ძალზე ცოტას ლაპარაკობდა, მხოლოდ აუცილებელსა და სასიკეთოზე
ძალზე ცოტას ლაპარაკობდა, მხოლოდ აუცილებელსა და სასიკეთოზე
ჩვენამდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმინდა თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო შუა ტანისა, ხორბლისფერი, თმა ოქროსფერი ჰქონდა, თვალები - ნათელი, სუფთა, დაწმენდილი, გამოხედვა - სწრაფი, გამჭოლი, წარბები - ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი - საშუალო, ბაგეები - ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე - მომრგვალო, ხელის თითები - მოგრძო. არავითარი სიამაყე არ ეტყობოდა, იყო ყველაფერში უბრალო, წრფელი. არც განებივრებულ-გააზიზებული ყოფილა, პირიქით, ყველაფერში მორჩილი იყო. ეცვა უბრალო სამოსი, ბუნებრივი ფერებისა. ყოველ მის საქმეში ღვთიურად ანათებდა უხვი მადლი.

ასეთი იყო გარეგნობით დედა ღვთისა. საკვირველია სიტყვები წმინდა დიონისე არეოპაგელისა, - პავლე მოციქულის მიერ რომ არ ვიყო განსწავლული ღვთისმეცნიერებაში, მაშინ აუცილებლად ყოვლადწმინდა ქალწულს მივიჩნევდი ღმერთადო! თუ ასეთი დიდებული იყო გარეგნობით, რაღა ითქმის მის შინაგან, სულიერ დიდებულებაზე, იმ დიდებაზე, იმ მშვენიერებაზე, რომელიც იყო ამა მეფისა ასულში?

გონება მისი განმსჭვალული იყო ისეთი სიბრძნით, რომელიც არავის კაცთაგან არ გააჩნდა და არც არავის ექნება. აღსაზრდელად მისცეს იერუსალიმის ტაძარში და ძალიან მალე ისე ცხადად და სწორად ესმოდა წმინდა წერილი, რომ აოცებდა გამოცდილ და დახელოვნებულ სჯულისმოძღვარსაც კი. ღვთის დედა სიბრძნით ბევრად უსწრებდა ასაკს. ჯერ კიდევ სამი წლისას ესმოდა, რომ მის გარშემო ხდებოდა წმინდა და ღვთიური საიდუმლო; ხოლო ის, რომ მას ასე ადრე ჰქონდა მადლიანი ნიჭი ზეციურ ქვეყანასთან ურთიერთობისა და ღირს იქმნა ციურ მოქალაქეებთან საუბრისა, ყოველგვარ ჩვენს გულისხმისყოფას აღემატება.

მისი ზნეობრივი სიმაღლე ჩვენთვის უმაღლესი მაგალითია სრულქმნილებისა. ის იყო უბიწო, ჭურჭელი სათნოებისა. ყველაფერს, რაც მართებდა ძველი სჯულის მიხედვით და ეხსნებოდა სახარებისეული სჯულით, ასრულებდა დიდი სიზუსტით. რა შეიძლება მის თავმდაბლობაზე უფრო მაღლა იდგეს! ზეციური მაცნე, მთავარანგელოზი გაბრიელი ახარებს, რომ ის შობს ძეს მაღლისა - მესიას, მეფეთა მეფეს; მართალი ელისაბედი ესალმება როგორც დედას უფლისას. მას კი შიშს ჰგვრის ასეთი პატივი: შეძრწუნდება ანგელოსის სიტყვებზე და თავს ღვთის მხევლად აღიარებს, რომელსაც მოხედა უფალმა. მართალი იოსები ეჭვქვეშ ექცევა და თავმდამბლად დუმს, ემორჩილება უზენაეს ხელისუფლებას და ილტვის ეგვიპტედ. ასევე, რა შეიძლება მის უპოვარებაზე უფრო სრულყოფილი იყოს? მდიდარი მშობლების ასულმა უგულებელყო ყოველივე, რაშიც ნუგეშს ხედავენ ასულნი კაცთანი, არ ჰქონდა საკუთარი სახლი და ცხოვრობდა იოსებ დურგლის უბადრუკ ქოხში. შემდგომად ჯვარცმისა ძისა თვისისასა, არ ჰქონდა თავის მისაყრდენიც კი და ცხოვრობდა ქრისტეს უახლოესი მოწაფის სახლში. რა შეიძლება მის უმანკოებაზე უფრო წმინდა იყოს? თვით ჰიპოსტასურმა ღვთის სიტყვამ აღზარდა იგი და საშო მისი თვის ჭერად იგულა. წმინდა ამბროსი მედიოლანელი მის უბიწოებას ასე გადმოგვცემს: "ის იყო ქალწული არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც; გულით შემუსვრილი, საუბარში ღვთივგანბრძნობილი, ცოტას ლაპარაკობდა და საუბარშიც იყო უმანკო".

რაღა ითქმის მის სიმამაცეზე უდიდეს განსაცდელთა და მწუხარებათა შორის? არ დაცემულა სულით, როცა წინ ედო ხიფათით აღსავსე გზა ეგვიპტისკენ. ადამიანურ გულს და ყოველივე ხილულსა თუ უხილავ ბუნებას განაცვიფრებს ის, თუ როგორი სიმტკიცით მიჰყვებოდა იგი თავის ძეს გოლგოთაზე; როცა იესო ჯვარს აცვეს, მის ჯვართან იდგა, დაესწრო მის დაკრძალვას! რაოდენ დაკვირვებული იყო თავის თავზე, რა მოულოდნელად ფხიზლობდა და ეს მაშინ, როცა აღვსილი იყო მადლითა და სიწმინდით! ესმა რა ანგელოსის სიტყვები: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, - მაშინვე არ დაიჯერა - სიფრთხილით ფიქრობდა, ახლაც ხომ იგივე არ ხდება, რაც ევას შეემთხვაო. უსაზღვროდ იყო ღვთის ნებას მინდობილი. როცა მასზე სასოების დამდებმა თქვა: აჰა მხევალი უფლისა! მიუგო: მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!

წმინდა ამბროსი ამბობს, თითქოს ღვთისმშობელი ყოველთვის ღმერთს ეზრახებოდა (ესაუბრებოდა). სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ლოცვაში გაატარა. ლოცვა მისი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცანი დაიმორჩილა, თვითონ ღმერთი გარდამოიყვანა ზეციდან, მიძინებისას ქვეყნის ყველა კუთხიდან შემოკრიბა წმინდა მოციქულები. დედა ღვთისა, მიუხედავად სიწმინდისა და დიდებულებისა, მაშინაც კი, როცა ემუქრებოდა უბედურება და გაჭირვება, არ ეყრდნობოდა საკუთარ მადლიან ძალებს. მან თვით გვასწავლა, რომ ღმერთი იფარავს ყველა ღვთისმოსავს: წყალობა მისი ნათესავიდან ნათესავამდე მოშიშთა მისთა ზედა; მიუხედავად თავისი მაღალზნეობისა, არ ავიწყდებოდა აღესრულებინა ღვთისმოსავის ვალდებულებანი: ისიც, ვითარცა ერთ დროს მისი ძე და ღმერთი, მოინათლა მონის ხელით, ემორჩილებოდა განწმენდის წეს-ჩვეულებას, რომელსაც მოსეს სჯული ავალებდა; ყოველ წელს, დღესასწაულთა დროს, მოინახულებდა იერუსალიმის ტაძარს; ყოვლადწმინდა არასოდეს ივიწყებდა ახლობლებს, უყვარდა გარეშენიც (უცხონი). წმინდა ამბროსი ამბობს: არასდროს არავინ გაუნაწყენებია, არ იცოდა შეზიზღება, ყველაზე უბადრუკი ადამიანიც კი არ სძაგდა. არაფერი განსაკუთრებული არ გააჩნდა და მიძინების წინ ღატაკებს თავისი ტანსაცმელი დაურიგა. ჰქონდა წმინდა სიყვარული თავისი მამულის, ჭეშმარიტი სიკეთის მიმართ. გული მისი გამოუთქმელი სიხარულით ივსებოდა, სულ უფალს განადიდებდა, რადგან უფალმა მოხედა თავის ხალხს - ისრაელს, რამეთუ აღუსრულა აღნათქვამნი, რომელნიც მან აბრაამს და მის მოდგმას მისცა. უყვარდა მტერნიც: როცა მის ძეს ჯვარს აცვამდნენ, მისი ბაგეებიდან არავის არათუ შეურაცხმყოფელი, არამედ მოუთმენელი სიტყვებიც კი არ სმენია! წმინდა ეპიფანე და ნიკიფორე ამბობენ: ნებისმიერ შემთხვევაში ის ინარჩუნებდა ღირსპატივსაცემ დარბაისლობას და იყო უცვლელი. ძალზე ცოტას ლაპარაკობდა, მხოლოდ აუცილებელსა და სასიკეთოზე; სიტყვები მისი იყო ტკბილი; სიამოვნებით უსმენდა სხვებს და თითოეულს შესაბამის პატივს მიაგებდა, თავის საუბრებში ყოველთვის კეთილსახიერებას ინარჩუნებდა, არასოდეს იცინოდა და არ იცოდა შეცბუნება; დამოკიდებულება ჰქონდა მშვიდი და ურისხველი.
ბეჭდვაელფოსტა
04.06. 2015
Violeta
Yovlad wmida dedao gvtisav shegviwyale da mogvxede chven mdzimed shemchodnes da ugnurt.gvishvamdgomle dzesa shensa da gmertsa chvensa chveni chodvebisa miuxedavad.
20.05. 2015
გიორგი
ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვიწყალე და დაგვიფარე ჩვენ ცოდვილნი შენი მადლიანი კალთის ქვეშ, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო
18.05. 2015
tamari
daipare gvtisshobelo yvela gonieri da ugunuri.mogveci janmrteloba amin..
28.08. 2014
დათო
აი ვისი მფარველობის ქვეშ ვართ!!! ჩვენ უგნურნი კიდე რითი ვპასუხობთ ამას... კაზანტიპით და ყოველგვარი საშინელებებით. უღირსნი ვართ.
31.07. 2014
დიდება შენ წმიდა დედაო მაცხოვრისა ჩვენისა იესო – ქრისტესა ამინ ...
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat