაანგრევინა. IX საუკუნეში იმპერატორ ბასილი I-ის ბრძანებით ათონის მთა ბერების სამკვიდრებლად გადაიქცა და ერისკაცებს იქ ცხოვრება აეკრძალათ. X საუკუნის ბოლოს იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ბრძანებით ათონზე ასვლა ყველა ქალს აეკრძალა. ხოლო 1046 წელს იმერატორმა კონსტანტინე მონომახმა ათონს ოფიციალურად "მთა წმინდა" უწოდა...

ათონის წმინდა მთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღია და იქაურ მკვიდრთ უფლის დედის წყალობა ბოლო ჟამამდე არ მოაკლდებათ. 1821 წელს, ბერძენთა აჯანყებისას, თურქებმა ათონის მთა დაიკავეს. დიდი განსაცდელი მოიწია, ბერთა უმეტესობამ იქაურობა მიატოვა. დარჩენილნიც გაქცევას აპირებდნენ, რადგანაც იფიქრეს, ღვთისმშობელმა მიგვატოვაო. ამ დროს უფლის დედა მრავალ მეუდაბნოე მამას გამოეცხადა და უთხრა: "რისი შეგეშინდათ? ეს ყველაფერი გაივლის და აქაურობა კვლავ მონაზვნებით გაივსება. აი, გაძლევთ ნიშანს, ვიდრე ივერიის მონასტერში იმყოფება ჩემი ხატი, ნურაფრის გეშინიათ, ხოლო როცა ივერთა მონასტრიდან გამოვალ, მაშინ ყველამ აიკიდეთ აბგები და საითაც გინდათ, იქით წადითო". წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით, როცა ივერიის ღვთისმშობელი დატოვებს ათონის მთას, მაშინ მთაწმინდას გადაეხსნება ღვთისმშობლის საფარველი. სანამ ღვთისმშობელი წასვლას დააპირებს, ივერონს მიწისძვრა შეარყევს, ხოლო როცა ივერიის ღვთისმშობელი დატოვებს ათონს, "ყველა ეკლესია დაიხრება მხსნელის წაბრძანების გამო..." (მამათა განმარტებით, მონასტრებს ან მწვალებლები დაიპყრობენ, ანდა მიწისძვრა დაანგრევს - როგორც XIX საუკუნის ცნობილი მამა სერგი (ვესნინი) წერს, ათონის ნაპირებზე ხშირად უნახავთ ახალგაქვავებული ლავა). წმინდა ნილოსიც ამასვე შთააგონებს ბერებს, - ვიდრე ივერიის ღვთისმშობელი თავის ადგილზეა, ნურავინ დატოვებთ ათონსო. აღსანიშნავია, რომ როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ზღვიდან გამოაბრძანა წმინდა გაბრიელმა და ეკლესიაში შეასვენეს, წმინდა ხატმა ტაძარში გაჩერება არ ინება და მრავალგზის მონასტრის კარიბჭეში იხილეს. ღვთისმშობელმა უთხრა ბერებს, - "მე არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ მსურს ვიყო თქვენი მფარველიც და მცველიცო". მამა სერგის (ვესნინი) 1844 წელს ათონურ დღიურში ჩაუწერია: "ზოგიერთები (ათონელი ბერები) ამბობენ, რომ ეს ხატი მეორედ მოსვლის წინ, ბოლო ჟამს წავა აქედან თავის პირველ სამყოფელში, ივერიაში ანუ ჩვენს საქართველოშიო".

ივერიის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში მობრძანებით უფლის დედის მეორე კვართი გადაეფარება ჩვენს სამშობლოს და იხსნის ივერიელთ ანტიქრისტეს ხელთაგან, ალბათ ამიტომ ბრძანებს მამა ლავრენტი ჩერნიგოველი, ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონდებაო. თუმცა ერთი თარიღიც უნდა ვახსენოთ. 1921 წლის 25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოების დღე. 25 თებერვალს (ძვ. სტ. 12 თებერვალს) ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ქართველმა ხალხმა ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული მენშევიკური მთავრობა აირჩია და ღვთისმშობლისაგან ჩვენზე სასჯელი მოიწია, 78 წელი უფრო საშინელი, კომუნისტური ჯოჯოხეთი გამოგვატარა. მართლაც, ვისაც ყურნი სმენად გვაქვს - ვისმინოთ!

KARIBCHEკიევი. XI საუკუნეში ათონის მთაზე, ერთ-ერთ მონასტერში, ცხოვრობდა ჩერნიგოვის გუბერნიის ქალაქ ლუბეჩის მკვიდრი, წარმოშობით მდიდარი ოჯახის შვილი, ბერი ანტონი. ღვთისმშობელმა ამ მონასტრის (წმინდა ანტონის "ცხოვრება" არ გვეუბნება, რომელ მონასტერში დაიწყო მან მოღვაწეობა. გადმოცემით, გახლდათ ეს ესთიგმენუს მონასტერი. მაგრამ წმინდა კირიონ კათალიკოსის (საძაგლიშვილი) აზრით, ეს მონასტერი გახლდათ ივერონი, სადაც იმ დროს რამდენიმე სხვა რუსი მამაც მოღვაწეობდა) წინამძღვარს ღვთისაგან გამოცხადება ჰქონდა, რომ ანტონი ისევ რუსეთში უნდა გაეგზავნა. წმინდა ანტონმა მიმოიარა კიევის სავანეები, მაგრამ საცხოვრებლად არც ერთი არ მოეწონა და უკანვე დაბრუნდა. მრავალი წლის შემდეგ, საღვთო გამოცხადებით, იღუმენმა ანტონი კვლავ კიევში გამოგზავნა. იქ ერთ ბორცვზე მან ღირსი ილარიონის მიერ გამოთხრილი მღვიმე ნახა, მოეწონა და მასში დასახლდა. გავიდა ხანი. გამრავლდა ანტონის საძმო. თორმეტი წლის ბიჭი, თეოდოსი, აქ რომ მოვიდა სამოღვაწეოდ, სრული მამაკაცი და სრული ბერი შეიქმნა.

ერთხელ ღირს ანტონთან ვარიაგი შიმონი მივიდა - ბიძამისს მამამისის სიკვდილის შემდეგ სამშობლოდან გამოეძევებინა. შიმონი კიეველ მთავრებთან ერთად ყივჩაღებს შეებრძოლა და სასიკვდილოდ დაჭრილი ღირსი ანტონისა და თეოდოსის ლოცვით გადარჩა. ახლა სამადლობლად მოსულმა, ღირს ანტონს ოქროს სარტყელი და გვირგვინი გადასცა, რომელიც ერთ დროს მამამისმა მაცხოვრის ქანდაკებას წელზე შემოარტყა და თავზე დაადგა. შიმონს ხმა მოესმა თურმე: - ეს გვირგვინი არასოდეს დაიდგა თავზე, წაუღე ანტონს, რომელიც ჩემი დედის სახელზე ტაძარს ააგებსო. ამავე გამოცხადებით, სარტყელი საზომად უნდა ჰქონოდათ წმინდა მამებს, როცა ეკლესიის მშენებლობას დაიწყებდნენ.

გამოხდა ხანი და კონსტანტინოპოლიდან ქვის მთლელები ჩამოვიდნენ, ისინი ტაძრებს აშენებდნენ კონსტანტინოპოლში. ერთხელ მათ შიკრიკებმა აუწყეს, ვლაქერნის ტაძარში დედოფალი გიხმობთო. ქვისმთლელებმა იქ დედოფალთან ერთად უამრავი მეომარი ნახეს. დედოფალმა მათ წმინდა ნაწილები და ოქრო გადასცა და უთხრა: - მსურს ეკლესია ავაგო რუსეთში, კიევში, თქვენ გავალებთ ამ საქმეს, წაიღეთ ოქროს სამი წლის მარაგი, ტაძარს კი საფუძვლად ეს წმინდა ნაწილები დაუდეთო. ღვთისმშობელმა მათ თან თავისი მიძინების ხატი გამოატანა, რომლის სახელობისაც ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო. უფლის დედამ ბოლოს მათ თავისი სახელიც გაუმჟღავნა. კიევში ჩამოსული ქვისმთლელები ამტკიცებდნენ, სწორედ ანტონისა და თეოდოსის ხელით გადმოგვცა დედოფალმა ღვთისმშობელმა ეს ოქროო. ტაძრის მშენებლობაც იმ ადგილას დაიწყეს, სადაც უფალმა მინიშნებით გამოუცხადა ღირს ანტონს.

ტაძარი აშენდა, ღირსმა ანტონმა და თეოდოსიმ შეისვენეს. მამა ნიკონის წინამძღვრობისას მღვიმის მონასტერში კონსტანტინოპოლიდან მხატვრები მოვიდნენ და ამბობდნენ, - ორი ბერი, ანტონი და თეოდოსი, შეგვითანხმდა აქაური ტაძრის მოხატვაზე. მცირე ეკლესია გვაჩვენეს, იმაზე მოვრიგდით და ეს ეკლესია ძალიან დიდია. ოქრო უკან დაიბრუნეთ, ჩვენ კი კონსტანტინოპოლში მივდივართო. მამა ნიკონმა ღირსი ანტონისა და თეოდოსის ხატები აჩვენა მათ. "ესენი იყვნენო" - თქვეს მხატვრებმა. ესენი, შვილო, დიდი ხანია გარდაიცვალნენ, მაგრამ გვწამს, სიკვდილის შემდეგაც შეგვეწევიანო. მხატვრებმა მოინანიეს თავიანთი საქციელი, დარჩნენ მონასტერში, ტაძარიც მოხატეს და ბერადაც აღიკვეცნენ მღვიმევის სავანეში. ასევე სასწაულებრივად უპოვიათ დაკეტილ ტაძარში წმინდა ტრაპეზისთვის გამზადებული ქვის ფილა. ათონიდან გამოხმობილი წმინდა ანტონის მიერ კიევში დაარსებულმა მონასტერმა განამრავლა სლავთა მიწაზე ბერმონაზვნობის მსურველნი. კიევის მღვიმევის მამათა მონასტერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მესამე წილხვედრ ადგილად ითვლება.

KARIBCHEდივეევო. დაახლოებით 1760 წელს კიევის წმინდა ფლორას სახელობის დედათა მონასტერში მოვიდა პოლკოვნიკის ქვრივი, მდიდარი მემამულე აღათია სემიონოვნა მელგუნოვა სამი წლის ქალიშვილთან ერთად. აღიკვეცა მონაზვნად ალექსანდრას სახელით. ის კიევში სამუდამოდ დარჩენას აპირებდა, მაგრამ ერთხელ, ღამისთევით დიდი ხნის ლოცვის მერე, ძილ-ღვიძილში წარმოუდგა ღვთისმშობელი მარიამი და უთხრა: "მე ვარ, დედოფალი და ქალბატონი შენი, რომლის მიმართაც ყოველთვის ლოცულობ. მოვედი, რათა გაუწყო ჩემი ნება. არ მინდა, აქ დაასრულო შენი წუთისოფელი. არამედ, როგორც მონა ჩემი ანტონი გამოვიყვანე ჩემი წილხვედრი ათონიდან, წმინდა მთიდან, რათა აქ, კიევში დაეარსებინა ჩემი ახალი წილხვედრი კიევის მღვიმევის ლავრა, ასევე შენც გეტყვი, რომ წახვიდე აქედან იმ მიწაზე, რომელსაც გაჩვენებ. მიმოიარე რუსეთის ჩრდილოეთით ყველა წმინდა სავანე. იქ ნახავ ადგილს, სადაც ჩემი მითითებით დაასრულებ შენს ღვთივსათნო ცხოვრებას და იქ განვადიდებ ჩემს სახელს - შენს საცხოვრებელ ადგილას დავაარსებ ჩემს ისეთ სავანეს, რომელზეც გადმოვიყვან ღვთისა და ჩემს მთელ კურთხევას და კურთხევას დედამიწაზე ჩემი სამი წილხვედრისა: ივერიისა, ათონისა და კიევისა. წარემართე, ჩემო მხევალო, შენს გზაზე, და მადლი ღვთისა, და ძალი ჩემი, და მადლი ჩემი, და წყალობა ჩემი, და სიკეთე ჩემი და ნიჭნი, ჩემი ყველა წილხვედრის წმინდანთაგან აღებულნი, იყოს შენთანა".

დედა ალექსანდრამ მღვიმევის მამებს უამბო ყველაფერი. მათი კურთხევით გაემგზავრა რუსეთის ჩრდილოეთში. საროვის უდაბნოდან მოშორებით 12 ვერსში, სოფელ დივეევოში შეჩერდა დასასვენებლად. აქ გამოეცხადა მას მეორედ უფლის დედა და უთხრა: "აი, ის ადგილი, რომლის მოძებნაც გიბრძანე. აი, ის სამყოფელი, სადაც შენ ღვთის განგებულებით უნდა იცხოვრო. მე ყოველთვის ვიქნები შენთან და ხშირად მოვინახულებ ამ ადგილს. აქ დავაარსებ ისეთ სავანეს, რომლის დარიც არ ყოფილა, არ არის და არ იქნება არასოდეს დედამიწაზე: ეს არის ჩემი მეოთხე წილხვედრი მსოფლიოში. და როგორც ცაზე ვარსკვლავს და ზღვაში ქვიშას, გავამრავლებ აქ მსახურებს უფლისა და ჩემი, ყოვლადწმინდასი, ნათლის დედისა და (მსახურებს) ჩემი ძისა იესო ქრისტესი დიდებულისა და მადლი ღვთის ყოვლადწმინდა სულისა და სიუხვე მიწიერ და ზეციურ სიკეთეთა, მცირე ადამიანური შრომით მოწეული, არ მოაკლდეს ამ ჩემგან შეყვარებულ ადგილს".

დედა ალექსანდრამ საროვის მონასტრის მამათა დახმარებით ააშენა ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი და რამდენიმე კელია. სიკვდილის წინ მთელი მოგროვილი ფული საროვის იღუმენს, პახუმს გადასცას და სთხოვა, სავანის აშენებისთვის ეზრუნა. მამა პახუმმა კი ურჩია, ეს იქვე მყოფ ბერდიაკონ სერაფიმესთვის გადაეცა. გამოხდა ხანი. ღირსი მამა სერაფიმე სულიერად წარემატა და როცა დადგა ჟამი ღვთისმშობლის კურთხევის აღსრულებისა, ღირსი მამის ხელმძღვანელობით მისმა სულიერმა შვილებმა დიდებული სავანე ააგეს, სადაც ცალკე იყო კინოვია ქალწულებისთვის. იქ ყოველი აგური ღვთისმშობლის კურთხევით დაიდო. უფლის დედის ნებითვე გაითხარა სავანის გარშემო არხი, რომელსაც ვერ გადალახავს მონასტრის დასარბევად მოსული ანტიქრისტე...

ალბათ დაუსრულებლად შეიძლება უფლის დედაზე და მის წილხვედრ ადგილებზე საუბარი. საგულისხმო ისაა, რომ მისი წილხვედრი ქვეყანა მხოლოდ ივერიაა, რაც ათასგზის ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას. შეგვიწყალოს ღვთისმშობელმა და მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წილხვედრობისა, მისი მფარველობისა.
ბეჭდვაელფოსტა
21.04. 2017
ნუ ჩავიკეტებით ვიწრო ჩარჩოებში
მსოფლიოში ან თუნდაც მხოლოდ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სამყაროში არა ოთხი, არამედ ბევრი ადგილია ისეთი, სადაც ღვთისმშობლის კურთხევა გადმოდის. ყველა ამ ადგილის მკვიდრთ და მხილველებს აქვთ თითოეული ამ ადგილის განსაკუთრებულობის რწმენა. ზოგან ღვთისმშობლის გამოცხადება ჰქონდათ წმინდანებს, უფრო ბევრგან - სასწაულები მომხდარა და ა.შ.
13.10. 2016
დალი
დედაო ღვთისა გადაგვაფარე შენი კალთა მეც და ჩემიანებსაც,გვაპატიე შეცოდებანი,დაგვიცავი ყოველგვარი ბოროტისაგან,ავადმყოფობისაგან და მოგვმადლე მშვიდობა და ჯანმრთელობა.შენი კალთა ფარავდეს შენს წილხვედრს უკუნითი უკუნისამდე!!! ამინ!!!
05.07. 2016
dideba shenda deda-dedofalo, dae sheni madlit da dzalit gadzlierebuliyos rwmenashi ,sruliad sakristiano
30.06. 2016
გიორგი
+++++++ დიდება და ძალიან დიდი მადლობა უფალსა და დედა ღვთისასა სულ ყველაფრისთვის, ამინ, ამინ, ამინ!!!!!!!
27.04. 2016
faravdes sruliad saqartvelos gvtismshobeli
faravdes sruliad saqartvelos gvtismshobeli
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat