როცა ადამიანს სინანული აწუხებს, განცდა თავისი ცოდვისა, ყველას მიმართ არის მიმტევებელი
როცა ადამიანს სინანული აწუხებს, განცდა თავისი ცოდვისა, ყველას მიმართ არის მიმტევებელი
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება. აქედან გამომდინარეა აღსარებაც დაწესებული. როცა ადამიანს სინანული აწუხებს, განცდა თავისი ცოდვისა, ყველას მიმართ არის მიმტევებელი, რათა ღმერთმა მასაც მიუტევოს. თუ თავად ადამიანი არ იქნება მიმტევებელი და იქნება პასუხის მომთხოვნი, ასეთივე პასუხის მომთხოვნი იქნება ღმერთი თითოელი ადამიანისადმი. რამდენადაც აპატიებ სხვას, იმდენად გაპატიებს შენ უფალი. რამდენადაც მოწყალე იქნები სხვის მიმართ, ისეთივე კეთილმოწყალე იქნება უფალი შენდამი. არიან ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, საკუთარ თვალში დირეს ვერ ამჩნევენ. ასევეა ცოდვაც. შეიძლება სხვისი ცოდვა მეტად შესამჩნევი იყოს და თვალით დასანახი, ხოლო თავად შეიძლება მეტად სცოდავდე. ადამიანმა პირველ რიგში საკუთარი ცოდვა უნდა დაინახოს. თუ საკუთარ თავში ცოდვას ეძიებს, აუცილებლად იპოვის. თუ ადამიანი საკუთარ თავში ცოდვას იპოვის, მას სინანულიც ექნება. თუ ადამიანი საკუთარ თავში ცოდვას არ ეძებს, ანუ სხვის თვალში თუ ბეწვს ეძებს, საკუთარ თავში დირესაც ვერ დაინახავს. ყველზე მთავარი ღვთის სიყვარულია. ადამიანს ღმერთთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ღმერთთან დამაკავშირებელი კი მხოლოდ მოძღვარია, სულიერი მოძღვარი. ადამიანი უნდა ეძიებდეს და პოულობდეს მოძღვარს, რომელიც მას ღმერთთან დააკავშირებს. ღმერთთან კავშირი მხოლოდ მოძღვრით არის შესაძლებლი. მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ანუ ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავამალი მოძღვარია. მოძღვრის გარეშეც შენს თავში ცოდვასაც ვერ დაინახავ. აღსარების სათქმელადაც მოძღვართან უნდა მიხვიდე. პატიება, შენდობა, ლოცვა-კურთხევა ზიარებისა მოძღვრისგან უნდა მიიღო.

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება. ყოველთვის განსაკუთრებულია მისი მოლოდინი. გსურს ჭუჭყიანი სამოსელივით მოიშორო ძველი კაცი მისი ჩვევებითა და სისუსტეებით. გეგმავ რა წაიკითხო, როგორ ილოცო, როგორ დადუმდე. იმედოვნებ, რომ აღდგომას მიაგებებ უფალს განწმენდილ გულს და აღივსება იგი სიხარულით. იცი, გახსოვს, მერამდენე წელია გეგმავ, ცდილობ და...

მაინც ვერ იცხოვრე, როგორც გინდოდა, ვერ შესწირე ბოლომდე შენი ძალები, გამხელს სინდისი. წუთისოფლის ჭაობმა წაიღო დრო, ძალები, უნარები. ეშმაკისა და წუთისოფლის მტრობას საკუთარი სისუსტე, სულმოკლეობა დაემატა და ვერ ხარ ისეთი, როგორიც გინდოდა გენახა შენი თავი მარხვის ბოლოს. თუმცა, კაცთმოყვარე ღმერთი გიწილადებს სიხარულს და მაინც ხარობ. ხარობ და იწყება მოლოდინი შემდგომი მარხვისა, განსაკუთრებით კი დიდი მარხვისა. ელოდები იმ იმედით, რომ ისევ ეცდები, ისევ შეეჭიდები საკუთარ დაცემულ ბუნებას. და, აჰა კვლავ მოვიდა ეს დღე. ისევ იმედები, გეგმები და ლოცვა: "შემეწიე, ღმერთო, შემაძლებინე".

მრავალი ქრისტეანული ტრადიცია სათავეს იღებს მონასტრული ცხოვრებიდან. ძველ მამებს წესად ჰქონიათ – დიდ მარხვას ძალისაებრ თვისისა დაყუდებასა და განმარტოებაში ატარებდნენ. რაკი, წესისაებრ, ყოველდღიურად ვერ შეთხოვდნენ პატიებას ერთმანეთს, დიდი მარხვის დაწყებისას ერთმანეთს შენდობას მისცემდენენ, როგორც საწინდარს კეთილი ღვაწლისა და ასე შეუდგებოდნენ მარხვას.

ეს კეთილი ჩვეულება სამრევლოებშიც გადმოვიდა. ყველიერის კვირის დასასრულს, მწუხრზე დღესაც ვიკრიბებით და ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ. თუმცა კაცობრივმა ზედაპირულობამ მნიშვნელოვნად შერყვნა ეს ტრადიცია. ძალიან გულსატკენი სანახავია, როცა მრევლის ნაწილისათვის ეს უბრალოდ გულისამაჩუყებელი რიტუალია, როცა ადამიანი გაღიმებული და თვალზე ცრემლმომდგარი მოდის შენდობის სათხოვნად, თუმცა მისი ემოციური მდგომარეობა კოლექტიური ეიფორიის შედეგია და არა უღირსების გააზრებული განცდისა.

განა იმას ვამბობ, რომ წესია ცუდი, – ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო ტრადიცია დასაცავი და მოსაფრთხილებელია, რადგან ჩვენი სულცარიელი საკუნე უმჯობესს ვერაფერს ქმნის. მაგრამ, შენდობის წესი ჩვენ შევრყვენით, გავაუბრალოეთ, ფორმალიზმად გვექცა. შენდობა პროცესია და არა ერთჯერადი აქტი. შეუძლებელია აპატიო ამ საღამოს, თუ არ განაწყვე შენი თავი სათანადოდ გუშინ, წინა კვირას, წინა თვეს, თუ შენდობის თხოვნა და მოყვასის წინაშე თავის დახრა, მისი არგანკითხვა შენი ღვაწლის ნაწილი, შენი ყოველდღიური სწრაფვის მიმართულება არ არის. არ იცვლება ადამიანი ერთ საათში მხოლოდ იმიტომ რომ მარხვა იწყება.

არაფერს ვამბობ ისეთ ადამიანებზე, ვინც დღემდე ინახავს გულში წყენას მოყვასზე, გაბუტულია, გაბრაზებული, – ასეთი მაცხოვრის სიტყვისაებრ ჯერ მოყვასთან უნდა მივიდეს და მერე ლოცვაზე. მაგრამ არის სხვა, უფრო დიდი ნაწილი მორწმუნეთა. ჩემით დაწყებული, ყველას გვყავს ადამიანები, ვისაც შენდობა უნდა ვთხოვოთ. ამას გააზრება ჭირდება. არ შეიძლება ასრულებდე რაღაც ქრისტეანულ წესს და არ ცდილობდე გაიაზრო, რას გამოხატავს და რას გვასწავლის ეს წესი. არ შეიძლება ფორმალურად სთხოვდე ადამინას შენდობას, როცა არ გაქვს შეგნებული, რომ, შესაძლოა, უნებლიედ მისი დამაბრკოლებელი გამხდარხარ.

ყოველ ადამიანს რაღაც შემოაქვს კაცობრიობაში. ვიღაცას რწმენით, სიყვარულით, კეთილი საქმეებითა და თავდადებით – საღმრთო მადლის ნათელი და სულიერი კეთილსურნელება, ვიღაცას კი საკუთარი ცოდვებისა და ვნებების კმევით – სიბნელე, სიმყრალე. ვიღაც ანათებს კელაპტარივით, ვიღაც კი, ლეშივით, გაუსაძლისად აქცევს სულიერ გარემოს. ყოველი ჩვენი ცოდვა არ არის მხოლოდ პიროვნული, არამედ რაღაც შემოაქვს სამყაროში, შემოაქვს ბოროტი მაგალითი და ცდუნება, შემოყავს დემონური ძალაქმედება. ჩვენი ცოდვილობით, თუნდაც არა საქმითი, არამედ გულის სიღრმეში შეწყნარებული ცოდვებით ყველანი დამნაშავე ვხვდებით ერთმანეთის წინაშე. ამიტომაც არის ჯეროვანი, რომ ვითხოვოთ შენდობა ერთმანეთისაგან და მიუძღვნათ მთელი მარხვა ღმრთისაგან შენდობის თხოვნას. ოღონდ, არა ფორმალურად. ნუ ვაქცევთ ეკლესიას სულიერი ცხოვრების პროფანაციის ადგილად!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
31.01.2016
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა მოქალაქე გიორგი ტატიშვილის (იგივე სოდომისტი "მაცაცოს") სარჩელი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat