ეკლესიური იერარქია ღვთივდადგენილი ორგანიზმია
ეკლესიური იერარქია ღვთივდადგენილი ორგანიზმია
მღვდლობის საიდუმლო აღესრულება მხოლოდ მამაკაცებზე, რომლებიც ქრისტიანული ეკლესიის წევრები არიან და კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან, ან ეკლესიური იერარქიის სამ ხარისხზე - დიაკვნობაზე, მღვდლობასა და ეპისკოპოსობაზე კურთხევისათვის გამორჩეულ ბერებზე. ეს საიდუმლო სხვაგვარად ხელდასხმად ანუ ქიროტონიად იწოდება.

ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ ადამიანი ეკლესიის წევრი ხდება და დგება მის სამსახურში, რომელიც სხვადასხვა გზით შეიძლება წარიმართოს.

ეკლესიაში ერთ-ერთი და ყველაზე საპასუხისმგებლო მსახურება მღვდლობაა. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა, როდესაც მღვდლად კურთხევა დაუპირეს, ბრძანა: "პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან (ანუ პასუხისმგებლობის) მეშინისო". ეს სიტყვები მეტად საგულისხმოა სამღვდელო პატივის მსურველთათვის. ხოლო როდესაც ეპისკოპოსობა შესთავაზეს, საერთოდ უდაბნოში განერიდა.

წმინდა წერილში ძალიან ცოტაა პირდაპირი მოწმობა ეკლესიის წევრების სამღვდელო მსახურების შესახებ, მაგრამ რაც არის, იმდენად ჩამოყალიბებული და განსაზღვრულია, რომ განსაკუთრებულ განმარტებას არ საჭიროებს. წმინდა პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში გადმოგვცემს: "თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმინდა სამღვდელოებად, ღვთის სასურველ სულიერ მსხვერპლად იესო ქრისტეს მიერ... თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ" (1 პეტრე 2:5-9). იოანეს გამოცხადებაში კი ვკითხულობთ: "...გაგვხადა ჩვენ სუფევად მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 1:6).

ძველ აღთქმაში განსაკუთრებული სამღვდელოება არსებობდა - დახურული და ხალხისთვის მიუწვდომელი, არსებობდა ზღვარი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ყოფდა ხალხს სამღვდელოებისაგან, თუმცაღა ამგვარი წეს-წყობა თვითონ ღვთისგან იყო დადგენილი. მოგეხსენებათ, ძველი აღთქმა ადამიანისთვის მოსამზადებელი პერიოდი იყო უფრო ამაღლებულ საღვთო ურთიერთობამდე, აჩრდილი რეალობისა. ასევე, ამ პერიოდის ღვთისმსახურებაც (და ღვთის მსახურნიც) აჩრდილი ანუ მოსამზადებელი პერიოდი იყო ჭეშმარიტი საღვთო მსახურებისა, რაც იესო ქრისტემ და მისმა ეკლესიამ მოიტანა. ძველ აღთქმაში ტაძარში მსახურება მხოლოდ ლევის შთამომავლებს ანუ ლევიტელებს შეეძლოთ. სამეუფო მღვდლობაზე აღთქმა კი აღსრულდა ახალ აღთქმაში - ქრისტეს ეკლესიაში.

ეკლესიური იერარქია ღვთივდადგენილი ორგანიზმია. მხოლოდ იერარქიის წყალობით შეიძლება აღვასრულოთ წმინდა პავლე მოციქულის დანაბარები: "ღმერთი უწესრიგობისა კი არ არის, არამედ მშვიდობისა... ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს" (1 კორ. 14:33-40). თვითონ იესო ქრისტემ გამოირჩია 12 მოციქული, რათა ისინი საღმრთო საიდუმლოთა აღმშენებლები ყოფილიყვნენ, ეკლესიის მსახურებისთვის კი გამორჩეულნი იყვნენ ქრისტიანებში ცნობილი პირები. მაცხოვარმა დააწესა მღვდლობის ის განუწყვეტელი და თანამიმდევრობითი რიგი, რომელიც დღემდე აღესრულება ეკლესიაში.

ხელდასხმის ფორმით კურთხევა პირველად გამოყენებული იყო ანტიოქიაში პავლეს და ბარნაბას გამორჩევის დროს: "სულიწმიდამ უთხრა: გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მე მოვუწოდე. მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს" (საქ. 13:2-3). ასე რომ, ბარნაბას და პავლეს კურთხევა ლოცვასა და მარხვასთან ერთად ხელდასხმის გზით განხორციელდა.

ქიროტონიის მაგალითად, საეკლესიო მოქმედების გაგებით, გვევლინება იერუსალიმში შვიდი დიაკვნის კურთხევა: "მაშინ თორმეტმა მოიწვია მრავალი მოწაფე და უთხრა: "არ შეგვშვენის ღვთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება". მაშ ასე, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე... ისინი დააყენეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ" (საქ. 6:2-6).

კურთხევის სხვა მაგალითებიც გვაქვს: როდესაც პავლე და ბარნაბა გადიოდნენ ლუსტრას, იკონიას და ანტიოქიას, "ხელდასხმით უკურთხეს მათ თითოეულ ეკლესიაში ხუცესები და ლოცვითა და მარხვითა შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს" (საქ. 14:23). ხელდასხმაზე აგრეთვე ლაპარაკობს წმინდა პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში: "ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით" (I ტიმ. 4:14), ხოლო მეორე ეპისტოლეში წერს: "შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში" (2 ტიმ. 1:6). თუკი დავუშვებთ, რომ ორივე შემთხვევაში მოციქულის ნათქვამი ეხება ორ სხვადასხვა ხელდასხმას, მაშინ საჭიროა პირველ შემთხვევაში დავინახოთ ტიმოთეს სამღვდელო ხარისხში კურთხევა, ხოლო მეორეში - ეპისკოპოსად. და მართლაც, უძველეს საეკლესიო გადმოცემაში ტიმოთე ეფესოს ეპისკოპოსად იხსენიება.

ასე რომ, საფუძველი სასულიერო ხარისხებზე კურთხევისა ახალი აღთქმის წიგნებში მოიპოვება. ეს აღიარებულია როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ქრისტიანების მიერ პროტესტანტების ჩათვლით, მაგრამ უკანასკნელნი ამას თვლიან უბრალო რიტუალად, რომელსაც არავითარი საკრალური მნიშვნელობა არ გააჩნია. მოციქულთა დროს ეს კურთხევა ორი ელემენტისგან შედგებოდა: ლოცვისა და ხელდასხმისგან.

დიაკონი (ბერძნ. "დიაკონოს" - მსახური) - პირველი (უმცროსი) ხარისხის მღვდელმსახურია, რომელიც მონაწილეობს საზოგადო და კერძო მსახურებაში, მსახურობს საიდუმლოების აღსრულების დროს, მაგრამ არც ერთ მათგანს თვითონ არ აღასრულებს. პირველ ეკლესიაში, როგორც "საქმე მოციქულთაში" ჩანს, დიაკვნები გამორჩეულნი იყვნენ მორწმუნეთა ე.წ. სოციალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და არა ღვთისმსახურებისთვის, რაც ეკლესიაში შემდგომ შეიცვალა. დიაკონი, რომელსაც ბერული აღთქმა აქვს დადებული, იწოდება ბერდიაკვნად (იეროდიაკვნად), ხოლო სქემაშემოსილი - სქიმბერდიაკვნად. უფროსი დიაკონი თეთრ სამღვდელოებაში (ცოლიანი) იწოდება პროტოდიაკვნად (პირველდიაკვნად), ხოლო ბერობაში - არქიდიაკვნად (უფროს დიაკვნად).

პრესვიტერი ანუ მღვდელი, იგივე ხუცესი - მღვდელმსახურია, რომელსაც შვიდი საიდუმლოდან ექვსის შესრულება შეუძლია (ქიროტონიის ანუ ხელდასხმის საიდუმლოს გამოკლებით) და ემორჩილება ეპისკოპოსს. მღვდლად შეიძლება ხელდასხმული იქნეს მხოლოდ დიაკონი (დაქორწინებული ან ბერი). მღვდელი, რომელიც ბერია, იწოდება მღვდელმონაზვნად. თეთრი სამღვდელოების უფროსი მღვდლები იწოდებიან დეკანოზებად, პროტოპრესვიტერებად, ხოლო ბერებში - იღუმენებად, არქიმანდრიტებად.

ეპისკოპოსი (ბერძნ. "ეპისკოპოს" - ზედამხედველი) - უმაღლესი (მესამე) ხარისხის მღვდელმსახურია. აღასრულებს შვიდსავე საიდუმლოს და ძალაუფლება აქვს, ხელდასხმის საიდუმლოს საშუალებით სხვებს გადასცეს ეს მომადლებული ნიჭი.

უძველესი ტრადიციის მიხედვით, ეპისკოპოსის ხარისხში აკურთხებენ მღვდლებს, რომლებმაც საბერო ხარისხი - არქიმანდრიტობა მიიღეს, მაგრამ პირველ ეკლესიაში, მოციქულთა ეპოქაში, ეპისკოპოსი შეიძლება ცოლიანიც ყოფილიყო, ისევე როგორც მღვდელი (მსოფლიო ეკლესიამ, სამართლიანი მოსაზრების გამო, აკრძალა ცოლიანი ეპისკოპოსები). ამის შესახებ გადმოგვცემს წმინდა პავლე მოციქული და თანაც ხატავს, შეიძლება ითქვას, მღვდელმსახურის ზნეობრივ პორტრეტს: "თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე ნდომებია. ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, დამმოძღვრავი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო და ვერცხლის უყვარული, თავისი სახლის კარგი განმგებელი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. ვინაიდან თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ აღმოჩნდეს; ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა სირცხვილისა და ეშმაკის მახეში არ გაებას. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, უანგარონი, რათა სუფთა სინდისით ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ. ასევე, მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი. დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი განმგებელი, ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთთვის იმზადებენ კეთილ პატივს და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში" (1 ტიმ. 3:1-13).

მონაზვნობა ეკლესიაში განსაკუთრებული ინსტიტუტია. შეიძლება ითქვას, რომ იგი ხერხემალი და საფუძველია ეკლესიისა. ბერმონაზვნობის ისტორია არ არის თანხვედრი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიისა იმ გაგებით, რომ I-III საუკუნის ჩათვლით, რაც ქრისტეს ეკლესია დაფუძნდა, ეს ინსტიტუტი არ არსებობდა. პირველ საუკუნეთა ეკლესია განსაკუთრებულად მაღალ სულიერ სიმაღლეზე იმყოფებოდა, რაც განპირობებული იყო პირველ ქრისტიანთა ფიზიკური დევნა-შევიწროებით, ხოცვა-ჟლეტით და უსამართლო რეპრესიებით. IV საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ეკლესიაში გარეგნული სიმშვიდე ჩამოვარდა, მაგრამ სულიერი სიმაღლის შესანარჩუნებლად მარტომყოფობა, სოფლისგან განრიდება ეკლესიისთვის სულიერების უშრეტი წყარო აღმოჩნდა.

პირველი მონასტრული ცხოვრების ჩანასახს ვხვდებით წმინდა ანტონი დიდთან. მას ეკუთვნის სკვნილის შექმნა და მასზე ლოცვის წესი (იესო ქრისტეს ლოცვა). ანტონი დიდის დროს მანდრული ცხოვრება ჰქონდათ, ე.ი. გამოქვაბულებში მკვიდრობდნენ (მანდრა - გამოქვაბული), შესაბამისად, წინამძღვარს ანუ გამოქვაბულის უფროსს არქიმანდრიტი ერქვა. ამ დროიდანვე ჩამოყალიბდა ბერ-მონაზვნობის სამი აღთქმა: 1. უპოვარება, 2. მონასტრიდან გაუსვლელობა, 3. ქალწულება.

შესამოსლები
ბერმონაზვნის შესამოსელი (აღკვეცის დროს): 1. თეთრი კვართი; 2. საბეჭური (ოთხკუთხა ფორმის მოქარგული ნაჭერი, რომელზეც ამოქარგულია გოლგოთა - ჯვარი, შუბი, სამსჭვალნი, მამალი და წარწერა: "საწერტელნი უფლისა ჩემისა იესო ქრისტესი ბეჭთა ჩემთა მიტვირთავს"); 3. კაბა; 4. კაბაზე სარტყელი; 5. ანაფორა; 6. მანტია; 7. კუნკულ-ბარტყული; 8. ხელის ჯვარი; 9. სკვნილი.

მღვდელმონაზონი - ატარებს ვერცხლის (თეთრ) ჯვარს. შეიძლება დაჯილდოვდეს ოქროს ჯვრის ტარებით.

იღუმენი - ოქროს ჯვარს ატარებს, შეიძლება დაჯილდოვდეს გამშვენებული ჯვრით, ენქერის ტარების უფლებით.

არქიმანდრიტი - აქვს გამშვენებული ჯვარი, მიტრა, გამშვენებული მანტია (შავი მანტია ფერადი ზოლებით). თუ მონასტრის არქიმანდრიტია, კვერთხის ტარების უფლება აქვს. ღვთისმსახურებისას - პურის კურთხევაზე შეუძლია გამოვიდეს კვერთხით.

მღვდლის შესამოსელი - სტიქარი, ოლარი, სარტყელი, საბუხრეები, ფილონი, ჯვარი, რომელიც შეიძლება იყოს ოქროსი. დეკანოზს - აქვს ენქერის ტარების უფლება, გამშვენებული ჯვარი, მიტრა.

მღვდელმთავრის შესამოსელი - ოლარი, სარტყელი, ენქერი, საბუხრეები, ბისონი, ომოფორი, ჯვარი, პანაღეა, მიტრა, კვერთხი; მთავარეპისკოპოსს კუნკულ-ბარტყულზე თვლებიანი ჯვრის ტარების უფლება ეძლევა, მიტროპოლიტს - კუნკულ-ბარტყულზე და მიტრაზე ედგმება ჯვარი. იგი შეიძლება დაჯილდოვდეს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარებით (უმაღლესი ჯილდოთი).

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მანტია, მსოფლიოს სხვა პატრიარქების მანტიებისგან განსხვავებით, მეწამული ფერის არის, რადგან ის იმ ქვეყნის პატრიარქია, სადაც მაცხოვრის კვართია დასვენებული, იგი გვევლინება მაცხოვრის კვართის მცველად (რადგან უფლის კვართი სისხლში იყო ამოვლებული, ამიტომაც მანტია სისხლისფერი - მეწამული ფერისაა). გარდა ამისა, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და რადგან დედა ღვთისა შემოსილია წითელი მანტიით და რახან პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელია, ამიტომაც აცვია მეწამული (წითელი) ფერის მანტია.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat