ღვთისმშობლის მიძინება
ღვთისმშობლის მიძინება
იმდენად საზეიმო გახლდათ ეს მოვლენა, რომ მიძინება დაერქვა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლას მიძინება ეწოდა. ეს უდიდესი მოვლენა წმინდა ეკლესიამ დღესასწაულად აქცია, რადგან, როგორც წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "მიძინებით ანუ წუთისოფლიდან გასვლით არათუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა ყოველსა, არამედ შეეძინა დიდი რამ. რანაირად? ესრეთ, რომელ ყოვლადწმიდამან ღვთისმშობელმან, ვითარცა თქმულ-არს საღმრთოსა გალობასა შინა დღევანდელისა დღისასა, შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა. სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო ესოდენ მშვიდ და დაფარულ, რომელ მას ხედვიდნენ არა მრავალნი პირნი, არამედ მხოლოდ რამდენიმე მახლობელნი მისნი მიიღებდნენ მისგან გამოუთქმელსა ნუგეშსა, დიდსა და სულიერსა სარგებლობასა; გარნა ოდესაც იგი გარდავიდა ამა სოფლითგან და შევიდა დიდებასა შინა ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა, მაშინ იგი შეიქმნა მთელისა ქვეყნისათვის წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა. აჰა მიზეზი, რომლისათვისცა ყოველნი კაცნი სიხარულითა და დღესასწაულობითა იხსენებენ დღესა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მიძინებისასა".

წმინდა ეკლესია ღაღადებს, რომ ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი უმაღლესია ყველა ქმნილ გონიერ არსებათა შორის. იგი შეუდარებლად აღემატება თვით უმაღლეს ანგელოზებს - ქერუბუმებსა და სერაფიმებს, ყველა წმინდა ადამიანს. ღვთისმშობელი ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილების დედოფალია. სახელიც მისი - მარიამი, რომელიც ღვთის ბრძანებით მიეცა, ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. "ქალწული, რომელმაც შვა ხორცშესხმული ღმერთი, რომელიც ღმერთის დედა გახდა, უკვე თავისთავად იქცა ქალბატონად, დედოფლად და მფლობელად ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილებისა", - ბრძანებს ერთ-ერთი მამა.

გვესაუბრება წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის იღუმენი, მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე).

- რატომ ეწოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლას მიძინება?

- რადგან წუთისოფლიდან გასვლის შესახებ ღვთისმშობლისთვის ცნობილი იყო. წმინდა ქალწული თვითონ ითხოვდა ამ ქვეყნიდან გასვლას და ანგელოზისგან ეუწყა, რომ მისი წუთისოფლიდან გასვლის ჟამი დადგა. ფაქტობრივად, ანგელოზმა ახარა წმინდა ქალწულს ამის შესახებ და ღვთისმშობელი მომზადებული გავიდა ამ ქვეყნიდან. ამიტომაც ეწოდა ამ მდგომარეობას მიძინება და არა გარდაცვალება.

- ისიც გავიხსენოთ, როგორ მოხდა მიძინება ღვთისმშობლისა...

- გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში. როგორც ვთქვით, თავისი ნეტარი მიძინების შესახებ წინასწარ, სამი დღით ადრე, ეუწყა ანგელოზისგან. ამ უწყებამ სიხარულით აღავსო დედა ღვთისა. უფალს შესთხოვა, მიცვალებამდე კიდევ ერთხელ ეხილა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად წასული მოციქულები, რათა გამოსთხოვებოდა მათ. შემდეგ მიძინებისთვის მზადებას შეუდგა. ამის შესახებ პირველ ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო, თან განკარგულებები გასცა. იოანემ იაკობ მოციქული, მართალი იოსების ძე, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, მოინახულა და ყოველივე აუწყა. მისგან მორწმუნეებმაც შეიტყვეს ყოვლადწმინდა ქალწულის წუთისოფლიდან გასვლის ჟამის დადგომის შესახებ.

სიონის მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მწუხარებდნენ წმინდა ქალწულთან განშორების გამო. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა მათ, ყოველთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა მათი, ვინც მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს მიმართავდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.

როდესაც ღვთისმშობელი თავის სურვილებს იოანე და იაკობ მოციქულებს გადასცემდა, მოულოდნელად ძლიერი ხმაური გაისმა. იოანე ღვთისმეტყველის სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა იხილეს, რომ სახლს ნათელი ღრუბელი შემოერტყა. უფალმა აღასრულა თავისი ყოვლადწმინდა დედის სურვილი: სულიწმინდის მადლით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მყოფი მოციქულები სასწაულებრივად აღიტაცა ღრუბელმა და ყველანი სიონის მთაზე აღმოჩნდნენ, თომას გარდა. უფალმა ამ დროს უკვე აღსრულებული მოციქულებიც კი აღადგინა. მიძინების წინ წმინდა ქალწულს გარს ერტყა მოციქულთა სიმრავლე - ათორმეტთა გარდა იქ სამოცდაათთაგანნიც იმყოფებოდნენ. როდესაც ღვთისმშობლისგან შეკრების მიზეზი შეიტყვეს, მწუხარებას მიეცნენ მასთან ხორციელი განშორების გამო. წმინდა ქალწულმა გაამხნევა და ანუგეშა მოციქულები, თავისი ძის წინაშე მარადიული შუამდგომლობა აღუთქვა.

როდესაც მოიწია ჟამი ღვთისმშობლის მიძინებისა, მის სარეცელს გარშემორტყმულ მოციქულებს, რომლებიც ლოცვითა და გალობით ადიდებდნენ უფალს, ესმათ ბრძანება ღვთისა, რომ ჯეროვანი პატივი მიეგო ღვთის დედის მიცვალებისთვის. თავად ღვთისმშობელს კი ესმა ხმა ძისა, რომ ნუ შეძრწუნდებოდა, რამეთუ ყოველი დაბადებული მისი სიწმინდის თაყვანისმცემელი იყო. წმინდა ქალწულმა თავის ძეს ყოველი დაბადებული შეავედრა. შემდეგ ზიარება მიიღო იაკობ მოციქულისგან... მოულოდნელად განიღო სახლის ჭერი. ოთახი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა - თავად უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ანგელოზთა დასებით გარშემორტყმული თავისი ყოვლადწმინდა დედის წინაშე. წმინდა ქალწულმა სარეცლიდან წამოიწია, თაყვანისცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ, ჩემგან შეყვარებულო, და დაიმკვიდრე მარადიული ცხოვრება". გაამხნევა და ანუგეშა უფალმა მარადის ქალწული, შემდეგ კი "ყოვლადუბიწო სული მშობლისა თვისისა მკლავთა ზედა მიირქუა და ამაღლდა ზეცად". როდესაც ღვთისმშობელმა სული თვისი ძის ხელს გადასცა, გაისმა ანგელოზთა გალობა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".

მოციქულები ღირსნი შეიქმნენ ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლის ხილვისა. ერთხანს გაოცებულები შესცქეროდნენ ზეცას. როდესაც გამოერკვნენ, გალობით განადიდეს წმინდა ქალწული და ზეციდან ესმათ ხმა ღვთისმშობლისა, რომელიც მიმართავდა თავის ძესა და უფალს: "შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ..."

ღვთისმშობლის ანდერის თანახმად, მოციქულებმა მისი წმინდა სხეული გეთსემანიის ბაღში დაკრძალეს, ანთებული ლამპრებითა და ფსალმუნთა გალობით მიასვენებდნენ გეთსემანიისკენ უხრწნელ ნეშტს. მისი დაკრძალვის დროს მრავალი სასწაული აღესრულა.

სამი დღე-ღამის განმავლობაში ღვთისმშობლის დაკრძალვის ადგილიდან ანგელოზთა განუწყვეტელი გალობა ისმოდა. მესამე დღეს გეთსემანიაში მოვიდა თომა მოციქული, მწუხარებდა, რომ მოაკლდა ბედნიერება ღვთის დედის ნეტარი მიძინების ხილვისა. გოდებით მიეახლა აკლდამას. მოციქულებმა გადაწყვიტეს, სამარხი გაეხსნათ, რათა თომას ღვთისმშობლის წმინდა სხეულის ხილვის საშუალება მისცემოდა. როდესაც სამარხი გახსნეს, იქ მხოლოდ ღვთისმშობლის შესამოსელი იხილეს. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. თომას შეყოვნება ღვთის განგებით მოხდა, რათა ღვთისმშობლის აღდგომის, სხეულით ზეცად ამაღლების შესახებ განცხადებულიყო. მოგვიანებით მოციქულებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ ანგელოზთა თანხლებით, გაამხნევა ისინი და აღუთქვა, რომ ყოველთვის მათთან იქნებოდა შემწედ და მფარველად.

- ვიცით, რომ ჯვარცმულმა უფალმა თავის ყოვლადწმინდა დედაზე ზრუნვა იოანე ღვთისმეტყველს დაავალა. საყვარელმა მოციქულმა თავის სახლში წაიყვანა ღვთისმშობელი და ძესავით ზრუნავდა მასზე, მის მიძინებამდე გვერდიდან არ მოშორებია. რატომ გამოარჩია უფალმა მოციქულთაგან სწორედ იოანე ღვთისმეტყველი?

- როდესაც უფლის ჯვარცმის ჟამი მოახლოვდა, ვიცით, რომ მაცხოვარი შიშის გამო ყველა მოციქულმა მიატოვა, იოანე ღვთისმეტყველის გარდა. იოანე იყო ერთადერთი მოციქული, ვინც ბოლომდე არ განშორებია მაცხოვარს. მოციქულთაგან მხოლოდ ის იდგა უფლის ჯვართან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად. იოანე სიყვარულის მოციქულადაა აღიარებული მისი უსაზღვრო სიყვარულის გამო. სწორედ ამის გამო ჩააბარა უფალმა მას თავისი ყოვლადწმინდა დედა, რათა უდიდესი მზრუნველობა გამოეჩინა მის მიმართ.

KARIBCHE- რაში მდგომარეობს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა?

- ყველა საეკლესო დღესასწაული ღრმა შინაარსითაა დატვირთული. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის უმთავრესი შინაარსი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდება, წუთისოფლიდან დიდებით გასვლაა. ეს პატივი ღირსეულად ეკუთვნის ღვთისმშობელს. უპირველესად იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვისაუბროთ, ვინ იყო ღვთისმშობელი, ვინ გავიდა ამა სოფლიდან.

ყოვლადწმინდა მარიამისგან იშვა ღმერთკაცი, მხსნელი კაცობრიობისა. გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო მაცხოვრის მოსვლამდე. კაცობრიობის ცოდვებმა ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ უდიდესი მოაზროვნენიც კი აღიარებდნენ, რომ დამდგარიყო ჟამი მხსნელის მოსვლისა. სხვაგვარად კაცობრიობა დაიღუპებოდა. მაცხოვრის განსახორციელებლად უფალმა გამოარჩია წმინდა მარიამი, როგორც ერთადერთი წმინდა ადამიანი დედამიწაზე. ფაქტობრივად, შობა ღვთისმშობლისა არის მოსაზღვრე დღესასწაული, მოსაზღვრე მოვლენა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ძველ და ახალ აღთქმას, რამეთუ იშვა წმინდა ქალწული, რომელმაც დაუტევნელი დაიტია. ამის გამო ღვთისმშობელი აღემატება ქერუბიმ-სერაფიმებს, რადგან მის წიაღში იმყოფებოდა შემოქმედი ცისა და ქვეყანისა. რა თქმა უნდა, ესოდენ ზეაღმატებული პიროვნების წუთისოფლიდან გასვლა უდიდესი უნდა ყოფილიყო და განდიდებას იმსახურებს. მისი გასვლა, ფაქტობრივად, დღესასწულიც იყო, ამიტომაც იქცა ზეიმის მიზეზად, რადგან მოციქულებს, მათი სახით კი მთელ კაცობრიობას, აღუთქვა, რომ ყოველთვის იქნებოდა მათთან შემწედ და მფარველად, რაც აღასრულა კიდეც. ეს არის უმთავრესი არსი და დატვირთვა ღვთისმშობლის მიძინებისა. ფაქტობრივად, ეს იყო გარდაცვალება, მაგრამ იმდენად საზეიმო გახლდათ ეს მოვლენა, რომ მიძინება დაერქვა. იმდენად დიადი რამ იყო ღვთისმშობლის ამა სოფლიდან გასვლა, ეშმაკთა ძალნიც კი შეძრწუნდნენ.

ყველა საეკლესიო დღესასწაულში მონაწილეობით თანამონაწილენი ვხდებით იმ მოვლენისა, რასაც ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულით განვადიდებთ, ყველა სადღესასწაულო მოვლენა ხომ თავისი მადლითა და არსით ყოველწლიურად მეორდება. ამ შემთხვევაში ღვთისმშობლის მიძინების განახლება, იმ დღის მისტიკურად გამეორება ყოველ მიძინების დღესასწაულზე ხდება, მასში მონაწილეობით კი მორწუნენი საღმრთო სასწაულსა და მის მადლს საკუთარ თავზე განიცდიან, ზიარების მიღებით მისტიკურად უერთდებიან ამ დღესასწაულს.

- რა უნდა გვასწავლოს, რაზე უნდა დაგვაფიქროს საეკლესიო დღესასწაულებმა? როგორ შეგვფერის სადღესასწაულო დღეების გატარება?

- ყველა საეკლესიო დღესასწაულს თავისებური გამოხატულება აქვს და თავისებური მოწოდებითაა აღსავსე. ცხადია, ადამიანმა შესაბამისი დღესასწაულის მოწოდებით უნდა იმოქმედოს. აღდგომა არის არსი მთელი ქრისტიანული მოძღვრებისა. თავისთავად, ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რაში მდგომარეობს აღდგომის არსი, რა მოხდა აღდგომით, მაგრამ ამავდროულად ამ დღეს შვენის დიდი სიხარული და ნუგეში. სიხარული და ნუგეში ღვთისმშობლის წუთისოფლიდან გასვლასაც ახლავს, რამეთუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს კი არ დაუტევებია ადამიანები, არამედ მიძინების შემდეგ, სულითა და სხეულით აღვიდა რა ზეცად და წმინდა სამების მიერ ხელდასხმულ იქნა ზეციურ დედოფლად, შუამდგომელი შეიქმნა ღმერთსა და ადამიანებს შორის, უდიდესი შემწე და მეოხია კაცობრიობისა.

საეკლესიო დღესასწაულები სულიერი ზეიმია და, ცხადია, უპირველესად მომეტებული სულიერი მოღვაწეობით უნდა გამოიხატოს, თუმცა რადგან ჟამია სიხარულისა, არ გვეკრძალება, სადღესასწაულო სუფრითაც აღვნიშნოთ, ქართველები ხომ ტრადიციებსაც დიდ პატივს მივაგებთ. მთავარია, ზომიერების ზღვარს არ გადავიდეთ და უკიდურესობაში არ გადავვარდეთ.

- რატომ ვეგებებით ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ორკვირიანი მარხვით?

- ყველა მარხვას თავისი დატვირთვა აქვს. დიდ მარხვას უფრო მწუხარება შვენის, რადგან ამ პერიოდში ისეთი მოვლენები იხსენიება, როგორიც ადამის სამოთხიდან განდევნაა. მარხვის ბოლო შვიდეული - ვნების კვირა გავიხსენოთ, როდესაც მაცხოვრის გაცემა, ვნება და ჯვარცმა მოხდა. სულ სხვა ხასიათი აქვს შობის მარხვას. იგი სიხარულითაა გაჯერებული. ამ მარხვით ვემზადებით ქრისტეს შობის ღირსეულად შესახვედრად. ასევე სიხარულითა გაჯერებული მიძინების მარხვაც. ამ მარხვითაც ხომ ძალზე მნიშვნელოვანი, უდიდესი შინაარსის სადღესასწაულო მოვლენის შესახვედრად ვემზადებით, რათა რაც შეიძლება სულიერად ამაღლებული შევხვდეთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს.

მარხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულიერი მოღვაწეობის სწორად, მართებულად წარმართვისთვის. ვიცით, რომ პირველი ცოდვით დაცემა მარხვის დარღვევა იყო. როდესაც უფალი ამქვეყნად მოდის, თავის მოღვაწეობას მარხვით იწყებს, რითაც მარხვის აუცილებლობასა და უდიდეს მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს. თითოეული ქრისტიანის მოღვაწეობის საწყისი ფაზა სწორედ მარხვა უნდა იყოს. მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ გარკვეული საკვების მიღებისგან თავშეკავებას; მარხვა, უპირველესად, გონივრული უნდა იყოს, გონებისმიერ დაცული. მაგრამ გონებას არ ძალუძს შენახვა მარხვისა, თუ ადამიანმა პირველ ყოვლისა არ დაიცვა ფიზიკური მარხვა - მარხვა საკვებით. ბასილი დიდი ამახვილებს ამაზე ყურადღებას: ვისაც შეუძლია, იმარხულოს გონებით ისე, რომ არ დაიცვას ფიზიკური მარხვა, დაე, იმარხულოს, მაგრამ ასეთი ადამიანი ჯერ არ მოძებნილა, ამიტომ აუცილებელია ფიზიკური, ხორციელი მარხვაცო. შესაძლოა ეს უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ თუ ადამიანი პრაქტიკულად არ აღასრულებს იძულებას, თავშეკავებას, ვერ იგრძნობს მარხვის მნიშვნელობას. ფიზიკური და სულიერი მარხვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ, ადამიანები, ხომ ხორცისა და სულისგან შევდგებით. ფიზიკური მარხვა სულიერი მარხვის დაცვაში გვეხმარება. ეს არის ღვთისმშობლის მიძინების მარხვის დაცვის მიზანიც - გონება მეტად მომზადებული და ამაღლებული შეხვდეს მიძინების დღესასწაულს.

- განკაცებული უფლის მიწიერი ცხოვრებიდანაც ხომ ჩანს, რომ ადამიანები ღვთისმშობლისგან მეოხებას იღებდნენ. გავიხსენოთ გალილეის კანაში ქორწილის ჟამს ქმნილი სასწაული, რომელიც უფალმა სწორედ თავისი ყოვლადწმინდა დედის თხოვნით აღასრულა...

- გალილეის კანაში აღსრულებული სასწაული პირველი იყო, მაგრამ წინასწარმეტყველების მიხედვით იქ არ უნდა აღსრულებულიყო. როდესაც ღვთისმშობელი მაცხოვარს სთხოვს, წყალი ღვინოდ გადააქციოს, ის მიუგებს - ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარაო, მაგრამ ამის მიუხედავად, იმხელა სიყვარულით, პატივისცემითა და ვალდებულებით იყო განმსჭვალული უფალი თავისი ყოვლადწმინდა დედის მიმართ, რადგან მან სთხოვა, აღასრულა კიდეც ეს სასწაული. ცხადია, ეს იმას მიანიშნებს, რომ ყოვლადწმინდა მარიამს სიტყვა ეთქმის ღვთის წინაშე, უდიდესი მეოხი, შუამდგომელია ღმერთსა და ადამიანს შორის.

- რატომ იწოდება ღვთისმშობელი ახალ ევად?

- რამეთუ ძველი, პირველი ევას შეცოდება სწორედ ღვთისმშობელმა გამოისყიდა. უფლის განხორციელება ადამიანის პატივის აღსადგენად მოხდა. თვით მაცხოვარსაც ახლი ადამი ეწოდა. მოვიდა, ვითარცა ახალი ადამი. ძველმა, პირველმა ადამმა სცოდა, ხოლო ახალმა ადამმა - მაცხოვარმა ძველი ადამის ცოდვის შედეგებისგან გამოისყიდა კაცობრიობა - როგორც ძველი ადამისგან შემოვიდა სიკვდილი ამქვეყნად, ისე ახალი ადამისგან შემოვიდა მარადიული სიცოცხლე. ასევე შეიძლება შევადაროთ ძველ ევას ღვთისმშობელი - პირველმა, ძველმა ევამ შელახა პატივი ადამიანისა, ღვთისმშობელმა კი აღადგინა ეს პატივი, მოგვევლინა, ვითარცა ახალი ევა.

- როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "ადამის მოდგმაში მხოლოდ ღვთისმშობელი გახდა ღირსი, მიეღო სიტყვა ღმრთისა და ღვთის უდიდესი საიდუმლოს განხორციელებისთვის ემსახურა". რით მოიპოვა წმინდა მარიამმა ესოდენ დიდი წყალობა და მადლი ღვთისა? რით გამოირჩეოდა იგი მთელი კაცობრიობისგან?

- ძველ აღთქმაში არსებული წესის თანახმად, ყველა დედაკაცი უნდა დაწინდულიყო და ეშვა შვილი, რადგან ებრაელი ერი მესიას ელოდა. უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა და ოჯახი, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, ღვთისგან დაწყევლილად მიაჩნდათ. მაგრამ ღვთისმშობელმა, როდესაც ტაძარში იზრდებოდა, საიდუმლოდ დადო ქალწულობის აღთქმა, ფაქტობრივად მონაზონებრივ ტვირთს შეუდგა. ძველ ათქმაში ღვთისმშობლის გარდა ეს არავის განუზრახავს, იმდენად ამაღლებული გონება ჰქონდა წმინდა ქალწულს. სწორედ ასეთი ამაღლებული აზრისა და ღვაწლის გამო გამოარჩია უფალმა ღვთისმშობელი მთელ კაცობრიობაში ღვთის განკაცების ამ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებისთვის. თავისი ცხოვრების წესით ის იყო უცოდველი ადამიანი იყო. მისი მსგავსი სიწმინდე დედამიწაზე არც ერთ ადამიანს არ ჰქონია. პირველმშობელთა ცოდვის გარდა, რომელიც გენეტიკურად დაჰყვება ყველა ადამიანს, მას არავითარი ცოდვა არ ჰქონია. ეს ცოდვა კი უფალმა განწმინდა მასში თავისი ჩასახვით.

- ღვთისმშობლის მარადქალწულობაზეც ვისაუბროთ...

- ის ქალწული იყო შობამდე, შობის დროს, რამეთუ სასწაულებრივი იყო ეს შობა, და შობის შემდგომაც. ვიცით, რომ ეკლესიას აქვს დოგმატები. ერთ-ერთი დოგმატი არის სწორედ ის, რომ ღვთისმშობელი მარადისქალწულია.

- რაზე მიანიშნებს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების სიმრავლე?

- სასწაულმოქმედი ხატებისა და ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული სასწაულების სიმრავლე იმაზე მიანიშნებს, რომ დედა ღვთისა განსაკუთრებული მეოხი და მფარველია მთელი კაცობრიობისა. ვთქვით კიდეც, რომ ღვთისმშობლის ადამიანებისადმი განსაკუთრებული მეოხება და მფარველობა ვლინდება აურაცხელი სასწაულით, რომლებიც ყველგან, მთელ დედამიწაზე აღესრულება ყოვლადწმინდა ქალწულის მიერ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat