ქორწინება, თავისი ბუნებით, გაიგივებულია ერთხელ დაბადებასთან და ერთხელ სიკვდილთან
ქორწინება, თავისი ბუნებით, გაიგივებულია ერთხელ დაბადებასთან და ერთხელ სიკვდილთან
მექორწინეთა სუბსტანციურ ერთობას, იოანე ოქროპირის განმარტებით, ქმნის სიყვარული. შეყვარებული წყვილი უკვე შეადგენს არა ორ, არამედ ერთ ადამიანს, ამგვარი ერთობა მხოლოდ სიყვარულს ხელეწიფება. "ქორწინება მოიცავს ნამდვილად ერთ სიყვარულს, წმინდა სიყვარულს", - წერს უდიდესი კანონმდებელი იუსტიანე. "ქორწინება წარმოიქმნება სიყვარულითა და თანხმობით", - განმარტავს სინპორისის ძველი სქოლიო, არმეპოპულის ცნობილ კლასიკურ სიტყვას "concubitus, sed consensus facit nuptias" (ქორწინება იქმნება არა გაყრით, არამედ ერთსულოვნებით) ასეთ სიყვარულია გააჩნია ჭეშმარიტად ღირსეული. ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ მხარეები ობიექტურად ერთიანდებიან ქორწინებაში ღვთის მიერ, სუბიექტურად სიყვარული აერთიანებს მათ ღმერთში, თვით ღმერთიდან. ქორწინებით სულები ერთიანდებიან ღმერთთან გამოუთქმელი კავშირით", - წერს იოანე ოქროპირი. წმინდა კლიმენტი რომაელი ამბობს: "როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან, როდის მოვა მისი მეუფება, პასუხობს: როცა ორი იქნება ერთი, გარეგანი იქნება როგორც შინაგანი, მამაკაცურთან ერთად ქალური, არა მამაკაცური და არცა ქალური", და განმარტავს, რომ ორი ხდება ერთი, როცა "ორ სხეულში არის ერთი სული".

"ქორწინება არის სიყვარულის საიდუმლო", - წერს წმ. იოანე ოქროპირი და განმარტავს, - ქორწინება არის საიდუმლო იმიტომ, რომ ის ცდება ჩვენი გონების თვალსაწიერს, რადგან მასში ორი წარმოადგენს ერთს. ქორწინებას საიდუმლოს (საცრამენტუმ) უწოდებს ნეტარი ავგუსტინეც. უფალი არის იქ, სადაც ადამიანები დაკავშირებული არიან ურთიერთსიყვარულით (მათ. 18, 20). "ძლიერია სიკვდილივით სიყვარული", - ვკითხულობთ ძველი აღთქმის წიგნში (ქებ. 8, 6). "სიყვარული არასოდეს მთავრდება... თუმცა ცოდნა გაუქმდება" (1 კორ. 13, 8), ამბობს ახალი აღთქმა.

ბიბლიური თვალსაზრისით, ქორწინება არის სამოთხის გადმონაშთი დედამიწაზე, ის ოაზისი, რომელიც გადაურჩა მსოფლიო კატასტროფას, არ შეიბილწა პირველი ადამიანების ცოდვით.

ქორწინებისეული სიყვარული შეერთებულია ერთიანობის მცნებასთან. ეს არის უდიდესი სიყვარულის განცდა. ქრისტიანული ქორწინების სიყვარული არ არის მხოლოდ სიხარული (მოცემულ შემთხვევაში), არამედ მასში არის გმირობის თავისებური გამოვლინების ელემენტებიც. სიყვარულის დროს ჩვენ არა მარტო ვიღებთ სხვა ადამიანს, არამედ მთლიანად ვუძღვნით მას საკუთარ თავს. საკუთარი ეგოიზმის სრული მოკვდინების გარეშე არ შეიძლება მოხდეს ახალი ზეცხოვრების აღდგომა. მარადიული ღირებულებებით განმსჭვალული სიყვარულის ობიექტი არ უნდა შეუშინდეს არავითარ მსხვერპლს, თუ ეს საჭიროა იმ სიყვარულის ობიექტის კეთილდღეობისთვის და მასთან ერთობის შესანარჩუნებლად. საერთოდ, ქრისტიანობა ცნობს ისეთ სიყვარულს, რომელიც საზღვარს ვერ ხედავს ობიექტსა და მსხვერპლს შორის და მზად არის სული დადოს თავისი ძმისთვის, მეგობრისთვის (იოან. 15, 31; 1 იოან 3, 16), რადგან მხოლოდ მოყვასის ასეთი სიყვარულის შემდეგ ადამიანი მაღლდება და უერთდება საღმრთო განგებულების ამოუცნობ სიღრმეს. იოანე ოქროპირი წერს, - ქმარმა არ უნდა აარიდოს თავი არანაირ წამებას, თვით სიკვდილსაც კი, თუ ეს ცოლის საკეთილდღეოდ ხდება. მაგრამ სიყვარულისთვის მსხვერპლად შეწირვა უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ მატერიალური, ყოფითი, არამედ ზნეობრივი, სულიერი კეთილდღეობის დაუნჯების და არსებობის სისრულის გამოვლინებისთვის. ღვთის სიტყვა მოითხოვს მეუღლეებისგან, რომ მათი სიყვარული იყოს ისეთი, როგორიც ქრისტეს გააჩნდა ეკლესიის მიმართ, აქ საუბარია იმაზე, რომ ქრისტემ თავი შესწირა ეკლესიის განწმენდას, რათა ეჩვენებინა, რომ ეკლესიას არ ჰქონდა არანაირი ლაქა, არანაირი ნაკლი, პირიქით, მან ეკლესია თავის სასძლოდ სცნო.

მაშასადამე, ჭეშმარიტი ქრისტიანული ქორწინების სიყვარული მზადყოფნას ავლენს თავის თავში, მისცეს თავისი თავი სხვას, ასევე იტვირთოს მისი ნაკლოვანებები. სწორედ ამაზე მიუთითებს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში, როდესაც არ აძლევს ცოლს უფლებას, ურწმუნო ქმარს გაეყაროს. "დედაკაცს, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და არ სურს მასთან ცხოვრება, ნუ დატოვებს ქმარს, ვინაიდან ურწმუნო ქმარი წმინდა ხდება ცოლით" (1 კორ. 7, 13-14). სიყვარულმა უნდა გაანათლოს და განწმინდოს ურწმუნო, ბნელი მხარე, ხოლო კათოლიკე კანონისტების სწავლება "პრივილეგიუმ Pაულინუმ" - ამ შემთხვევაში ეხება არაქრისტიანულ მხარესთან განქორწინების სრულ უფლებას, რაც ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის სწავლებას. ნაკლოვანებების ტვირთვაზეა საუბარი ასევე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს ერთ-ერთ თავში. კერძოდ ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაზე. (1 კორ. 7, 1-7).

"მე გირთავ შენ, - აღნიშნულია ერთ ძველ დასავლურ ქორწინების რიტუალში, - ღარიბი ხარ თუ მდიდარი, ჯანმრთელი თუ სნეული, კეთილი თუ ბოროტი". ამ აზრს კარგად გამოხატავს ერთი ინგლისელი პოეტი:

"მე გთხოვ ხელს და არ მაფიქრებს,
თუ გულში დანაშაულია.
მე ვიცი, რომ მიყვარხარ.
და სულერთია, ვინ ხარ"

აბსოლუტური მონოგრამია არის არა მხოლოდ ქრისტიანული იდეალი, არამედ მთლიანად ქორწინების ნორმა. პოლიგამიის ყველა ფორმას, ერთდროული იქნება ის თუ დროის სხვადასხვა მონაკვეთში, გამოისყიდის მხოლოდ ეკლესია. ძველ ქრისტიანულ მწერლობაში ეს იდეა ძალზე მკვეთრად იყო განსაზღვრული, რადგან ზოგიერთ ძველ მწერალს არ სურს განმეორებითი ქორწინების ქორწინებად აღიარება, აღიქვამს მას, როგორც მრუშობას. "დაუსჯელ მრუშობას", "აღვირახსნილობას ეკლესიაში", ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ღვთის ნებას - ღმერთმა თავდაპირველად შექმნა "ერთი ქმარი" და "ერთი ცოლი" (ათენაგორა), რადგან ისინი არ იღებენ მონაწილეობას ეკლესიის აღმშენებლობაში, არ გააჩნია არანაირი ლაქა და სიბილწე და ბოლოს მორალური მოტივითაც, რადგან ახალი ქორწინება ნიშნავს იმას, რომ თავდაპირველ ქორწინებაში მეუღლეს არ გააჩნდა ის უსაზღვრო სიყვარული, რომელსაც ქრისტიანული სწავლება ითხოვს. ახალი ქორწინებით მეუღლე შორდება პირველ მეუღლეს, ახალი ქორწინება ყოველთვის პირველის სახეცვლილებაა.

KARIBCHE"ქორწინება, თავისი ბუნებით, გაიგივებულია ერთხელ დაბადებასთან და ერთხელ სიკვდილთან, - პასუხობდა წმინდა გრიგოლ ნოსელის და წმინდა მაკრინე, - ჩემი საქმრო ცოცხალია და არ იქნებოდა კარგი, რომ არ შევინახო ერთგულება". მოგვიანებითი პერიოდის ძეგლები ქორწინებაზე უფრო შერბილებით საუბრობენ, მაგრამ ძირითადი საეკლესიო სწავლება უცვლელი დარჩა, ქორწინების ნორმა - ეს არის ერთჯერადი აქტი, ხოლო ქორწინების განმეორება დასაშვებია მხოლოდ მრუშობის თავიდან აცილების მიზნით, ეს სწავლება აისახა მართლმადიდებლური ეკლესიის მთელ რიგ კანონებში, ის განმეორებით ქორწინებას არ ათანაბრებს პირველ "ქალწულებრივ" ქორწინებასთან. უპირველეს ყოვლისა, ეკლესიაში განისაზღვრა ქორწინების სამი შემთხვევა, როცა ერთი იმპერატორი (ლევ ბრძენი) მეოთხედ დაქორწინდა, ეკლესია დიდხანს არ სცნობდა ამ ქორწინების ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, რომ ის საჭირო იყო სახელმწიფოებრივი და დინასტიური ინტერესების გადასარჩენად. ხანგრძლივი დაპირისპირება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დასრულდა აქტით, რომელიც კატეგორიულად კრძალავდა მეოთხე ქორწინებას. შემდგომ, დიდი ხნის მანძილზე, ეკლესია კრძალავდა არა მარტო მეორედ ქორწინებას, არამედ ამ ქორწილის ნადიმზე სასულიერო პირის მონაწილეობასაც კი (ნეოკესარიის ეკლესიის დადგენილება #7), მოგვიანებით კი ეკლესიამ შემოიღო განმეორებითი ქორწინების განწმენდის წესი, რომელიც უფრო მონანიებას გავდა, ვიდრე სადღესასწაულო ჯვრისწერას. ამ ფაქტს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები უყურებენ, როგორც ცოდვილებს და მეორედ ქორწინებისას სჯის მათ ერთწლიანი ან ორწლიანი ეპიტემიით, მესამედ ქორწინების შემთხვევაში კი სამწლიანი და ოთხწლიანი ეპიტემიითაც კი. ეს ყველაფერი დასაშვებია მხოლოდ ერისკაცთათვის, ხოლო მათთვის, ვინც უნდა ემსახუროს საეკლესიო ნორმების უშუალო აღსრულებას, მიუხედავად საუკუნებრივი დაპირისპირებისა, ეს დაშვება დღემდე აკრძალულია ყველგან, სადაც არსებობს სწავლება სიწმინდეზე, როგორც საიდუმლოზე. ეკლესიის ისტორიამ შემოგვინახა საინტერესო ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ ამ სიმკაცრეს.

614 წელს მდინარე ნილოსის ადიდების შედეგად მიყენებული ზარალის გამო ალექსანდრიაში საშინელი შიმშილობა დაიწყო, მას დაერთო სპარსეთის შემოსევა, რამაც გააუარესა მდგომარეობა. პატრიარქ იოანე მოწყალეს, რომელმაც მშიერი ხალხისთვის გაიღო არა მარტო პირადი ქონება, არამედ საპატრიარქო ხაზინაც კი (ორ მილიონ დოლარამდე დღევანდელი ვალუტით) ყველაზე მძიმე მომენტში ერთი ალექსანდრიელი მდიდარი სთხოვს აიყვანოს დიაკვნის ხარისხში 180 გირვანქა ოქროსა და 2 000 საწყაო პურის სანაცვლოდ, მაგრამ მდიდარი მეორე ქორწინებაში იყო. პატრიარქმა, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავდა ამ ქველმოქმედებაში, ცივი უარი უთხრა მას: - მგონი, უკეთესია ჩაქრეს მზე, ვიდრე საღვთო კანონზომიერება დაირღვეს". მისი სიმტკიცე დაჯილდოვდა, მალე ალექსანდრიას პურით დატვირთული გემები მოადგნენ.

ათასი წლის შემდეგ მსგავსი რამ მოხდა პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. 1633 წელს პროტესტანტული იდეების გავლენის ქვეშ მყოფმა პოლონეთის საზოგადოების გარდამავალმა ფენამ სახელგანთქმული მართლმადიდებელი დოგმატისტის, ნევის მიტროპოლიტ პეტრე მოგილასგან მოითხოვა ნებართვა მეორე ქორწინებაში მყოფი პირების მღვდლად კურთხევაზე და კატეგორიული უარი მიიღო: ანგელოზიც რომ ჩამოვიდეს ზეციდან, მე წმინდა მამების სწავლებას ვერ შევეწინააღმდეგები და ვერ დავასხამ ხელს მეორედ დაქორწინებულს".

თვით ქორწინების განმეორების ნებართვის დროსაც არ შეიძლება დავცილდეთ მონოგამიის პრინციპს. ნეტარი ავგუსტინეს ღრმა რწმენით, ყოველგვარი ქორწინება თავის თავში სიკეთეს წარმოადგენს და ეკლესიის სწავლებაც ქორწინების განმეორების შემთხვევაში მსჯავრს დებს არა ახალ ქორწინებას, არამედ იმ განწყობილებას, რომლიდანაც ეს საჭირო გახდა, კიცხავს რწმენის დარღვევას პირველ ქორწინებასთან მიმართებაში. "პავლე მოციქული ამბობს, - ვკითხულობთ ნეტარი ავგუსტინეს ნაშრომში, - რომ ქვრივებს, რომლებსაც სურთ მეორედ ქორწინება, მსჯავრი დაედებათ არა მეორედ ქორწინებისთვის, არამედ იმისთვის, რომ განუდგნენ პირველ რწმენას (1 ტიმ. 5, 12), რომ იყო ნათელი, რომ იკიცხება ნება, რომელმაც არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა... ძნელი სათქმელია, შედგება თუ არა ამის შემდეგ ქორწინების საიდუმლო".

ახალი ქორწინება ამტკიცებს, რომ სრული ერთობის დავალება მათი წინამორბედების მიერ ვერ იქნა მიღწეული, რომ წინა ქორწინება არ იყო "ქორწინება", ქრისტიანული გაგებით, ახალი ქორწინებაც თუ არ იქნება მისი იდეალის განხორციელება, არსებითად მეუღლეებისთვის ის შეიძლება იქცეს პირველი ქორწინების მსგავსად, რომელიც თავისთავად არ იყო ქორწინება.

ყველა ადამიანს შეუძლია იყოს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ქორწინებაში სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ. მხოლოდ ისეთ ჭეშმარიტ ქორწინებას აქვს მნიშვნელობა საუკუნო ცხოვრებისთვის, როცა "მეუღლეები იქნებიან თანამყოფობაში ქრისტესთან და ერთმანეთთან საუკუნო სიხარულით" (იოანე ოქროპირი). მეორედ დაქორწინებულებს მართლმადიდებელი ეკლესია, ერთი მხრივ, არ უშვებს, რომ ისინი გახდნენ ეკლესიის მსახურები, რადგან ისინი მცირე ეკლესიის - ოჯახის ცუდი მსახურები არიან. ხშირად ქორწინებითი კავშირით შეერთებულთა ნაწილი აღმოჩნდება "ხედ და ნამჯად", ღვთის მცნების დარღვევით, რომელიც დაიწვებიან ცეცხლში საშინელი სამსჯავროს დღეს (1 კორ. 3, 12-13) და არა იმ ოქროდ და ძვირფას ქვებად, რომლიდანაც უნდა შედგეს ზეციური იერუსალიმი (გამოცხ. 21, 11-21), როგორც, მაგალითად, სამარიტელი დედაკაცის ხუთი ქმარი, რომლებიც არ იყვნენ მისი ჭეშმარიტი ქმრები (იოან. 4, 17-18).

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat