"წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა"
"წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა"
იმ უმთავრეს სიწმინდეთა შორის, რომლისკენაც მიპყრობილი იყო ჩვენს წინაპართა მზერა, ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს ღვთისმშობელს. განსაკუთრებული ლირიზმი ახლავს მის სახეს ქართულ პოეზიაში. ყოვლადწმინდას მიმართავდნენ, როგორც სასოებას და იმედს.

შთამბეჭდავია ღვთისმშობლის სახე წმინდა ილია მართლის შემოქმედებაში. ამ თემაზე გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ნინიძე.

- ღვთისმშობლის სახე ყველაზე გამოკვეთილია დიდი ილიას ლირიკულ პოემაში "აჩრდილი". მყინვარზე მდგომი მოხუცი, საქართველოს თანამდევი უკვდავი სული, რომელიც უთუოდ ქვეყნის მფარველი ანგელოზია, მის ბედზე დამწუხრებულ მამულიშვილს დაანახებს თანამემამულეთა საშინელ სულიერ მდგომაროებას და დაუსახავს ხსნის გზას (საზოგადო ცხოვრების მდინარებაში გარკვევა და "მცნების ნათლით" ამაღლება), შემდეგ კი თავადაც შეეწევა საკუთარი ლოცვით.

მოხუცის ვედრებაში ჩანს უდიდესი სასოება ღვთისმშობლის გულმოწყალებისადმი. იგი შესთხოვს დედა ღვთისას, შეიბრალოს რწმენისთვის მრავალგზის ტანჯული მისი წილხვდომილი ქართველი ერი, საშინელი ცოდვით დაცემულს კვლავ შეაძლებინოს ფეხზე წამოდგომა, წინაპართა სულიერებისა და მხნეობის დაბრუნება. სწორედ ამ ლოცვას მოჰყვება უზენაესის რისხვის გამომხატველი ჭექა-ქუხილის შეწყვეტა, ღრუბლების გაფანტვა და ცისარტყელას გამოჩენა.

"დედაო ღვთისავ! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!"


- თუ შეიძლება გვესაუბრეთ "განდეგილის" შესახებაც.

- თუ "აჩრდილში" ავტორის ჩანაფიქრი მკაფიოდ ჩანს - ლოცვას ღვთისმშობლისა და უფლისადმი მოჰყვება იმედის ცისარტყელა, ეპიკურ "განდეგილში" ღვთისმშობლის ხატის სახეს კონტექსტის შესაფეისი გააზრება სჭირდება. ეს ხატი ბერს აქვს თავის სენაკში და პირველად ნახსენებია იმ ეპიზოდში, როდესაც მოულოდნელი ჭექა-ქუხილით შეშფოთებული განდეგილი მას ქვეყნის ხსნას ევედრება. ღვთისმშობელი ბერ-მონაზონთა მფარველი და საკუთარი ძის წინაშე მათი უდიდესი მეოხია. თუ გავითვალისწინებთ იმ მოსაზრებასაც, რომ ამ პოემაში მხოლოდ ერთი ბერის ისტორია არ უნდა იყოს გადმოცემული და იგი სიმბოლურად ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოსაც უნდა უკავშირდებოდეს, მით უფრო აღარ არის გასაკვირი, რომ ბერის სასოება დედა ღვთისასადმია მიმართული:

"ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,
ცრემლით ალტობდა ღვთის-მშობლის ხატსა
და ხელაპყრობით ევედრებოდა
წარწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა".


ყოველდღიურ სასწაულებთან გაშინაურებული და ხიბლში ჩავარდნილი ბერი იმასაც კი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებას მის ნაცვლად დედა ღვთისა მიიღებს და თუ გარედან მოსული უცნობი ბოროტი სულია, სენაკში არ შეუშვებს:

"რა დედა-ღვთისამ სენაკს შეუშვა
და არ შერისხა იგი მოსული,
გულში სთქვა მწირმა: ძეა კაცისა
და არა მავნე, ბოროტი სული".


განდეგილის ამგვარი ქცევა არა რწმენისმიერი სასოება, არამედ ამაო, ადამიანური განსჯაა, რომელსაც ბერი შეცდომაში შეჰყავს. ის ნდობით მიიღებს მას, ვინც, მართალია, ბოროტი სული არ არის, ადამიანია, მაგრამ ისეთი მიწიერი და ურწმუნო, რომ თავისდაუნებურად ახდენს დამღუპველ გავლენას განდეგილზე.

ვიდრე ბერი მორჩილად უსმენს სენაკში შემოსულ ქალს და საკუთარ სულიერ უკუსვლას ვერ ამჩნევს, მას ლოცვა არ ახსენდება. როდესაც ქალთან ლაპარაკში მოულოდნელად წამოსცდება, ღმერთმა ხსნის ასეთი გზა რომ მარგუნა, უბედური ვარო, უცებ გააცნობიერებს თავის შეცდომას, მაგრამ სინანულის ნაცვლად გარშემო ყურებას დაიწყებს, რომ თავისი ცოდვა "შემაცდენელს" გადააბრალოს. ამას მოჰყვება კიდევ ახალი ცოდვა - მძინარე ქალის კოცნის სურვილი. უცნობის სენაკში შემოსვლის შემდეგ განდეგილი მხოლოდ ამ ეპიზოდში გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს და ახსენდება ლოცვა:

"ნუთუ ღვთის-მშობლის საფარველ-ქვეშეც
წყეული ხორცი არ დაწყნარდება!.."


კვლავ მჟღავნდება, რა დიდი იმედი აქვს მას ღვთისმშობლისა, მაგრამ მისი ხორცი მართლაც არ წყნარდება. იგი მთელი არსებით ბოროტის ტყევობაშია: ყურში მისი ხარხარი ჩაესმის, თვალი ვერ იცილებს იმ ქალის სახეს, ენა ლოცვას ვერ ამბობს, ხელი პირჯვრის გამოსასახავად არ ემორჩილება, გული კი ღვთის სავედრებლად "არა ჰნებდება" სულს. ამ კრიტიკულ მომენტში სწორედ ღვთისმშობლისა და მწყემსი ქალის სახეთა დაპირისპირებით გვაჩვენებს მწერალი, რა სიმაღლიდან სადამდე დაეცა ბერი:

"ზე აიხედა... დედა-ღვთის ხატსა
მავედრებელი შეჰმართა თვალი...
და ვაი, წმინდა ღვთის-მშობლის ნაცვლად,
თვალთ-წინ დაუდგა იგივე ქალი!
პირჯვარი უნდა - ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქმა უნდა - ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს და იგივ... იგივ...
ქალი წყეული თვალთ ელანდება!"
აქ კი ბერი მართლაც შეძრწუნდება:
"ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,
რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს
და მის შეწევნით მისვე წინაშე
ხორცზედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?.."

იგი, ბოლოსდაბოლოს, იმ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ადრევე უნდა გაეკეთებინა - განერიდება ადგილს, საიდანაც საცდური მოდის.

დილით სენაკში დაბრუნებული განდეგილი აღმოაჩენს, რომ ისევ ხედავს ღვთისმშობლის გამოსახულებას:

"გულზედ მოეშო... კვლავ სასოებით
დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,
კვლავ ჰნახა იგივ ცხოველთა ხატი
მადლით, ნუგეშით გადმომზირალი".


იგი გახარებულია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ, როგორც ნატრობდა, დედა ღვთისას წინაშე დამხობილიყო, შეენანა, ელოცა და სულიერად კვლავ წამომდგარიყო ფეხზე, ელოდება სასწაულს, რომელიც, ავტორის თქმით, მას ნიშნად მადლისა მოევლინებოდა და რადგან სასწაული არ განმეორდება, სასოწარკვეთილებით იღუპება.

რა თქმა უნდა, ღვთისმშობელს სადიდებელი ჰიმნები უფრო შეჰფერის, ვიდრე ეპიკური ნაწარმოების სიუჟეტში ჩართვა, მაგრამ ყველა ეპოქას და ჟანრს თავისი სამეტყველო ენა აქვს და ავტორის სათქმელი ამ პოემაში სწორედ ასეთ ფორმას მოითხოვდა. ღვთისმშობლის შემწეობის იმედი, ცხადია, აუცილებლად უნდა გვქონდეს, მაგრამ დახმარებას ღებულობს ის, ვინც თავის საკეთებელ საქმეს მცდელობას არ აკლებს. ეს ეხება როგორც კერძო ადამიანს, ისე მთელ ერსაც.

ილია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველთა ღვთისმშობლის წილხვდომილობას. ერთგან წერს: "ამ ჩვენს, ღვთისმშობლის წილად ხდომილს ქვეყანას, ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდმო შთაგონებული წმინდა ქალწული... პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი". მაგრამ მიუხედავად წილხვდომილობისა, ღვთისთვის სათნო არ იქნება, რომ ერმა თავისი საკეთებლის კეთებაც ღვთისმშობელს მიანდოს და როდესაც დაცემულს, ცოდვებში ჩაფლულს იგი კვლავ მიაპყრობს თავის მზრუნველ მზერას, სინანულის წუთი ხელიდან გაუშვას და უფრო დიდ სასწაულს დაუწყოს ლოდინი.

თუ "აჩრდილის" ღვთისმშობლის სადიდებელი ამაღლებულ განწყობაზე აყენებს მკითხველს, "განდეგილმა" უნდა დააფიქროს და შეცდომებისგან დაიხსნას. ღვთისმშობლის სახე ამ ორ განსხვავებულ კონტექტში სხვადასხვა ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე, მაგრამ ორივეს მიზანი ადამიანის სულიერი ამაღლებაა, საფუძვლად კი უდევს ყოვლადწმინდას მიმართ კრძალვა და სასოება.

გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილ წერილში ილია იგონებს მღვდელმთავრის ქადაგებას ღვთისმშობლის შრომისმოყვარეობაზე და ერთ ძველისძველ ფრესკას, სადაც უფლის დედას წინ უდევს მატყლი და თითისტარით ქსოვს. ეპისკოპოსის თქმით, ეს ხატი არის სიმბოლო ყოველი ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისა.

- გაბრიელ ეპისკოპოსს მართლაც არაჩვეულებრივი ქადაგებები აქვს ღვთისმშობელზე. მათ შესახებაც ხომ არ გვეტყოდით რამეს.

- ღვთისმშობლის შობის ერთ-ერთ დღესასწაულზე ეპისკოპოსმა განმარტა მაცხოვრის პასუხი მისი ქადაგების მსმენელი ერთ-ერთი დედაკაცის სიტყვებზე: "ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ და ძუძუნი, რომელთა სწოვდი". სიტყვებით, "ნეტარ არიან იგინიცა, რომელნი ისმენენ და აღასრულებენ სიტყვასა ღვთისასა", მაცხოვარმა ასწავლა იმ დედაკაცსაც და სხვებსაც, რომ დედა ღვთისა, უპირველესად, იმით იყო ნეტარი, რომ სიტყვა ღვთისა მიიღო და დაიმარხა; და ნეტარი იქნება ყველა, ვინც ამას გააკეთებს.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ეპისკოპოსი საუბრობდა ყოვლადწმინდა ქალწულის მშობლების - იოაკიმესა და ანას ღვთისამდი სასოებაზე. მათ სიბერეშიც კი არ დაკარგეს შვილის ყოლის იმედი და როდესაც მიეცათ ნანატრი ასული, მასთან განშორებაზე უარი არ თქვეს. ადამიანურად ალბათ ეძნელებოდათ, მაგრამ, აღთქმისამებრ, მაინც მიიყვანეს იგი ტაძარში და ღმერთს მიანდეს მისი ბედი.

ერთ-ერთ ქადაგებაში საუბარია იმ განცდებზე, რომელიც დაეუფლა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზის ხარების შემდეგ. ეპისკოპოსის თქმით, ასეთ ვითარებაში სხვას სიხარული შეიპყრობდა იმის გამო, რომ მახარებლის სიტყვები: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის..." - იყო კაცობრივი ბუნების აღმამაღლებელი, მაგრამ მღვდელმთავრის სიტყვები რომ გავიმეოროთ, ყოვლად გონიერმა ქალწულმა "გული თვისი არ დაანება უცებსა სიხარულსა", არამედ შეძრწუნდა და დაფიქრდა, რას ნიშნავდა ეს მოკითხვა. ანგელოზმა შეიტყო, რაზე დაფიქრდა ის და უთხრა: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ პოვე მადლი წინაშე ღვთისა. ეპისკოპოსი განმარტავს, რატომ შეერაცხა იოანე ნათლისმცემლის მამას - ზაქარიას ცოდვად მისი დაეჭვება მთავარანგელოზის უწყებაში (ამის გამო დაისაჯა სიმუნჯით ყრმის გაჩენამდე და სახელდებამდე) და რატომ არ შეერაცხა მსგავსი გაკვირვება და დაეჭვება ცოდვად ღვთისმშობელს. წმინდა გაბრიელის თქმით, ღვთისმშობელი კითხვებს, მაგალითად, "ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?", არა ურწმუნოებით და უსასოობით, არამედ სასოებითა და სიმდაბლით უსვამდა მთავარანგელოზს. მას უნდოდა, არ შემცდარიყო და როდესაც ყველაფერი გაიგო, თქვა: "აჰა, ესერა მხევალი ღვთისა". ღმერთს არ სურს, ძალითა და შიშით აღგვასრულებინოს თავისი ნება ან დაგვიშალოს განზრახვა.

მღვდელმთავარი განმარტავს სიღრმეს ღვთისმშობლის ქცევისას. მას სჯერა, რომ მის წინაშე ანგელოზია, მაგრამ დაუფიქრებლად არ იღებს მის სიტყვებს. ასეთ უჩვეულო შემთხვევებში გამოჩნდება ხოლმე ადამიანის გონიერება და ხასიათი. ამ შემთხვევამ გამოაჩინა, რომ მისი ბუნების უმთავრესი თვისებები იყო მაღალი გონიერება და შეურყეველი მხნეობა. ეს ორი თვისება კიდევ უფრო მეტად ბრწყინავდა მასში სხვა თვისებებთან - სიმშვიდესა და სიმდაბლესთან ერთად. მღვდელმთავრის თქმით, მხოლოდ ამ თვისებებით შემკულ ქალს შეუძლია აღასრულოს ქვეყანაზე თავისი მაღალი დანიშნულება. სახარება გვასწავლის ღვთისმშობელზე: "ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ესე ყოველნი სიტყვანი გულსა თვისსა". ღვთისმშობელი მუდამ ფიქრობდა და აანალიზებდა თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს და სწორად აფასებდა მათ.

ერთ-ერთ ქადაგებაში მღვდელმთავარი იხსენებს გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ისაია წინასწარმეტყველის წიგნის იმ ადგილის კითხვისას, სადაც ნათქვამია: "ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ", - ღვთისმშობელს უნატრია, მოსწრებოდა ამ ქალწულის ხილვას, რათა მსახურად გახდომოდა მას. ეპისკოპოსის თქმით, ეს თავმდაბლობა ქალწულ მარიამს ღვთის მშობლად გახდომის შემდეგაც არ დაუკარგავს. იგი ყოვლად მოკრძალებულად ცხოვრობდა.

ერთ-ერთ სადღესასწაულო ქადაგებას გაბრიელ ეპისკოპოსი იწყებს სამადლობლით და სადიდებლით ღვთისმშობლისადმი, რომელმაც იტვირთა ღვთის იმ აღთქმის განხორციელება, რომლითაც კაცთა მოდგმას მხსნელი მოევლინა და აღადგინა კაცის დაცემული ბუნება. წინასწარმეტყველები სიხარულითა და მოლოდინით იმეორებდნენ ამ აღთქმას, რომლის აღსრულებაც ღვთისმშობლისადმი ხარებით დაიწყო, მღვდელმთავარიც ვერ ფარავს ამ დღით მინიჭებულ სიხარულს, რადგან "ჩვენთვის იყო ყოველი ესე განგებულება, ჩვენისა ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის".

მღვდელმთავრის თქმით, ყველამ და განსაკუთრებით - ქალებმა ხშირად უნდა გავიხსენოთ ღვთისმშობლის ცხოვრება, მისი სათნოებანი და ვისწავლოთ მისგან. იგი იყო სულიერად და ხორციელად შემკული ყოველგვარი ღირსებით და, ამასთანავე, მშვიდი, თავმდაბალი და წყნარი. შემდეგ მღვდელმთავარი საუბრობს ღვთისმშობლის დედობრივ მზრუნველობაზე ახალშობილი ყრმის მიმართ, მის თავდავიწყებულ ზრუნვაზე ძის აღსაზრდელად და ბოლოს გოლგოთის ტკივილებზე. მღვდელმთავარი უხსნის მრევლს, რა მძიმე იქნებოდა ღვთისმშობლისთვის ორ ავაზაკს შორის ჯვარზე გაკრული თავისი ძის ნახვა და ამის დათმენა, მაგრამ შეძლო, რადგან ჰქონდა ღვთის რწმენა და იცოდა ღვთის განგებულება.

ერთ-ერთ ქადაგებაში იგი საუბრობს ღვთისმშობლის აღმატებულობაზე. ადამიანთა შორის ის ერთადერთი აღმოჩნდა ღირსი, მიეღო სიტყვა ღვთისა და ემსახურა ამ საიდუმლოს განხორციელებისთვის. მღვდელმთავრის თქმით, ღვთისმშობელს აურაცხელი სათნოება ჰქონდა, რის გამოც გამოირჩა კაცთა შორის, მაგრამ უმთავრესი - მისი სულისა და გულის სრულყოფილება და სიდიადე იყო. ვიდრე მისი სხეული შეიქმნებოდა ღვთის სიტყვის განხორციელების ტაძრად, მისი სული მანამდე იქცა ტაძრად ღვთისა.

ღვთისმშობლის მადლი კაცთათვის შეუმჩნეველი იყო. გარეგანად იგი არ ამჟღავნებდა თავის დიდებულებას. თუმცა გონება მისი აღსავსე იყო ზეციური აზრებით და გული - გამოუთქმელი სათნოებით, გარეგნულად სხვა ქალებივით გამოიყურებოდა. მშვიდად, დაფარულად და თავმდაბლად ცხოვრობდა. არ უყვარდა ძვირფასი ტანსაცმელი და სამკაულები. ამას მოწმობს დღემდე შემონახული მისი სარტყელი, რომელიც სრულიად უბრალოა და მისი ხელითვე ნაქსოვი. იგი უქმად არასოდეს იყო: ან ლოცულობდა, ან ხელსაქმობდა. უფლის ის კვართიც, რომელიც ჯალათებმა ვერ გაიყვეს და მასზე წილი ჰყარეს, მისი მოქსოვილი იყო.

ღვთისმშობლის მიძინების ერთ-ერთ დღესასწაულზე გაბრიელ ეპისკოპოსმა იქადაგა იმაზე, თუ რატომ ვგლოვობთ ადამიანები ჩვენი ახლობლების გარდაცვალებას და რატომ ვდღესასწაულობთ ღვთისმშობლის მიძინებას. ახლობლის სიკვდილი გვტანჯავს იმიტომ, რომ ჩვენს გვერდით ვეღარ ვნახავთ და მოგვენატრება. ამასთან ერთად, მისი სახით დამხმარე და მზრუნველი მოგვაკლდება. ღვთისმშობლის მიძინება კი არ ჰგავს სხვა ადამიანთა აღსასრულს. როგორც მის საგალობელშია ნათქვამი, მან "მიცვალებასა სოფელი არ დაუტევა". თუ ქვეყნად ყოფნისას ღვთისმშობელი სულიერად შეეწეოდა მხოლოდ მის გარშემო მყოფთ, თავისი ძის დიდებაში შესვლით იგი გახდა ყველას შემწე და მეოხი - "წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat