ნათელღებულს ცოდვები არა მარტო მიეტევება, არამედ ამ დროიდან მას არც კი შეერაცხება
ნათელღებულს ცოდვები არა მარტო მიეტევება, არამედ ამ დროიდან მას არც კი შეერაცხება
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
ყოველი ადამიანი, როგორც დაცემული ადამის შთამომავალნი - თვით ჩასახვისა და შობისთანავე აღმოჩნდებიან, ვითარცა მათი მამამთავარი, იმავე წყევის, ღმრთის რისხვის ბეჭდის ქვეშ, ცოდვლინი, უარყოფილნი, სამუდამო სიკვდილისათვის განწირულნი. ჩვენი ხორციელი შობა სიკვდილის დასაბამს უფრო გავს, ვიდრე სიცოცხლის დასაწყისს... მაგრამ აი - განხორციელებული ღმერთი - ნათელი ჭეშმარიტი გამოჩნდა ამა სოფლად, რათა გადაერჩინა დაღუპული ადამიანი, მაგრამ - "სოფელმა იგი ვერ იცნა. თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს" (იოან. 1. 10,11)! ამრიგად, უფალმა ვერ ჰპოვა დედამიწაზე თავისთვის ადგილი "სადა თავი მიედრიკა" (მათ. 8.20; ლუკ. 9.58), უარყოფილი, სასაცილოდ აგდებული, შეურაცხყოფილი, შეძრწუნებული სიკვდილით დასჯილი - გავიდა ამა სოფლიდან ჯვარცმის მიერ. მაგრამ ეს სიკვდილი მან ნებაყოფლობით მიიღო; იყო რა უცოდველი - მთლიანად თავის თავზე აიღო რისხვა, ღმრთის მართლმსაჯულების მთელი სასჯელი, რომლითაც სამუდამოდ უნდა დასჯილიყო დაცემული კაცობრიობა. მიუხედავად ამისა, სიკვდილს არ შეეძლო უფლის დაკავება თავის ბორკილებში, არ ჰქონდა ძალაუფლება ამ წმიდა - მართალზე და მისი სიკვდილით თვითონ იქნა იქვე დათრგუნვილი!

და აი ქრისტეს ჯვარი ჩვენთვის აღებს ერთადერთ კარებს, რომელსაც ძალუძს ჩვენი გაყვანა, ამ საუკუნო დაღუპისათვის განწირული სოფლიდან მარადიულ ნეტარების სამეფოში. ამასთავანე ჯვარი ხდება განმსჯელი ნიშანი ქვეყანისათვის, ხოლო სასჯელი მდგომარეობს, რომ "ნათელი მოვიდა, და შეიყვარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი" (იოან. 3.19). ეს სოფელი, რომელმაც არ შეიცნო "ჟამი მოხედვისა თვისისა" (ლუკ. 19.44) - თითქოსდა გადახაზულია ჯვრით, სრული უარყოფისთვის განწირული, "განკითხვის დღეს ცეცხლისათვისაა დამარხული" (2 პეტრ. 3.7). მაგრამ მათ, რომლებმაც იწამეს ქრისტე, აღიარეს მასში თავისი მაცხოვარი - ძალუძთ სრულიად განერნენ იმ წყევას, რომელშიც მოჰყვა მთელი ადამის შთამომავლობა, და იმ მრჩობლ განსჯას, რომელიც დაიმსახურა, ბოროტებაში ბევრად წარმატებულმა ამა სოფელმა. კი მაგრამ რანაირად? - ქრისტეს კვალდაკვალ გასვლით! მაგრამ პირველად საჭიროა უკუნქცევა ამ სოფლისაგან, მისი დამღუპველობის აღიარება, დარწმუნება იმაში, რომ "ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქმაჲ ხორცთაჲ და გულის თქმაჲ თვალთაჲ და სილაღე ამის ცხოვრებისაჲ" (1 იოან. 2.16), უფრო მეტიც - საჭიროა არა მარტო სოფელი მოვიძულოთ, არამედ "სულიცა თვისი" სოფელსა ამას შინა (ლუკ. 14.26). (ე.ი. მოვიძულოთ ჩვენს სულში ყველაფერი ის რაც გვამონებს ამა სოფელს).

ამიტომაც ვიდრე მივეახლებით ნათლობის საიდუმლოს, ჩვენ უარვყოფთ და განვაგდებთ სატანას და ყველა მის საქმეს - ე. ი. სოფელსა და ყველა მის ცოდვიან სიამოვნებებს. ამის შემდეგ დავეფლობით უფალთან ერთად ნათლობის საიდუმლოებაში: და როდესაც ადამიანი ასეთი გრძნობებით და ასეთი სარწმუნოებით სამგზის შთაეფლობა ემბაზში წმინდა სამების სახელით, მაშინ ამ საიდუმლო მოქმედების ძალით, რომელიც თვით უფლისაგან აქვს მოცემული ეკლესიას - ადამიანი, თითქოსდა, ქრისტესთან ერთად კვდება ჯვარზე. "ანუ არა უწყითა, - ამბობს მოციქული - რამეთუ რომელთა - ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?" მის "თანა დავეფლენით ნათლი-ღებითა მით სიკვდილსა მისსა..." (რომ. 6.3,4). ასე რომ - ქრისტეს მიერ ნათელღებულთა უარვყავით რა სოფელი ესე, მთელი მისი მაცთური სიკეთენი, მომატყუებელი იმედები, მოვიძულეთ რა თვით ჩვენი ცხოვრება ამა სოფელში - თითქოსდა განვედით (გულით და სულით) ამა სოფლის მიერ უარყოფილი, ჩვენი უფლის კვალდაკვალ. თუმცა რა თქმა უნდა: "უკეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკვდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ", თუ "მის თანა-დავეფლენით ნათლის-ღებითა მით სიკვდილისასა", მაშინ - ვითარცა - "იგი აღსდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეთცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდიდოთ", "უკუეთუ მოვკვდეთ ქრისტეს თანა, გვრწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ" (რომ. 6. 4,5,8,).

მიეახლება რა ნათლობის მსურველი წმიდა ემბაზს, უარყოფს იმ ცოდვილს ("ძველ ადამს"), რომელიც აქამდე ცხოვრობდა მასში, ეხლა იგი ქრისტესთან ერთად "ჯვარს ეცმის სოფლისა", "სოფელი კი მისსა" (გალატ. 6.14), მასში თითქოსდა კვდება უწინდელი ადამიანი, "მკვდარი კი განთავისუფლებულა ცოდვისაგან" (რომ. 6.7). ამგვარად, ნათელღებულს ცოდვები არა მარტო მიეტევება, არამედ ამ დროიდან მას არც კი შეერაცხება, თითქოსდა არავითარი საერთო არა აქვთ ამ, სხვა, ახალ ადამიანთან! რადგანაც ქრისტესტან ამ შეერთებაში მისი სიკვდილის მეშვეობით - სულიწმიდის მადლით ნათელღებულში, თითქოსდა ჩაისახება ყრმა, "ახალი დაბადებული" ( 2 კორ. 5.17; გალატ. 6.15), სიარულის დამწყები "განახლებულ ცხოვრებაში". ამის შემდეგ ადამიანი აღარ ცხოვრობს მთლიანად ამ ქვეყანაზე, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ ეხება მას - ელოდება, ემხადება უფლის შეწყნარებისათვის, მისი უხრწნელი მეუფებისათვის. ამგვარად - ნათლობის წმიდა ემბაზი "საფლავიცაა" და "დედა ეკლესიის წიაღიც": აქ კვდება ძველი ადამიანი, იბადება ახალი, იგი უარყოფს განხრწნადს - იღებს, უამრავ უხრწნელ სიკეთესთან მიახლების უფლებას! ამიტომაცაა, რომ ეს საიდუმლოება "ცოდვათა მიტევების" საიდუმლოდ კი არ სახელდება, არამედ "ნათლისღების", "მეორედ შობის" საიდუმლოდ, "კვალად შობის საბანელად"!



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
31.01.2016
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა მოქალაქე გიორგი ტატიშვილის (იგივე სოდომისტი "მაცაცოს") სარჩელი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat