ზეციური კარი, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად
ზეციური კარი, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად
უფალმა, იმისათვის, რომ ადამის მოდგმა ეხსნა, ადამიანური ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი გამოირჩია.
ძველი აღთქმის წიგნებში მრავლადაა წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველმა იგი დახშული ბჭის სახით იხილა, "რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი" (ეზეკ. 44,2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს (დან. 2,34): "მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი" (ანუ იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობა); ხოლო ესაია ღაღადებდა: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე..." (ეს. 7,14).

მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვანად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ვითარცა ცვარი, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად, "ნათან თქუა, ვითარმედ: ქალწულისაგან შობილისა განიხაროს ყოველმან ხორციელმან".

საკუთრივად და ჭეშმარიტად ღვთისმშობლად ვქადაგებთ წმინდა ქალწულს, რადგან ისევე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთია მისგან შობილი, ასევე ჭეშმარიტი ღვთისმშობელია ის, რომელმაც შვა თავისი თავისგან ხორცშესხმული ჭეშმარიტი ღმერთი. ვამბობთ, რომ მისგან იშვა ღმერთი, მაგრამ არა იმგვარად, რომ სიტყვის ღმრთეებამ არსებობის დასაბამი მისგან მიიღო, არამედ იმგვარად, რომ თვით ღმერთი-სიტყვა, საუკუნეთა უწინარეს მამისგან უჟამოდ შობილი და მამასთან და სულთან დაუსაბამოდ და მარადიულად მყოფი, უკანასკნელ დღეებში ჩვენი ხსნის გამო მის მუცელში შთამკვიდრდა და, შეუცვლელად ხორცშესხმული მისგან, იშვა, რადგან არათუ ლიტონი კაცი შვა წმინდა ქალწულმა, არამედ - ჭეშმარიტი ღმერთი, არა - შიშველი, არამედ - ხორცშესხმული, არა - ციდან ჩამომტანი სხეულისა, არა - ქალწულში, როგორც არხში გამავალი, არამედ - მისგან ჩვენი თანაარსი ხორცის მიმღები და თავის თავში შემაგვამოვნებელი.

მართლაც, თუ ციდან იქნა მოტანილი სხეული და თუ ჩვენეული ბუნებიდან არ მიუღია მას იგი, მაშ, რა საჭიროება იყო საიდუმლო განკაცებისა? ღმერთი-სიტყვის განკაცება ხომ იმიტომ მოხდა, რომ თვით ამ ცოდვილ, დაცემულ და გახრწნილ ბუნებას ეძლია თავისი შემაცდენელი ტირანი და ამ სახით გათავისუფლებულიყო გახრწნილებისგან, როგორც ამბობს საღვთო მოციქული: "რადგან ადამიანის მიერ - სიკვდილი, ადამიანის მიერვე - მკვდართა აღდგომა" (1 კორ. 15,21). თუ პირველი - ჭეშმარიტად, ასევე მეორეც. და თუმცა ამბობს: "პირველი ადამი - მიწიდან მიწიერი, მეორე ადამი - უფალი ციდან" (1 კორ. 15,47), არათუ სხეული თქვა ციდან, არამედ ის ცხადყო, რომ არ არის იგი ლიტონი ადამიანი, რადგან, აჰა, მას ადამიც უწოდა და უფალიც, ორივე ერთობლივად აღნიშნა. მართლაც, ადამი ითარგმნება როგორც "მიწისგან შობილი", ხოლო "მიწისგან შობილი", მიწისგან ქმნილი, ცხადია, არის ადამიანური ბუნება. მეორე მხრივ, "უფალი" საღვთო არსების წარმომაჩენელია.

მოციქული ამბობს: "მოავლინა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე, შობილი ქალისაგან" (გალატ. 4,4). არ უთქვამს მას: "ქალის მიერ", არამედ "ქალისაგან". ამით მიუთითა, რომ სწორედ ღვთის მხოლოდშობილი ძეა და ღმერთი ქალწულისგან ქმნილი ადამიანი და რომ სწორედ ქალწულისგან ნაშობი არის ძე ღვთისა და ღმერთი, ხოლო ნაშობი - სხეულებრივად, რადგანაც ადამიანი გახდა იგი. არათუ წინდაწინ შექმნილ ადამიანში დაიმკვიდრა მან, მაგალითად, წინასწარმეტყველში, არამედ თვით გახდა ადამიანი არსობრივად და ჭეშმარიტად, ანუ თავის ჰიპოსტასში (პიროვნებაში) შეაგვამოვნა მან მოაზროვნეობითი და გონისმიერი სულით სულიერქმნილი ხორცი, თვით გახდა მისი ჰიპოსტასი - ამას ნიშნავს: "შობილი ქალისაგან". მართლაც, როგორღა იყო "რჯულის ქვეშ" ღვთის სიტყვა, თუ არ გამხდარა იგი ჩვენი თანაარსი ადამიანი?

აქედან, სამართლიანად და ჭეშმარიტად ვუწოდებთ წმინდა მარიამს ღვთისმშობელს, რადგან ეს სახელი მთელი განგებულების (ე.ი. განკაცების) საიდუმლოს წარმოაჩენს. მართლაც, თუ მშობელი ღვთისმშობელია, უთუოდ ღმერთია მისგან შობილი და ამასთან - უთუოდ კაციც, რადგან როგორღა იშვებოდა ქალისაგან ღმერთი, საუკუნეთა უწინარეს მყოფობის მქონე, თუ იგი ადამიანი არ გახდებოდა, რამეთუ ადამიანის ძე ხომ, ცხადია, ადამიანია? ამიტომ თუ ქალისგან ნაშობი ღმერთია, აშკარაა, რომ ერთია ის, ვინც შობილია მამა ღმერთისგან საღვთო და დაუსაბამო არსებისამებრ, და ის, ვინც უკანასკნელ დღეებში ქალწულისაგან იშვა დასაბამიერი და ჟამიერი არსებისამებრ ანუ კაცობრივად, ხოლო ეს ნიშნავს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ერთ ჰიპოსტასს (პიროვნებას) და ორ ბუნებას, აგრეთვე, მის ორ შობას.

ამასთან, ქრისტესმშობლად არ სახელვდებთ წმინდა ქალწულს, რადგან ეს გაუკუღმართებული სახელწოდება სიტყვა "ღვთისმშობლის" აღმოსაფხვრელად მოიგონა ბილწმა და უწმინდურმა, იუდეველთაებრ მბრძნობმა ნესტორმა, უპატიობის ჭურჭელმა, რომ ამით უპატიოეყო ღვთისმშობელი (ვინც არის ერთადერთი ჭეშმარიტად პატივდებული მთელ ქმნილებაზე აღმატებულად), თუმცა თავადვე განირღვევა იგი მის მამასთან, სატანასთან ერთად. მართლაც, "ხრისტოს" ანუ "ცხებული" არის დავით მეფეც და, აგრეთვე, აარონ მღვდელმთავარიც (რადგან ნაცხებია მეფობა და მღვდელმთავრობაც). ასევე, ყველა ღმერთშემოსილი ადამიანი შეიძლება ითქვას "ცხებულად" (თუმცა არა ბუნებით ღმერთად); ამიტომ იკადრა ღვთივგანდევნილმა ნესტორმა ქალწულისაგან შობილის "ღმერთშემოსილად" თქმა. მაგრამ ნუ მოხდება, რომ ღმერთშემოსილად ვთქვათ ან შევიმეცნოთ ჩვენ იგი, არამედ - ხორცშესხმულ ღმერთად, რადგან ხორცი გახდა თვით სიტყვა, ჩასახული ქალწულისაგან და შენაძენითურთ ღმერთად გამოსული, ვისგანაც ხორციც განიღმრთო მაშინვე - არსებობაში მისი შემოყვანისთანავე, რადგან ერთობლივად ხდება სამი რამ: შეძენა, მყოფობა და განღმრთობა ხორცისა სიტყვის მიერ. ამ სახითვე გაიაზრება და ითქმის ღვთისმშობლად წმინდა ქალწული, ესე იგი, არა მხოლოდ სიტყვის ბუნების გამო, არამედ ადამიანურის განღმრთობის გამოც, ერთობლივად აღესრულა რა მათი მუცლადღებისა და მყოფობის საკვირველება, კერძოდ, მუცლადღება - სიტყვისა, ხოლო ხორცისა - თვით სიტყვაში მყოფობა, რაჟამს ღვთის დედამ ზებუნებრივად მიანიჭა დაბადება დამბადებელს და განკაცება - ღმერთს, ყოვლის შემოქმედს, რომელმაც ღმერთყო შენაძენი, შეინარჩუნა რა შეერთებამ შეერთებულნი იმგვარნივე, როგორებიც შეერთდნენ, კერძოდ, არა მხოლოდ ღმერთობა ქრისტესი, არამედ მისი ადამიანობაც, რაც ჩვენზე უზემოესია და ჩვენებრი, რადგან არათუ ჩვენებრი იყო იგი პირველად და შემდეგ გახდა ჩვენზე უზემოესი, არამედ პირველი მყოფობიდანვე მყოფობდა ორივე, იმის გამო, რომ მუცლადღების დასაბამიდანვე თვით სიტყვაში ჰქონდათ მათ მყოფობა. ამრიგად, ადამიანურია იგი საკუთარი ბუნებით, მაგრამ ღვთისაა და საღვთოა ზებუნებრივად. ამასთან, განსულიერებული ხორცის თვისებებიც ჰქონდა მას, რადგან ესენი განგებულების ნიშნით მიიღო სიტყვამ - ჭეშმარიტად ბუნებითად გამოვლენილნი ბუნებითი მოძრაობის წესით.

ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა ადამიანს გარდაამეტა, არამედ ყველა ანგელოზსაც, ღვთის ცოცხალ ტაძრად მოგვევლინა და როგორც წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა "ზეციური კარი, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად".

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. მისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საგალობელი ამგვარად ხმიანებს: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა..."

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობა იცავს. ეს იმიტომ, რომ გადმოცემის მიხედვით, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს იყრიდნენ, თუ რომელ მხარეში ექადაგათ და მოექციათ ხალხი ქრისტეს რჯულზე, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ, რადგანაც მისი მიძინება მოახლოებული იყო, მის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს, დედას ღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, რომ არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მისი მიძინება იყო მოახლოებული, ხოლო მისი წილხვდომილი ქვეყანა (საქართველო) გაბრწყინდებოდა მომავალში.

უდიდესია წყალობა ღვთისა - ჩვენ ღვთისმშობლის მფარველობაში ვიმყოფებით, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი პასუხისმგებლობაც უდიდესი უნდა იყოს ღვთის წინაშე. წყალობას, მადლობით მიღების გარდა, დიდი ერთგულებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ღირსეულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, ეს უკანასკნელი ჯილდო კი არ იქნება, არამედ სასჯელად გექცევა.

დედა ღვთისა განუწყვეტლივ ლოცულობს ჩვენთვის (და არა მარტო ჩვენთვის). ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს, რათა ვქმნეთ საქმენი სადიდებლად ღვთისა და ერისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat