დედა ღვთისა და მთელი კაცობრიობისა
დედა ღვთისა და მთელი კაცობრიობისა
"აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი. შენდა მოვილტვი, ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ ცხონებასა, მოხედენ უძლურებასა ზედა სულისა ჩემისასა, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო", - ამ სიტყვებით მივმართავთ ქრისტიანები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დედასა და დედოფალს, ჩვენს სანატრელ მფარველსა და მეოხს წინაშე ღვთისა. სწორედ ღვთისმშობელია ჩვენი შუამდგომელი ღვთისა მიმართ. ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და დაუტევნელი დაიტია. მის სიწმინდესა და უბიწოებას უგალობს მთელი ეკლესია, მთელი სამყარო. "შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმინდისაო, სამოთხეო პირმეტყველო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან ქრისტე განხორციელდა და ყრმა იშვა უწინარეს საუკუნეთა ღმერთი, რომელმან საშო შენი საყდრად მაღლისა გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული. დიდება შენდა".

ახალი სტილით 28 აგვისტოს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის მიძინებას ვდღესასწაულობთ, დღეს, როცა ქალწული მარიამი თავისი ძის წინაშე წარსდგა და როდესაც კაცობრიობამ მისი სახით უდიდესი მეოხი და მფარველი - დედა შეიძინა, შუამდგომელი და შემწე ცხონების გზაზე. ეს დღე სანატრელია ყოველი მორწმუნისათვის. ამიტომაც მის შესახვედრად განსაკუთრებულად მძიმე მარხვით ვემზადებით. ვულოცავთ მკითხველს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ ღვთისმშობლის როლი და მისადმი უფრო დიდი სასოება აღგვეძრას, შევეცდებით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქალწულ მარიამის ღვაწლი, მისია, მნიშვნელობა, სითბო და სიყვარული ჩვენდამი ანუ თავისი შვილებისადმი.

ჩვენი სტუმარია ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

- მამაო, როგორი იყო ღვთისმშობლის მისია და მოვალეობა კაცობრიობის წინაშე?

- თითოეულმა ქრისტიანმა კარგად იცის, თუ რისთვის მოვიდა უფალი ამ ქვეყანაზე, რისთვის განკაცდა, ევნო და დაეფლა. ასე კაცობრიობის გადასარჩენად, ადამიანთა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან გამოსახსნელად მოიქცა, რადგან ცნობილია, სანამ უფალი განკაცდებოდა, სასუფევლის კარი განიხვნებოდა და მასში პირველად ავაზაკი შევიდოდა, ყოველი ადამიანი - მართლები, თვით წინასწარმეტყველებიც კი, ჯოჯოხეთში მიდიოდნენ, ქრისტეს ჯვარცმამდე სასუფეველი კაცობრიობისათვის დაკეტილი იყო. ჩვენ გვაქვს სწავლება, რომ ჯოჯოხეთში ისინი არ იტანჯებოდნენ, არამედ იყვნენ მოლოდინის მდგომარეობაში. თუმცა ყველამ იცის, რომ არც ლოდინია ადვილი, მით უმეტეს მაშინ, როცა ჯოჯოხეთში ხარ. ჯოჯოხეთში ტანჯვაა, უპირველეს ყოვლისა, იმ გაგებით, რომ იქ ადამიანები უფალს არიან მოშორებულნი. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, თვით ჯოჯოხეთის საშინელი ტკივილებიც კი არაფერია იმასთან შედარებით, რომ უფალი ადამიანისგან პირს მიიბრუნებს, რომ პიროვნება ღმერთთან არ იქნება. ჯვარცმამდე ყოველი კაცი ასეთ მდგომარეობაში იყო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ არ განკაცდა უფალი უფრო ადრე? რა მოხდებოდა, უფრო ადრე რომ მოსულიყო, ადამიანები ადრევე ყოფილიყვნენ ჯოჯოხეთიდან გამოხსნილნი, ხოლო მართალნი სასუფეველში ჯოჯოხეთის გაუვლელად შესულიყვნენ? სწორედ აქ მივადგებით იმ დიდებულ პიროვნებას, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი ბუნება და ყველანი მოვდივართ ადამიდან, პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებული, დამოუკიდებელი, ინდივიდუალური სუბიექტები ვართ. ყოველი პიროვნება განუმეორებელია. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. თითოეული მათგანი ცალკე სამყაროა და ღვთისგანაც განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ ყურადღებას იმსახურებს. აქედან: ყოველ ადამიანს გარკვეული მისია ეკისრება ამ ქვეყანაზე. ზოგს - ისტორიული მნიშვნელობის, ზოგს - ნაკლები. თუმცა არსებობს ერთი მისია, რომელიც ყველას საერთო გვაქვს და ის აღემატება ნებისმიერ ისტორიულ მნიშვნელობას. ეს არის ცხონების მისია. ადამიანი მოვალეა, უბრალო, თითქოსდა ზოოლოგიური არსებიდან ღმერთად იქცეს, პატარა ღმერთად, თუმცა ცხოვრების წესით უფლისკენ მარადიულად მსწრაფი და ღვთაებრივი ნეტარებით მაცხოვრებელი უნდა იყოს. ეს არის ზემისია. მაგრამ არსებობს ამქვეყნიური მისიაც, როცა ამა თუ იმ ადამიანს გარკვეული როლის შესრულება ეკისრება ამ ქვეყანაზე. ცხადია, აქ იგულისხმება არა რეგიონული, პოლიტიკური წარმატების მისია, არამედ მისია კაცობრიობის წინაშე სულის ხსნისა, ღმერთთან დაახლოებისა. უნიკალურია დედა ღვთისმშობელი და ასევე უნიკალურია მისი მისიაც. ზოგადად, რაც უფრო დიდია მისია, მეტია ადამიანის პასუხისმგებლობაც. ძალიან დიდია ქრისტიანის მისია არაქრისტიანის მისიასთან შედარებით, შესაბამისად, დიდია პასუხისმგებლობაც, რადგან ყოველი ქრისტიანი უნდა იყოს მარილი ამა სოფლისა და ნათელი ამა სოფლისა. მაგრამ გაცილებით დიდია მღვდლის მისია, რომელსაც ევალება იყოს ქრისტეს ხატი და გააგრძელოს ადამიანად მოსული ღმერთის მიერ დაწყებული საქმე. ცხადია, მას ამისთვის ენიჭება მადლი სულისა წმიდისა, ნიჭი სამღვდელო მსახურებისა, მაგრამ აქ არ გამოირიცხება ადამიანის პირადი ღვაწლიც. უფალი არასდროს აკეთებს ადამიანის გასაკეთებელს და როცა ჩვენი რესურსი სრულიად ამოიწურება, მხოლოდ მაშინ გვეხმარება. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდია მისია და პასუხისმგებლობა მღვდლისა. ეპისკოპოსს აბარია არა ერთი სამრევლო, არამედ მთელი ეპარქიაDდა თუ იქ ვინმე დაიღუპება ეპისკოპოსის გულგრილობის გამო, ვაი მას. სულ სხვა არის პასუხისმგებლობა პატრიარქისა, რომელსაც მთელი ერი აბარია. ეს არის უმძიმესი ტვირთი. რაც უფრო იზრდება თანამდებობა (ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან თანამდები მოვალეს ნიშნავს. თითოეული ადამიანი მოვალეა ღვთისა და ერის წინაშე და მოვალეა, შეასრულოს თავისი მისია, მოიხადოს ვალი), იზრდება პასუხისმგებლობაც. ახლა წარმოიდგინეთ ღვთისმშობლის ვალი და მისია. თუ ვინმემ სილამაზე ან ნიჭი შეგვიქო, აღარ ვიცით, როგორ აღვფრთოვანდეთ საკუთარი თავით. დამღუპველად მოქმედებს ქება. ამიტომაც გვირჩევენ მამები, როცა გაქებენ, გაექეცითო. ნებისმიერი ნიჭი უდიდესი პასუხისმგებლობა და ღვთით ბოძებული მადლია. რაც დიდია ნიჭი და თანამდებობა, მით მეტია საშიშროება ამპარტავნებისა, ხიბლისა.

რა არის ღვთისმშობლის თანამდებობა? ის ხდება ღმერთის დედა ხორციელად. ამის სრული გაცნობიერება რომ შევძლოთ, შეიძლება გულიც გაგვისკდეს. ჩვენ ვერ დაგვიტევია პატარა ნიჭიც კი, ღვთისმშობელმა კი დაიტია ღმერთის დედობა. ცხონების აუცილებელი პირობა ორია: პირველი - ეს ღმერთს უნდა უნდოდეს. უფალს კი ადამიანის ცხონება ყოველთვის უნდა. ამიტომ ეს პირობა თავისთავად სრულდება. და მეორე: უნდა გვახსოვდეს, რომ სასუფეველი ღმრთისა იიძულების და რომელმან აიძულოს, მან მიიტაცოს იგი. ანუ სამოთხე ჩვენთვის გაიხსნება საკუთარ თავზე იძულებით და არა მსუბუქად, აღებით, არამედ მიტაცებით. რას ნიშნავს მიტაცება? რომ მთელი შენი ძალების კონცენტრირება უნდა მოახდინო და შენი ადამიანური რესურსები სრულად მოახმარო ამ საქმეს; რომ აიძულო საკუთარი თავი, შეკუმშულ ზამბარასავით იყო და მიიტაცო იგი. სასუფეველს უსასყიდლოდ არავინ მოგცემს. მხოლოდ მაშინ მიიღებ, როცა ადამიანურ ძალებს ამოწურავ. ე.ი. ცხონებისთვის აუცილებელია იძულება და სრულად დახარჯვა. რაც დიდია სტატუსი, მით მეტი მობილიზება გვმართებს. ღვთისმშობელს ყველაზე მეტად მოეთხოვებოდა ძალების მობილიზება, შებრძოლება დაცემულ ბუნებასთან და მან ეს შეძლო.

რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო საცნაური ხდებოდა ადამიანებისთვის, მოციქულებისთვის, თვით ღვთისმშობლისთვისაც კი, თუ ვინ იშვა მის მიერ. გულში იმარხავდა, აცნობიერებდა, ფიქრობდა ამაზე. თავიდან ხომ ვერავინ ხვდებოდა, რომ ქრისტე, ის, ვისაც ხედავდნენ, ვისაც ეხებოდნენ, იყო სამყაროს შემოქმედი, რომ ქრისტე ეცხადებოდა მოსეს. ამას ნელ-ნელა აცნობიერებდა კაცობრიობა. გახსოვთ პეტრეს აღიარება, თომა მოციქულის სიტყვები - უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ამის მერე იყო აღდგომა, ამაღლება და ბოლოს სულთმოფენობა - სულიწმინდის გარდამოსვლა, როცა სრულად განცხადდა ყველაფერი. და ეს მოხდა მას მერე, რაც გააცნობიერა კაცობრიობამ და ღვთის დედამ, თუ ვინ შვა მან; რომ ის, ვისაც მან ხორციელი ბუნება მისცა, პიროვნულად იყო ის ღმერთი, რომელიც მოსეს ესაუბრებოდა მაყვლოვანში, ის ღმერთი, რომელმაც ებრაელი ერი ტყვეობიდან გამოიყვანა და წითელ ზღვაში გაატარა; რომ მისი შვილი, რომელსაც უვლიდა, ძუძუს აწოვებდა, პირს ბანდა, წაქცეულს აყენებდა, იყო მამა-პაპათა ღმერთი; რომ სწორედ სამყაროს შემოქმედს მისცა მან ხორციელი ბუნება. მას შემდეგ, რაც გაიაზრა ეს ყოველივე - განსაცვიფრებელი, შემაძრწუნებელი რეალობა, ღვთისმშობელი დაიარება დედამიწაზე და კვლავ უმანკო, უბიწო არსებად რჩება. არანაირი ცოდვა მასში არ შემოდის. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ პატარა ნიჭზეც ამპარტავნებაში ვვარდებით და რაც უფრო დიდია ნიჭი, მით მატულობს პატივმოყვარეობაც. ხედავთ ღვთისმშობლის სიდიადეს?! განა რა არის იმაზე დიდი ნიჭი, რომ იყო ღვთის დედა? ღმერთისა, რომელიც ყოვლადწმინდა სამების წიაღშია, რომლის წინაშე მოდრკების ყოველი მუხლი ცაში, ქვეყანაზე და ქვესკნელში, რომელიც არის ყოვლისშემძლე და ყოვლისმპყრობელი? ამას მიხვდე და თავი არ აიმაღლო, ხომ ნამდვილი საოცრებაა! ღვთისმშობელმა შეძლო ეს. იოტისოდენა პატივმოყვარეობა, სიამაყეც კი რომ ყოფილიყო მასში, დაკისრებული მისიის, ვალდებულების, თანამდებობის სიდიადის გამო მისი მცირე ცოდვა უსასრულოდ გაიზრდებოდა და ღვთისმშობელი პიროვნულად აუცილებლად დაიღუპებოდა. ე.ი. თუ ეშმაკი მასში მოძებნიდა მცირე დასაყრდენს, ეს იმ წუთში გადაიზრდებოდა უსასრულო ცოდვაში და ღვთისმშობელი წავიდოდა ამ ქვეყნიდან როგორც ცოდვილი ადამიანი.

განა უფალი მოინდომებდა იმის დაღუპვას, ვინც მისი ხორციელი დედა უნდა ყოფილიყო? ვის მიერაც სამყარო უნდა გადარჩენილიყო? ცხადია, არა. ამიტომ 5000 წელი ელოდებოდა, რომ კაცობრიობის წიაღში მოსულიყო ადამიანი, ვინც ამას იტვირთავდა. უფალი კიდევ ათჯერ 5000 წელი დაელოდებოდა ადამიანს, რომელიც იტყოდა, - ეჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვათაებრ შენთა; სანამ არ დაიბადებოდა ის, ვინც უარს იტყოდა ყოველგვარ ცოდვაზე, ბიწიერებაზე და სათნოების ჭურჭელი გახდებოდა.

- ე.ი. ღვთისმშობელს ცოდვა საერთოდ არ ჰქონია?

- მას ჰქონდა მხოლოდ პირველქმნილი ცოდვა, რომელიც შთამომავლობით გადაეცემა ყოველ ადამიანს. პიროვნულად კი, თავისი პირადი არჩევანით მას არასდროს შეუცოდავს. ეს მეტად საინტერესო საკითხია. კათოლიკეები ამბობენ, რომ ღვთისმშობელი, ისევე როგორც უფალი, უბიწოდ ჩაისახა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც პირველქმნილი ცოდვა ჰქონია, რაც აბსურდია. ასე კათოლიკეები მარადის ქალწულის ღვაწლს აკნინებენ. ღვთისმშობლის ღვაწლი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ცოდვა არ ჰქონდა; ღვთისმშობლის სიდიადე სწორედ ისაა, რომ მას ჰქონდა პირველქმნილი ცოდვა, ადამის ცოდვა ბუნებითად, მაგრამ პიროვნულად არ შეუცოდავს, მტკიცედ ჰკრა ხელი ცოდვას, თავგანწირულად გაემიჯნა მას. მოციქული ამბობს, - მინდა ზეციური, მაგრამ ვაკეთებ მიწიერსო. ღვთისმშობლის გამარჯვება კი სწორედ ის იყო, რომ უნდოდა ზეციური და არ აკეთებდა მიწიერს. რატომ? პავლე მოციქულზე ნაკლებად სტკიოდა?Aან უფრო მტკიცე ბუნება ჰქონდა? არა. ის ხომ, ბოლოს და ბოლოს, დედაკაცი იყო, რომელიც ბუნებით მამაკაცზე სუსტია. მაგრამ ის იყო საოცარი გმირი, ერთგული, მეომარი, რომლის მსგავსი არ დაბადებულა და არც დაიბადება აღარასოდეს.

KARIBCHEჩვენ ვიცით, რომ მას სიყრმიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რა სიდიადე იყო უფლის დედობა და ნატრობდა ღვთის დედის მხევლობას. თავს მხევლობის ღირსადაც არ თვლიდა და ამ დროს იგებს, რომ თვითონ უნდა გახდეს დედა ღვთისა. გაცნობიერებული აქვს ეს მისია და მორჩილად იღებს ამ ტვირთს, მტკიცედ ემიჯნება ცოდვას. ადამიანი ყოველ წუთს აკეთებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს შორის. ამ არჩევანის წინაშე იდგა ღვთისმშობელიც და მას არასდროს არასწორი არჩევანი არ გაუკეთებია. მის არჩევანში არასდროს გაუმარჯვია ბოროტებას. ხედავთ, როგორი გმირია დედა ღვთისა და მთელი კაცობრიობისა?!

- გასაგებია, რომ ღმერთი ელოდებოდა ისეთ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს იტვირთავდა, მაგრამ ასეთ პიროვნებას უფრო ადრე ვერ მოავლენდა?

- სწორედაც რომ ვერ მოავლენდა. საქმე ისაა, რომ კაცის გასაკეთებელს ღმერთი არასდროს აკეთებს და თუ ღვთისმშობელი თავად არ გადაწყვეტდა ამ ღვაწლის აღებას, არავინ დააძალებდა, რადგან ძალდატანებით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო - სადაც ადამიანის ნება არ არის, იქ ქრება ადამიანიც.

ზოგი იმასაც ფიქრობს, ღვთისმშობელი იმიტომ იყო ასეთი, რომ ტაძარში იზრდებოდა, ანგელოზი კვებავდაო... ეს არასწორია. ტაძარში ის სწორედ იმიტომ იზრდებოდა და ანგელოზი იმიტომ კვებავდა, რომ მისი მომავალი არჩევანი ღვთისათვის წინასწარ საცნაური იყო. რატომ იყვნენ დიდი წმინდანები სიყრმიდანვე გამორჩეულნი, მათ ხომ ჯერ არანაირი ღვაწლი არ ჰქონდათ? იმიტომ, რომ უფლისთვის ცნობილია ადამიანის არჩევანი, რადგან მისთვის არ არის მომავალი, რაც წლების მერე მოხდება. მისთვის ყველაფერი მარადიული აწმყოა.

საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში არსებობს ასეთი კანონი: თუ შენი პასუხისმგებლობა არ შეესაბამება შენს სტატუსს, ხელმწიფებას, ძალაუფლებას, რომელიც ღმერთმა მოგანიჭა, ვერ ცხონდები. შენ უნდა იცხოვრო ისე, რომ დააკმაყოფილო იმ სტატუსის მოთხოვნილება, რომელიც ღვთისაგან მოგენიჭა.

- რომელია ის სათნოება რომლითაც ღვთისმშობელმა ეს ყველაფერი შეძლო?

- სიმდაბლე - უპირატესი სათნოება სათნოებათა შორის. ჩვენ ბევრი რამით ვგავართ უფალს - უკვდავებით, შემოქმედების უნარით და ა.შ. მაგრამ არ ვგავართ მთავარით - სიმდაბლით. მისი მოპოვება ყველაზე რთულია ადამიანისათვის. ღვთისმშობელი კი სწორედ აქ აღწევს გამარჯვებას. სიმდაბლით აჯობა დედა ღვთისამ ყველას. და მისი სიდიადე, სიმდაბლიდან გამომდინარე, იმდენად ბრწყინვალე იყო, რომ გახდა ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაბიმებზე უზესთაესი, აღმატებული თვით ზეციურ ანგელოზებზეც კი. სიმდაბლეა ის უდიდესი გმირობა, რომელიც მან ჩაიდინა.

- ღვთისმშობელს მარადის ქალწულსაც ვუწოდებთ. ის, რომ მან დაიმარხა ქალწულება სიცოცხლის ბოლომდე და არ დაუკარგავს ის არც მაცხოვრის შობისას, გასაგებია. ამაზე საღვთო წერილი ცალსახად საუბრობს. საინტერესოა, რისთვის იყო ეს საჭირო...

- ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ხორციელი ქალწულება პირდაპირ კავშირშია სულიერ ქალწულებასთან. ამ ყველაფრის საფუძველი ძველ აღთქმაშია. ცხვარს რომ სწირავდნენ, ის აუცილებლად უბიწო უნდა ყოფილიყო,Aარ უნდა ჰქონოდა მოცემული შთამომავლობა. ეს იყო ღვთისადმი სრული მიკუთვნებულობის გამოვლენა. ასევე იყო ღვთისმშობლის შემთხვევაშიც. მარიამი, როგორც ხორცით, ისე სულით, უნდა მიკუთვნებოდა ღმერთს. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ქორწინება ცოდვაა. ქორწინება ცოდვა რომ იყოს, უფალი არ მივიდოდა გალილეის კანაში ქორწილში და არც სჯულის კანონში ჩაიწერებოდა, ვინც ქორწინება ცოდვად შერაცხოს, ანათემას მიეცესო. ქალწულება კი სრულყოფილებაა. ღვთისმშობელმა ამ სრულყოფილებას მიაღწია.

შეუძლებელია ისიც, რომ მას ქრისტეს მერე სხვა შვილი ჰყოლოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ის ამით დასაბამს მისცემდა უდიდეს ცოდვას, რადგან ყველა ადამიანი და მათ შორის ყველა მამაკაცი მისი შვილია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. რა საბრალონი არიან სექტანტები, ამას რომ ვერ ხვდებიან და ღვთისმშობლის ღვაწლს აკნინებენ, მას მეოხად არ აღიარებენ. ღვთისმშობელი საიდუმლოებაა და ამ საიდუმლოების გაცნობიერება ხდება ადამიანის სულიერების შესაბამისად. ამიტომაც სექტანტების ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ არაქრისტიანობაზე.

- მაინც რისთვის იყო საჭირო, რომ უფალი განკაცებულიყო და ადამიანისაგან მოვლენოდა ამ ქვეყანას?

- ერთადერთი რელიგია, რომელიც ამბობს, რომ ღმერთი სიყვარულია, ქრისტიანობაა. თუ ვიკითხავთ, ძნელი იყო თუ არა ღვთისათვის ადამიანთა სიყვარულიო, ამაზეც მხოლოდ ქრისტიანობა გვიპასუხებს, რომ ძნელი იყო. ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ღვთისათვის რამე ძნელი იყოს, ის ხომ ყოვლისშემძლეა? მაგრამ თუ ეს მისთვის ძნელი არ იქნებოდა, მას არ ექნებოდა სიყვარული. რადგან სადაც სიძნელე და თავგანწირვა არ არის, იქ არც სიყვარულია. სიყვარული გულისხმობს თავგანწირვას. ღმერთს კი თავგანწირვა არ შეეძლო, რადგან ის უვნებია. ამიტომაც ერთადერთი საშუალება, რომ ადამიანებისადმი თავისი სიყვარული გამოევლინა, იყო ის, რომ პიროვნულად ადამიანური ბუნება შეემოსა, ამ ბუნებით თავი გაეწირა ჩვენთვის, ჩვენზე მოსაწევი სასჯელი თავის თავზე მიეღო, ვნებულიყო ჩვენთვის და დაემარცხებინა როგორც ხორციელი, ისე სულიერი უზნეობა. ხორცი უნდა მიეღო ადამიანისაგან, რათა ჩვენებრ ადამიანური ბუნება ჰქონოდა, ჩვენნაირი ყოფილიყო, ეჩვენებინა, რომ ჩვენც მოგვეთხოვება და ჩვენც შეგვიძლია ბოროტის ძლევა. ამისთვის ისეთი ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც არ დაიღუპებოდა იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რასაც უფალი მიანიჭებდა, იმ ნიჭის გამო, რასაც ღვთის დედობა ერქვა.

- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვინ არის ღვთისმშობელი ჩვენთვის, ქრისტიანთათვის?

KARIBCHE- დედა, მეოხი, შემწე და შუამდგომელი. ვიცით, რომ მის სათხოვარს უფალი ჯერ კიდევ ამქვეყნიური ცხოვრების დროს აღასრულებდა. თანაც ისეთ სათხოვარს, რომელიც მის შესახებ წინასწარმეტყველებას ეწინააღმდეგებოდა. გალილეის კანაში ქორწილს ვგულისხმობ. წინასწარმეტყველების მიხედვით მას პირველი სასწაული იერუსალიმში უნდა მოეხდინა, ღვთისმშობლის თხოვნით კი ეს კანაში მოხდა. თუ უფალი მისი ვედრებით ისეთ სასწაულს ახდენდა, რომელიც დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, როცა მართლა გაგვიჭირდება, განა ღვთისმშობელი არ შეგვეწევა და მის ვედრებას უფალი არ შეისმენს?

ვართ თუ არა ქრისტიანები, ეს ვლინდება ღვთის დედისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში. კერძოდ, თუ ჩვენ გვიყვარს ქალწული - ვართ ქრისტიანები. თუ მისადმი სიყვარულს არ განვიცდით - არა. თუ ის ნამდვილ დედად მიგვაჩნია, მაშინ ვართ ღირსნი ქრისტიანებად ვიწოდებოდეთ. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გოლგოთაზეც, მაშინ, როდესაც უფალმა იოანეს ღვთისმშობელზე უთხრა, - აი დედა შენიო. რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ სამყაროში, რამდენი მოწაფე ჰყავდა მაცხოვარს და მხოლოდ იოანეს ეუბნება. რატომ? იოანეს ერთგულების გამო. აქედან გამომდინარე, ღვთისმშობელი შენი დედა გახდება მაშინ, მისტიკურად მაშინ გეტყვის უფალი, აჰა დედა შენიო, როცა იქნები ერთგული, იდგები სიმართლის მხარეს მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე თავის ძალას არ ავლენს. ცხადია, მერე ყოველი მოციქული გახდა ღვთისმშობლის შვილი.

- ღვთისმშობელი ქალის იდეალია, თუმცა დღეს ქალის როლი სულ უფრო და უფრო კნინდება საზოგადოებაში...

- მართლაც, დღეს ბევრს ვსაუბრობთ ქალის ემანსიპაციაზე, თითქოს ამაზე ქრისტიანობა არაფერს ამბობდეს. მან ხომ სამყაროში პირველმა განაცხადა ქალის აღმატებულება! უბრალოდ, ქალსა და მამაკაცს სხვადასხვა მოვალეობები აქვთ. ღვთისმშობელი კი ამ მოვალეობებს ყველაზე კარგად აღასრულებდა. ის იყო იაკობის მორჩილი, ძალიან კარგი დედა და ა.შ. ყველამ თავისი მოვალეობა უნდა აღასრულოს და მიიღებს ღვთისაგან მისაგებელს. ოჯახის რღვევას და საბოლოოდ მთელი ერის უბედურებას მოვალეობათა აღრევა იწვევს.

ქალი შეიქმნა მამაკაცის დამხმარედ, რომ მისი შემწე ყოფილიყო ცხონების გზაზე, ეს ქალს არ უნდა დაავიწყდეს და მეუღლეს უნდა ეხმარებოდეს. თუმცა არც მამაკაცებმა უნდა დაივიწყონ, რომ ცოლის გარეშე მათ გაუჭირდებოდათ და მიზანს ვერ მიაღწევდნენ. ისინი ერთმანეთს სჭირდებიან. მხოლოდ ასე თუ მივლენ უფლამდე. ღვთის წინაშე კი თანასწორნი არიან. უფალს არ უთქვამს, ქალო, არ იმრუშოო, არამედ არა იმრუშოთო და ეს ეხება ყველას. ასეა სხვა მცნებების შემთხვევაშიც.

დღეს მეტად გაუფასურდა დედაშვილობაც. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ქალები სულ უფრო ცოტა შვილს აჩენენ და მათ, პირდაპირ რომ ვთქვათ, კლავენ. დღეს თუ ქალი მხოლოდ დიასახლისია, ნევროზი ემართება, თავის მოვალეობათა შესრულება დეპრესიაში აგდებს, რადგან სულიერებისგან დაცლილ სამყაროში ვცხოვრობთ და ვეღარავინ მიმხვდარა ქალის მისიას ამ ქვეყანაზე.

ჩვენ რეალურად არა ვართ ჩვენი შვილების მშობლები. ჩვენ შვილებს ვაძლევთ მხოლოდ ხორციელ ბუნებას, სულს კი, უფრო აღმატებულს, ისინი ღვთისაგან იღებენ. ამიტომ მოვალენი ვართ, ისინი ღმერთს აღვუზარდოთ. ქალიც და კაციც ყველაფერს ქრისტესთვის უნდა აკეთებდეს. როცა ეს არ ხდება, როცა ადამიანი ორიენტაციას კარგავს და ღმერთს ივიწყებს, ეს დამღუპველად მოქმედებს როგორც მასზე, ისე მის შვილებზე. ნახეთ, რა საინტერესოა: თუ მამა მორწმუნეა, დედა კი არა, იქ იშვიათად არიან შვილები მორწმუნენი, ქრისტიანები (ამ სიტყვის ფართო გაგებით), რადგან ოდითგანვე ღვთისმოსავი დედა იყო გამზრდელი ღვთისმოსავი შვილებისა. ის უნერგავდა მათ რწმენას და უფლისა და მამულის სიყვარულს. ამის საუკეთესო დასტური ქართველი დედები არიან. განა ვინმემ ვიცით, ხერხეულიძეების მამა ვინ იყო? არა, მაგრამ ვიცით დედა, რადგან ის იყო გამზრდელი ამ გმირებისა.

- საქართველო და ჩვენში დედის როლი ახსენეთ. ეს, ალბათ, იმითაც არის გამოწვეული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. რას უნდა ნიშნავდეს დედა ღვთისას წილხვედრობა ჩვენთვის, ქართველებისთვის?

- ჩვენ თავს ვიწონებთ ამით, მაგრამ რეალურად ვერ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას. წილხვედრობა უდიდესი წყალობაა, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ, როცა შესაბამისად მოვიქცევით. როცა რეალურად ვიქნებით უფლის ერთგულნი ჭირშიც და ლხინშიც, როცა მოვკვდებით უფლისათვის, მაშინღა გავაცნობიერებთ ამ ყველაფერს, იმ ჯილდოს, რომ თვით უფლის დედამ ისურვა ჩვენი განსაკუთრებული მფარველობა.

- მალე ღვთისმშობლის მიძინებას ვიდღესასწაულებთ. რას გვასწავლის ეს დღე?

- მიძინება უდიდესი დღესასწაულია. მას არ ვუწოდებთ არც სიკვდილს, არც გარდაცვალებას. ღვთისმშობელმა მიიძინა და ასე წავიდა ამ ქვეყნიდან, თუმცა ის რჩება ჩვენს მეოხად და მფარველად ცხონების მძიმე გზაზე. დედა ღვთისა გარდაიცვალა ადამიანივით, მაგრამ ის უფალმა თავისსავით აღადგინა, აღამაღლა და აიყვანა თავის წიაღში. ისე რომ, დედა ღვთისა საშინელი სამსჯავროს მიღმა აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი, ყოველი წმინდანი გაივლის საზვერეებსა და საშინელ სამსჯავროს, გარდა ღვთისმშობლისა. ის უკვე სხეულითაა სასუფეველში.

რა არის სასუფეველი? ეს არის ღმერთთან ყოფნა მთელი არსებით, სულითა და ხორცით. დღეს წმინდანები მხოლოდ ნაწილობრივ, სულით არიან ღმერთთან და განიცდიან არასრულ ნეტარებას, ისინი ნეტარების მოლოდინში არიან. მეორედ მოსვლის შემდეგ უკვე ხორცითაც უფალთან იქნებიან. ერთადერთი, ვინც სრულ ნეტარებაშია და არა მარტო სულით, არამედ ხორცითაც უფალთანაა, არის ღვთისმშობელი. ღვთისმშობელი საიდუმლოებაა, სიმდაბლის, გმირობის, სასუფევლის საიდუმლოება. ის არის სრული ადამიანი სამოთხეში სამსჯავროს მიღმა. იგია ჩვენი მეოხიც. ჩვენც გვიხარია, ყოველთვის გვიხარია ამ დიდი მეოხების გამო. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. კაცობრიობამ ხომ ღვთისმშობლის სახით უდიდესი შემწე განსაკუთრებით სწორედ მიძინების შემდეგ შეიძინა.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat