სინანულისა და აღსარების შესახებ
სინანულისა და აღსარების შესახებ
ჩვენი უფალი "ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა" (1 ტიმ. 6:16). ის უცვალებელად ჩვენგან დაფარულ ღრმა იდუმალებაშია დავანებული. ეს იმ შემთხვევაშიც ასეა, როდესაც ჩვენ მის სიახლოვეს ან მისით სისავსეს შევიგრძნობთ. მაგრამ ღვთის მსგავსებად ქმნილი ადამიანიც იდუმალებითაა მოსილი. შესაბამისად და რადგან უფალმა ბრძანა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით" (მათ. 28:34), არ უნდა ცხრებოდეს სწრაფვა და წადილი ამ მოწოდების ღრმად შესწავლისა.

ღმერთი ყოველ საწყისთა საწყისია და აბსოლუტური მყოფობაა. ადამის შთამომავლობას უფალი გამოეცხადა როგორც "მე ვარ", ანუ როგორც პირი, როგორც იპოსტასი - როგორც პერსონა: "და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაელისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა და მკითხვიდენ, თუ რაი არს სახელი მისი, რაი ვჰრქუა მათ? და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაელისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა" (გამ. 3:14-15). ახლა კი ჩვენ ღმერთს ერთასი ძის სახით ვეცნობით: დაწერილია: "ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა" (იოან. 1:18). და რადგან უფალი ბრძანებს: "ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაი, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგახსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ" (იოან. 14:26), ახლა უკვე სულიწმიდის დახმარებით ვუახლოვდებით უფალს. აი, სწორედ ამ ცოცხალმა ცოდნამ და ღმერთთან სიახლოვემ გაგვათავისუფლა ყოველგვარი ინტელექტუალური აღმაფრენის აბსურდისგან, ეგრეთ წოდებული სუფთა ყოფისაგან, რომელსაც ტრანსცენდირებულ სივრცეში, ანუ უმყოფობაში გადაჰყავს ყოველი მიმნდობი არსი.

დაუსაბამო - განკაცებულმა ლოგოსმა თავისი მისია, მამასა და სულიწმიდასთან ერთად, ცოდვილთა მოწოდებით დაიწყო: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი" (მათ. 4:17). მან მოგვცა ცოდნა როგორც მამის, ისე სულიწმიდის შესახებ. მათ - ამ ორმა დაამოწმეს ქრისტეს შესახებ. და ძემ მამისკენ მიმავალი შეუმცდარი გზა დაგვანახა.

ჩემი ცხოვრების მიწურულს სურვილი მაქვს, მისგან ბოძებულ იმ დიდ სიკეთეს, რასაც სინანულის მადლს ვუწოდებთ, ჰიმნი მივუძღვნა... ამისთვის კი მეფსალმუნის შთაგონებით აღვსილი სიტყვები მინდა მოვიშველიო.

"ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! დიდ და საკვირველ არიან საქმენი შენნი. შენ წმინდა ხარ და მიუჩრდილებელ ნათელში ცხოვრობ. შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი;

ღაღად-ყვეს შენდა მიმართ და წყალობითა შენითა იხსნენ იგინი,

ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც,

საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა;

შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით;

და შენ დედის მუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი შენ.

ნუ განმეშორები ჩემგან, მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა შორის:

"მოშიშნი უფლისანი აქებდით მას, რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა.

მან არცა გარემიაქცია პირი ჩემგან, მის მიმართ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა" (შეად. ფსალმ. 21).

"გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთასა, არა ვიცი" (2 კორ. 12:2), მაგრამ სწორედ ასე ხდება, როდესაც ადამიანი სრული გულრწფელობით ცდილობს მონანიებას. აღმსარებლის შემუსვრილი სული მთელი არსის უშრეტი წყურვილით, თავგანწირული მიილტვის მხსნელი ღმერთისკენ. თავად ცოდვილმა არაფერი იცის იმის შესახებ, როდის და როგორ დაიწყო მასში გარდაქმნა. მაგრამ იმას გრძნობს, რომ წაუყრუა ყოფით სამყაროს და სხეულიც კი აღარ ახსენდება. ამასთან, მასში აშკარად იკვეთება პირი –პერსონა და შეიძლება ითქვას, რომ ასე ცხადად თავისი თავი არასოდეს შეუგრძნია. ცხოვრობს ისე, თითქოს სულია მხოლოდ, უსხეულოა და ამ შემთხვევებში ეს ადამიანი ზეციდან იღებს კურთხევას შეიცნოს სხვა ცხოვრება - ურღვევი ყოფა.

ისე მოხდა, რომ: ჩემმა სულმა საკუთარი მე გარკვეულ უსაზღვრობაში აღმოაჩინა, ეს უსაზღვრობა უცნაურად გამჭვირვალეა, მაგრამ შუქით არ არის განათებული. არ შემიძლია გამოვხატო ამ უზღვარო სფეროს შეგრძნება. ის კი უნდა ვთქვა, რომ ჩემი სული სრულად იყო ლოცვით მოცული: ღმერთის გარდა არაფერი ვიცოდი, ვერაფერს ვხედავდი. დიდი მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა, რომ ის "მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად" (2 კორ. 12:4). რა ჰქონდა მოციქულს მხედველობაში, როდესაც უმაღლეს შეგრძნებებზე, როგორც "გამოუთქმელ სიტყვებზე" საუბრობდა? იყო კი ის ხმები ჩვენეული ადამიანური სიტყვები, თუ ეს იმ სულიერი სამყაროს გამოვლინება იყო, რომელშიც მოციქული იქნა "მიტაცებული"? მონათხრობში მან სრულად არ გახსნა თქმული ამბავი.

ჩემში ჩნდება გაბედული აზრი: პავლეს მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვდა, რომ ის "სდევნიდა ეკლესიათა ღრმთისათა" (1 კორ. 15:9); რომ ის იყო მორწმუნეების მჩაგვრელი და მგმობელი. პავლე სწორედ უკიდურესად დაძაბულ სინანულში იყო, როდესაც ის ღმერთმა "აღიტაცა... ვიდრე მესამედ ცადმდე" (2 კორ. 12:2). უნდა ვთქვა, რომ ქრისტესგან განდგომას თავად მეც, როგორც მისი სიყვარულის საპირისპირო, აუტანელ და უსინდისო დანაშაულს, ისე განვიცდიდი. ქრისტეს ჩემდამი სიყვარული მე ადრეულ ბავშვობაში შევიგრძენი, მაშინ უფალი საკუთარ ცხოვრებას მიძღვნიდა, ხოლო მე მხოლოდ ჩემი უგუნურების დათრგუნვის ხარჯზე შევდიოდი ლოცვაში და ქმნილი სამყაროს უკეთურებიდან ლოცვას ძალით გამოვყავდი. როდესაც ჩვენი შინაგანი სიბნელის ცოდვის - ინფერნალური (ჯოჯოხეთური) არსის ხედვას ნათლად ვაწყდებოდი, მაშინ ჩემში მართლაც იწყებოდა მადლის შეგრძნება: ის შეიძლებოდა უქმნელი ნათლის გაბრწყინებაში, ღვთის სიტყვის ახლებურად შეცნობაში, გამოცხადებაში ან სხვა მსგავს არამიწიერ სიკეთეში გამოვლენილიყო.

მამები გვასწავლიან, რომ საკუთარი ცოდვის შეგრძნება - ანგელოზების ხილვაზე უფრო დიდი ღვთივბოძებული მადლია. მე დიდი ხნის მანძილზე სულიერი სიბრმავე მჭირდა: ვშორდებოდი ჩემი ბავშვობის ღმერთს და ამაში ცოდვას ვერ ვხედავდი. "რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა" (1 ტიმ. 1:13). მეგონა სახარებაზე უფრო ღრმა სივრცეებს ვიკვლევდი; თუმცა ამ უკანასკნელისგან განდგომის პროცესში სიძულვილს ვერ ვგრძნობდი, უბრალოდ მივიჩნევდი, რომ ის ვერ მაძლევდა უმაღლეს ცოდნას. სინამდვილეში ცოდვის არსის შეცნობა მხოლოდ ქრისტე-უფალის რწმენის და ჩვენზე უქმნელი ნათელის მოქმედების შემთხვევაშია შესაძლებელი. "უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა" (შეად. იოან. 8:24).

ადამიანს თუ არადეტერმინირებულ პერსონად, თავისუფალ სულად მოქმედ თვითგამორკვევის უნარის მქონე არსებად წარმოვიდგენთ, დავინახავთ, რომ ის შეიძლება ხედავდეს ერთგვარ აბსოლუტს, უცილობელ "ღვთაებრიობას", და მისთვის უკვე აღარ იარსებებს სხვაგვარი ღმერთის საჭიროება. მან შეიძლება ერთარსი საწყისი საკუთარი პიროვნების ნათესავადაც მიიჩნიოს; შეუძლია თვითგანღმერთება, ანუ საკუთარი პირველსაწყისის ყოფიერებაში დაბრუნება მოინდომოს. ერთხანს ინდური მისტიკური ლიტერატურისა და იმ ადამიანების გავლენის ქვეშ მოვექეცი, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან იყვნენ, სადაც ასეთი მისტიკის კულტივირება საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს და ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდობაში ასეთ გაუგებრობაში ვცხოვრობდი. ასეთი აბერაციიდან გამოსვლა - ადვილი საქმე ნამდვილად არ არის: შენს წინაშე შეიძლება მუდმივად ჩნდებოდეს საკითხი, რომელიც მიგანიშნებს, რომ ჯერ კიდევ სრულად არ გესმის, რას ნიშნავს კოსმიური მყოფობა. იმისათვის, რათა სრულყოფილებისაკენ მიმავალმა უფრო მეტი გაიგო - უწინარესად შენში პერსონალურობის პრინციპი, როგორც ყოფიერების დროებითი ფორმა, უნდა დაინახო და გადალახო, რადგან ეს მისტიკური მდგომარეობა მიგანიშნებს, რომ ყველა ზღვარი, რომელიც ადამიანს ექმნება, ჩვენი პერსონალურობის გამო ჩნდება. ერთი სიტყვით, იმისათვის, რათა არანაირ ოკეანეში ზეპერსონალური აბსოლუტის სუფთა ყოფის გზას შეერწყა, ნებით უნდა მოსპო ან დაანგრიო შენი ადამიანური პიროვნულობა.

მე ვერ შევძელი გავქცეოდი კითხვას: თუ ჩემი პერსონა უნდა განადგურდეს, მაშინ ვინ არის შემმეცნებელი? ვინ თვითმკვიდრდება? და კიდევ ერთი კითხვა: თუ მე უსაწყისობის (რომელშიც ამ ლოგიკით უნდა დავბრუნდე - რ. ჩ.) პრინციპიდან გამოვედი, მაშინ როგორ შეიძლებოდა ჩემს მყოფობაში ასეთი დეგრადაცია მომხდარიყო? იმისათვის, რათა სხეულისგან გავთავისუფლდე და ჩემს საწყის მდგომარეობას დავუბრუნდე, ვიყო ის, რაც აბსტრაქტულ გონებრივ ხილვებში ყოველთვის ვიყავი და რაც ახლაც ვარ, რატომ მიხდება ამ ჩემი სხეულის, რომელშიც ახლა ვიმყოფები, ანუ უცხო სხეულის ჩამოცილებისათვის, ასეთი დიდი ძალისხმევა?

მედიტაციები მიწიერი ყოფიერებისათვის დამახასიათებელი ყოველდღიური საზრუნავებისან და დაბნეულობისგან მათავისუფლებდა. მედიტაცია მჩუქნიდა ინტელექტუალური ტკბობის წუთებს, - გავყავდი წარმოსახვით სულიერ სივრცეებში, - მიქმნიდა ისეთ შეგრძნებებს, რაც ჩემ გარშემო მყოფ საზოგადოებაზე უფრო მაღლა მდგომად მაგრძნობინებდა თავს. ფილოსოფიურად აბსოლუტური საწყისი პერსონად შემეძლო მომეაზრებინა. ნაწილობრივად ამის მიზეზი ის ზოგადად არასწორი შეხედულებები იყო, რითიც მაშინდელი საზოგადოებრივი წრეები იყვნენ გატაცებულნი. ეს იყო პერსონისა და ინდივიდის გაგებების ერთმანეთში აღრევა და მათი გაიგივება, და ეს მაშინ, როდესაც ფილოსოფიურად ისინი დიამეტრულად ურთიერთსაპირისპირო შინაარსის მატარებელი სიტყვებია. ბავშვობაში იმ მარადიული ზეციერი მამა ღმერთის მიმართ ლოცვას მიმაჩვიეს, ვისთანაც ჩემი წინაპრები იმყოფებიან. მაშინ ჩემს ბავშვურ რწმენაში (შეადარ. "და ჰრქუა: ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათ. 18:3) და (ლუკ. 18:17)) პერსონა და მარადიულობა ადვილად შერწყმად გაგებებად წარმომიდგებოდა. ჩემ მიერ ბავშვურ ასაკში შეთვისებულმა ასეთმა ქრისტიანულმა პერსონალიზმმა, რაღაც კონკრეტულ მომენტში, ჩემს ცნობიერებაში ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა, მე დავინტერესდი: შესაძლებელია თუ არა პერსონალური იყოს აბსოლუტური ყოფიერება? ჩემმა გულწრფელმა "აღმოსავლურმა" გამოცდილებამ გულის მიღმიერი წმინდა ინტელექტუალური ფორმით გონებრივი გატაცებების შედეგად აღძრულ ასკეზაში დაიწყო გამოვლინება. თანდათანობით მე ვრწმუნდებოდი, რომ სწორი არ იყო ის გზა, რომელსაც ვადექი და ამ გზით ღმერთს, მიახლოების ნაცვლად, ვცილდებოდი.

ეს იყო მეტად დაძაბული პერიოდი: ჩემი გონება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც უკუნ ღამეში ტალღების ტყვეობაში მოქცეული პატარა ნავი. ჩემს გარეთ არსებული ტალღა გონებას ხან რაღაც სიმაღლეზე აიტაცებდა, ხანაც რისხვით უკუნეთში დაანარცხებდა. მაგრამ მან, ვინც მე იმის გამო მივატოვე, რომ "არ მესაჭიროებოდა", ბოლომდე ზურგი არ შემაქცია და მუდმივად ეძებდა შემთხვევას, რათა ჩემთვის ხელი გამოეწოდებინა: მოულოდნელად ჩემში სინას მთის გამოცხადების სიტყვები განსახდა: "მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ" (გამ. 3:14), მე ვარ მყოფობა, ღმერთი, მეუფე ყოველგვარი პერსონალური ვარსკვლავეთისა - მე ვარ.

ამ სახელით ჩემთვის გაიხსნა უსასრულობა, მიუწვდენელი სივრცეები. ეს არ იყო აბსტრაქტული აზროვნება, აქ ჩემთვის ის მყოფი პიროვნული ღმერთი გამოაშკარავდა, რომელშიც თურმე მე მთელი ჩემი არსით ვცხოვრობდი. მთელმა ჩემმა სულიერმა ცხოვრებამ ერთბაშად ფერი იცვალა და გარდაისახა - ჩემმა სულმა ჯერ კიდევ ბუნდოვნად, მაგრამ მაინც უკვე შეიტყო, რა უნდა მოეძია: პოლარული ვარსკვლავის ნათელი ჩემს თვალისჩინამდე აღწევდა და ჩემი გონებისათვის ის მისაწვდომი ხდებოდა. აშკარა იყო, რომ უფალი საშინლად შორსაა, მაგრამ ჩვენი სულისათვის ის მაინც მისაწვდომი აღმოჩნდა. იგრძნო საკუთარი პიროვნება ღმერთად ამ ერთადერთის გარეთ, სრული სისულელეა, ყოველგვარ სხვა სისულელეზე უფრო დიდი სისულელე. და როდესაც მე ამას მივხვდი, მთელი ჩემი არსება გლოვამ მოიცვა. ეს იყო ცხარე გოდება, რადგან მე ჩემი დაცემულობა აშკარად დავინახე: ამ დროს უფალმა მე სასოწარკვეთის მადლი მომანიჭა. და როდესაც ჩემს ცოდვილ პიროვნებას მდუღარე ცრემლით დავტიროდი, ამ აგონიურ პროცესში უფალი თავის ნათელში გამომეცხადა. ასე დაუდო მან სათავე ჩემს ახალ ცხოვრებას, სინანულის ცრემლებში ასე დავიბადე მე მეორედ. ყოველგვარი ხიბლი დაეკარგა ყველაფერს, რაც მიწიერ ცხოვრებაში ამ მომენტამდე ჩემთვის მიმზიდველი იყო და ასეთ მდგომარეობაში, როდესაც აღარაფერი მეფიქრებოდა, მთელი ჩემი არსება ლოცვაში ჩაიკარგა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველგვარი ვნებისგან, რასაც მე მგზნებარედ ვეძლეოდი, გავთავისუფლდი, ან ეს პრიცესი ადვილი და ხანმოკლე იყო. ჩემთვის გამორჩეულად ძნელი იყო ფერწერულ სამუშაობზე უარის თქმა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat