ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ ჩემი ძის მადლი და წყალობა
ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ ჩემი ძის მადლი და წყალობა
მფარველი ათონის მთისა და სრულიად ივერიისა
ათონის ნახევარკუნძულსა და ივერიას შორის მრავალი სულიერი ძაფია გაბმული. ღვთისმშობლის წილხვედრ ამ კურთხეულ მხარეებს აერთებს უდიდესი სიწმინდეც მართლმადიდებელი საქრისტიანოსი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი. წმინდა გადმოცემა ამგვარად მოგვითხრობს ხატის ისტორიას: ბიზანტიაში იმპერატორ თეოფილეს ზეობისას (829-842 წ.წ.) მთელი ძალით მძვინვარებდა ხატმებრძოლობა. თეოფილემ შინაც კი აუკრძალა ქრისტიანებს ხატების თაყვანისცემა. მისი მსახურნი ყველგან შედიოდნენ, ეძებდნენ ხატებს და ანადგურებდნენ.

ამ დროს ნიკეის მახლობდად ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჰქონდა. დედაკაცმა ხატს თავისი სახლის ახლოს მცირე საყდარი აუგო. მეფის მზვერავებმა თვალი მოჰკრეს ამ სიწმინდეს. ერთმა მათგანმა მახვილი ჰკრა ღვთისმშობლის ხატს. წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა სხეულიდან, სისხლი გადმოედინა. დედაკაცი დაჩოქილი ევედრა მეფის ხალხს, მაცალეთ განთიადამდე, ფულს შევაგროვებ და ხატის სანაცვლოდ მოგცემთო. მათი განშორებისთანავე თავისი ვაჟის დახმარებით ღვთისმშობლის ხატი ზღვის ნაპირას მიიყვანა, შეევედრა უფლის დედას, მერე კი სიწმინდე ზღვაში ჩაუშვა. ხატი წყალზე კი არ დაეცა, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გაცურა. დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. დედა-შვილის ნიკეაში დარჩენა უკვე საშიში იყო. დედა მზად იყო, ქრისტესთვის მომკვდარიყო, თავისი ძე კი აკურთხა, სამშვიდობოს წასულიყო. ვაჟიც დაუყოვნებლივ წავიდა ჯერ თესალონიკში, შემდეგ კი ათონის მთაზე შედგა ბერად და დასახლდა კლემენტოს სავანეში, სადაც შემდგომში ქართველთა მონასტერი აშენდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ღვთისმშობლის ხატის ზღვაში ჩაშვების ამბავი. თუ სად იმყოფებოდა შემდგომ ღვთისმშობლის ხატი, მხოლოდ უფალმა უწყის.

KARIBCHEXI საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაში აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ზღვის ტალღებზე მდგომი ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. გარშემო მონასტრებიდან უამრავი ხალხი შეიკრიბა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ნავებით ხატს, ის უფრო განეშორებოდა. იხდიდნენ პარაკლისებს, ევედრებოდნენ ღვთისმშობელს, მაგრამ ის არ აძლევდა მათ თავის ხატთან მისვლის ნებას. ამ დროს ივერთა მონასტრის მიდამოებში, მიუვალ მთაზე წმინდა გაბრიელ ქართველი მოღვაწეობდა, კაცი ღვთის სათნო და ანგელოზთა მბაძავი. "წმინდა იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა ცხოვრებაში" მოთხრობილია ამ ღირსი მამის ღრმა სულიერებაზე. სწორედ მას გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, - "აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, მსურს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. შემდეგ კი შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსო". იმ დროს მონასტერს წმინდა იოანე წინამძღვრობდა, მაგრამ ნიკრისის სენს ლოგინზე მიეჯაჭვა და მონასტრის საქმეებს, ვითარცა იკონომოსი, მისი ძე, ექვთიმე განაგებდა. გაუხარდათ ღირს მამებს ღვთისმშობლის დიდი წყალობა. მეორე დღეს გალობით, ლიტანიობითა და საკმევლის კმევით მივიდნენ ეგეოსის ზღვის პირას. წმინდა გაბრიელი კი, ვითარცა მეორე პეტრე, შედგა ზღვის ტალღებზე, საკვირველად განვლო წყალი, იტვირთა ხელთ უდიდესი საუნჯე და კრძალვით ნაპირზე გამოაბრძანა. დაასვენეს მიწაზე ხატი და სამი დღე და ღამე მის წინაშე გალობა არ შეუწყვეტიათ. იქ, სადაც ხატი იყო დასვენებული, ეკვდერიც ააგეს. იქვე აღმოხეთქა სასწაულმოქმედმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება. ეს ამბავი ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მოხდა. სამი დღის შემდეგ კი ხატი ივერთა მონასტრის მამებს საკურთხეველში აღარ დახვდათ - კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ტაძარში შეაბრძანეს, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღვთისმშობელი ისევ წმინდა გაბრიელს გამოეცხადა და თავის წმინდა ნება აუწყა: "გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ ჩემი ძის მადლი და წყალობა". ღვთისმშობლის ნათქვამი რომ შეიტყვეს ივერიელებმა, კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი სასწაულმოქმედი ხატი იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღვთისმშობლის გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც "პორტაიტისად" - ქართულად "კარიბჭისად" იწოდება. ჩვენს წინაპრებს იმთავითვე დიდი სასოება ჰქონდათ "კარიბჭის" ღვთისმშობლისა. წმინდა ექვთიმე და ძმები ეკლესიაში არ შევიდოდნენ, "ვიდრე მუხლთა ზედა არა მოდრკიან და თაყვანისსციან წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ არს ბჭეთა ზედა" (წმინდა გიორგი მთაწმინდელი).

KARIBCHEროგორც ბრძანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, მისი ივერიისად წოდებული ხატი არის მფარველი ქართველთა მონასტრისა და სრულიად ათონისა. მაგრამ ერთხელაც დატოვებს ეს სიწმინდე ათონის მთას. მამა სერგეი ვესნინს თავის ათონურ დღიურში 1844 წელს ჩაუწერია: "ზოგიერთები (ათონელი ბერები, - კ.კ.) ამბობენ, რომ ეს ხატი ბოლო ჟამს, უფლის მეორედ მოსვლის წინ, წავა აქედან თავის პირველ სამყოფელში, ივერიაში ანუ ჩვენს საქართველოში. შარშან, ჩემი აქ ყოფნისას, ათონის მთაზე გავრცელდა ხმა, რომ პორტაიტისა ეკლესიის გარეთ უნახავთ, თითქოსდა მზად იყო დაეტოვებინა სავანე". XVII საუკუნის ღირსმა მამამ, წმინდა ნილოს მირონმდინარემ, ამცნო ათონელ ბერებს, არ გასცილებოდნენ მთაწმინდას, ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ დატოვებდა ათონის მთას. როცა პორტაიტისა წაბრძანდება ათონიდან, მთაწმინდას გადაეხსნება ღვთისმშობლის საფარველი. წმინდა ნილოსი ბრძანებს: "როდესაც იხილავთ, რომ წაბრძანდა ყოვლადწმინდას ხატი ამ წმინდა მთიდან, წადით თქვენც, სადაც გენებოთ, ოღონდ ბერული ცხოვრების აღთქმა შეინახეთ დაურღვევლად და წმინდად".

ივერიის ღვთისმშობლის ხატის მობრძანებით საქართველოში ჩვენს სამშობლოს უფლის დედის მეორე საფარველი გადაეფარა და იხსნის ივერიელთ ანტიქრისტეს ხელთაგან. ალბათ ამიტომ ბრძანებს მამა ლავრენტი ჩერნიგოველი, ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონდებაო. ივერიის ღვთისმშობლის ხატი დამცველია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. მისმა ერთმა სასწაულმოქმედმა ასლმა, რომელიც 1981 წელს შეიქმნა ათონზე და მონრეალში წააბრძანა მართლმადიდებელმა ესპანელმა იოსებ მუნიოსმა, მირონდენა დაიწყო. ხატიდან მირონი წლების განმავლობაში მოედინებოდა, მხოლოდ დიდმარხვაში, ბზობას, კვირა დღეს წყდებოდა და კვლავ განახლდებოდა დიდ შაბათს, რა თქმა უნდა, ძველი სტილის მიხედვით. ეშმაკმა ვერ დაითმინა ეს სასწაული - იოსებ მუნიოსი 1997 წლის 30 ოქტომბერს მოკლეს, ხატი კი გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. 1998 წლის იანვარში დაწვეს მონრეალის მართლმადიდებელი ტაძარი, სადაც ესვენა ხოლმე ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი. პორტაიტისას ხატი კი მყარად დგას ათონის მთაზე ქრისტიანთა განსამტკიცებლად.

"პორტაიტისა" (ზომით 1,37მX0,9მ) ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით მოუჭედავს ქართველ ოსტატს. ხატის ოქროცურვილი ვერცხლის პერანგზე შემორჩენილი ქართული წარწერა ალბათ ერთადერთი მაუწყებელია ქართველთა ამ მონასტერში ცხოვრებისა. დანარჩენი ქართული წარწერები ბერძნებს წაუშლიათ. დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი (შემდგომში მღვდელმთავარი) თავისი პილიგრიმობის ამსახველ წიგნში ბრძანებს: ათონზე მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს (1899 წელს), ივერიის მონასტრის ბერძენთა კრებულს ქ. მოსკოვში მოემზადებინა ახალი კვართი (პერანგი) ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატისთვის, ბერძნული წარწერით, "რომელიც მე თვითონ მიჩვენა ბერძნის იღუმენმა. მაგრამ განძარცვა ძველის ოქროჭედილის პერანგისა, შეწირულისა ქართველის ეპისკოპოზის ამბროსისაგან და შემოსვა ღვთისმშობლის ხატისა ახალი პერანგით ვეღარ იკადნიერეს, რადგანაც ერთ ბერძენს ძმათაგანს ჩვენება უხილავს, რომ არ გაჰბედონ შეხება მის წმიდა ხატისა, გაძარცვა ძველის პერანგისა და შემოსვა ახლისა". შემდგომში ახალი პერანგით ძველი დაფარეს. ასე იყო ძალიან დიდხანს. ამ ათი-თორმეტი წლის წინ ივერიის ღვთისმშობლის ხატს მოხსნეს რუსეთში გამზადებული პერანგი და დატოვეს ქართული კვართით. ზოგმა ქრისტიანმა ამაში რუსეთის ხელისგან საქართველოს განთავისუფლების წინასწარმეტყველება დაინახა.

KARIBCHE KARIBCHE

"პორტაიტისას" ხატის წინ კიდია 14 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღმრთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელმონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ის ყველა სხვა სამონასტრო საქმისაგან თავისუფალია და დღედაღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს. სასწაულმოქმედია მთელ მსოფლიოში გაფანტული "პორტაიტისას" ასლები. მისი კანონიერი ასლი კი 1989 წელს ჩამობრძანდა საქართველოში.

"პორტაიტისას" სასწაულთაგან რამდენიმეს მოგითხრობთ: წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით დაჭრა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა მეკობრემ შეინანა დანაშაული, იწამა ძე ღვთისმშობლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ "ბარბაროსი". მკაცრი დაყუდებული ცხოვრებით ბერმა სასწაულმოქმედების მადლს მიაღწია. ახლა წმინდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული - შავი, როგორც მოსე ავაზაკყოფილი და ხელთ უპყრია მახვილი, ისარი და მშვილდი.

ალექსი კომნენოსის მეფობის დროს ათონის მთის ყველა ბერძნული მონასტერი დაცარიელდა რაღაც მავნე მწერების შემოსევის გამო. ზეციური მეკარის - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ქართველ მამებს არ მიუტოვებიათ მონასტერი და ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას.

მიტროპოლიტმა ტიმოთე გაბაშვილმა XVIII საუკუნეში ათონის მთა მოილოცა. ერთ ადგილას მას ხანძრის კვალი შეუნიშნავს და მიზეზი უკითხავს. მისთვის განუმარტავთ: ამ ორი წლის წინ ერთმა ბერმა ღამით შეაღო ტაძარი სალოცავად და იხილა ბრწყინვალედ მოსილი ქალი, რომელმაც განცვიფრებულ ბერს უთხრა: - წადი, აცნობე ძმებს, თქვენი მონასტერი იწვის-თქო. ბერმა განგაში ატეხა და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ამგვარად გადარჩა ივერთა სავანე.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დიდუბის ეკლესია იქ, სადაც წმინდა მეფე თამარმა ჯვარი დაიწერა, ივერიის ღვთისმშობლის სახელზე ყოფილა აგებული, რომელსაც, ეგზარქოს პალადის ბრძანებით, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე აგებული უწოდეს (იხ. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის "მოგონებანი").

ცნობილია ჯიხეთში, თეკლათში, ფოთში, ბოდბეში, სამთავროში დაბრძანებული "პორტაიტისას" სასწაულმოქმედი ასლები. სამთავროს ღვთისმშობლის ხატს 1917 წელს ცრემლდენა დაუწყია. ამ სასწაულით ღვთისმშობელმა აუწყა ქართველ ქრისტიანებს ანტიქრისტეს ჟამის დადგომა.

KARIBCHE KARIBCHE KARIBCHE
ბოდბის ღვთისმშობელი                                            სამთავროს ღვთისმშობელი               ჯიხეთის ღვთისმშობელი

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ათონიდან საქართველოში 1989 წლის 9 ოქტომბერს ჩამობრძანებულმა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლმა ამა წლის 12 ივლისს დაიწყო მოგზაურობა სრულიად საქართველოში. "ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა თავისი კალთა და კიდევ დაიცავს და დაიფარავს საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისაგან" (ილია II).
ბეჭდვაელფოსტა
27.07. 2021
მარიკო
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლო შენ დაიფარე შენი სამწყსო,საქართველოს ეკლესია და ქართველი ერი ანტიქრისტეს ხრიკებისაგან.დიდება შენდა ჩვენო თბილო და მფარველო დედავ,დიდება შენდა!!!!
11.04. 2018
მაია
დიდება შენდა ჩვენო თბილო და მფარველო დედა ვაც დაიფარე შენი სამწყსო, საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი ანტიქრისტეს ხრიკებისგან. ამინ
25.02. 2015
lela-lela
amin!
29.08. 2014
ნინო
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო შენ დაიცავი შენივე წილხვედრი ივერია,,,შენი საქართველო...ამინ
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat