დედა ღვთისა
დედა ღვთისა
ღვთისმშობელმა წუთისოფელში მიიძინა და საუკუნო სასუფეველში, ყოვლადწმინდა სამების წინაშე გაახილა თვალი
"კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!" - ასე მიეგება სულიწმინდით აღვსილი ელისაბედი მასთან მისულ ღვთისმშობელს. ეს სიტყვები საუკეთესოდ გამოხატავს იმ დიდ მისიას, დედა ღვთისამ რომ აღასრულა უფლისა და მთელი კაცობრიობის წინაშე.

გვესაუბრება სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე წმინდა ილია მართლის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი.

- რატომ ეწოდება ღვთისმშობლის ამ ქვეყნიდან გასვლას მიძინება?

- ქრისტიანული თვალთახედვით, სიკვდილი ის მოვლენაა, რომლის დროსაც სული სხეულს ეყრება. ქართულში მას ყველაზე უკეთ სიტყვა გარდაცვალება გამოხატავს - ამ დროს ადამიანის სული ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. რაც შეეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდაცვალებას, ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო - ერთი მხრივ, უფლის დედა გარდაიცვალა, მეორე მხრივ კი, ღვთისმშობლის გარდაცვალება განსაკუთრებულად აღსრულებული მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ამიტომ წმინდა ეკლესია მას გამორჩეულ სახელს - მიძინებას უწოდებს. ეს სახელწოდება შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც გავიგოთ, რადგან ღვთისმშობელმა წუთისოფელში მიიძინა და საუკუნო სასუფეველში, ყოვლადწმინდა სამების წინაშე გაახილა თვალი. თუ გავიხსენებთ წმინდა გარდამოცემას, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების შესახებ მოგვითხრობს, უფრო ნათლად ვუპასუხებთ ამ შეკითხვას.

წმინდა გარდამოცემა გვაუწყებს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზ გაბრიელისგან რამდენიმე დღით ადრე ეუწყა ამ სოფლიდან გასვლის ჟამი. დედა ღვთისამ მოისურვა, გარდაცვალების წინ ენახა მოციქულები, რომლებიც იმ დროს სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ მიმოფანტულნი და ქრისტეს სწავლებას ქადაგებდნენ.Dყოვლადწმინდა მარიამმა ილოცა და ლოცვით მოიწვია მოციქულები იერუსალიმში. ღვთისმშობლის წინ შეკრებილმა ქრისტეს მოწაფეებმა თავად უამბეს, რა სასწაულებრივად იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა კი მადლობა შესწირა უფალს. მინდა, ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რა ძლიერია ღვთისმშობლის ლოცვა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ სოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა. თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გარდამოვიდა ზეცით და თავისი პატიოსანი დედის სული მიიბარა.

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების რამდენიმე ხატს იცნობს. ერთ-ერთ მათგანზე ასახულია სცენა, როდესაც ზეციდან გარდამოსული მაცხოვარი ჩვილივით მიიღებს ღვთისმშობელს ხელში და მასთან ერთად ასე ამაღლდება ზეცად. ყოვლადუბიწო ქალწულის ამ სოფლიდან გასვლა მოციქულებმა მიძინებად აღიქვეს. ამ მოვლენას უკავშირდება დღესასწაულის სახელდებაც.

- საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უკავშირდება ორი დოგმატი. ესენია: ღვთისმშობლის მარადქალწულობა და მისი ღვთისმშობლად სახელდება...

- ღვთისმშობლის ცხოვრება განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია იმ უდიდესი მოვლენისა და მისიის გამო, რომელიც ყოვლადწმინდა მარიამმა აღასრულა.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ყოვლადუბიწო ქალწულის მშობლები, წმინდა იოაკიმე და ანა, მის შობამდე უშვილონი იყვნენ. მათ აღთქმა დადეს, თუ შვილი შეეძინებოდათ, ღმერთს შესწირავდნენ მსახურად. ღმერთმა ისმინა მოხუცი ცოლ-ქმრის ვედრება და მისცა ასული, რომელსაც მარიამი დაარქვეს.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა, აღთქმისამებრ, ტაძარში მიიყვანეს და ღვთის მსახურად შესწირეს. დედა ღვთისა ღვთისმოსაობით იზრდებოდა უფლის სახლში. შესაძლოა, ასეთი აღზრდა იმ დროს სხვასაც მიეღო, მაგრამ მარიამი თავისი ადამიანური ბუნებითაც გამოირჩეოდა. ორი ფაქტორის - გარემოს, რომელშიც იზრდებოდა, და ადამიანური ხასიათის - თანხვედრამ განაპირობა ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ზნეკეთილად, უბიწოდ აღიზარდა.

წმინდა წერილში იმასაც ვკითხულობთ, რომ მარიამმა ღვთის წინაშე სამუდამო ქალწულების აღთქმა დადო. მას მოხუცი მშობლები ადრევე გარდაეცვალა, ამიტომ ყოვლადუბიწო ქალწულზე ზრუნვა სამღვდელო პირთ მოუწიათ. მისი აღთქმის შესახებ რომ გაიგეს, ეკლესიის მსახურნი საგონებელში ჩაცვივდნენ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ: იძულებით აღთქმის დარღვევა ცოდვად მიაჩნდათ, არც მოზრდილი გოგონას ტაძარში გაჩერებას თვლიდნენ მიზანშეწონილად... ასეთი გაურკვევლობისას ლოცვით მიმართეს ღმერთს და უფალმაც გამოუცხადა, რომ მოეძებნათ ღირსეული კაცი, რომელიც მეუღლეობას გაუწევდა, მაგრამ დაიცავდა მის ქალწულებას.

ამისათვის შეარჩიეს 12 უცოლო მამაკაცი დავითის ტომიდან, რომელთა შორისაც იყო მართალი იოსებიც. გადმოცემით, მას იმ დროს 80 წლისთვის მიეღწია. მღვდელმთავარმა გამოართვა მათ კვერთხები და საკურთხეველში მოათავსა. მეორე დღეს ნახეს, რომ იოსების კვერთხი განედლებულიყო, მსგავსად აარონის კვერთხისა. ასე გახდა ნაზარეთელი იოსები დამწინდველი ყოვლადწმინდა ქალწულისა.

ჩნდება კითხვა: თუკი მარიამმა ღმერთს მარადიული ქალწულების აღთქმა მისცა, რაღატომ მიიჩნია უფალმა საჭიროდ მამაკაცზე მისი დაწინდვა? ეს ღვთის განგებულების საიდუმლოა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე. უფალმა არ ისურვა, იესო ქრისტეს დაბადებისთანავე გაცხადებულიყო მისი ქალწულისგან შობა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ღვთისთვის უმჯობესი იყო, თავისი კურთხეული ძის განხორციელების საიდუმლო დრომდე დაეფარა, რათა არ გაცხადებულიყო, რომ ყოვლადწმინდა მარიამი ის ქალწულია, რომელზეც წინასწარმეტყველებდა წმინდა ესაია: "აჰა მუცლად-იღებს ქალწული და შობს ძეს". ეს წინასწარმეტყველება კარგად იცოდა მართალმა იოსებმაც, ისიც ელოდა მესიას სჯულის სხვა მიმდევრებივით და სწორედ ამიტომ დაიტია უდიდესი საიდუმლო ღვთისმშობლის უმამაკაცოდ დაფეხმძიმებისა, რომლის შესახებაც ანგელოზმა აუწყა.

ყოვლადწმინდა ქალწული უბიწო, ღვთისმოსავი, ზნეკეთილი და ბრძენი იყო. სწორედ ამ თვისებების გამო გამოარჩია უფალმა ღვთისმშობლად და მის წიაღში ინება განკაცება, იმ უდიდესი საიდუმლოს აღსრულება, რომელსაც 5000 წელი ელოდა ძველი აღთქმის კაცობრიობა.

წმინდა წერილი გადმოგვცემს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში უფალი ჩვენი, იესო ქრისტე უმამაკაცოდ, სულიწმინდის მადლით ჩაისახა.

ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის შობაც განსაკუთრებული მოვლენაა. დედა ღვთისა ყრმას ბუნებრივი სახით შობს, ისე, როგორც ყველა ქალი, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ღვთისმშობელი არ განიცდის სამშობიარო ტკივილებს, იმას, რაც ყოველთვის თან ახლავს ფიზიოლოგიურ მშობიარობას. მოგეხსენებათ, ტანჯვით შობა შვილისა, ფაქტობრივად, სასჯელად მიეცა დედაკაცს (ევას).

დედა ღვთისა, როგორც ჩასახვამდე, ისე შობის შემდეგაც, ქალწულად რჩება - ასეთია ნება უფლისა. ამიტომ უწოდებს ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მარადქალწულს. ეს ურწმუნოთათვის ძნელი აღსაქმელი და დასაჯერებელია, მაგრამ ვისაც სწამს, რომ უფალი ქვეყნიერების შემოქმედია, მან ისიც იცის, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია.

ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის ღვთისმშობლად სახელდება ძე ღვთისას განკაცების დოგმატს უკავშირდება. ამ წოდებით ეკლესია აღიარებს, რომ უფალ იესო ქრისტეში ღმერთი შეუერთდა ადამიანს ქალწული მარიამის წიაღში ჩასახვისთანავე, მიიჩნევს, რომ მაცხოვარი სრული ადამიანი და სრული ღმერთია. გარდა ამისა, ქალწული მარიამის განსადიდებლად და საქებრად ყველაზე მეტად შესაფერისი მისი ღვთისმშობლად სახელდებაა.

- რატომ მიაჩნია ეკლესიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უპირატესად ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთა?

- მართლმადიდებლური სწავლებით, დედა ღვთისა უფლის მიერ შექმნილ ყველა გონიერ არსებას აღემატება. ერთ-ერთი საეკლესიო საგალობელი ასეთი სიტყვებით ადიდებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა..." შესაძლოა ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს უსხეულო, წმინდა არსებებზე, ანგელოზებზე უპირატეს სიწმინდესო. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის, თუ რამხელა მისია აღასრულა წმინდა მარიამმა - მისი სხეული უფლის განხორციელებული სიტყვის ტაძარი გახდა. ამ პატივის გამო ღვთისმშობელი ანგელოზებზე აღმატებულია.

- მამაო, ღვთისმშობელი ხომ პირველსახეა დედისა. როგორი დედა იყო ყოვლადწმინდა მარიამი?

- ძველ აღთქმაშიც ბევრი წმინდა დედა იყო, რომელთაც ღვთისმსახურება აღასრულეს. თუმცაღა იმის გამო, რომ ყოვლადუბიწო ქალწულს უდიდესი ხვედრი ერგო, ის უპირველესია დედათა შორის.

ყოვლადწმინდა მარიამი არა მარტო უფლის დედა იყო, არამედ მისი თანამდევიც. ვიდრე მაცხოვარი საქადაგებლად გამოვიდოდა, დედა ღვთისა მას, როგორც ყრმას, ისე ზრდიდა. ხშირად უნერვიულია კიდეც მის გამო. სახარებიდან ის ეპიზოდი გავიხსენოთ, როცა წმინდა ოჯახი პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ავიდა. ამ დროს ყოვლადწმინდა ქალწულს და მართალ იოსებს 12 წლის იესოც თან ახლდათ. სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ მომლოცველები შინ ბრუნდებოდნენ. გზაში შეამჩნიეს, რომ მაცხოვარი მათთან ერთად არ იყო. ქალწული მარიამი და იოსებ დამწინდველი კვლავ იერუსალიმისკენ გაეშურნენ. სამი მტანჯველი დღის განმავლობაში ამაოდ ეძებდნენ ძე ღვთისას. ბოლოს ტაძრის კარიბჭესთან 12 წლის ყრმა იუდეველ მოძღვართა და ღვთის სიტყვის განმმარტებელთა შორის იპოვეს. წუხილითა და შიშით, უღრმესი სიყვარულით შეპყრობილმა ღვთისმშობელმა მიმართა იესოს: "შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ". მაცხოვარმა კი უპასუხა: "მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი მამაჩემს ეკუთვნის?" (ლუკ. 2,48-49).

ღვთისმშობლის მზრუნველობა თავისი ძისადმი გასაკუთრებულია. დედები ხშირად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, როგორი დედა იყო ყოვლადწმინდა მარიამი. მაცხოვრის შობის შემდეგ მას თავისი თავი აღარ ახსოვდა, თავისი ძის ცხოვრებით ცხოვრობდა.

KARIBCHEწმინდა ქალწულმა იცის, რომ დღიდან გაბრიელ მთავარანგელოზის ხარებისა მის თავს განსაკუთრებული რამ ხდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კარგად დაიმახსოვრა იერუსალიმის ტაძარში ჩვილი იესოს მირქმისას მოხუცი სვიმეონ მიმრქმელის სიტყვები: "შენსა სულსა განვიდეს მახვილი". ამ სიტყვებით წმინდა სვიმეონმა განჭვრიტა მაცხოვრის ჯვარზე ვნება, დედამისის ცრემლი და მწუხარება...

- როგორ იდგა ღვთისმშობელი თავისი ძისა და უფლის ჯვართან? ამ დროს დედა ღვთისას მდგომარეობას უცრემლოდ ვერც წარმოვიდგენთ...

- ნებისმიერი ადამიანისთვის და მათ შორის - ღვთისმშობლისთვისაც ძალზე ძნელი აღსაქმელი იქნებოდა შვილის ასეთი ხვედრი. ბუნებრივია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თვალცრემლიანი იდგებოდა ჯვარცმასთან. მან კარგად იცოდა, რომ მის უცოდველ ძეს უმიზეზოდ სჯიდნენ ყველაზე დამამცირებელი სასჯელით. ხაზგასასმელია, რომ იუდეველები ეცადნენ, ყველაზე დამამცირებლად დაესაჯათ მაცხოვარი - მოგეხსენებათ, ჯვარცმა სასჯელის უკიდურესი ფორმა იყო იმ დროისათვის. ქალწული მარიამისთვის კიდევ უფრო შემაძრწუნებელი იქნებოდა ქრისტეს ჯვარცმასთან დგომა, რომ არა ის 33 წელი, რომელიც მან შვილთან ერთად განვლო. დედა ღვთისა ყველგან თან დაჰყვებოდა ძეს მისი ამქვეყნიური მქადაგებლობის ჟამს...

ვიცით, რომ მაცხოვარმა ჯვარზე ვნებამდე ცოტა ხნით ადრე ფერისცვალების სასწაული მოახდინა - რჩეული მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა, აჩვენა მათ თავისი ღვთაებრივი ნათელი და დიდება. შეიძლება ითქვას, ფერი თავად მოციქულებმა იცვალეს. უფალმა მათ სულიერი თვალი აუხილა, რომლითაც ერთხანს ღვთაებრივი ნათლის ჭვრეტა შეეძლოთ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს იყო შემზადება და განმტკიცება ჯვარცმისთვის, რათა ჯვარზე გაკრული უფლის ხილვისას არ დაბრკოლებულიყვნენ და იესო ქრისტეს ღვთაებრიობაში არ დაეჭვებულიყვნენ.

უფალი თავის მიმდევრებს მრავალგან და სხვადასხვაგვარად შეამზადებს. სასწაულები, რომლებიც ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე აღასრულა მაცხოვარმა, გარკვეულწილად სწორედ ამას ისახავდა მიზნად. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება გავიხსენოთ, რაც თავისთავად მოწმობდა იმას, რომ მათ წინაშე შემოქმედი ღმერთი იყო.

ამ სასწაულების მხილველი იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც. დედა ღვთისამ კარგად იცოდა, რომ ჯვარს ჩვეულებრივი ადამიანი კი არ აცვეს, რომელიც სიცოცხლეს დაასრულებდა, არამედ თვით შემოქმედი ღმერთი, კაცობრიობის ხსნისთვის განკაცებული. გოლგოთის მთაზე ავაზაკებს შორის ჯვარზე გაკრული იესო და მის წინაშე მდგომი ღვთისმშობელი უნდა წარმოვიდგინოთ, თუ გვსურს, შევიტყოთ, როგორი მინდობა და სასოება უნდა გვქონდეს ღმერთის განგებულებისა. დედამ, რომლისთვისაც შვილი ყველაფერი იყო, ყოველივე დაითმინა, ღვთის ნებას დამორჩილდა და ღმერთკაცის სიკვდილი კაცობრიობის გამოსასყიდ მსხვერპლად მიიღო.

- მამაო, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მაცხოვარს დედისადმი?

- ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დამოკიდებულება ყოვლადწმინდა მარიამისადმი კარგად ჩანს სახარების იმ ეპიზოდში, რომელიც მოგვითხრობს, როგორ აღასრულა მაცხოვარმა დედის თხოვნით პირველი სასწაული გალილეის კანაში გამართულ ქორწილში. მექორწილეებს ღვინო შემოაკდებათ, დედა ღვთისა კი, მასპინძელი უხერხულობისგან რომ იხსნას, უფალს სთხოვს, წყალი ღვინოდ აქციოს. თავდაპირველად მაცხოვარი პასუხობს: "არა მოწევნულ არს ჟამი ჩემიო", მაგრამ მიუხედავად ამისა, დედის თხოვნას მაინც ასრულებს და წყალს ღვინოდ აქცევს.

ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა მხოლოდ შვიდი წინადადება წარმოთქვა. მათ შორის ერთი იქვე ჯვართან მდგომ თავის უსაყვარლეს დედას უთხრა: "დედაკაცო! აჰა ძე შენი" (იოან. 19,27). იოანე მოციქულსაც მიმართა: "აჰა დედაი შენი". ამ სიტყვებში შვილის მშობელზე ზრუნვა იხატება. ის, ვინც ადამიანებს მისცა მცნება: "პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა" - თავად აღასრულებს მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე. მაცხოვარმა იხილა დედის მწუხარება, დედისა, რომელიც ამქვეყნიური მფარველის გარეშე დარჩა, და ძედ უკურთხა იოანე მოციქული, რომელმაც დედა ღვთისა შინ წაიყვანა და შვილივით ზრუნავდა მასზე.

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უამრავი ლოცვა არსებობს...

- ვიცით, რომ ლოცვა საშუალებაა უფალთან ურთიერთობისა. ლოცვისას, პირველ ყოვლისა, შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას ვითხოვთ, ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის... ხშირად ვთხოვთ შუამდგომლობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსაც, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, უფალთან სიახლოვით თვით ანგელოზებსაც კი აღემატება. ყველას, ვინც ღვთისმშობელს უდიდესი რწმენითა და სასოებით მიმართავს, დედა ღვთისა აუცილებლად მეოხეყოფა, მისი შუამდგომელი იქნება შემოქმედთან.

- მამა ბასილ, ღვთისმშობლის რამდენნაირი ხატია ცნობილი მართლმადიდებელ სამყაროში?

- ღვთისმშობლის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი გამოსახა: ერთ-ერთია "ელეუსა" ანუ მოალერსე ღვთისმშობელი. ამ ხატზე ყრმა იესო დედას ლოყით ეხება, ამდენად, ხაზგასმულია ადამიანური გრძნობა სითბოსი, სიყვარულისა.

მეორეა "ოდიგიტრია" (გზის მაჩვენებელი). ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მასში გამოკვეთილია ღვთაებრიობა ყრმისა, მისი დანიშნულება. "ოდიგიტრიის" ხატი განკაცებისა და უბიწოდ ჩასახვის დოგმატის გამომხატველია.

მესამეა "დეისუსი" (ვედრების ტიპის ღვთისმშობელი) - ხატი იესო ქრისტეს გარეშე. ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და მაცხოვარს ადამიანთა შეცოდებების შენდობისა და მათი სულის ხსნისთვის ევედრება.

მეოთხე ხატზე, რომელსაც "გლიკოფილუსა" (მოწყალე) ეწოდება, ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა.

- ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც ყველას გვეამაყება - ეკლესიურსაც და არაეკლესიურსაც...

- უდიდესი პატივია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად იწოდებოდე. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საქართველო უფალს ან ღვთისმშობელს განსაკუთრებულად უყვარს, სხვა რომელიმე ეთნოსი კი ნაკლებად. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში მცდარი მესიანისტური დამოკიდებულებაც არსებობს - ხშირად გაიგონებთ ჩვენი თანამემამულეებისგან, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და მარტო ეს გვეყოფაო... ვფიქრობ, ჩვენი სამშობლოს ღვთისმშობლის წილხვედრობა არა მარტო საამაყო, საპასუხისმგებლოცაა თითოეული ჩვენგანისთვის - ის, რომ შენი ქვეყანა დედა ღვთისას წილხვედრად იწოდება, გავალდებულებს, ცხოვრების წესით უპასუხო ამ პატივს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat