წმინდა გადმოცემა ღვთისმშობლის მიძინების შესახებ
წმინდა გადმოცემა ღვთისმშობლის მიძინების შესახებ
იერუსალიმში ღვთისმშობელი მისი ხილვის ყველა მსურველს იღებდა, ცოდვილებს მოაქცევდა, სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. დარჩენილ დროს ყოვლადწმინდა მარიამი ლოცვაში ატარებდა, ხშირად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე და ძე ღმრთისას ღრმა თაყვანისცემითა და დედობრივი სიყვარულით მიმართავდა, სამკვიდრებლის კურთხევას, ქრისტიანებისთვის კი წყალობასა და მოწყალებას ითხოვდა. მტრები მას კვლავაც დევნიდნენ, მაგრამ ღვთის მადლით ყოველთვის ხელშეუხებელი რჩებოდა.
ცნობები ყოვლადწმინდა მარიამისშესახებ მართლმადიდებელ ეკლესიას მოციქულთა დროიდან მოეპოვება. ჯერ კიდევ I საუკუნეში წმინდა მოწამე დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო. წმინდა დიონისემ მაცხოვრის ამაღლებიდან დაახლოებით მე-12 წელს მოინახულა ღვთისმშობელი მარიამი, მისგან კურთხევა და რჩევა-დარიგება მიიღო.

ღვთისმშობლის მიძინების შესახებ აგრეთვე II საუკუნეში მოღვაწე სარდელი ეპისკოპოსის მელიტონის თხზულებებშია მოთხრობილი. წმინდა ეპიფანე კვიპრელმა IV საუკუნეში შეკრიბა მასალები და აღწერა ღვთისმშობელ მარიამის მიძინების ამბავი. V საუკუნეში იერუსალიმელი პატრიარქი იუბენალი კეთილმსახურ ბერძენ დედოფალ პულხერიას ასე მიმართავდა: "მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მიძინება წმინდა წერილში არ არის მოხსენიებული, ჩვენ ამ მოვლენების შესახებ უძველესი და სრულიად საიმედო წყაროები მოგვეპოვება". ეს წმინდა გადმოცემა საგულდაგულოდ არის შეკრებილი და აღწერილი XIV საუკუნის ისტორიკოსის ნიკიფორე კალისტეს თხზულებაში.

ანგელოზის გამოცხადება
გულმხურვალე ლოცვისას ღვთისმშობელი ხშირად შესთხოვდა თავის ძეს, მასთან გადასახლების ბედნიერება ღირსებოდა.
ერთხელ ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აყვანის დრო ახლოვდებოდა და ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. ზეცაში აღსვლის მოწმობად წმინდა მარიამს მთავარანგელოზმა სამოთხეში ზრდილი ფინიკის ხის რტო გადასცა და უთხრა, რომ ეს ზეციური მცენარე ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინებული და მიძინების შემდეგ მოციქულებს მის საფლავთან უნად მიეტანათ.
შინ დაბრუნებულმა წმინდა მარიამმა მომხდარი თავის სახლეულს გაუზიარა და დიდი სიხარულით ამცნო, რომ სამი დღის თავზე თავის ძეს უნდა შეხვედროდა. თვითონ კი დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს.

მოციქულთა შეკრება
ღვთისმშობელმა იოსებ არიმათიელი და მაცხოვრის სხვა მოწაფეები მოიხმო და მათაც აცნობა, რომ მიძინებისთვის ემზადებოდა. ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთს შესთხოვდა, მასთან იოანე ღვთისმეტყველი მოსულიყო. წმინდა იოანემ სულით შეიგრძნო ღვთისმშობლის ნება და მანძილი ეფესოდან იერუსალიმამდე სასწაულებრივად სწრაფად გადალახა. იოანემ ყოველივე დაუყოვნებლივ აცნობა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, იაკობ მოციქულს _ იოსებ დამწინდველის ძეს, იაკობმა კი ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ მოდიოდა.
სასწაულებრივი იყო სხვა მოციქულების მობრძანებაც. მოულოდნელი მგზავრობით გაოცებული წმინდა მოციქულები ერთმანეთს სიხარულით შესცქეროდენ, უკვირდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვერ აეხსნათ, ასე სწრაფად და მათთვის მოულოდნელად რისთვის და როგორ შეკრიბა უფალმა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ცრემლნარევი სიხარულით ამცნოთ, რომ მოვიდა დრო, `ვითარ ქალწული აღუალს ქუეყანით ზეცას~, რადგან "მოკუდავი ცხოველ" არს.
ოთახში შესულმა მოციქულებმა სარეცელზე მწოლიარე ყოვლადწმინდა დედა კეთილმღიმარე იხილეს, მოიკითხეს და უამბეს იმ მოვლენის შესახებ, მათი ქადაგების ადგილებიდან უცნაურ მოგზაურობასთან რომ იყო დაკავშირებული. ღვთისმშობელმა ადიდა უფალი, რადგან მისი ლოცვა შეისმინა, მისი გულითადი თხოვნა აღასრულა და მიწიერი ცხოვრების დასასრულს მასთან მოციქულებსა და მოწაფეებს მოუყარა თავი.
როდესაც ხალხმა ზეცაში ამაღლების შესახებ თვით ღვთისმშობლისგან შეიტყო, მოთქმით აღავსო გარემო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნუგეშინისმცემლის გარეშე რჩებოდნენ. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველასთვის მსწრაფ¬ლშემწე იქნებოდა. ამ დაპირებაში კაცობრიობის საყოველთაო ნუგეშია დაუნჯებული.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლა

ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო.
გამოცხადებიდან მესამე დღის სამი საათი იყო. წმინდა მოციქულები ღვთისმშობლის დამშვენებული სარეცლის გარშემო იდგნენ და უფალს გალობით ადიდებდნენ. ოთახი მრავალი სანთლით იყო განათებული. ყოვლადწმინდა მარიამი გულმხურვალედ ლოცულობდა.
მოულოდნელად გარემო გამოუთქმელი სინათლით აღივსო, ყველა და ყველაფერი შარავანდედით იქნა მოსილი. ოთახში ისეთი საოცარი და შეუცნობელი სიამე შემოიჭრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერება ვერ დაიტევდა. ყველამ ერთდროულად შეამჩნია, რომ ღვთაებრივი დიდების ნათელში სახლის ჭერი აღარსად ჩანდა. გარემოუცველი, უსაზომო სინათლე. სიყვარულით აღვსილმა ყოველმა სულმა ზეციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული დიდების მობრძანება შეიგრძნო _ უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა დედას გამოეცხადა. ანგელოზთა გამოუთქმელმა გალობამ გარემო სრულად აღავსო. მის ფონზე მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ღვთივსულიერი ლოცვა ისმოდა: `ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა~, რომელსაც ღვთაებრივი მოწოდება: `მოვედ, მოკეთეო ჩემო~ და კვლავ ანგელოზთა გალობა: `გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!~ მოჰყვა, და ზეციურ ძალთა თანხლებით, უფლის ხელით ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში საზეიმოდ ამაღლდა.


ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გაცილება
განმაცვიფრებლად იცხოვრა ყოვლადწმინდა მარიამმა. სასწაულებრივი იყო მისი მიძინება და გაცილებაც. მოკრძალებითა და ძრწოლით ამბორუყვეს ქრისტიანებმა მაცხოვრის დედის წმინდა სარეცელს და ღვთიური მადლით, სულიერი სიხარულითა და სასოებით განათლდა მათი გულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული სიდიადის გამო რწმენითა და სიყვარულით მისული ყველა შეჭირვებული სარეცლის შეხებით იკურნებოდა.
პროცესიას სამოთხის რტოთი წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა. წმინდა პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს სასახლე მხრებით მიჰქონდათ. დანარჩენი მორწმუნეები საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიჰყვებოდნენ. საზეიმო სვლა სიონში დაიწყო, იერუსალიმი გაიარა და გეთსიმანიამდე გალობით მივიდა. მსვლელობას დასაწყისშივე გვირგვინის მსგავსი ნათელმოსილი ღრუბელი დაადგა და ბოლომდე არ მოშორებია. ეს ციური სხეული პროცე¬სიასთან ერთად ჰაერში მოძრაობდა. მორწმუნეებს ანგელოზთა გალობა ესმოდათ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ გააღიზიანა. ზოგიერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა და უხუცესმა ისიც კი მოისურვა, რომ პროცესია დაეშალა და წინამძღოლები შეეპყრო. მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტება - ზეციური გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესია მდევართათვის უხილავი გახდა. მდევრებს გალობა და ნაბიჯების ხმა ესმოდათ, მაგრამ სიბრმავე დაეუფლათ და ვერაფერს ხედავდნენ. უგუნურ ჭენებაში ბევრმა მათგანმა ქალაქის კედლებს თავ-პირი შეალეწა.

გამორჩეული იყო იუდეველი მღვდლის ათონიას "მონდომება". მან უმეცრებისა და სულიერი სიბეცის გამო საშინელი კადნიერება გამოავლინა და ღვთისმშობლის სარეცლის დამხობა მოისურვა. უფალმა სამაგალითოდ დაუშვა მისი მისვლა წმინდა სასახლემდე, მაგრამ ხელის ოდნავ შეხებისთანავე მას ღვთის რისხვა დაატყდა და ორივე ხელი წარეკვეთა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა ათონია და მან ხმამაღლა, მთელი რწმენით ამოიძახა: "მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი". მკლავები მაშინვე განუმრთელდა და როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გამოჯანსაღდა. ათონია პროცესიას შეუერთდა. როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, ბევრმა იუდეველმა შეინანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წრფელად სცა თაყვანი და მის სარეცელს ემთხვია. მათგან ვინც უმეცრებით იყო დაბრმავებული, განიკურნა, ხოლო ვინც გაბოროტების გამო იყო დასჯილი, მათაც მხედველობა დაუბრუნდა.

პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია. ყველა უკანასკნელად ემთხვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედარს.
სამი დღე აკლდამის შესასვლელთან და თომა მოციქული
საღამოს, ხანგრძლივი ლოცვისა და გალობის შემდეგ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებული ცხედარი აკლდამაში დაასვენეს. გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ქვით დაფარეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოციქულები აკლდამის შესასვლელს არ მოსცილებიან. ისინი ლოცვით, ფსალმუნთა კითხვითა და გალობით განადიდებდნენ მაცხოვარსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ისმოდა ანგელოზთა ზეციური გალობა.

ღვთის განჩინებით, თომა მოციქული ვერ შეესწრო ღვთისმშობლის მიძინებას. გეთსემანიაში ის მხოლოდ დაკრძალვის შემდეგ, მესამე დღეს მივიდა. ღრმა მწუხარებით აღვსილი, გოდებით მიეახლა აკლდამას და გულისტკივილით მოთქვამდა, რომ ღირსი არ გახდა უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა. სიბრალულით აღივსნენ წმინდა მოციქულები და გადაწყვიტეს, თომასთვის ღვთისმშობლის წმინდა გვამის ხილვისა და თაყვანისცემის საშუალება მიეცათ. გახსნეს საფლავი, მაგრამ პატიოსანი გვამი აღარსად იყო. აკლდამაში მხოლოდ ტილოები ეწყო და მათგან საოცარი სურნელი იფრქვეოდა. მოციქულები ღვთისმოშიშებით ეამბორნენ საფლავში დარჩენილ სუდარას, გაიხსენეს მაცხოვრის აღდგომასთან დაკავშირებული მოვლენები და შინ მაინც გულდაწყვეტილები დაბრუნდნენ, რადგან ვერ აეხსნათ მომხდარის შინაარსი. ეგონათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვეღარასოდეს იხილავდნენ, მისი ნუგეშისა და თანადგომის გარეშე დარჩებოდნენ.

იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი.
უძველესი გადმოცემის თანახმად, ქრისტეს აღდგომის შემდეგ ქრისტიანთა ტრაპეზზე უპირველესი ადგილი თავისუფალი რჩებოდა - ამ ადგილას იესო ქრისტეს პატივსაცემად და მოსახსენებლად, როგორც "წილი უფლისა", ყოველთვის იყო პურის ნაჭერი. ტრაპეზის შემდეგ ყველა სათითაოდ აიღებდა ამ პურს, ყოვლადწმინდა სამების სახელს მოუხმობდა და ლოცვას ამგვარად ამთავრებდა: "უფალო, იესო ქრისტე, შეგვეწიენ ჩვენ". ამის შემდეგ `ქრისტეს წილს~ დაანაწილებდნენ და იხმევდნენ, როგორც უფლისმიერ კურთხევას.

მოციქულები ამ წესს ყოველთვის ასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, მარტო ტრაპეზობდნენ თუ სხვებთან ერთად. ამგვარადვე მოიქცნენ საღამოს ტრაპეზზეც.
გეთსემანიიდან დაბრუნების შემდეგ ყველა ღვთისმშობელზე ფიქრობდა. ტრაპეზის ბოლოს, წესისამებრ, მოციქულებმა "ქრისტეს წილი" აიღეს და ყოვლადწმინდა სამებას განადიდებდნენ, როდესაც ანგელოსთა გალობის ხმა გაისმა. ანაზდად ყველამ ზემოთ აიხედა - ცის სივრცეში დიდებით გაბრწყინებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადათ. ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა მარადის ქალწულმა ასე მიმართა მოციქულებს: "გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა". "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ!" - შესძახეს გახარებულმა მოციქულებმა და იქ მყოფმა მორწმუნეებმა. ამგვარად, წმინდა მოციქულები თავად დარწმუნდნენ, რომ დედა ღვთისა მისმა ძემ და მაცხოვარმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცად აღამაღლა. ურყევი რწმენა მთელ ეკლესიას გადაეცა.
მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს მიიძინა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი მიეგება მიწიერ დედას და თავის სავანეში მიუჩინა სამყოფელი.
ბეჭდვაელფოსტა
30.08. 2015
lamara
did xar shen ufalo. cheshmaritad did xar shen ufalo. dideba shenda gmerto chveno,dideba shenda.dideba da madloba shren dedao gvtisao--rametu yovelsa drosa da jamsa nugeshsa gvcem chven codvilebs. GIXARODES KURTXEUL XAR SHEN DEDATA SHORIS,RAMETU GVISHVI MACXOVARI CHVENTA SULTA SAOXAD----ROMLIS SUFEVAS ARAQVS DASASRULI UKUNITI UKUNISAMDIS,AMIN,AMIN,AMIN.
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat