ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
"ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები" გამიზნულია გააცნოს მკითხველს მართლმადიდებლობისა და სხვა რელიგიების საფუძვლები, უპასუხოს ძირითად კითხვებს, რომლებიც რწმენას უკავშირდება.

მოდით გავიხსენოთ, რომელი ნაგებობა ამშვენებს ნებისმიერ ქალაქს ან სოფელს ყველაზე მეტად? ხშირ შემთხვევაში ეს არის ტაძარი. რომლებია ყველაზე ცნობილი, ყველაზე პატივსაცემი წიგნები? წმინდა წიგნები. რომელია ყველაზე დიდებული დღესასწაული? - რელიგიური დღესასწაულები. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ რელიგია ადამიანთა ცხოვრებაში მთავარი მოვლენაა, და არა მხოლოდ რელიგიის ისტორიის, არამედ რელიგიის არსის შეცნობაც ძლიერ მნიშვნელოვანია.

წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანაზე გაქრა ყველაფერი, რაც კი დაკავშირებულია რელიგიასთან: რწმენა, ტაძრები, წმინდა წერილი, დღესასწაულები... განა ამის შემდეგ არ გახდება ცხოვრება უაზრო, ნაცრისფერი, მოსაწყენი და უმიზნო? არ გადაიქცევა ყველაფერი დიდ ამოცანად, რომლის ამოხსნაც შეუძლებელია? იმედი გვაქვს, "ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები" დაეხმარება მკითხველს, დაიწყოს აზროვნება ამ და ასეთი ტიპის კითხვების საპასუხოდ.

1. ძირითადი ცხოვრებისეული საკითხების შესახებ
ადამიანები ბუნებით ცნობისმოყვარენი ვართ. ყოველთვის გვიჩნდება სურვილი გავარკვიოთ, შევიმეცნოთ, ამოვხსნათ ესა თუ ის საკითხი. ჩვენი კითხვების სიმრავლეს საზღვარი არ აქვს, მაგრამ ზოგადის გარდა არსებობს კონკრეტულიც, რაც არასოდეს გვაძლევს მოსვენებას. ეს კითხვებია:

* რა არის ადამიანი?

* როგორ შეიქმნა ადამიანი?

* რა მიზანს ემსახურება ადამიანის ცხოვრება?

ემანუელ კანტმა (1724-1804) ერთად მოუყარა თავი ასეთ ძირითად კითხვებს და ისინი 3 ჯგუფად დაყო:

1. რა შემიძლია ვიცოდე? (კითხვა გულისხმობს ჭეშმარიტებას).

2. რა უნდა ვაკეთო? (კითხვა შეეხება ცხოვრებისეულ პრინციპებს).

3. რისი იმედი შეიძლება მქონდეს? (კითხვა გულისხმობს ცხოვრების აზრს).

ეს კითხვები შესაძლოა უფრო მეტად განვავრცოთ:

1. რისთვის არსებობს, რაც არსებობს?

რატომ არის სამყარო ისეთი როგორიც არის?

რა არის სიცოცხლისა და ადამიანის საწყისი? რა მიზნისკენ ისწრაფვის ყველაფერი?

რატომ არსებობს სიკვდილი? და რა იქნება სიკვდილის შემდეგ?

რა არის საფუძველი ყოველივესი?

2. რისთვის ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ?

რატომ და ვის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი?

რით აიხსნება ის, რომ შემოქმედებითი პროცესისა და კეთილი საქმისგან სიხარულს განვიცდით, ხოლო უკეთური საქციელი დანაშაულის გრძნობას აღგვიძრავს?

რომელი გზა მიდის ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ?

შეგვიძლია კი ის, რაც ჩვენთვის სამყაროში არ არის ხელსაყრელი, სხვა რამით ჩავანაცვლოთ?

თუ შეგვიძლია, როგორ და რისი დახმარებით?

3. რა აზრი დევს ადამიანისა და კაცობრიობის არსებობაში?

რით აიხსნება სიყვარული, მეგობრობა, ნდობა და სხვა ადამიანური გრძნობები?

რატომ იტანჯება სამართლიანი ადამიანი და რატომ აღწევს ადვილად წარმატებას უსამართლო?

რა არის ტანჯვის მიზეზი და აზრი?

განხორციელდება თუ არა ადამიანური ოცნებები თავდადებისა და მსხვერპლის გაღების შედეგად?

არსებობს თუ არა რაიმე უსაზღვრო და მუდმივი იქ, სადაც ყველაფერი შეზღუდული, შედარებითი და წარმავალია?

ვინ ან რა გვაძლევს სიცოცხლის ძალასა და გამბედაობას, გვეხმარება და გვიფარავს გამოუვალ მდგომარეობაში?

გვიჩნდება კითხვა: რა მოელის საბოლოოდ ყველაფერს: რაც არსებობს, რასაც ვგრძნობთ, რაც გვიყვარს, რასაც განვიცდით და რითიც ვცოცხლობთ; რა მოელის ჩვენი და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების სურვილებს, ქმედებებს, განცდებს, სილამაზეს, სიცოცხლეს და ემოციას; გრძნობას, რომელსაც სიყვარული ჰქვია; რწმენას, იმედებს; სადამდე განვითარდება ადამიანის გონება, ბუნება, შეუცნობელი კოსმოსი და ყველაფერი, რაც კი არსებობს, სადამდე მიიყვანს მას დრო? იქნებ არც არაფრამდე, მაგრამ რა არის ეს არაფერი?

რა პასუხებს გვაძლევს ამ კითხვებზე ქრისტიანული სარწმუნოება? რა პასუხს გვთავაზობენ ისინი, ვისაც ეჭვი ეპარება ან არ სწამს? ეს იქნება ჩვენი შემდგომი მსჯელობისა და შესაძლოა მთელი ცხოვრების კვლევის საგანიც.

ამგვარი კითხვების არსებობა გარდაუვალია. ასეთი შეკითხვა უჩნდება არა მხოლოდ მას, ვინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, არა მხოლოდ სუსტს, არამედ ძლიერსაც, მოხერხებულსაც და განათლებულსაც.Yყველას, ვისაც სურს იცხოვროს სრულფასოვანი შემოქმედებითი ცხოვრებით. ასეთ კითხვებზე ყურადღების გამახვილება არ ნიშნავს რეალობისგან გაქცევას. პირიქით, სწორედ ეს შეიძლება აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრების იმპულსიც გახდეს.

ერთი შეხედვით, თანამედროვე ადამიანი ნაკლებად ფიქრობს ამგვარ პრობლემატურ საკითხებზე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საზოგადოება ასეთი კითხვების მიმართ გულგრილია? იქნებ ადამიანები დაიღალნენ? რაღაცის ეშინიათ, მერყეობენ ან ასეთ თემებზე ფიქრის დრო და საშუალება არ გააჩნიათ?

ის, ვინც დიდ და რთულ კითხვებზე პასუხებს ეძებს, როდისმე უეჭველად მიაკვლევს მათ; ხოლო ის, ვინც არ აღიარებს, გაურბის და ემალება ამ რთულ შეკითხვებს, უეჭველად დადგება ისეთი პრობლემების წინაშე, რომლებიც მას გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს.

დასმულ კითხვებზე ლოგიკურად გაცემული პასუხები ადამიანს საშუალებას აძლევს უყვარდეს, იბრძოლოს, შექმნას და აღზარდოს; იყოს სიცოცხლით სავსე და ბედნიერი. ეს პასუხები შეიძლება მოიძებნოს ფილოსოფიაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში, მაგრამ პირველ რიგში ამომწურავი პასუხები ჭეშმარიტ სარწმუნოებაშია.

მარადიული კითხვების პასუხებთან ერთად ქრისტიანული ცხოვრება ადამიანს უქმნის შესაძლებლობას, "ჰქონდეს სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეს" (იოან. 10:10).

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat